imedi /  14 თებერვალი 2018, 15:59 / სანდო წყარო

სააკაშვილი ამსტერდამის აეროპორტში შენიშნეს

უკრაინიდან პოლონეთში გაძევებული მიხეილ სააკაშვილი ჰოლანდიაში ჩავიდა. ამის შესახებ პეტრო პოროშენკოს ბლოკის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო facebook-ზე წერს და ამსტერდამის აეროპორტში გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

„მიხო უკვე ამსტერდამშია. ჩვენს „ჯიგიტს“ მეგობარი დახვდა და სამახსოვრო სურათიც გადაუღო. მიაქციეთ ყურადღება მისი სახის გამომეტყველებას, როგორ უჭირს უკრაინასთან განშორება, ალბათ, ისე, როგორც საქართველოსთან განშორება გაუჭირდა. აბა, ყოჩაღად იყავი ამსტერდამში და არ დაგავიწყდეს, როცა უკრაინულ ტელეარხებს ჩაერთვები, ეს კმაყოფილი ღიმილი ჩამოირეცხე და მოწამეობრივ-მრისხანე გამომეტყველება მიიღე!“-წერს დეპუტატი.

მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან "სულგუნში" უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და მალევე პოლონეთში გაამგზავრა ანუ ქვეყანაში, საიდანაც ოფიციალური კიევის აზრით უკრაინაში უკანონოდ შეიჭრა.

მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2017 წლის 11 დეკემბერს პატიმრობიდან  გათავისუფლდა. მანამდე ის ორჯერ დააკავეს.26 იანვარს კიევის სასამართლომ სააკაშვილს ღამის საათებში სახლიდან გასვლა აუკრძალა. განაჩენი 6 თებერვლამდე იყო ძალაში.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი და პოლიტიკური პარტიის "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი, რომელსაც არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს, უკრაინაში "დამატებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის" სტატუსის მოპოვებას ცდილობდა, რაზეც უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა უარი უთხრა. სააკაშვილმა საიმიგრაციო სამსახურთან ბრძოლა უკრაინულ სასამართლოში განაგრძო, მაგრამ ყველა ინსტანციაში დამარცხდა.

მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ედავება და მის ექსტრადიციას ითხოვს. აქედან ერთ-ერთ საქმეზე, კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულთა შეწყალების საქმეზე 5 იანვარს ქართულმა სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა.

ყველა სიახლე

22 აპრილი 2026, 14:04

საზოგადოება

თბილისის 180-ე საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა

დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება და მსოფლიოში გარემოს დაცვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო თარიღად მიიჩნევა. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიურ საკითხებზე და ადამიანების მოტივირება, უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდონ ბუნებასა და გარემოს. წლევანდელი სლოგანია - „ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“, რაც გარემოს დაცვის პროცესში თითოეული ადამიანის როლისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

22 აპრილი 2026, 13:59

რეგიონი

სამტრედიაში ქართველი და პოლონელი ვეტერინარების ერთობლივი კამპანია მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ცხოველთა სტერილიზაციის, ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის მასშტაბური კამპანია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ქართველი და პოლონელი ვეტერინარები ერთმანეთს პროფესიულ გამოცდილებას უზიარებენ.

22 აპრილი 2026, 13:53

მსოფლიო

AXIOS: ტრამპი ირანს 3-5 დღეს აძლევს - მოლაპარაკებების ბედი ბეწვზე ჰკიდია

აშშ-ის ადმინისტრაციამ ირანს რამდენიმე დღე მისცა, რათა საქმეები მოაგვაროს და მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ზავი დასრულდება. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

22 აპრილი 2026, 13:53

რეგიონი

ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

დღეს მცხეთაში, დავიწყეთ ცენტრალური გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამასთან, ქალაქის ურბანული გარემოს გაუმჯობესებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს ე.წ. თეატრონის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობას, რომელიც ამ ეტაპზე იუნესკოსთან კონსულტაციებით პროექტირების ფაზაშია. ეს სივრცე მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ მცხეთისთვის, არამედ თბილისის აგლომერაციისა და მთელი ქვეყნისთვის. დღესვე ადგილზე გავეცანით პროექტის მიმდინარეობას, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მცხეთაში სამუშაო მონიტორინგის ფარგლებში პროექტების დათვალიერებისას.

მაკა ბოჭორიშვილი

22 აპრილი 2026, 13:49

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ შეშფოთების საგანია, ვხედავთ, როგორ ირღვევა ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს

ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ შეშფოთების საგანია, ვხედავთ, როგორ ირღვევა ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ვენაში საქართველოს თავმჯდომარეობით იმართება.

მაკა ბოჭორიშვილი

22 აპრილი 2026, 13:38

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: რეგიონული უსაფრთხოების ურთულეს გამოწვევებთან გამკლავების კუთხით დაგროვილი გამოცდილება საქართველოს შესაძლებლობას აძლევს ხელი შეუწყოს ეუთო-ს საქმიანობის უმაღლეს დონეზე წარმართვას

დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა იმართება, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

22 აპრილი 2026, 13:37

საზოგადოება

საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" ხორციელდება

პროექტის ფარგლებში საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) წარმომადგენლები სამოქალაქო განათლების 500-ზე მეტ პედაგოგს უზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას საარჩევნო სწავლების მიმართულებით. მოგვიანებით კი პედაგოგები მიღებულ ცოდნას მოსწავლეებს გაუზიარებენ, რათა არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო უფლებებზე ახალგაზრდებს სკოლის ასაკიდანვე მიეწოდოთ ინფორმაცია.

