უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს
ფოტო: Facebook
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან სამხედრო ტყვეები გაცვალა. მხარეებმა ერთმანეთს 103-103 ადამიანი გადასცეს.
უკრაინას ჯერჯერობით გაცვლის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
სამხედრო ტყვეების წინა გაცვლა 26 ივნისს შედგა. მაშინ მხარეებმა ერთმანეთს 160-160 ადამიანი გადასცეს. ივლისსა და აგვისტოში კი მოსკოვმა და კიევმა ერთმანეთს დაღუპული სამხედროების ცხედრები გადასცეს.
ყველა სიახლე
19 აგვისტო 2026, 14:32
საზოგადოება
პატრიარქი: უფალმა მოგვცა რწმენა, როგორც ჯილდო და ეს ჯილდო ჩვენი დამსახურებებისთვის, ან რაიმე შრომისთვის არ მოუცია, არამედ იმიტომ მოგვცა, რომ ჩვენში დაინახა ფერისცვალების შესაძლებლობა
უფალმა მოგვცა რწმენა როგორც ჯილდო და ეს ჯილდო ჩვენი დამსახურებებისთვის, ან რაიმე შრომისთვის არ მოუცია, არამედ იმიტომ მოგვცა, რომ ჩვენში დაინახა ფერისცვალების შესაძლებლობა, - განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ სამთავროს დედათა მონასტერში ქადაგებისას.
19 აგვისტო 2026, 14:31
მსოფლიო
აზერბაიჯანი CNN-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
„მოვითხოვთ CNN-ისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და ცდილობს საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანას ეთიკისა და ჟურნალისტური პროფესიონალიზმის პრინციპების საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელებით, უარყოს აღნიშნული ცნობა და ბოდიში მოუხადოს აზერბაიჯანს“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
19 აგვისტო 2026, 14:20
მსოფლიო
ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები მოიგო
დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნები მან მოიგო. მისი განმარტებით, მოსახლეობის აღწერის ბიურომ ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებისას ხარვეზები აღმოაჩინა. შემოწმებულია მხოლოდ ნაწილი და უკვე დადგინდა რომ 24 ათასზე მეტი ამომრჩეველი ამერიკის მოქალაქე არ იყო.
19 აგვისტო 2026, 14:17
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი რადიკალებზე: როგორც კი, საზოგადოება იგებს, რაში იღებდნენ ისინი კონკრეტულ დაფინანსებას, მაშინვე წყალი უდგება ყველა იმ ნარატივს, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს და მოასწავებდეს იმას, რომ ისინი რაიმე ფორმით ემსახურებოდნენ ქართულ საქმეს
როგორც კი, საზოგადოება იგებს, რაში იღებდნენ ისინი კონკრეტულ დაფინანსებას, მაშინვე წყალი უდგება ყველა იმ ნარატივს, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს და მოასწავებდეს იმას, რომ ისინი რაიმე ფორმით ემსახურებოდნენ ქართულ საქმეს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა რადიკალებზე საუბრისას.
19 აგვისტო 2026, 14:17
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად უნდა შეფასდეს და მათი ბოგინი ოპოზიციურ ველზე უნდა დასრულდეს
საზოგადოება ბნელ ძალთა დაპირისპირების კიდევ ერთ სერიას ხედავს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესების შეფასებისას.
19 აგვისტო 2026, 14:16
მსოფლიო
დმიტრო კულება: მიმაჩნია, რომ უნდა ჩატარდეს როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნები
„მიმაჩნია, რომ უნდა ჩატარდეს როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნები. ჩემს იდეალურ სამყაროში ომის დასრულებამდე ზელენსკი პრეზიდენტად რჩება - მას ხელახლა ირჩევენ არჩევნებზე. პარლამენტში კი ახალი სრულფასოვანი კოალიცია ყალიბდება, რომელშიც საპრეზიდენტო პარტია შეიძლება იყოს ერთ-ერთი მონაწილე“, - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.
