მსოფლიო

14 სექტემბერი 2026, 17:34

პოლონეთში რუსული დრონის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს

„პირველადი დათვალიერება მიუთითებს იმაზე, რომ ეს რუსული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატია. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ“, - განაცხადა მინისტრმა.

14 სექტემბერი 2026, 17:16

შოტლანდიამ, ჩრდილოეთ ირლანდიამ და უელსმა თვითგამორკვევის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს

შოტლანდიამ, ჩრდილოეთ ირლანდიამ და უელსმა თვითგამორკვევის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს. შეთანხმება მიზნად ისახავს რეგიონების ავტონომიური უფლებების გაფართოებასა და ლონდონის ცენტრალური ხელისუფლებისგან მეტი პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებას. დოკუმენტში, რომელსაც სამი ქვეყნის პირველმა მინისტრებმა მოაწერეს ხელი, ნათქვამია, რომ სამივე ერთმანეთის თვითგამორკვევის უფლებას აღიარებს და მზად არიან ეკონომიკურ, საგარეო ურთიერთობათა და ენერგეტიკის საკითხებში ითანამშრომლონ.

14 სექტემბერი 2026, 17:06

უკრაინის რადა გენერალური პროკურორი გადაყენების საკითხს ხვალ განიხილავს

კორუფციული სკანდალის გამო გადამდგარი გენერალური პროკურორის თანამდებობიდან დათხოვნის საკითხს, უკრაინის რადა ხვალ განიხილავს. მანამდე ყოფილი გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო კორუფციულ საქმიანობაში მისი უწყების წინააღმდეგ საქმის გამომძიებლებს, კერძოდ, ანტიკორუფციულ ბიუროსა და ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს.

14 სექტემბერი 2026, 17:01

ევროკავშირი არქტიკის ახალ სტრატეგიას ამზადებს

რეგიონთან დაკავშირებით ახალ სტრატეგიას ევროკომისია 2026 წლის ოქტომბერში წარადგენს. დოკუმენტში უსაფრთხოების, კლიმატისა და გარემოს დაცვის სფეროებში კონკრეტული პროექტები იქნება შეტანილი.

14 სექტემბერი 2026, 16:32

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

ბენზინის ფასები ამჟამად მკვეთრად იზრდება. შაბათ-კვირას ახალი რეკორდული მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ, ბენზინგასამართი სადგურების მფლობელები ფასების კიდევ უფრო ზრდას შიშობენ.

14 სექტემბერი 2026, 14:57

რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას „გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების“ გამო დროებით შეუწყვეტს

„რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მაგისტრალურ გაზსადენზე ,,ჩრდილოეთ კავკასია- ამიერკავკასია" დაგეგმილი კომპლექსური პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 15-დან 25 სექტემბრამდე პერიოდში გაზსადენით სომხეთისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეწყდება. ამ პერიოდში რესპუბლიკის მომხმარებლების შეუფერხებელი და საიმედო გაზმომარაგება შეზღუდვების გარეშე განხორციელდება შიდა რეზერვებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მიწოდებული ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობების ხარჯზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

კაია კალასი

14 სექტემბერი 2026, 14:17

კაია კალასი: უნდა ვაჩვენოთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვეშინია, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი უბრალოდ მიაღწევს იმას, რაც სურს, კერძოდ - უკრაინის დაქვემდებარებას

„კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ ამ გზავნილიდან? მიმაჩნია, რომ ჩვენ საპირისპიროდ უნდა ვიმოქმედოთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვეშინია, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი უბრალოდ მიაღწევს იმას, რაც სურს, კერძოდ - უკრაინის დაქვემდებარებას. და როგორც უკვე არაერთხელ აღმინიშნავს, ეს არ არის მათი საბოლოო მიზანი, ამიტომ მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჩვენს პოზიციაზე“, - განაცხადა კალასმა.

რადოსლავ სიკორსი

14 სექტემბერი 2026, 14:10

სიკორსკიმ ზელენსკი უკრაინის ჯარის ერთ-ერთი დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხე არმიის“ სახელის მინიჭების გამო გააკრიტიკა

„პირადად მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება, სამხედრო ნაწილისთვის უკრაინის მეამბოხეთა არმიის პატივსაცემად სახელის მინიჭება, წარუმატებელი გადაწყვეტილებაა. „უკრაინის მეამბოხეთა არმიის“ იდეოლოგია ეფუძნებოდა „ერთი ერის“ კონცეფციას - სახელმწიფოს ეროვნული უმცირესობების გარეშე“, - განაცხადა სიკორსკიმ.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}