03 სექტემბერი 2026, 19:11 / სანდო წყარო

Foreign Policy: ზელენსკიმ კორუფციული სკანდალების გამო, უკრაინელი ამომრჩევლის პოლიტიკური მხარდაჭერა დაკარგა

ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

პრეზიდენტობის დიდი ნაწილის განმავლობაში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, უკრაინელი ამომრჩევლები ვოლოდიმირ ზელენსკის ეროვნული გამძლეობისა და ერთიანობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად მიიჩნევდნენ. სტატიას ამ შინაარსით Foreign Policy ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ზელენსკის მხარდაჭერას საფუძვლიანი მიზეზიც ჰქონდა: ის ომის დროს ეფექტური ლიდერი აღმოჩნდა და უკრაინის მხარდასაჭერად დემოკრატიული სამყაროს მობილიზებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

თუმცა, თანამდებობაზე შვიდ წელზე მეტი ხნით ყოფნის, რუსეთთან 4,5-წლიანი ომისა და მისი გუნდისა და ახლო გარემოცვის წევრებთან დაკავშირებული არაერთი სკანდალის შემდეგ, ზელენსკის, როგორც ჩანს, ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერა დაკარგული აქვს. უფრო მეტიც, აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები უკრაინელებში განწყობის მკვეთრ ცვლილებაზე მიუთითებს და აჩვენებს, რომ ბევრმა მათგანმა ზელენსკის მიმართ ნდობა დაკარგა და პირველივე შესაძლებლობისთანავე მის გადაყენებას დაუჭერდა მხარს, იუწყება გამოცემა.

საზოგადოებრივი განწყობის ეს ცვლილება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძლიერდება პრეზიდენტის თანაგუნდელებთან დაკავშირებული ახალი სკანდალის ფონზე. სამწუხაროდ, ზელენსკი მისი უახლოესი გარემოცვის წევრების სავარაუდო დარღვევებზე თითქმის არ საუბრობს. ის ხაზს უსვამს, რომ ანტიკორუფციული უწყებები მის წინააღმდეგ გამოძიებას არ აწარმოებენ, თუმცა ეს შეცდომაში შემყვანი განცხადებაა, რადგან უკრაინის კონსტიტუცია ასეთ ინსტიტუტებს მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასა და სისხლის სამართლის ბრალდების წარდგენას უკრძალავს.

როგორც Foreign Policy იუწყება, მორალური ორიენტირების აღნიშნული ნაკლებობა კიდევ უფრო გასაოცარია იმ დაპირებების გათვალისწინებით, რომლებიც ზელენსკიმ 2019 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს გასცა. მაშინ ის ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე თვეში, კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს გამოავლენდა, მათ წინააღმდეგ საქმეებს აღძრავდა და მათ გასამართლებას უზრუნველყოფდა. თუმცა მას შემდეგ მისი პარტიის საკანონმდებლო ორგანოს ათზე მეტი წევრი, არაერთი მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, კორუფციასა და უკანონო გამდიდრებაში აღმოჩნდნენ მხილებულნი.

უკრაინული პოლიტიკური კვლევითი კომპანია SOCIS-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, უკრაინელები ახლა კორუფციას ომზე უფრო დიდ პრობლემად მიიჩნევენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ისინი ქვეყნის ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობას სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში არსებულ კორუფციას უკავშირებენ. უკრაინელების 90% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორუფციის დონე მაღალი ან უკიდურესად მაღალია. ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო მაჩვენებელი კი ისაა, რომ უკრაინელების თითქმის 57% კორუფციის ფართოდ გავრცელებაში პასუხისმგებლობას ზელენსკის აკისრებს. ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე SOCIS-ის მიერ 2025 წლის აპრილში ჩატარებულ ანალოგიურ კვლევაში. SOCIS-ის კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ზელენსკის სამი სხვადასხვა მეტოქე დაამარცხებდა და თითოეულ შემთხვევაში სხვაობა დაახლოებით 2:1 იქნებოდა.