22 აპრილი 2026, 13:33

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ეროვნული უსაფრთხოების შერეული კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ეროვნული უსაფრთხოების შერეული კომისიის პრეზიდენტს, ედურნე ურიარტე ბენგოეჩეას შეხვდა.

ჯო უილსონი

22 აპრილი 2026, 12:55

პოლიტიკა

ჯო უილსონის განცხადებით, რუსეთი ირანს იარაღს ანაკლიის ჯერ არარსებული პორტის მეშვეობით აწვდის

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ რუსეთი ირანს იარაღს საქართველოს ანაკლიის პორტის მეშვეობით აწვდის.

22 აპრილი 2026, 12:54

რეგიონი

„კლასიკური კონცერტები ბათუმში“ - ბათუმი საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

საერთაშორისო ფესტივალი - „კლასიკური კონცერტები ბათუმში“ ხორციელდება აჭარის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით. პროექტის მიზანია საერთაშორისო კულტურული დიალოგის განმტკიცება, რეგიონის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა.

22 აპრილი 2026, 12:50

ეკონომიკა

Nebula AI Hub-ი სომხეთის ბაზარზე გადის და GABA-სთან სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებს

აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ეტაპია რეგიონში ბიზნეს შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ქართულ-სომხური კომპანიების მხარდასაჭერად. ქართულ-სომხური ბიზნეს ასოციაცია წარმოადგენს იმ კომერციულ ხიდს, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ახალ საფეხურზე აიყვანს.

22 აპრილი 2026, 12:45

სამართალი

პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება, გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 3 ფიზიკური პირის და 4 იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება, გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 3 ფიზიკური პირის და 4 იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კახა კალაძე

22 აპრილი 2026, 12:30

პოლიტიკა

კახა კალაძე სააკაშვილისა და „ოპოზიციის ალიანსის“ დაპირისპირებაზე: ამ ადამიანებმა საკუთარი ერთობა ვერ მართეს და ქვეყანა როგორ უნდა მართონ

მათი ერთობა გარედან მიცემული მითითებების შედეგი იყო. ეს არ იყო არანაირ იდეოლოგიაზე დამყარებული, ან ქვეყნის სიყვარულსა თუ ხალხის ინტერესებზე დაფუძნებული ერთობა - მაშინვე ჩანდა, რომ ამ ერთობას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილისა და „ოპოზიციის ალიანსს“ შორის გამოაშკარავებულ დაპირისპირებაზე საუბრისას.

კახა კალაძე

22 აპრილი 2026, 12:26

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით

„ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, ერევა თუ არა - როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ერევა თუ არა ბრიუსელი სხვა ქვეყნების პოლიტიკაში, იმ მაგალითიდან გამომდინარე, რომ ევროპულმა მართლმსაჯულებამ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის შეთანხმების მეორე მუხლი, რომელიც ეხება საერთო ფასეულობებს, კონკრეტულად კი ლგბტ კანონს, რომელიც ბუდაპეშტმა 2021 წელს მიიღო, ბრიუსელმა ამასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.

კახა კალაძე

22 აპრილი 2026, 12:25

პოლიტიკა

კახა კალაძე საკადრო ცვლილებებზე: სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებებში გასაკვირი არაფერია და ყველა სახელმწიფო უწყების მუშაობა ქვეყნის განვითარებისკენაა მიმართული.

კახა კალაძე

22 აპრილი 2026, 12:21

პოლიტიკა

კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ. ისინი მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებითა და შანტაჟით შემოიფარგლებიან

„რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ხომ ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან.

22 აპრილი 2026, 12:08

რეგიონი

რუსთავის საკრებულოს ინიციატივით ისტორიულ მუზეუმში უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის უპრეცედენტო სტანდარტი მკვიდრდება

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით, რუსთავის ისტორიულ მუზეუმში უპრეცედენტო პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მედია პოზიტივი“ ახორციელებს. ინფორმაციას რუსთავის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

22 აპრილი 2026, 12:00

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად დაასრულოს ისედაც ძალიან დაგვიანებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად დაასრულოს ისედაც ძალიან დაგვიანებული სამართლიანობის აღდგენის პროცესის, რადგან მიიაჩნია, რომ უცხოური აგენტურის აკრძალვის გარეშე პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და ქვეყნის განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლა შეუძლებელია. როგორც „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უკანასკნელ წლებში არაერთხელ დადასტურდა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვის გადადებული ყოველი დღე ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველია.

22 აპრილი 2026, 11:58

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სტრატეგიული მდებარეობითა და რეგიონულ თუ საერთაშორისო ინიციატივებში აქტიური მონაწილეობით, საქართველო განამტკიცებს თავისი, როგორც საიმედო ხიდის როლს, რომელიც ხელს უწყობს დაკავშირებადობას

სამხრეთ კავკასია სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს დაკავშირებადობისა და თანამშრომლობის პოტენციალით. საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის განმტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით, სადაც გრძელვადიანი განვითარება ხელშესახებ სარგებელს მოუტანს უკლებლივ ყველა აქტორს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

22 აპრილი 2026, 11:56

საზოგადოება

„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ ავტოპარკი სრულად განახლდა

„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ მოძველებული და მაღალ ხარჯიანი ავტოპარკი სრულად განახლდა - მუნიციპალიტეტმა დედაქალაქის ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი სამსახურის ეფექტური მუშაობისთვის „ტოიოტას“ მარკის 50 ერთეული ავტომობილი შეისყიდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.