ჩეხეთში სირიელი ქურთების ლიდერის გათავისუფლებას ოფიციალური ანკარა აპროტესტებს
ჩეხეთის სასამართლოს მიერ, სირიის მოქალაქის და ქურთების პარტიის ლიდერის სალეჰ მუსლიმის გათავისუფლებას ოფიციალური ანკარა აპროტესტებს. თურქეთი ამ ნაბიჯს, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებასა და ტერორისტული ორგანიზაციის ღია მხარდაჭერას, ისე აფასებს. ამის შესახებ BBC წერს.
თურქეთის მთავრობის პრესსპიკერის, განცხადებით, სასამართლოს განჩინება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაცაა და ნეგატიურ გავლენას იქონიებს თურქეთ-ჩეხეთის ურთიერთობებზე.
თურქეთი სალეჰ მუსლიმს მას შემდეგ ეძებდა, რაც თურქულმა სასამართლომ ქურთ პოლიტიკოსს ბრალი სახელმწიფოს ერთიანობისთვის საფრთხის შექმნაში დასდო.
სალეჰ მუსლიმი შაბათს პრაღაში აიყვანეს. სირიის მთავარი ქურთული პოლიტიკური პარტიის განცხადებით კი, მათი ლიდერი პრაღაში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. პარტიის განცხადებით, მათი ლიდერი სირიის სრულუფლებიანი მოქალაქეა და ევროპაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
ჩეხეთის სასამართლომ დაკავებული ქურთი პოლიტიკოსი თურქეთის მოწოდებების მიუხედავად, დარბაზიდან გაათავისუფლა. ოფიციალური ანკარა ითხოვდა, სასამართლოს სალეჰ მუსლიმისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდებინა, სადაც ის თურქეთში ექსტრადიციას დაელოდებოდა.
ქურთული პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთის სახელმწიფო უკანონოდ ითხოვს ადამიანების დაკავებას, რომლებიც არ არიან მათი მოქალაქეები და „შესაბამისად, თურქეთს მათი დაპატიმრების მოთხოვნის უფლება არ აქვს“.
მუსლიმმა ქურთთა დემოკრატიული კავშირის პარტია 2003 წელს დააარსა. 2013-2017 წლებში ის პარტიის თავმჯდომარე იყო.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ის ევროპის ქვეყნებში ოფიციალურ პირებს ხვდებოდა და ცდილობდა, მათი ყურადღება სირიაში თურქების მიერ ჩადენილ დანაშაულზე მიეპყრო.
ცოტა ხნის წინ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში ქალაქ აფრინის აღების პირობა დადო. იქამდე, თურქეთის ავიაციამ აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა.
15 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის სასაზღვრო ძალებს ტერორისტული არმია უწოდა და აღნიშნა, რომ სრულ დაკომპლექტებამდე აღნიშნულ სამხედრო ფორმირებას თურქეთი გაანეიტრალებს.
20 იანვარს, თურქეთის ავიაციამ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა. თურქეთის ავიაციამ 108 სამიზნე ობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, აეროდრომზე, რომლითაც აშშ ქურთებს იარაღით ამარაგებდა.
22 იანვარს, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის შეირაღებული ძალები აფრინში ოპერაციას უახლოეს დროში დაასრულებენ.
ყველა სიახლე
07 მარტი 2026, 18:15
რეგიონი
ამბროლაურის კულტურის სახლის პროექტირება იწყება
რეაბილიტაციის შედეგად შენობა შეიძენს მრავალფუნქციური კულტურული ცენტრის ფუნქციას და გააერთიანებს სახალხო თეატრის, ფოლკლორულ, ქორეოგრაფიულ, სამუზეუმო და საგანმანათლებლო სივრცეებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება და შენობის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირება.
07 მარტი 2026, 18:12
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ხიდაშელის, კანდელაკისა და სანიკიძის სუს-ში დაბარებაზე: უნდა განუმარტონ გამოძიებას, რატომ აბრალებენ ქვეყანას იმას, რაც ქვეყნისთვის შეიძლება დამღუპველიც იყოს
უნდა გამოიკითხონ და თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ მიაწოდონ. თუ ინფორმაცია არ აქვთ, უნდა განუმარტონ გამოძიებას, რატომ აბრალებენ ქვეყანას იმას, რაც ქვეყნისთვის შეიძლება დამღუპველიც იყოს, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი თინა ხიდაშელის, გუბაზ სანიკიძისა და გიორგი კანდელაკის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას.
