01 ოქტომბერი 2026, 17:43 / სანდო წყარო

მედია: იტალიის მთავრობამ ესპანეთთან შენგენის შეთანხმების შეჩერების ვადა 15 დღით გაახანგრძლივა

იტალიის მთავრობამ ესპანეთთან შენგენის შეთანხმების შეჩერების ვადა 15 დღით გაახანგრძლივა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მატეო პიანტედოზის გადაწყვეტილებით, ესპანეთთან საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე შემოწმება იმიგრაციისა და სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტთან კონსულტაციების შემდეგ გაგრძელდა.

მიღებული ზომების მთავარ მიზეზად ესპანურ ექსკლავ სეუტაში შექმნილი ვითარება სახელდება, სადაც ივლისის ბოლოს მაროკოელი მიგრანტები შეიჭრნენ.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

01 ოქტომბერი 2026, 17:52

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი არაფრის დათმობას არ აპირებდა. ხალხის მობილიზებამ, სასულიერო და საერო ხალხის ვაჟკაცურმა დადგომამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის შედეგი, რაც მივიღეთ

სააკაშვილი არაფრის დათმობას არ აპირებდა. ხალხის მობილიზებამ, სასულიერო და საერო ხალხის ვაჟკაცურმა დადგომამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის შედეგი, რაც მივიღეთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ 2012 წლის არჩევნების პერიოდის გახსენებისას.

გურამ მაჭარაშვილი

01 ოქტომბერი 2026, 17:37

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი საპატრიარქოს მიმართ შეტევაზე: რამდენიმე თვის წინ მილიონზე მეტმა ადამიანმა საქართველოში გამოხატა მშვიდობიანად სოლიდარობა პატრიარქის მიმართ, საპატრიარქოს, რწმენის მიმართ და ამ ხალხს აყენებს შეურაცხყოფას ეს რამდენიმე ადამიანი

მორიგი შეტევა, ანტიქართული, ანტიქრისტიანული, ანტიადამიანური, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

01 ოქტომბერი 2026, 17:28

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერ ვაჰან ალეკსანიანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სომხეთის ახალარჩეული ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერ ვაჰან ალეკსანიანს შეხვდა.

01 ოქტომბერი 2026, 17:28

საზოგადოება

საქპატენტმა ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრს მხატვარ დიმა ანთაძის ფერწერული ტილო გადასცა

საქპატენტმა დიმიტრი (დიმა) ანთაძის ფერწერული ტილო - „კუ“ სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას გადასცა. ნამუშევარი საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისის სივრცეში იყო წარმოდგენილი, ხოლო დღეიდან ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში გამოიფინება. აღნიშნულ საგამოფენო-სამუზეუმო სივრცეში ამ ხელოვნების ნიმუშის გამოფენა ფართო აუდიტორიის წინაშე მის წარმოჩენასა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

მიხეილ სააკაშვილი

01 ოქტომბერი 2026, 17:26

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: გრაფ მონტე-კრისტოს და ნელსონ მანდელას კატეგორიაში მიხდება გადასვლა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ხალხის 80% აზრზეა მოსული

ექსპრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავი სერვანტესსა და მანდელას შეადარა.

01 ოქტომბერი 2026, 17:25

პოლიტიკა

17:00 საათისთვის დაანონსებულ აქციას „ნაცმოძრაობა“ ამ დრომდე ვერ იწყებს

17:00 საათისთვის დაანონსებულ აქციას „ნაცმოძრაობა“ ამ დრომდე ვერ იწყებს

მინდაუგას სინკევიჩიუსი

01 ოქტომბერი 2026, 17:24

მსოფლიო

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი: არსებობს თუ არა დაზვერვის სამსახურების მიერ მოპოვებული რაიმე რეალური მტკიცებულება, რომელიც დევს მაგიდაზე, იმის თაობაზე, რომ რუსეთი თავდასხმისთვის ემზადება? ასეთი არაფერია

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა მინდაუგას სინკევიჩიუსმა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მან ალიანსის გენმდივანს სთხოვა წარმოედგინა მტკიცებულებები, რომ რუსეთი ნატოზე თავდასხმას გეგმავს.

01 ოქტომბერი 2026, 17:20

სამართალი

თელავის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქე 1500 ლარით დააჯარიმა

მოსამართლემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნია და კომენტარის ავტორი სამართალდამრღვევად ცნო.

01 ოქტომბერი 2026, 17:05

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ბელარუსის პარლამენტის - ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტში ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

01 ოქტომბერი 2026, 17:02

საზოგადოება

მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

01 ოქტომბერი 2026, 16:57

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციამ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნა

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხანდაზმულ მოქალაქეებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.

01 ოქტომბერი 2026, 16:48

საზოგადოება

ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა ზურაბ აბაშიძემ, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, მთაწმინდის რაიონის საჯაროს სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

01 ოქტომბერი 2026, 16:39

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ შეუშალონ ხელი „თბილისობა 2026-ის“ ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს და არ შევიდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაბამისი სამსახურები მუშაობენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ შეუშალონ ხელი „თბილისობა 2026-ის“ ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს და არ შევიდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

01 ოქტომბერი 2026, 16:33

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, აშშ-მა უკრაინას მძლავრი საბრძოლო მასალები არ გადასცა, რადგან კიევს ამისთვის საჭირო თვითმფრინავები არ აქვს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალ Time-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკამ უკრაინას მძლავრი საბრძოლო მასალები არ გადასცა, რადგან კიევს ამისთვის საჭირო თვითმფრინავები არ აქვს.

01 ოქტომბერი 2026, 16:07

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 1-ელი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე, საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

ნიკოლ ფაშინიანი

01 ოქტომბერი 2026, 16:05

მსოფლიო

ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ სომხეთი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არ გამორიცხა, რომ ერევანი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება.

01 ოქტომბერი 2026, 16:02

საზოგადოება

ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების განახლების დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს ასრულებს, - ინფორმაციას ჯივიპი ავრცელებს.

01 ოქტომბერი 2026, 15:59

ეკონომიკა

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa 2026 მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოს ეროვნულ სტენდზე 8 ქართული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი.

ლადო სადღობელაშვილი

01 ოქტომბერი 2026, 15:59

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოებების მიერ 1-ელ ოქტომბერს აქციების დაანონსება სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების ისტორიული მეხსიერების აბუჩად აგდება და იმ მილიონზე მეტი მოქალაქის შეურაცხყოფა, რომელმაც 14 წლის წინ მოძალადე რეჟიმს საბოლოო ვერდიქტი გამოუტანა

ამ სიმბოლურ დღეს იმ ძალის წარმომადგენლები, რომლებმაც წლების განმავლობაში საკუთარი მოქალაქეების ტერორში ყოფნით გაითქვეს სახელი, კვლავ ცდილობენ პოლიტიკური პროვოკაციების მოწყობას, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას.