გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი არაფრის დათმობას არ აპირებდა. ხალხის მობილიზებამ, სასულიერო და საერო ხალხის ვაჟკაცურმა დადგომამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ
გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სააკაშვილი არაფრის დათმობას არ აპირებდა. ხალხის მობილიზებამ, სასულიერო და საერო ხალხის ვაჟკაცურმა დადგომამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ 2012 წლის არჩევნების პერიოდის გახსენებისას.
მისი თქმით, რომ არა ხალხის მობილიზება და იმ დროს ქვეყანაში არსებული რეალური სიტუაცია, არც სენატორების რჩევა გაჭრიდა და სააკაშვილი ხელისუფლებას არჩევნების გზით არ დათმობდა.
„ჯინ შაჰინი არ იყო ერთადერთი, იქ იყო სენატორთა ჯგუფი, რომლებმაც დაინახეს რეალობა, რა ხდებოდა საქართველოში და რომ უმრავლესობა ნამდვილად არ არის სააკაშვილის მხარეს. ისინი სააკაშვილს მოუწოდებდნენ, რომ არ წასულიყო იმ ნაბიჯებზე, რაც, მათი აზრით, შეიძლებოდა სააკაშვილს გადაედგა.
ამოხეთქა ამდენი ხნის დაგროვილმა უკმაყოფილებამ: უსამართლობა, წართმეული ქონება, ღირსებააყრილი პატიმრები, ნაწამები ხალხი, უამრავი პრობლემა, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს იმ მმართველობის დროს, როცა ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა. ამ ყველაფერმა განაპირობა საქართველოს დიდი ნაწილის საკმაოდ აგრესიული განწყობა.
რა თქმა უნდა, სააკაშვილი არაფრის დათმობას არ აპირებდა და საკმაოდ მძლავრი პროცესები იყო. ქალაქების ჩამოთვლა შეგვიძლია, სადაც ყუთის გატაცების, იარაღით შევარდნის ფაქტებიც [იყო]. ხალხის მობილიზებამ, სასულიერო და საერო ხალხის ვაჟკაცურმა დადგომამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ. მეც მახსოვს არჩევნები, უბნები, რომლებზეც ხალხის მობილიზება იყო, წესიერად, კანონის ფარგლებში. რომ არა ეს რეალური სიტუაცია, არც სენატორების რჩევა გაჭრიდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ყველა სიახლე
01 ოქტომბერი 2026, 18:04
ეკონომიკა
ლაშა აბაშიძე: ახალი საპორტო სიმძლავრეები და კონკრეტულად, ანაკლიის პორტი შუა დერეფნისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის იქნება - ეს არის ტვირთების გადამუშავების და ზღვაზე გატანის დამატებითი რესურსი
საქართველოს როლი შუა დერეფანში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ვაკავშირებთ ევროპის ბაზართან, ასევე ჩვენ პირდაპირი კავშირი გვაქვს შავ ზღვასთან და ვართ საკმაოდ კონკურენტუნარიან გარემოში და სწორედ ამიტომ ტვირთნაკადი არის მომატებული, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.
01 ოქტომბერი 2026, 18:01
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ 100 წლის ვეტერანს დაბადების დღე მიულოცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ორესტი ბერულავას, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შინ ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა.
01 ოქტომბერი 2026, 18:00
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ბიძინა ივანიშვილზე: აცხადებდნენ, რომ ხალხი დაიღალა, არსებობს უკმაყოფილების ძალიან დიდი მუხტი და ეს მუხტი უნდა იყოს გამოყენებული ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, რათა ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს. კატეგორიული უარი განაცხადა ამაზე და თავისი ავტორიტეტით, ის ხალხი, ვინც გულწრფელად ედგა გარშემო, დაარწმუნა, რომ საქართველო არ იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას
ფაქტია, რომ 2012 წელი მნიშვნელოვანწილად განაპირობა 2008 წელმა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“.