07 მარტი 2026, 18:04
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ლომჯარიაზე: სანამ სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი
სანამ სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი, - ასე შეაფასა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ნინო ლომჯარიას განცხადება, რომ „იმედს“ ცილისწამებისთვის აუცილებლად უჩივლებს.
07 მარტი 2026, 17:59
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე აშშ-სთან ურთიერთობაზე: ვისაც მოლოდინი არ ჰქონდა, რომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა აღდგებოდა, იმაზე ადრე გავაწბილებთ, ვიდრე შეიძლებოდა, მათ ეს წარმოედგინათ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ
ვისაც მოლოდინი არ ჰქონდა, რომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა აღდგებოდა, იმაზე ადრე გავაწბილებთ, ვიდრე მათ შეიძლებოდა, ეს წარმოედგინათ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
07 მარტი 2026, 17:57
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე ლომჯარიაზე: სამწუხაროა, როდესაც ადამიანს, რომელიც პოლიტიკურად ძალიან სენსიტიურ თანამდებობას იკავებდა საქართველოში, დღეს უწევს უკანა კარებით სიარული ელჩებთან და უწევს საკუთარ ხალხს დაემალოს
სამწუხაროა, როდესაც ადამიანი, რომელიც ერთ-ერთ პოლიტიკურად ძალიან სენსიტიურ თანამდებობას იკავებდა საქართველოში დღევანდელ დღეს უწევს უკანა კარებით სიარული ელჩებთან და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.
07 მარტი 2026, 17:48
პოლიტიკა
შალამბერიძე ირანის თემაზე გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე: ცდილობენ, დააზიანონ საქართველოს ინტერესი აშშ-ს თვალში იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თეთრ სახლში წარმატებულ ვიზიტს ახორციელებენ
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ ირანის თემასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებული საჯარო ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და გამოქვეყნებული კვლევები შეაფასა. შალამბერიძე აღნიშნავს, რომ ეს კვლევები მოკლებულია ყოველგავრ ფაქტებსა და არგუმენტებს.
07 მარტი 2026, 17:42
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვაშინგტონში ანალიტიკურ ცენტრებში შეხვედრები გამართა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ანალიტიკური ცენტრების - უილსონის ცენტრი, ჰერითიჯის ფონდი და America first policy institute ხელმძღვანელებთან და ექსპერტებთან.
07 მარტი 2026, 17:37
პოლიტიკა
წყალმომარაგების კომპანიამ გახარიას პარტიის წევრი და მოქმედი პარლამენტარი, გელა აბულაძე დააჯარიმა
წყალმომარაგების კომპანიამ გახარიას პარტიის წევრი და მოქმედი პარლამენტარი, გელა აბულაძე დააჯარიმა.
07 მარტი 2026, 17:04
მსოფლიო
პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი: ომი ახლო აღმოსავლეთში გრძელდება და ქაოსი ვრცელდება. ნავთობის ფასები იზრდება. შესაძლოა, ვაშინგტონმა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები გააუქმოს. ვინ არის აქ რეალური გამარჯვებული?
„ომი ახლო აღმოსავლეთში გრძელდება და ქაოსი ვრცელდება. ნავთობის ფასები იზრდება. შესაძლოა, ვაშინგტონმა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები გააუქმოს. ვინ არის აქ რეალური გამარჯვებული?”, - წერს იგი.
