The Wall Street Journal: ეგვიპტემ ისრაელი 2023 წლის 7 ოქტომბერს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილა
ბენიამინ ნეთანიაჰუ
ფოტო: Getty Images
2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში ეგვიპტემ ისრაელი ღაზის სექტორიდან მოსალოდნელი თავდასხმის ნიშნების შესახებ ორჯერ გააფრთხილა, თუმცა ისრაელმა ეს გაფრთხილებები უყურადღებოდ დატოვა. სტატიას ამ შინაარსით The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
არაბული ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ამის შემდეგ ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელმა აბას ქამელმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაურეკა და კიდევ ერთი გაფრთხილება გადასცა.
რამდენიმე დღეში დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელზე მასშტაბური თავდასხმა მოაწყო, რომლის შედეგადაც დაახლოებით 1 200 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 250 კი მძევლად აიყვანეს. თავდასხმამ ღაზაში დამანგრეველი ომი გამოიწვია, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეცვალა.
ქამელისა და ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბარი, რომლის შესახებაც აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა, ერთ-ერთია იმ არაერთ გაფრთხილებას შორის, რომელიც ნეთანიაჰუმ და ისრაელის სხვა მაღალჩინოსნებმა თავდასხმამდე მიიღეს. ამის შესახებ არაბული ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები და საკითხზე ინფორმირებული სხვა პირები The Wall Street Journal-ს უყვებიან.
ამ ცნობებმა ისრაელში ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ კვლავ გაამძაფრა ყურადღება ნეთანიაჰუს ომამდელ მოქმედებებსა და იმაზე, თუ რამდენად შეიძლებოდა თავდასხმის თავიდან აცილება.
არაბი ოფიციალური პირებისა და საკითხზე ინფორმირებული ადამიანების განცხადებით, ნეთანიაჰუმ 2023 წლის სექტემბერში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ მუჰამედ ბინ ზაიედთან სატელეფონო საუბრის დროსაც მიიღო ინფორმაცია „ჰამასის“ შესაძლო თავდასხმის ნიშნების შესახებ. მათი თქმით, ისრაელის ლიდერი, როგორც ჩანს, დარწმუნებული არ იყო ამ საფრთხის რეალობაში.
ოფიციალური პირების განცხადებით, გაფრთხილებებში თავდასხმის კონკრეტული დრო ან შესაძლო მასშტაბი მითითებული არ ყოფილა.
მანამდე ნეთანიაჰუს უარყოფილი აქვს ინფორმაცია, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმამდე პირადად მიიღო გაფრთხილება საამიროების მმართველისგან. ამის შესახებ პირველად ისრაელელმა ჟურნალისტებმა შლომი ელდარმა და რუთ იუვალმა წიგნში „მიტოვებისა და მედეგობის 843 დღე“ დაწერეს.
ისრაელში 7 ოქტომბრის თავდასხმიდან მალევე დაიწყო მსჯელობა იმაზე, ჰქონდა თუ არა ნეთანიაჰუს თავდასხმის თავიდან აცილების შესაძლებლობა. მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ ასობით მებრძოლი ღაზიდან სამხრეთ ისრაელში შეიჭრა, საკითხი ქვეყნის პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე თემად იქცა.
ნეთანიაჰუ ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელმაც უნდა შეისწავლოს მისი მთავრობის პასუხისმგებლობა თავდასხმის წინ არსებულ ჩავარდნებზე. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ასეთ კომისიას ქვეყნის უზენაესი სასამართლო არ უნდა აკონტროლებდეს, რადგან, მისი შეფასებით, სასამართლო მის მიმართ მიკერძოებულია.
ამასთან, გამოკითხვების თანახმად, ისრაელის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას უჭერს მხარს.
27 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, 7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებულ ჩავარდნებზე ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობის საკითხი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ თემად კვლავ იქცა, - წერს გამოცემა.