01 ოქტომბერი 2026, 17:57
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: გვეუბნებოდნენ, აი ასი საწარმო სად არის, სად გუგუნებს, თურმე აღმოჩნდა, რომ ასიც არის და ათასიც. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო აფინანსებს, ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა, კიდევ მეტი შეიქმნება
დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა ეკონომიკა, ძალიან დიდი ზრდაა სოციალურ სფეროში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
01 ოქტომბერი 2026, 17:43
მსოფლიო
მედია: იტალიის მთავრობამ ესპანეთთან შენგენის შეთანხმების შეჩერების ვადა 15 დღით გაახანგრძლივა
იტალიის მთავრობამ ესპანეთთან შენგენის შეთანხმების შეჩერების ვადა 15 დღით გაახანგრძლივა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 17:37
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი საპატრიარქოს მიმართ შეტევაზე: რამდენიმე თვის წინ მილიონზე მეტმა ადამიანმა საქართველოში გამოხატა მშვიდობიანად სოლიდარობა პატრიარქის მიმართ, საპატრიარქოს, რწმენის მიმართ და ამ ხალხს აყენებს შეურაცხყოფას ეს რამდენიმე ადამიანი
მორიგი შეტევა, ანტიქართული, ანტიქრისტიანული, ანტიადამიანური, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
01 ოქტომბერი 2026, 17:28
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერ ვაჰან ალეკსანიანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სომხეთის ახალარჩეული ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერ ვაჰან ალეკსანიანს შეხვდა.
01 ოქტომბერი 2026, 17:28
საზოგადოება
საქპატენტმა ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრს მხატვარ დიმა ანთაძის ფერწერული ტილო გადასცა
საქპატენტმა დიმიტრი (დიმა) ანთაძის ფერწერული ტილო - „კუ“ სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას გადასცა. ნამუშევარი საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისის სივრცეში იყო წარმოდგენილი, ხოლო დღეიდან ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში გამოიფინება. აღნიშნულ საგამოფენო-სამუზეუმო სივრცეში ამ ხელოვნების ნიმუშის გამოფენა ფართო აუდიტორიის წინაშე მის წარმოჩენასა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.
01 ოქტომბერი 2026, 17:26
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: გრაფ მონტე-კრისტოს და ნელსონ მანდელას კატეგორიაში მიხდება გადასვლა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ხალხის 80% აზრზეა მოსული
ექსპრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავი სერვანტესსა და მანდელას შეადარა.
01 ოქტომბერი 2026, 17:25
პოლიტიკა
17:00 საათისთვის დაანონსებულ აქციას „ნაცმოძრაობა“ ამ დრომდე ვერ იწყებს
17:00 საათისთვის დაანონსებულ აქციას „ნაცმოძრაობა“ ამ დრომდე ვერ იწყებს
01 ოქტომბერი 2026, 17:24
მსოფლიო
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი: არსებობს თუ არა დაზვერვის სამსახურების მიერ მოპოვებული რაიმე რეალური მტკიცებულება, რომელიც დევს მაგიდაზე, იმის თაობაზე, რომ რუსეთი თავდასხმისთვის ემზადება? ასეთი არაფერია
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა მინდაუგას სინკევიჩიუსმა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მან ალიანსის გენმდივანს სთხოვა წარმოედგინა მტკიცებულებები, რომ რუსეთი ნატოზე თავდასხმას გეგმავს.
01 ოქტომბერი 2026, 17:20
სამართალი
თელავის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქე 1500 ლარით დააჯარიმა
მოსამართლემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნია და კომენტარის ავტორი სამართალდამრღვევად ცნო.
01 ოქტომბერი 2026, 17:05
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ბელარუსის პარლამენტის - ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პარლამენტში ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
01 ოქტომბერი 2026, 17:02
საზოგადოება
მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
01 ოქტომბერი 2026, 16:57
საზოგადოება
საარჩევნო ადმინისტრაციამ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნა
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხანდაზმულ მოქალაქეებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
01 ოქტომბერი 2026, 16:48
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა ზურაბ აბაშიძემ, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, მთაწმინდის რაიონის საჯაროს სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
01 ოქტომბერი 2026, 16:39
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ შეუშალონ ხელი „თბილისობა 2026-ის“ ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს და არ შევიდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაბამისი სამსახურები მუშაობენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ შეუშალონ ხელი „თბილისობა 2026-ის“ ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს და არ შევიდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 16:33
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, აშშ-მა უკრაინას მძლავრი საბრძოლო მასალები არ გადასცა, რადგან კიევს ამისთვის საჭირო თვითმფრინავები არ აქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალ Time-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკამ უკრაინას მძლავრი საბრძოლო მასალები არ გადასცა, რადგან კიევს ამისთვის საჭირო თვითმფრინავები არ აქვს.
01 ოქტომბერი 2026, 16:07
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 1-ელი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე, საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.