ზელენსკის მხარდაჭერის დაკარგვა დიდწილად მისივე პოლიტიკური საქმიანობით არის გამოწვეული და მმართველობის იმ ფილოსოფიის შედეგია, რომელიც ქვეყნის მართვას პირადი ერთგულებით გამორჩეული მცირე ჯგუფის ფუნქციონერების მეშვეობით ეფუძნება. წლების განმავლობაში ზელენსკი ამ მმართველობის მკაცრად ცენტრალიზებულ სისტემას იცავდა და ამაყობდა კიდეც, რომლის პირობებშიც გადაწყვეტილებების მიღების თითქმის მთელი პროცესი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოდის. 2023 წლის დეკემბერში მან ცნობილი განცხადება გააკეთა, რომ ქვეყნის საქმეების სამართავად ხუთ-ექვს მთავარ მენეჯერს ეყრდნობა. მმართველობის ასეთი ცენტრალიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ომის პირობებში საგანგებო ვითარების აუცილებლობით გამოწვეულ ნაბიჯად საზოგადოებისთვის დიდი ხნის განმავლობაში მისაღები იყო- წერს გამოცემა.

თუმცა, გასული წლის განმავლობაში ზელენსკის ადმინისტრაციის ირგვლივ განვითარებულმა არაერთმა სკანდალმა საზოგადოებრივი ნდობა შეარყია და მის მიერ ახლო გარემოცვისა და მენეჯერების მეშვეობით შექმნილი მმართველობის სისტემა ქაოსში აღმოჩნდა. ზელენსკის ოთხი უმაღლესი რანგის მენეჯერი უკანონო საქმიანობის შესახებ სისხლის სამართლის საქმეებში ფიგურირებს.

ანდრი სმირნოვს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილე იყო, ბრალი წაუყენეს და ის უკანონო გამდიდრებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს წინაშე წარდგა. იანვარში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეკონომიკური მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილეს როსტისლავ შურმას, ბრალი დასდეს მრავალმილიონიან სქემაში მონაწილეობაში, რომელიც მისი ძმის კუთვნილი მზის ელექტროსადგურებიდან მიღებულ სახელმწიფო „მწვანე ტარიფებს“ უკავშირდებოდა. ის ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და უკრაინაში არ დაბრუნებულა.

ოლეგ ტატაროვს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს და შესაძლოა ზელენსკის ამჟამად ყველაზე გავლენიან მრჩეველს - სავარაუდოდ, ხელი შეუწყო მის წინააღმდეგ არსებული ქრთამის საქმეზე გამოძიების დამოუკიდებელი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროდან (NABU) გენერალურ პროკურატურაში გადატანამ. ეს უწყება კი, სტატიის ავტორის შეფასებით, მყარად არის ზელენსკის ერთგული პირების კონტროლის ქვეშ.

და, რა თქმა უნდა, არსებობს ანდრეი ერმაკის გახმაურებული საქმე. ერმაკი ზელენსკის ყოფილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. მაისში მას NABU-მ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ, ფულის გათეთრებაში დასდო ბრალი. მას ბრალად ედება ჯგუფის წევრობა, რომელიც უკანონო თანხებს ათეთრებდა და ამ ფულის ნაწილით ძვირად ღირებულ საცხოვრებელ სახლებს აშენებდა. ამჟამად ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულია.

19 აგვისტოს ირინა მუდრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეს NABU-ს მიერ დაწყებული ე.წ. „ოპერაცია ფორესტ გამპის“ ფარგლებში მიმდინარე გამოძიების ფონზე მოხდა. გამოძიება სახელმწიფო ბანკის მეშვეობით განხორციელებულ, სავარაუდოდ, 3,3 მილიონი დოლარის ოდენობის ფულის გათეთრების ოპერაციას ეხება, რომლის მიზანიც მთავრობის ყოფილი მინისტრისთვის გირაოს გადასახდელი თანხის მოძიება იყო.

