14 აგვისტო 2026, 09:00 / სანდო წყარო

უკრაინული მედია: უკრაინამ ლენინგრადის ოლქში მდებარე საპორტო ინფრასტრუქტურა დაბომბა

უკრაინის სამხედრო ძალებმა გვიან ღამით რუსეთის ლენინგრადის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც უსტ-ლუგაში საპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ლენინგრადის ოლქის გუბერნატორზე ალექსანდრ დროზდენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

უსტ-ლუგა რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი პორტია ბალტიის ზღვაში. იქ მდებარეობს ნავთობტერმინალი, რომელიც ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჰაბს წარმოადგენს. სანკტ-პეტერბურგის დასავლეთით მდებარე პორტი, რომელიც უკრაინის საზღვრიდან საკმაოდ შორსაა, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის შემოსავლების გენერირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

დროზდენკოს განცხადებით, რეგიონზე მასშტაბური დრონებით შეტევის შემდეგ პორტში ხანძარი გაჩნდა. რუსი ოფიციალური პირების მტკიცებით, ლენინგრადის ოლქის თავზე 51 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გააქტიურების ფონზე, უსტ-ლუგის პორტი ბოლო თვეებში არაერთხელ გამხდარა უკრაინული იერიშების სამიზნე. უკრაინის სამხედრო ძალებმა მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში უსტ-ლუგის პორტზე არაერთი დარტყმა განახორციელეს.

ყველა სიახლე

14 აგვისტო 2026, 09:51

მსოფლიო

უნგრეთმა ერთადერთი ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის გაგრილების სისტემის უზრუნველსაყოფად, მდინარე დუნაის კალაპოტის შეცვლის საინჟინრო სამუშაოები დაიწყო

უნგრეთმა ერთადერთი ატომური ელექტრო სადგურის მუშაობისთვის გაგრილების სისტემის უზრუნველსაყოფად, მდინარე დუნაის კალაპოტის შეცვლის საინჟინრო სამუშაოები დაიწყო. ბარიერების მშენებლობის პარალელურად ბარჟების ჩაძირვა დაიწყეს. რითაც მდინარეში წყლის დონის მატება უნდა მოხდეს. უნგრეთის პრემიერის თქმით, ვითარება საგანგაშოა და სასწრაფო ზომებს საჭიროებს.

14 აგვისტო 2026, 09:48

მსოფლიო

Reuters: რეკორდული წვიმის გამო ათასობით მგზავრი ტოკიოს აეროპორტში ჩარჩა. წყალდიდობამ გზები და რკინიგზა დააზიანა, არის მსხვერპლი

იაპონიის ჩიბას პრეფექტურაში რეკორდული წვიმის შედეგად დაახლოებით 7 000 მგზავრი ჩარჩა ტოკიოს ნარიტას აეროპორტში, რადგან წყალდიდობამ გზები და რკინიგზა დააზიანა და ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

14 აგვისტო 2026, 09:38

მსოფლიო

ესპანეთში ხანძარმა დაახლოებით, 35 000 ჰექტარის ფართობის ტყე გაანადგურა - სინოპტიკოსები ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ და აცხადებენ, რომ ეს ცეცხლის ლოკალიზებას კიდევ უფრო გაართულებს

ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთით სევილიაში ტყის ხანძრის გავრცელების რისკი გაიზარდა. სინოპტიკოსები ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ და აცხადებენ, რომ ეს ცეცხლის ლოკალიზებას კიდევ უფრო გაართულებს და ახალი კერების წარმოქმნას შეუწყობს ხელს. ხანძარმა დაახლოებით, 35 000 ჰექტარი ტყის ფართობი უკვე გაანადგურა.

დონალდ ტუსკი

14 აგვისტო 2026, 09:31

მსოფლიო

AP: პოლონეთში აცხადებენ, რომ ვარშავაში რუსეთის მიერ აშშ-ის მოქალაქის მკვლელობის გეგმა აღკვეთეს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, ქვეყანაში აღკვეთეს რუსეთის გეგმა, რომლის ფარგლებშიც ვარშავაში უკრაინული წარმოშობის აშშ-ის მოქალაქის მკვლელობა იგეგმებოდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

14 აგვისტო 2026, 09:28

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოესი სამი დღის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვაც

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა,ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც. სინოპტიკოსების თქმით, 20 აგვისტოდან გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.

14 აგვისტო 2026, 09:25

საზოგადოება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით „რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი“ დამტკიცდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით „რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი“ დამტკიცდა, რაც როგორც აღინიშნა, ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მგზავრთა უფლებების დაცვის ერთიანი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებას, მომსახურებისა და სანდოობის ხარისხის ამაღლებას.