19 აგვისტო 2026, 14:15
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: წერილები - გინდა ერთი, გინდა მეორე, ეჭვს ბადებს, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც შექმნილია. ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა ირაკლი ღარიბაშვილი, ან რეალობის შეგრძნება დაკარგა
„ყველა და მე პირადად ძალიან განვიცდით მდგომარეობას, რაშიც ირაკლი ღარიბაშვილი ჩავარდა, განსაკუთრებით მიზეზებს, რის გამოც ეს მოხდა. საკმაოდ მტკივნეული თემაა. წერილები - გინდა ერთი, გინდა მეორე, ეჭვს ბადებს, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც შექმნილია. ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა [ღარიბაშვილი], ან რეალობის შეგრძნება დაკარგა. განსაკუთრებით რასაც განვიცდი, ეს არის ის, რომ დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს, ცოლ-შვილს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს არის პირდაპირ ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა და სხვა არაფერი ამაში არ დევს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
19 აგვისტო 2026, 14:04
საზოგადოება
თბილისის მერია: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს - სამუშაოები გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება
გვსურს, გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანსა“ და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში, აგურის წყობებისა და კერამიკული ჭურჭლის აღმოჩენის ფაქტს, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
19 აგვისტო 2026, 13:59
მსოფლიო
Financial Times: ომის ესკალაციის შემთხვევაში ირანი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმების შესაძლებლობას განიხილავს
გამოცემის ინფორმაციით, შესაძლო სამიზნედ ბულგარეთი მოიხსენიებოდა, რომელმაც გასულ თვეს ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების საწვავით მომარაგებისთვის ბეზმერის ავიაბაზის გამოყენების ნებართვა მისცა, ასევე კვიპროსი, სადაც მარტში ბრიტანულ ავიაბაზას დრონი უკვე დაესხა.
19 აგვისტო 2026, 13:31
რეგიონი
ზორტიყელის მთაში სახალხო დღესასწაული შუამთობა გაიმართა
ზორტიყელის მთაში სახალხო დღესასწაული შუამთობა გაიმართა. მოსახლეობას სახალხო დღესასწაული ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მთავრობის წევრებთან, საკანონმდებლო ორგანოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა.
19 აგვისტო 2026, 13:31
პოლიტიკა
ცესკომ 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები განსაზღვრა. შესაბამისი განკარგულება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:
19 აგვისტო 2026, 13:02
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო: 2026 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს სატრანსპორტო სექტორებში ბოლო ათწლეულის სარეკორდო შედეგები დაფიქსირდა
საქართველოს ტრანსპორტის სექტორმა 2026 წლის იანვარ-ივლისში რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირა. ქვეყნის საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, საქართველოს რკინიგზასა და სამოქალაქო ავიაციაში ტვირთბრუნვამ ბოლო ათწლეულის მაქსიმალურ მაჩვენებლებს მიაღწია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს , როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკურ ჰაბის მზარდ როლს.
19 აგვისტო 2026, 13:02
ტექნოლოგიები
NASA-მ მთვარეზე SpaceX-ის რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილი კრატერის ფოტოები გამოაქვეყნა
NASA-მ მთვარეზე ახალი კრატერის ფოტოების სერია გამოაქვეყნა. ეს კრატერი 5 აგვისტოს წარმოიქმნა - როდესაც SpaceX-ის რაკეტის ამაჩქარებელი ბლოკი, რომელიც კოსმოსში წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაფრინავდა, დედამიწის თანამგზავრს დაახლოებით 8,7 ათასი კილომეტრი საათში სიჩქარით შეეჯახა.
19 აგვისტო 2026, 12:35
რეგიონი
გერმანელი ღვინის პროფესიონალები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს გაეცნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ბადენის მეღვინეთა დელეგაცია ეწვია, რომელსაც გერმანელ ორგანულ მევენახე-მეღვინეთა ასოციაციის ECOVIN-ის წარმომადგენელი, პაულინ კიოპფერი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
19 აგვისტო 2026, 12:29
რეგიონი
სოფელ ერისიმედში სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ტენდერი გამოცხადდა
სოფელ ერისიმედში სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ტენდერი გამოცხადდა
19 აგვისტო 2026, 12:09
მსოფლიო
ტრამპის კრიტიკის ფონზე, აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები შეამოკლეს
წვრთნების დაწყების წინ ისინი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა. მისი თქმით, სეულთან ერთობლივი მანევრები „ძვირია“ და „სრულიად უადგილო და მტრულ სიგნალს უგზავნის“ ჩრდილოეთ კორეას, რომელიც თითქოს პატივისცემით იქცეოდა იმ პერიოდებში, როდესაც ტრამპი ხელისუფლებაში იმყოფებოდა.
19 აგვისტო 2026, 12:01
საზოგადოება
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სტუდენტებს „სახელმწიფო უსაფრთხოების” სამაგისტრო პროგრამაზე მიიღებს, სწავლა უფასო იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მისაღებად ემზადება, სწავლა უფასო იქნება. ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სწავლებას. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სტუდენტებს „სახელმწიფო უსაფრთხოების” სამაგისტრო პროგრამაზე მიიღებს
19 აგვისტო 2026, 11:59
ეკონომიკა
საქსტატი: იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7.5 პროცენტით გაიზარდა
2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 519.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5 პროცენტით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
19 აგვისტო 2026, 11:54
ეკონომიკა
საქსტატი: 2026 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 64.1 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 670.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.