Foreign Policy-ის ინფორმაციით, მუდრას საქმიანობას უფრო ფართო მნიშვნელობაც აქვს, რადგან არსებული მონაცემებით, საქმე ძალაუფლების იერარქიაში უფრო მაღლა მიდის. პროკურატურამ წარადგინა სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, რომლებშიც მუდრა ამბობს, რომ გირაოს უკანონოდ მოსაგროვებლად მოქმედებდა მისი „უფროსის“ მითითებით. უკრაინელი ჟურნალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ის სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კირილ ბუდანოვს გულისხმობდა. გავრცელებული მოსაზრებით, გირაოს თანხის მოძიება ბუდანოვმა ზელენსკის დავალებით დაიწყო.

ამასთან, მსხვილი კორუფციული სკანდალი უკავშირდება ტიმურ მინდისჩს - ზელენსკის კუთვნილი კინოსა და სატელევიზიო წარმოების კომპანიის მთავარ ბიზნესპარტნიორს და სერჰი შეფირის ბიზნესპარტნიორს. შეფირს ზელენსკიმ პრეზიდენტის პოსტზე არჩევის შემდეგ საკუთარი აქტივების ნაწილის მართვა მიანდო.

უკრაინის ანტიკორუფციული უწყების მიერ მოპოვებული ჩანაწერები და წარდგენილი ბრალდებები მიუთითებს, რომ მინდისჩი შესაძლოა იმ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო, რომელშიც, სავარაუდოდ, იუსტიციისა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ყოფილი ვიცე-პრემიერი და ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შედიოდნენ. არსებული ცნობებით, ჯგუფი ჩართული იყო გამოძალვაში, სარგებლობდა ხელისუფლების მხრიდან პრივილეგირებული მოპყრობით და სახელმწიფო უწყებების შემოსავლების ხარჯზე იღებდა სარგებელს. ფარული ჩანაწერები ასევე მიუთითებს, რომ პრეზიდენტის მიერ უკრაინის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელად ახლახან დანიშნული რუსტემ უმეროვი, შესაძლოა მინდისჩის კერძო ბიზნესინტერესების წინ წაწევაში მონაწილეობდა.

ზელენსკის საზოგადოებრივი მხარდაჭერის შემცირებაზე გავლენა იქონია მისმა არათანმიმდევრულმა საკადრო პოლიტიკამაც. ზელენსკის პოპულარობაზე პირველი მნიშვნელოვანი დარტყმა 2024 წლის თებერვალში, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოპულარული და წარმატებული მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლებამ მოახდინა. ამას მოჰყვა მისი ეფექტური საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას გათავისუფლება და სულ ახლახან, ივლისის შუა რიცხვებში, თანამდებობიდან ექვსი თვის შემდეგ, თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფედოროვის გათავისუფლება. ფედოროვმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის ციფრულ ტრანსფორმაციაში და ომის ხელოვნურ ინტელექტსა და დრონებზე ორიენტირებულ ფორმატზე გადაყვანაში. თითოეული თანამდებობის ეს პირი, უკრაინაში საზოგადოებრივი ნდობისა და პოპულარობის მაღალი მაჩვენებლით სარგებლობდა - აღნიშნულია სტატიაში.

ყველა სიახლე

03 სექტემბერი 2026, 20:28

პოლიტიკა

პოლიტიკური სპეკულაცია თვითმკვლელობაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე გაკეთებულ განცხადებებზე მმართველ გუნდში ყოფილი პრემიერისა და ოპოზიციის რიტორიკის სინქრონულობაზე საუბრობენ.

03 სექტემბერი 2026, 20:20

სამართალი

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო საგამოძიებო უწყებამ გამოკითხვები დაიწყო - პირველი ნიკა გვარამია და გია ხუხაშვილი იყვნენ. პარალელურად რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ჩვენება ჩამოართვეს ამ ამბის პირველწყაროს, პატიმარ ირაკლი ღარიბაშვილს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო საგამოძიებო უწყებამ გამოკითხვები დაიწყო.

