28 სექტემბერი 2026, 10:33 / სანდო წყარო

Reuters: სამხრეთ კორეა უკრაინისგან ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეების გადაცემის გასაჯაროებისთვის ბოდიშის მოხდას მოითხოვს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინისგან ოფიციალური განმარტება და ბოდიში მოითხოვა და კიევი ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვის სამხრეთ კორეაში გადაცემის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სეულში ასევე აცხადებენ, რომ უკრაინამ მოგვიანებით ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მხარეებს საკითხის კონფიდენციალურად დატოვებაზე შეთანხმება არ ჰქონიათ.

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უკრაინის მიერ ინფორმაციის ცალმხრივად გასაჯაროებისა და შემდგომ გავრცელებული ცრუ განცხადების გამო, თითქოს მხარეებს ინფორმაციის გაუთქმელობაზე შეთანხმება არ ჰქონიათ“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში უფროსმა მდივანმა სონგ გი ჰონგმა.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ზომების მიღებასაც განიხილავს.

სონგის განცხადებით, უკრაინა სეულთან სხვადასხვა არხის მეშვეობით არაერთხელ განიხილავდა სამხედრო ტყვეების გადაცემის საკითხს და კონფიდენციალურობის დაცვას ითხოვდა. უკრაინის ხელისუფლების არგუმენტი იყო, რომ ინფორმაციის გასაჯაროებას შესაძლოა უკრაინაში კრიტიკა მოჰყოლოდა იმის გამო, რომ კიევმა სამხედროების უკრაინელ ტყვეებზე გაცვლის შესაძლებლობა დათმო.

მისივე თქმით, სამხრეთ კორეა უსაფრთხოების, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მოსაზრებების, მათ შორის სამხედრო ტყვეებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოების გათვალისწინებით, ინფორმაციის კონფიდენციალურად შენარჩუნებას დათანხმდა.

განცხადების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო ტყვეების გადაცემის შესახებ საკმარისი წინასწარი კონსულტაციების გარეშე გაეროს გენერალური ასამბლეისადმი მიმართვაში გაავრცელა ინფორმაცია, შემდეგ კი კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმების არსებობა უარყო.

სონგის განცხადებით, უკრაინის მხრიდან შეთანხმების არსებობის უარყოფამ ორ მთავრობას შორის ნდობა სერიოზულად დააზიანა და შესაძლოა ორმხრივ ურთიერთობებზეც უარყოფითად აისახოს.

Reuters-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ გასულ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინამ ორი დატყვევებული ჩრდილოკორეელი სამხედრო სამხრეთ კორეას გადასცა.

რამდენიმე დღის შემდეგ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჩჟე მენმა განაცხადა, რომ უკრაინამ ინფორმაციის გაუთქმელობის შესახებ შეთანხმება დაარღვია და სამხედრო ტყვეების გადაცემის ფაქტი გაასაჯაროვა.

სოციალურ ქსელ X-ში სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა დაწერა, რომ არსებული შესაძლო შედეგების გათვალისწინებით, „ყველა თვალსაზრისით სწორი იყო“ გადაცემის შესახებ ინფორმაციის არ გასაჯაროება და რომ მხარეები მის კონფიდენციალურად შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.

„არ ვიცი, რა გარემოებებმა განაპირობა უკრაინული მხარის მიერ ამ საკითხის გასაჯაროება კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, თუმცა ეს ღრმად სამწუხაროა“, - დაწერა მან.

უკრაინამ ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო 2025 წლის იანვარში რუსეთის კურსკის ოლქში დაატყვევა. ისინი პირველი ჩრდილოკორეელი სამხედროები იყვნენ, რომლებიც ცოცხლად დაატყვევეს მას შემდეგ, რაც ფხენიანი 2024 წელს რუსეთის დასახმარებლად ომში ჩაერთო.

სამხრეთ კორეა მანამდე უარს ამბობდა სამხედროების ქვეყანაში ჩასვლის დადასტურებაზე და ამის მიზეზად თავად სამხედროებისა და ჩრდილოეთ კორეაში დარჩენილი მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას ასახელებდა, წერს Reuters-ი.