07 მარტი 2026, 16:52
მსოფლიო
Deutsche Welle: ბერლინის პროკურატურამ მერცის შეურაცხყოფის გამო 18 წლის ბიჭის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ბერლინის პროკურატურამ 18 წლის სკოლის მოსწავლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის შეურაცხყოფის გამო. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
07 მარტი 2026, 16:49
პოლიტიკა
აბაშიძე: ის, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა ირანში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ის ფაქტი, რომ ისრაელმა ომის შემდეგ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა გააბა, რომელი უფრო მძიმე, არამეგობრულია, საზოგადოებამ განსაჯოს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თუ ერთმანეთს შევადარებთ - ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა ირანში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ის ფაქტი, რომ ისრაელმა ომის შემდეგ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა გააბა, რომელი უფრო მძიმე და არამეგობრულია, ეს საზოგადოებამ განსაჯოს.“
07 მარტი 2026, 16:48
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი ისრაელის საელჩოს განცხადებაზე: მეგობრობა ის იქნებოდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენს მტერთან, რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობა რომ არ დაეწყო და მათი ჯარის მოდერნიზაციაში არ დახმარებოდა
„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც წერია, რომ „მეგობარი რთულ დროში გამოიცდება“. მეგრელიშვილი იხსენებს, 2008 წლის აგვისტო ომის დროს ისრაელის მიერ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობას და აცხადებს, რომ სწორედ ის იქნებოდა ქართულ-ებრაული მეგობრობა ისინი რუსეთს რომ არ დახმარებოდნენ.
07 მარტი 2026, 16:47
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე: ისრაელის საელჩომ მეგობარი ჭირში იცნობაო. შეგახსენებთ, საქართველო რომ ჭირში იყო, ისრაელმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატების კოდები მისცა
პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში 2013 წლით დათარიღებულ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აქვეყნებს, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ „უპილოტო საფრენი აპარატების კოდები, რომლებიც მისმა მთავრობამ ისრაელისგან რუსეთთან ომის წინ შეიძინა, ცნობილი გახდა „მოწინააღმდეგისთვის“.
07 მარტი 2026, 16:23
მსოფლიო
ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს ირანზე ძლიერი დარტყმა განხორციელდება.
07 მარტი 2026, 16:21
სამართალი
სუს-ში ადასტურებენ, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს - მათივე სურვილით ისინი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან
სუს-ში ადასტურებენ, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს - მათივე სურვილით ისინი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან
07 მარტი 2026, 16:04
პოლიტიკა
საქართველოს 8-10 მარტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვევა
საქართველოს 8-10 მარტს ეუთოს მაღალი დონის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა. ინფორმაციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.
07 მარტი 2026, 16:00
სპორტი
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს საფეხბურთო სკოლებისა და აკადემიებისთვის სპორტული ინვენტარის გადაცემა დასრულდა
საქართველოს სპორტის სამინისტრომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მეშვეობით საქართველოში ფეხბურთის ფედერაციის მიერ აღიარებული საფეხბურთო სკოლებისა და აკადემიებისთვის საფეხბურთო ინვენტარის გადაცემა დაასრულა. საფეხბურთო აღჭურვილობა გადაეცა 106 საფეხბურთო სკოლასა და აკადემიას. ხაშურის კომპლექსურ სასპორტო სკოლა „ივერიისა“ და გორის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის კლუბ „გორისთვის” ინვეტარის გადაცემის პროცესს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე ესწრებოდნენ.
07 მარტი 2026, 15:53
საზოგადოება
გიორგი ძაძამია სენაკში აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს და პედაგოგებს შეხვდა.
07 მარტი 2026, 15:45
რეგიონი
აფხაზეთიდან დევნილ ქალებს ზუგდიდში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ ქალებს ზუგდიდში, სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ ზუგდიდის ფილიალში, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
07 მარტი 2026, 15:40
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: როდესაც მთელი რეგიონი ცეცხლის ალშია გახვეული და გამოდიხარ და ამბობ, რომ თურმე, აქ ტერორისტული სკოლაა, რას მოუწოდებ იმ ქვეყნებს, ვინც ებრძვის ტერორიზმს, რომ საქართველოში მოახდინოს სამხედრო ინტერვენცია?!
არ შეიძლება, რომ აბრალებდე ქვეყანას იმას, რაც არ არსებობს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ირანის თემასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებული საჯარო ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისა და გამოქვეყნებული კვლევების შეფასებისას.