მარიამ ცირამუა

03 სექტემბერი 2026, 20:15

სამართალი

პროკურორი ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვის შემდეგ: ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. მის მიერ საჯაროდ გავრცელებული წერილები ეყრდნობა მოარულ სხვადასხვა ინფორმაციებს, რომელიც არის მიღებული მის მიერ სხვადასხვა გამოცემებიდან. შესაბამისად, მხოლოდ ამ ინფორმაციას ეყრდნობოდა მის მიერ გაკეთებული საჯარო წერილები

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებულ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა.

03 სექტემბერი 2026, 20:09

მსოფლიო

Fox News: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი შტატებს აფრთხილებს, რომ უკანონო მიგრანტების შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო ისინი სოციალური დახმარებისთვის საჭირო მილიარდობით დოლარის დაფინანსებას დაკარგავენ

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა შტატები გააფრთხილა, რომ მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარის სოციალური დახმარების დაფინანსება შეუწყდეთ, თუ ფედერალურ მთავრობას არალეგალურად მყოფი მიგრანტების შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდიან. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

03 სექტემბერი 2026, 19:46

მსოფლიო

ტრამპმა მოღალატეები უწოდა მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აშშ-ს საბრძოლო მასალა გაუთავდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ადამიანები და მედიასაშუალებები, რომლებიც ამბობენ, რომ ამერიკას საბრძოლო მასალა გამოელია, მოღალატეები არიან.

დონალდ ტრამპი

03 სექტემბერი 2026, 19:36

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, აშშ ევროპას იმ შეიარაღების ღირებულების დაბრუნებას მოსთხოვს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ მოკავშირეებს უსასყიდლოდ გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვაშინგტონი ევროპას იმ შეიარაღების ღირებულების დაბრუნებას მოსთხოვს, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოკავშირეებს უსასყიდლოდ გადასცა.

03 სექტემბერი 2026, 18:37

სამართალი

პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს, მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

03 სექტემბერი 2026, 18:37

საზოგადოება

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით ახალი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა

პროგრამა მოიცავს სახმელეთო ტრანსპორტის სფეროსთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის: საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლას, სატვირთო გადაზიდვებს, სამგზავრო გადაყვანებს, ტრანსპორტის უსაფრთხოებასა და სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ სხვა საკვანძო საკითხებს.

03 სექტემბერი 2026, 18:36

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა

შეხვედრისას მხარეებმა 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების (UNSDCF) პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მისი შესრულების მექანიზმებზე, ქვეყანაში გაეროს პროექტების მიმდინარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

მარკო რუბიო

03 სექტემბერი 2026, 18:25

მსოფლიო

მარკო რუბიო: ეროვნულ სახელმწიფოებს მნიშვნელობა აქვს, ნაციონალიზმი კვლავ რეალობაა, ეროვნული საზღვრები მნიშვნელოვანია, ხოლო ქვეყნები ყოველთვის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ეროვნულ სახელმწიფოებს მნიშვნელობა აქვს, ნაციონალიზმი კვლავ რეალობაა, ეროვნული საზღვრები მნიშვნელოვანია, ხოლო ქვეყნები ყოველთვის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ.

03 სექტემბერი 2026, 18:16

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ეუთოს (OSCE) უმაღლეს კომისარს, კრისტოფ კამპს შეხვდა

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა იყო.

03 სექტემბერი 2026, 18:10

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

03 სექტემბერი 2026, 18:00

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბალტიის ზღვაზე პოლონურმა გამანადგურებლებმა რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ პოლონურმა სამხედრო გამანადგურებლებმა, რუსულ Ил-20-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს.

