19 აგვისტო 2026, 12:35 / სანდო წყარო

გერმანელი ღვინის პროფესიონალები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ბადენის მეღვინეთა დელეგაცია ეწვია, რომელსაც გერმანელ ორგანულ მევენახე-მეღვინეთა ასოციაციის ECOVIN-ის წარმომადგენელი, პაულინ კიოპფერი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, დელეგაციის წევრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და თანამედროვე მიდგომები, ასევე მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში განხორციელებული სამეცნიერო და საერთაშორისო პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორგანული და მდგრადი მევენახეობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ჯიღაურას ბაზაზე არსებული სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და ქართული იშვიათი ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული კოლექცია დაათვალიერეს.

დელეგაციის წევრები გაეცნენ ქართული ვაზის იშვიათ და უნიკალურ ჯიშებს, მათი შესწავლისა და შენარჩუნების მიმართულებებს.

სტუმრებმა მოინახულეს ვაზისა და ღვინის მუზეუმი, სადაც ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ექსპონატებია წარმოდგენილი.

ვიზიტის დასასრულს გაიმართა ჯიღაურას ბაზაზე გაშენებული იშვიათი ვაზის ჯიშებისგან წარმოებული ღვინოების დეგუსტაცია, რომელსაც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსი, დავით ჩიჩუა, ხელმძღვანელობდა.

ყველა სიახლე

19 აგვისტო 2026, 13:31

რეგიონი

ზორტიყელის მთაში სახალხო დღესასწაული შუამთობა გაიმართა

ზორტიყელის მთაში სახალხო დღესასწაული შუამთობა გაიმართა. მოსახლეობას სახალხო დღესასწაული ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მთავრობის წევრებთან, საკანონმდებლო ორგანოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა.

19 აგვისტო 2026, 13:31

მსოფლიო

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან სამხედრო ტყვეები გაცვალა. მხარეებმა ერთმანეთს 103-103 ადამიანი გადასცეს.

19 აგვისტო 2026, 13:31

პოლიტიკა

ცესკომ 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები განსაზღვრა. შესაბამისი განკარგულება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:

19 აგვისტო 2026, 13:02

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო: 2026 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს სატრანსპორტო სექტორებში ბოლო ათწლეულის სარეკორდო შედეგები დაფიქსირდა

საქართველოს ტრანსპორტის სექტორმა 2026 წლის იანვარ-ივლისში რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირა. ქვეყნის საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, საქართველოს რკინიგზასა და სამოქალაქო ავიაციაში ტვირთბრუნვამ ბოლო ათწლეულის მაქსიმალურ მაჩვენებლებს მიაღწია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს , როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკურ ჰაბის მზარდ როლს.

19 აგვისტო 2026, 13:02

ტექნოლოგიები

NASA-მ მთვარეზე SpaceX-ის რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილი კრატერის ფოტოები გამოაქვეყნა

NASA-მ მთვარეზე ახალი კრატერის ფოტოების სერია გამოაქვეყნა. ეს კრატერი 5 აგვისტოს წარმოიქმნა - როდესაც SpaceX-ის რაკეტის ამაჩქარებელი ბლოკი, რომელიც კოსმოსში წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაფრინავდა, დედამიწის თანამგზავრს დაახლოებით 8,7 ათასი კილომეტრი საათში სიჩქარით შეეჯახა.

19 აგვისტო 2026, 12:29

რეგიონი

სოფელ ერისიმედში სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ტენდერი გამოცხადდა

სოფელ ერისიმედში სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ტენდერი გამოცხადდა

19 აგვისტო 2026, 12:09

მსოფლიო

ტრამპის კრიტიკის ფონზე, აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები შეამოკლეს

წვრთნების დაწყების წინ ისინი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა. მისი თქმით, სეულთან ერთობლივი მანევრები „ძვირია“ და „სრულიად უადგილო და მტრულ სიგნალს უგზავნის“ ჩრდილოეთ კორეას, რომელიც თითქოს პატივისცემით იქცეოდა იმ პერიოდებში, როდესაც ტრამპი ხელისუფლებაში იმყოფებოდა.