ყველა სიახლე
28 სექტემბერი 2026, 13:20
რეგიონი
ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
„ქუთაისის აეროპორტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ტვირთების გადაზიდვაა. ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სატვირთო ტერმინალების განვითარებასა და საჰაერო გადაზიდვების დაწყებას. თბილისის პარალელურად, ქუთაისის აეროპორტიც ჩაერთვება ქვეყნის სატვირთო გადაზიდვებში“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
28 სექტემბერი 2026, 13:18
მსოფლიო
მედია: შვედეთის პარლამენტში სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს - სტოკჰოლმის პოლიციამ არჩევნების შესაძლო გაყალბების გამო გამოძიება დაიწყო
შვედეთის პარლამენტში, 13 სექტემბრის არჩევნების შედეგად, სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს, რაც მნიშვნელოვანი და ისტორიული ეტაპია სკანდინავიურ ქვეყანაში სამოქალაქო ჩართულობისა და მულტიკულტურული წარმომადგენლობის კუთხით. ინფორმაციას სომალური მედია ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 13:10
რეგიონი
რუსთავში რაგბის ბავშვთა აკადემია ,,რუსთაველი“ გაიხსნება
რუსთავში, რაგბის ბავშვთა აკადემია ,,რუსთაველი“ უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ინფორმაციას რუსთავის პრესსამსახური ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 12:58
რეგიონი
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ქუთაისელ სტუდენტებს ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ქუთაისელ სტუდენტებს ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
28 სექტემბერი 2026, 12:55
რეგიონი
ლევან მოსეშვილი: ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილ მოთხოვნილებას მზად დავხვდეთ
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ფაქტობრივად უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს, როგორც მდებარეობით, ისე ტერიტორიული განვითარების თვალსაზრისით. მისი ადგილმდებარეობა თავდაპირველად ისე შეირჩა, რომ სამომავლო გაფართოებისთვის საკმარისი სივრცე ყოფილიყო. ამასთან, არამხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, არამედ რეისების მიმართულებითაც საჰაერო სივრცე მორგებულია ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობებზე“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.
28 სექტემბერი 2026, 12:48
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2026 წლის IBSA-ს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის ფარგლებში საქართველო რეკორდული რაოდენობის მონაწილეებს უმასპინძლებს. აღინიშნა საქართველოს წარმატებული გამოცდილება საერთაშორისო პარასპორტული ღონისძიებების ჩატარების კუთხით.
28 სექტემბერი 2026, 12:47
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
28 სექტემბერი 2026, 12:39
სამართალი
ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
მანამდე, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტებზე სასამართლომ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო.
28 სექტემბერი 2026, 12:37
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთი მთელი ღამისა და დილის განმავლობაში უკრაინის რეგიონებს უტევდა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი მთელი ღამისა და დილის განმავლობაში უკრაინის რეგიონებს თავს ესხმოდა.
28 სექტემბერი 2026, 12:29
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 16 ქვეყნის 32 მიმართულებით სრულდება, აქედან 25 ევროპული მიმართულებაა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება 14 წლის წინ დაიწყო და მგზავრთნაკადის მიხედვით, დღეს ის საქართველოში სიდიდით მეორე აეროპორტია, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა.
28 სექტემბერი 2026, 12:19
რეგიონი
ქალაქ ონის შესასვლელთან მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეწყრული უბნის აღდგენა და დამცავი კედლის მოწყობა. სამუშაოების მიზანია ფერდობის სტაბილიზაცია, გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ძირითად გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა.
28 სექტემბერი 2026, 11:50
მსოფლიო
France 24: საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ძალები სენატში პირველად შექმნიან საპარლამენტო ჯგუფს
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მისმა მოკავშირეებმა კვირას გამართულ სენატის არჩევნებში რეკორდული 14 მანდატი მოიპოვეს, რითაც 348-ადგილიან ზედა პალატაში მათი წარმომადგენლობა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 11:38
მსოფლიო
მედია: ლიეტუვა რუსული სამხედრო აგრესიის შემთხვევისთვის საევაკუაციო სცენარს ამზადებს
ლიეტუვა რუსული სამხედრო აგრესიის შემთხვევისთვის საევაკუაციო სცენარს ამზადებს. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 11:24
მსოფლიო
AXIOS: თეირანის შეთავაზების უარყოფის მიუხედავად, ტრამპი ირანთან მოლაპარაკებების განახლებას მიმდინარე კვირას ელოდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა AXIOS-ს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის გამართვას ამ კვირაში ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღის წინ თეირანის მიერ ომის დასრულების მიზნით შეთავაზებული წინადადება უარყო.
28 სექტემბერი 2026, 11:21
ეკონომიკა
კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი), რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის, დაახლოებით, 158.5 მლნ ევროს გამოყოფას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 11:15
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე: 40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს. აღნიშნული ცვლილება მათ მოუტანს ფინანსურ შვებას
40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე საუბრისას.
28 სექტემბერი 2026, 11:05
სამართალი
სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
სამართალდამცველებმა, გურიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 4 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.
28 სექტემბერი 2026, 11:04
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
28 სექტემბერი 2026, 11:02
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა


