მაჭავარიანი: ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ - 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, წინ აქვთ სასამართლო პროცესი თავიანთი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით!
ლევან მაჭავარიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან. მათმა პატრონებმა ბევრჯერ სცადეს ჩვენი საზოგადოების მოტყუების მიზნით აგენტურის სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგება, თუმცა ყოველი ასეთი მცდელობა კრახით დაუსრულდათ. რა თქმა უნდა, ამ ქსელის განუყოფელი ნაწილია ე.წ. მდიდარი NGO-ორგანიზაციებიც, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.
მაჭავარიანი საუბრობს გარე ძალების მცდელობაზე, ოპოზიციური სპექტრის დივერსიფიცირება მოახდინოს, რა მიზნითაც ახალ პარტიებს, როგორებიცაა „ახალი“, „ლელო“ და „გახარიას პარტია“, ხელოვნურად ქმნიან.
მისივე განცხადებით, 2024 წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის აგენტურის კონფიგურაციის მორიგი გადალაგება დაიწყო, რის მთავარ მიზანსაც, ე.წ. ნეიტრალური ამომრჩევლის მოზიდვის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ აღნიშნული პარტიების მაქსიმალური გამიჯვნა წარმოადგენდა.
„მას შემდეგ, რაც უცხო ძალები დარწმუნდნენ, რომ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სისხლიანი წარსულის ჩამორეცხვა შეუძლებელი იყო და მხოლოდ მათზე ფსონის დადებით ქართველ ხალხთან ყველა არჩევნები წააგეს, რამდენიმე ახალი პარტია ხელოვნურად გააჩინეს.
ასეთია „გახარიას პარტიაც“, რომელიც პოლიტიკაში მაშინ შემოაბრუნეს, როდესაც „ქართული ოცნებისთვის“ შარლ მიშელის მედიაციით 2021 წლის არჩევნებზე 43-პროცენტიანი ბარიერი დაწესდა. მისი არასაჯარო მესიჯის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი იყო. სწორედ ამ მესიჯს ავრცელებდა იგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში. გარე ძალების გათვლა ამ გზავნილით გახარიას მიერ ჩვენი ამომრჩევლის წაყვანა და ბარიერის გადალახვაში ხელის შეშლა გახლდათ.
როდესაც 2021 წლის არჩევნების შემდეგ გახარიამ ღიად და დაუფარავად ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაცებთან“ ერთად კოალიციები შექმნა, მისი „კოლექტიური ნაცობა“ იმდენად გამოაშკარავდა, რომ უცხოელ პატრონებს რაღაც რადიკალურად უნდა შეეცვალათ.
2024 წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის აგენტურის კონფიგურაციის მორიგი გადალაგება დაიწყო. „ლელო“ და „გახარიას პარტია“ მაქსიმალურად უნდა გაემიჯნათ „კოლექტიური ნაცებისგან“ და მათი მეშვეობით ე.წ. ნეიტრალური და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უნდა მოეზიდათ.
ამასთანავე, „ნაცებს“ და მის უშუალო დანამატებს რადიკალ ამომრჩეველზე უნდა ემუშავათ, „ლელოს“ სეგმენტი „ნახევრად რადიკალები“ უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო „გახარიას პარტია“ „ვითომ კონსტრუქციულ“ ძალად უნდა პოზიციონირებულიყო.
იმისთვის, რომ გარანტირებული ყოფილიყო უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალი ამომრჩევლის სრულად შენარჩუნება, გააჩინეს პარტია „ახალიც“.
ამ გზით მოხდა ერთი ვერტიკალის ქვეშ მყოფი აგენტურული ქსელის მაქსიმალური დივერსიფიცირება,“ - წერს მაჭავარიანი.
როგორც ის აღნიშნავს, 2025 წლის არჩევნებისთვის უკვე პროგრამა მინიმუმი „კოლექტიური ნაცებისგან“ გამიჯვნის პროცესის გაგრძელება, მაქსიმუმი კი - 4 ოქტომბრის რევოლუცია იყო, რასაც ისიც ადასტურებს, რომ მხოლოდ მას შემდეგ დაავალეს გახარიას მანდატების გამოყენება, როდესაც 4 ოქტომბრის დაგეგმილი რევოლუციაც ჩავარდა.
მისივე თქმით, უცხოელი პატრონებისთვის ორი საკითხი - „გამჭვირვალობის კანონის“ და „ანტი-LGBT პროპაგანდა“ კანონი, იმდენად ეგზისტენციალური აღმოჩნდა, მათი ვერტიკალის ქვეშ დივერსიფიცირებული მთელი აგენტურული ქსელის სრული მობილიზება იმ დოზით დასჭირდათ, რომ თავადვე გამოიწვიეს თავიანთი აგენტურის სრული ლუსტრაცია.