რატი იონათამიშვილი

03 სექტემბერი 2026, 17:33

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ჩერგოლეიშვილსა და ჟორჟოლიანზე: ამ ქალბატონებს როგორც ჩანს ჰგონიათ, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ არა ადამიანები, არამედ არაჟნის ქილები და ბოთლები. მე შემიძლია ისინი დავამშვიდო, ვინაიდან სააკაშვილი უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც არის არაჟნების ლეგიტიმური პრემიერი, პრეზიდენტიც და ტუსაღიც

ამ ქალბატონებს როგორც ჩანს ჰგონიათ, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ არა ადამიანები, არამედ არაჟნის ქილები და ბოთლები. მე შემიძლია ისინი დავამშვიდო, ვინაიდან სააკაშვილი უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც არის არაჟნების ლეგიტიმური პრემიერი, პრეზიდენტიც და ტუსაღიც, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა თამარ ჩერგოლეიშვილსა და ნანუკა ჟორჟოლიანს შორის ფეისბუკ-ნახვების საკითხზე დაპირისპირების შეფასებისას.

03 სექტემბერი 2026, 17:27

პოლიტიკა

მორიგი პოლიტიკური პერფორმანსი „ნაციონალური მოძრაობისგან“ - აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან მათ გამოჩენას ხმამაღალი საუბარი და სიტყვიერი შეურაცხყოფები მოყვა

მორიგი პოლიტიკური პერფორმანსი „ნაციონალური მოძრაობისგან“ - აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან, მათ გამოჩენას ხმამაღალი საუბარი და სიტყვიერი შეურაცხყოფები მოჰყვა.

თორნიკე ჭეიშვილი

03 სექტემბერი 2026, 17:17

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: რადიკალები, რომლებიც მოქმედებენ უნისონში ყოფილ პრემიერთან ერთად, ცდილობენ საზოგადოებაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი და შექმნან განცდა, რომ ამ საქმესთან მიმართებით არსებობს გარკვეული პასუხგაუცემელი კითხვები

რადიკალები, რომლებიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებენ უნისონში ყოფილ პრემიერთან ერთად, ცდილობენ საზოგადოებაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი და შექმნან განცდა, რომ ამ საქმესთან მიმართებით არსებობს გარკვეული პასუხგაუცემელი კითხვები - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

რატი იონათამიშვილი

03 სექტემბერი 2026, 17:15

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ყველაზე ამორალური, რაც შეიძლება იკადრო ადამიანმა, ეს არის, რომ ასეთი ოჯახის ტრაგედიები შენი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენო

„ყველაზე ამორალური, რაც შეიძლება იკადრო ადამიანმა, ეს არის, რომ ასეთი ოჯახის ტრაგედიები გამოიყენო შენი პოლიტიკური მიზნებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის საგამოძიებო უწყებებს ამ ყველაფერზე მყისიერი რეაგირება ჰქონდათ და ეს ადამიანები ვალდებულები არიან ჩვენებები მისცენ და ამავდროულად, ბოდიში მოუხადონ ამ ოჯახს, ვისაც ძალიან დიდი ტკივილი მიაყენეს ამ ამორალური კამპანიის შედეგად“. - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

გია ხუხაშვილი

03 სექტემბერი 2026, 17:11

სამართალი

გია ხუხაშვილმა თბილისის მთავარი სამმართველო დატოვა: ძირითადად საუბარი იყო ჯორბენაძეზე. მე, რაც საჯარო სივრცეში ვთქვი იგივე ვუპასუხე, რომ არ ვიცნობ ამ ადამიანს, არც გარემოებების შესახებ წარმოდგენა არ მაქვს. მე კომენტარი გავაკეთე არა ჯორბენაძეზე, არამედ ღარიბაშვილის წერილზე

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, თბილისის მთავარ სამმართველოში გია ხუხაშვილი გამოიკითხა.

03 სექტემბერი 2026, 17:11

პოლიტიკა

ნიკა გვარამია ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადების გამო, პროკურატურაში გამოიკითხა

პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია პროკურატურაში ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებულ განცხადებებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.