გიორგი ჩაკვეტაძე

14 აგვისტო 2026, 09:21

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და მათ შორის, ეს არის ტურიზმის სექტორით განპირობებული. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ განვითარების ტემპები გაღრმავდეს

საქართველო თითოეული ტურისტისთვის არის გახსნილი. ჩვენ ეთნიკური ნიშნით არ ვასხვავებთ ტურისტებს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.

14 აგვისტო 2026, 09:16

მსოფლიო

Reuters: ლატვიამ საკუთარ საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო, ფინეთმა კი ბალტიის ზღვის ნაწილში შეზღუდვები დააწესა

ნატოს საჰაერო თავდაცვის მისიის ფარგლებში მორიგე გამანადგურებელმა დილით დრონი ჩამოაგდო, რომელიც ლატვიის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ინფორმაციას Reuters-ი ლატვიის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

14 აგვისტო 2026, 09:10

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ, იმისთვის, რომ საქართველომ ზრდის ტემპი და სტაბილურობა შეინარჩუნოს

კოორდინირებული კამპანია, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელების პარალელურად, რუსოფობიის გაღვივებას მოიცავს,

14 აგვისტო 2026, 09:01

საზოგადოება

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 34 წელი გავიდა

1992 წლის 14 აგვისტო - დღე, რომელმაც საქართველოს ისტორია შეცვალა. დღეს 34 წელი გავიდა აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 აგვისტო 2026, 01:40

მსოფლიო

The Times: ნეთანიაჰუმ გაერთიანებული სამეფო „ბრიტანეთის ისლამურ რესპუბლიკად“ მოიხსენია

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოს უკვე „ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკის“ სახელით იცნობენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი ავრცელებს.

14 აგვისტო 2026, 00:55

საზოგადოება

დღეიდან მორწმუნეებისთვის მარიამობის მარხვა დაიწყო

მარხვა ორკვირიანია და 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე დასრულდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. ასევე უცნობია, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.

პიტერ მადიარი

14 აგვისტო 2026, 00:42

მსოფლიო

პიტერ მადიარი უნგრეთ-რუსეთის ბირთვულ გარიგებას ეჭვქვეშ აყენებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა ხუთშაბათს ეჭვქვეშ დააყენა მისი წინამორბედის მიერ დადებული შეთანხმება, რომელიც რუსული სახელმწიფო კომპანია Rosatom-ის მიერ უნგრეთის ატომური ენერგეტიკის სიმძლავრეების გაფართოებას ითვალისწინებდა.

14 აგვისტო 2026, 00:31

მსოფლიო

რომთან ახლოს, საბრძოლო მასალების ქარხანაში მძლავრი აფეთქება მოხდა

ხუთშაბათს, რომის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კოლეფეროსთან, საბრძოლო მასალების ქარხანაში მძლავრი აფეთქება მოხდა. აფეთქების ხმა რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ისმოდა.

13 აგვისტო 2026, 22:37

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს

ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, წინასწარ დაგეგმილი როტაციის ფარგლებში, აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.

13 აგვისტო 2026, 22:26

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანს „ჰეზბოლას“ განიარაღებამდე არ დატოვებენ

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანს „ჰეზბოლას“ განიარაღებამდე არ დატოვებენ. ამით მან დამატებითი პირობები წამოაყენა თავის ადრინდელ განცხადებაზე, რასაც აშშ-ის მთავრობის მხრიდან მკვეთრი საყვედური მოჰყვა.

პიტ ჰეგსეტი

13 აგვისტო 2026, 22:17

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს, - განაცხადა ხუთშაბათს თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა.

სულხან თამაზაშვილი ულან ნიაზბეკოვი

13 აგვისტო 2026, 22:05

სამართალი

საქართველოს ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია

ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ულან ნიაზბეკოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

13 აგვისტო 2026, 22:04

მსოფლიო

POLITICO: საფრანგეთში მეხანძრეთა პროფკავშირები მომავალ თვეს ეროვნული მასშტაბის საპროტესტო აქციისაკენ მოუწოდებენ - მიზეზი მთავრობისათვის წაყენებული ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ რეკორდულად ცხელი ზაფხულის განმავლობაში მეხანძრეებს სათანადო მხარდაჭერა არ გაუწია

საფრანგეთში მეხანძრეთა პროფკავშირები მომავალ თვეს ეროვნული მასშტაბის საპროტესტო აქციისაკენ მოუწოდებენ - მიზეზი მთავრობისათვის წაყენებული ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ რეკორდულად ცხელი ზაფხულის განმავლობაში მეხანძრეებს სათანადო მხარდაჭერა არ გაუწია, - წერს გამოცემა POLITICO.