„2025 წლის არჩევნების შედეგი აგენტურის უცხოელი პატრონებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. პროგრამა მინიმუმი „ლელოს“ და გახარიას „კოლექტიური ნაცებისგან“ გამიჯვნის პროცესის გაგრძელება, ხოლო მაქსიმუმი 4 ოქტომბრის რევოლუცია იყო. დანარჩენ აგენტურას ბოიკოტი გამოაცხადებინეს და არჩევნებში მხოლოდ ამ ორ პარტიას მიაღებინეს მონაწილეობა. ამით კვლავ შეეცადნენ იმ ილუზიის შექმნას, რომ ეს პარტიები დამოუკიდებელ დღის წესრიგს აყალიბებენ.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, გარე ძალების გეგმის მიხედვით, საზოგადოების თვალში „ლელო“ „ნახევრად რადიკალ“, ხოლო „გახარია“ „ვითომ კონსტრუქციულ“ ძალად უნდა პოზიციონირებულიყო. აქედან გამომდინარე, 4 ოქტომბრის რევოლუციურ გეგმასთან მიმართებაშიც შესაბამისი მესიჯბოქსები უნდა ჰქონოდათ.
„ლელოს“ პოზიცია დილას არჩევნებზე, ხოლო საღამოს „დამხობის აქციაზე“ მისვლა იყო - „ნახევრად რადიკალური“.
გახარიას პოზიცია „დამხობის აქციაზე“ არ მიერთებას გულისხმობდა - „ვითომ კონსტრუქციული“.
იმასაც შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ „ნაცებთან“ და „ახალთან“ ერთად დაახევინეს მანდატები, როგორც რადიკალებს შეეფერებოდათ, ხოლო გახარიას შეანახინეს, როგორც „ვითომ კონსტრუქციულს“ ესადაგებოდა. მხოლოდ მას შემდეგ დაავალეს გახარიას მანდატების გამოყენება, როდესაც 4 ოქტომბრის დაგეგმილი რევოლუციაც ჩავარდა.
საყურადღებოა, რომ უცხოელმა პატრონებმა „გახარიას პარტიას“ ვერშემდგარი რევოლუციიდან ორ კვირაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებული განცხადება ოფიციალურად გააკეთებინეს.
„ლელოსა“ და გახარიას „კოლექტიური ნაცებისგან“ ჩვენი საზოგადოების თვალში გამიჯვნის პროცესის მორიგი გაგრძელება მარტის თვეში ე.წ. ოპოზიციური ალიანსის შექმნა იყო. უცხოელი პატრონების ჩანაფიქრის მიხედვით, ეს პარტიები ამ ე.წ. ალიანსის მიღმა უნდა დარჩენილიყვნენ, ხოლო ხელოვნური ხმაური უშუალოდ ალიანსის მონაწილე აგენტურულ პარტიებს უნდა აეტეხათ. ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა. საზოგადოების ყურადღება ხმაურით იმ რადიკალმა პარტიებმა მიიპყრეს, რომლებიც ე.წ. ალიანსმა გააერთიანა, და ყურადღების მიღმა კვლავ „ნახევრად რადიკალი“ „ლელო“ და „ვითომ კონსტრუქციული“ გახარია აღმოჩნდნენ.
უცხოელი პატრონებისთვის ორი საკითხი იმდენად ფუნდამენტალური და ეგზისტენციალური აღმოჩნდა, მათი ვერტიკალის ქვეშ დივერსიფიცირებული მთელი აგენტურული ქსელის სრული მობილიზება იმ დოზით დასჭირდათ, რომ თავადვე გამოიწვიეს თავიანთი აგენტურის სრული ლუსტრაცია. უცხო ძალებისთვის ამ საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა აგენტურული პარტია და მდიდარი NGO-ორგანიზაცია უკიდურესად ერთსულოვანი და სოლიდარული უნდა ყოფილიყო როგორც მესიჯბოქსით, ისე მოქმედებებით. ამ დროს მათთვის მეორეხარისხოვანი გახდა დივერსიფიკაციის სტრატეგიის გაშიფვრის რისკები.
პირველი საკითხია გამჭვირვალობის ქართული კანონი. ამ კანონის მიღებით გარე ძალებს გარკვეული დოზით შეეზღუდათ შავი ფულის ქართულ პოლიტიკაში ტრიალის შესაძლებლობა. შესაბამისად, შემცირდა მათი მხრიდან აგენტურის დაფინანსება. ჩემს წინა პოსტებში ძალიან ვრცლად და დეტალურად ვისაუბრე მათი მხრიდან ამ საკითხთან „რუსული კანონის“ თაღლითური კამპანიით დაპირისპირების შესახებ.