19 აგვისტო 2026, 12:01

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სტუდენტებს „სახელმწიფო უსაფრთხოების” სამაგისტრო პროგრამაზე მიიღებს, სწავლა უფასო იქნება

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მისაღებად ემზადება, სწავლა უფასო იქნება. ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სწავლებას. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სტუდენტებს „სახელმწიფო უსაფრთხოების” სამაგისტრო პროგრამაზე მიიღებს

19 აგვისტო 2026, 11:59

ეკონომიკა

საქსტატი: იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 7.5 პროცენტით გაიზარდა

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 519.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5 პროცენტით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

19 აგვისტო 2026, 11:54

ეკონომიკა

საქსტატი: 2026 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 64.1 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 670.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

19 აგვისტო 2026, 11:50

ეკონომიკა

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 13.8 პროცენტამდე შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა.

19 აგვისტო 2026, 11:35

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქობულეთსა და ქედაში პოლიციის ახალი შენობები გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ქობულეთსა და ქედაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პოლიციის ახალი შენობები გახსნა.

19 აგვისტო 2026, 11:30

ტაბლოიდი

მედია: ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ცოლების ჩხუბის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

გამოცემის ცნობით, 60 წლის მწვრთნელი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად ეგვიპტელის მდგომარეობა სტაბილურია.

19 აგვისტო 2026, 11:26

სამართალი

„სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო ვაზნების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, მასში მალულად განთავსებული ცეცხლსასროლი იარაღის, 2 მჭიდისა და 98 ცალი საბრძოლო ვაზნის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

არჩილ გორდულაძე

19 აგვისტო 2026, 11:25

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ღარიბაშვილზე: თვითონვე უნდა გაიაზროს კარგად, რატომ არის თვითდაზიანების რეჟიმში, რატომ აკეთებს განცხადებებს და რატომ აგზავნის წერილებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს

თვითონვე უნდა გაიაზროს კარგად, რატომ არის თვითდაზიანების რეჟიმში, რატომ აკეთებს განცხადებებს და რატომ აგზავნის წერილებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებებზე საუბრისას.

19 აგვისტო 2026, 11:23

მსოფლიო

ჩილეში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

განსაკუთრებით დაზარალდა ტოკოლიპიას მუნიციპალიტეტი. ქუჩები მთლიანად დატბორილი და დაზიანებულია. მეტეოროლოგების პროგნოზის გათვალისწინებით, რეგიონში განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული.

19 აგვისტო 2026, 11:22

საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა დასრულდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა დასრულდა

სერგეი ლავროვი

19 აგვისტო 2026, 11:20

მსოფლიო

ლავროვი ბრიტანეთს რუსეთზე დარტყმებში „პირდაპირი მონაწილეობის“ გამო დაემუქრა

მოსკოვი ლონდონს ემუქრება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაზეთ Times-ის პუბლიკაციას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმებისთვის ბრიტანული კომპანიების მიერ წარმოების დრონები გამოიყენეს. ლავროვის განცხადებით, ეს ფაქტი ბრიტანეთის ომში ჩართვად შეიძლება იყოს განხილული, რასაც შესაბამისი შედეგი მოჰყვება.

19 აგვისტო 2026, 11:20

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას ზეიმობს - სადღესასწაულო წირვას შიო მესამე სამთავროს დედათა მონასტერში აღავლენს

მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას, 12 უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ-ერთს ზეიმობს, როდესაც სახარების მიხედვით, მაცხოვარმა თაბორის მთაზე ფერი იცვალა და მოციქულებს ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა, რა დროსაც ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ქრისტიანული სწავლებით ეს დღე ადამიანებს ცხოვრების მთავარ მიზანს, სულიერ ფერისცვალებას ახსენებს.