ყველა სიახლე

28 სექტემბერი 2026, 11:21

ეკონომიკა

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი), რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის, დაახლოებით, 158.5 მლნ ევროს გამოყოფას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

აკაკი ალადაშვილი

28 სექტემბერი 2026, 11:15

პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე: 40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს. აღნიშნული ცვლილება მათ მოუტანს ფინანსურ შვებას

40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე საუბრისას.

28 სექტემბერი 2026, 11:05

სამართალი

სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სამართალდამცველებმა, გურიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 4 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

28 სექტემბერი 2026, 11:04

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

28 სექტემბერი 2026, 11:02

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

28 სექტემბერი 2026, 11:01

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ჩინეთის, ტაილანდის, რუსეთის, ინდოეთის, ერაყის, თურქმენეთისა და ეგვიპტის მოქალაქე.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

28 სექტემბერი 2026, 11:01

მსოფლიო

უკრაინული მედია: ტრამპმა ზელენსკის გლობალური საწვავის კრიზისის საფრთხის გამო რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების „შენელება“ სთხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შემცირება სთხოვა, რადგან თავდასხმები გლობალურ საწვავის ბაზარზე გავლენას ახდენს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

28 სექტემბერი 2026, 10:59

ეკონომიკა

ღვინის ეროვნული სააგენტო: 28 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 100 ათასამდე ტონა ყურძენი

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:

28 სექტემბერი 2026, 10:54

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს ჰასან ჰასანლის შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

28 სექტემბერი 2026, 10:10

მსოფლიო

Reuters: ისრაელის პრემიერ-მინისტრი კვირას აბუ-დაბიში ფარულად იმყოფებოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კვირას აბუ-დაბიში იმყოფებოდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

28 სექტემბერი 2026, 10:09

პოლიტიკა

მაჭავარიანი: ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ - 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, წინ აქვთ სასამართლო პროცესი თავიანთი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით!

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან. მათმა პატრონებმა ბევრჯერ სცადეს ჩვენი საზოგადოების მოტყუების მიზნით აგენტურის სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგება, თუმცა ყოველი ასეთი მცდელობა კრახით დაუსრულდათ. რა თქმა უნდა, ამ ქსელის განუყოფელი ნაწილია ე.წ. მდიდარი NGO-ორგანიზაციებიც, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

28 სექტემბერი 2026, 09:50

საზოგადოება

ComCom-ის წარმომადგენლებმა ქართული ინტერნეტ-ინდუსტრიის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და ComCom-ის წარმომადგენლებმა მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „ქართული ინტერნეტ-ინდუსტრიის ფორუმი 2026“-ში მიიღეს მონაწილეობა.

აბას არაღჩი

28 სექტემბერი 2026, 09:47

მსოფლიო

აბას არაღჩი: ირანი ომის განახლებისთვის სრულად მზად არის, თუმცა დიპლომატიის შესაძლებლობას ჯერ კიდევ არ გამორიცხავს

ირანი აშშ-თან საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის მზად არის, თუმცა დიპლომატიის შესაძლებლობას ჯერ კიდევ არ გამორიცხავს, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ.

რატი იონათამიშვილი

28 სექტემბერი 2026, 09:42

სპორტი

რატი იონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო! სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო!

პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამარჯვებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

კახა კალაძე

28 სექტემბერი 2026, 09:32

საზოგადოება

თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია

თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია.

28 სექტემბერი 2026, 09:30

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა.

28 სექტემბერი 2026, 09:19

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირი მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისა და ალბანეთისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმებს ამზადებს

ევროკავშირი ოთხი ქვეყნისთვის, რომლებიც გაერთიანებაში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს არიან, მკაფიო, ეტაპობრივ გეგმებს ამზადებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

28 სექტემბერი 2026, 09:08

მსოფლიო

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. 100 000 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ნიუ-იორკში წაქცეულმა ხემ ერთი ადამიანი იმსხვერპლა.

ალექსანდარ ვუჩიჩი

28 სექტემბერი 2026, 09:00

მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტი გადადგა - ქვეყანა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.