ხოლო მეორე, „ანტი-LGBT პროპაგანდა“ კანონი, რომელიც ადგენს ორ სქესს და კრძალავს LGBT-პროპაგანდას, მით უმეტეს, აღნიშნული დღის წესრიგის სკოლებსა და ბაღებში შეტანას. აგენტურის პატრონებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია ულტრალიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, საზოგადოებისთვის იმის დაჯერება, რომ ორზე მეტი სქესი არსებობს, ქალს შეუძლია გახდეს კაცი და პირიქით, ამჯობინეს არათუ მხოლოდ რადიკალური და ნახევრადრადიკალური პარტიები, არამედ „ვითომ კონსტრუქციული“ გახარიაც კი LGBT-პროპაგანდის მხარეს დაეყენებინათ.
ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას აგენტურული ოპოზიციის ყველა ეს კონფიგურაცია კარგად აქვს გაშიფრული. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ლელოს გაუნახევრდა, ხოლო გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს 2024 წლის არჩევნებთან შედარებით.
2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ გადალაგების ახალ სქემებს. თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, რომ წინ აქვთ სასამართლო პროცესი თავიანთი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით!“, - წერს ლევან მაჭავარიანი.
ყველა სიახლე
28 სექტემბერი 2026, 11:15
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე: 40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს. აღნიშნული ცვლილება მათ მოუტანს ფინანსურ შვებას
40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე საუბრისას.
28 სექტემბერი 2026, 11:05
სამართალი
სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
სამართალდამცველებმა, გურიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 4 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.
28 სექტემბერი 2026, 11:04
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 11:02
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
28 სექტემბერი 2026, 11:01
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს
კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ჩინეთის, ტაილანდის, რუსეთის, ინდოეთის, ერაყის, თურქმენეთისა და ეგვიპტის მოქალაქე.
28 სექტემბერი 2026, 11:01
მსოფლიო
უკრაინული მედია: ტრამპმა ზელენსკის გლობალური საწვავის კრიზისის საფრთხის გამო რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების „შენელება“ სთხოვა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შემცირება სთხოვა, რადგან თავდასხმები გლობალურ საწვავის ბაზარზე გავლენას ახდენს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 10:59
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტო: 28 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 100 ათასამდე ტონა ყურძენი
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:
28 სექტემბერი 2026, 10:54
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს ჰასან ჰასანლის შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 10:33
მსოფლიო
Reuters: სამხრეთ კორეა უკრაინისგან ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეების გადაცემის გასაჯაროებისთვის ბოდიშის მოხდას მოითხოვს
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინისგან ოფიციალური განმარტება და ბოდიში მოითხოვა და კიევი ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვის სამხრეთ კორეაში გადაცემის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 10:10
მსოფლიო
Reuters: ისრაელის პრემიერ-მინისტრი კვირას აბუ-დაბიში ფარულად იმყოფებოდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კვირას აბუ-დაბიში იმყოფებოდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 09:50
საზოგადოება
ComCom-ის წარმომადგენლებმა ქართული ინტერნეტ-ინდუსტრიის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და ComCom-ის წარმომადგენლებმა მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „ქართული ინტერნეტ-ინდუსტრიის ფორუმი 2026“-ში მიიღეს მონაწილეობა.
28 სექტემბერი 2026, 09:47
მსოფლიო
აბას არაღჩი: ირანი ომის განახლებისთვის სრულად მზად არის, თუმცა დიპლომატიის შესაძლებლობას ჯერ კიდევ არ გამორიცხავს
ირანი აშშ-თან საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის მზად არის, თუმცა დიპლომატიის შესაძლებლობას ჯერ კიდევ არ გამორიცხავს, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ.
28 სექტემბერი 2026, 09:42
სპორტი
რატი იონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო! სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო!
პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამარჯვებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
28 სექტემბერი 2026, 09:32
საზოგადოება
თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია
თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია.
28 სექტემბერი 2026, 09:30
სპორტი
საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა.
28 სექტემბერი 2026, 09:19
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირი მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისა და ალბანეთისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმებს ამზადებს
ევროკავშირი ოთხი ქვეყნისთვის, რომლებიც გაერთიანებაში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს არიან, მკაფიო, ეტაპობრივ გეგმებს ამზადებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 09:08
მსოფლიო
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. 100 000 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ნიუ-იორკში წაქცეულმა ხემ ერთი ადამიანი იმსხვერპლა.
28 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
სერბეთის პრეზიდენტი გადადგა - ქვეყანა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 08:56
მსოფლიო
შვეიცარიაში კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრად განსაზღვრის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს
შვეიცარიელებმა გუშინ გამართულ რეფერენდუმზე ქვეყნის ნეიტრალიტეტის კონსტიტუციაში უფრო მკაცრად განსაზღვრის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. წინასწარი შედეგებით, ინიციატივის წინააღმდეგ ხმა მისცა 69%-მა თანხმობა კი მხოლოდ 30.88%-მა დააფიქსირა.


