სკრიპალის მოწამლვის საქმეში ნატოც ჩაერთვება
იენს სტოლტენბერგი
ფოტო: shutterstock.com
სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეზე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრა გაიმართა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსი მზადაა, ბრიტანეთს საქმის გამოძიებაში დაეხმაროს. ნატოს გენერალური მდივანმა რუსეთს მოუწოდა, საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხოს და უზრუნველყოს ყველა ინფორმაცია ქიმიურ ნივთიერება A-234-თან დაკავშირებით.
თავის მხრივ ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო ზომებთან დაკავშირებით, ბრიტანეთი ნატოსთან და ევროკაშირთან ერთად მუშაობს.
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი მოსკოვს აკისრებს პასუხისმგებლობას.
სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა.
ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. ამასთან ლონდონმა მოსკოვთან ორმხრივი კავშირები შეაჩერა. მოსკოვიდან ბრიტანელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო კრემლმაც.
მანამდე საფრანგეთმა, გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს ექსპოლკოვნიკის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდეს.
ყველა სიახლე
02 ივნისი 2026, 18:32
პოლიტიკა
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილს გარდა არაფერზე დგას
ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდათ, დროს აკარგვინებენ, რადგან უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილს გარდა არაფერზე დგას, - წერს "გირჩის" წევრი, ლევან ჯგერენაია, სოციალურ ქსელში.
02 ივნისი 2026, 18:29
მსოფლიო
პეტერ მადიარი მზად არის, მომავალი კვირის დასაწყისში შეხვდეს ვოლოდიმირ ზელენსკის, თუკი უნგრული უმცირესობის ძირითადი უფლებების საკითხზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი მზად არის, მომავალი კვირის დასაწყისში შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, თუკი უნგრული უმცირესობის ძირითადი უფლებების საკითხზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 18:28
პოლიტიკა
გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში ღია კარის დღე გაიმართება
11 ივნისს ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში (ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის 51) ღია კარის დღე გაიმართება.
02 ივნისი 2026, 18:15
პოლიტიკა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მყოფ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს მუხროვანის სამხედრო ბაზაზე უმასპინძლეს
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზას ესტუმრა. სამხედრო ქვედანაყოფში მას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლეს.
02 ივნისი 2026, 18:12
მსოფლიო
ირანული მედია: ირანი აშშ-თან დროებითი შეთანხმების ხელმოწერისთანავე გაყინული 12 მილიარდი დოლარის დაუყოვნებლივ განბლოკვას ითხოვს
ირანი აშშ-თან დროებითი შეთანხმების ხელმოწერისთანავე გაყინული 12 მილიარდი დოლარის დაუყოვნებლივ განბლოკვას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars-ი ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 18:04
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ის კურსი, ის მიდგომები, ის გზა, რომელიც არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ არჩეული, არის აბსოლუტურად სწორი
ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ის კურსი, ის მიდგომები, ის გზა, რომელიც არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ არჩეული, არის აბსოლუტურად სწორი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
02 ივნისი 2026, 18:01
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ეს არის ჩვენი გულისტკივილი, რომ საქართველოში რეალურად არ არსებობს ოპოზიცია, რომელიც იქნებოდა ხელისუფლების და არა ქვეყნის ოპოზიცია
„რაც შეეხება ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს, რადიკალებმა მალეს ჭირი და ჭირმა თავი საბოლოოდ არ დამალა. ყოვლად უნიათო, ძალიან სუსტი და არაფრის გამკეთებელი რადიკალი ოპოზიციონერები მხოლოდ იმით არიან დაკავებულები, რომ საკუთარ უცხოელ პატრონებს მოაწონონ თავი და თავები თვალონ რაღაც იმპროვიზებულ აქციებზე. ამ მოცემულობაში ერთმანეთისკენ თითს რომ იშვერენ და უშველი სიტყვებით ლანძღავენ და ერთმანეთს არ ინდობენ - ეს არის თანამედროვე რადიკალური ქართული ოპოზიციის სახე“, - აცხადებს მათიკაშვილი.
02 ივნისი 2026, 18:00
მსოფლიო
ტრამპმა ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად უილიამ პულტე დანიშნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად უილიამ პულტე დანიშნა, რომელიც განსახლების ფედერალური სააგენტოს დირექტორია.
02 ივნისი 2026, 17:58
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო ხაზი გაიხსნა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი არის უმნიშვნელოვანესი არტერია „შუა დერეფნის“, რომლის ფუნქციონირებაზეც ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. ბევრად გაზრდის ეს მაგისტრალი ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალური თვალსაზრისით
გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო ხაზი გაიხსნა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი არის უმნიშვნელოვანესი არტერია „შუა დერეფნის“, რომლის ფუნქციონირებაზეც ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. ბევრად გაზრდის ეს მაგისტრალი, როგორც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალური თვალსაზრისით, რეგიონული თვალსაზრისით, ასევე, ქვეყანა რეალურ მატერიალურ ბენეფიტებს მიიღებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
02 ივნისი 2026, 17:45
მსოფლიო
მედია: ვაშინგტონში ლინბანსა და ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დაიწყო
ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი ვაშინგტონში დაიწყო. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 17:29
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) კონფერენციაში მონაწილეობს
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ რურუა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ორგანიზებით ბელგრადში მიმდინარე კონფერენციაში - „თანასწორობის ხელშეწყობა: გენდერული სტერეოტიპებისა და ნეგატიური სოციალური ნორმების ბარიერის დაძლევა“ მონაწილეობენ.
02 ივნისი 2026, 17:26
სამართალი
ოთხი ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თორმეტი ბრალდებულიდან შვიდმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა
ოთხი ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თორმეტი ბრალდებულიდან შვიდმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ყველა მათგანი სრულად აღიარებს დანაშაულს. სწორედ ამის გათვალისწინებით, პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დათანხმდა. შვიდივე ბრალდებულს პირობითი მსჯავრი განესაზღვრება.
02 ივნისი 2026, 17:26
საზოგადოება
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ამოქმედდა. ფოტოგალერეა🚄
სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ.
02 ივნისი 2026, 17:18
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: პეტერ ფიშერის სახით ველოდებოდით გერმანელ დიპლომატს და საბოლოოდ მივიღეთ გია ხუხაშვილის უარესი ვარიანტი
„ფიშერის განცხადებები აჩვენებს იმ ქსენოფობიურ დამოკიდებულებას, რომელიც მას ზოგადად, კავკასიის რეგიონის მიმართ გააჩნია. ის პირები, ვინც მას ტაშით ეგებებოდნენ, უნდა გამოვიდნენ და აღიარონ ასეთი აზროვნება მათთვის მისაღებია თუ არა“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
02 ივნისი 2026, 17:10
მსოფლიო
ჯონ მირშაიმერი: ბრიტანელი, ფრანგი და გერმანელი ლიდერები უკრაინაში ომის გაგრძელებით შეგულიანებულები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მათი ხალხი არ იღუპება. ეს მორალური სისაძაგლეა
პოლიტოლოგის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ჯონ მირშაიმერის განცხადებით, ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა პრაქტიკულად განაცხადა, რომ მათ უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა იომონ, რაც მორალური სისაძაგლეა.
02 ივნისი 2026, 16:49
ეკონომიკა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ცნობად მიიღო
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოადგინა.
02 ივნისი 2026, 16:46
მსოფლიო
რუსეთი 3 ივნისიდან სომხური კარტოფილის, ბადრიჯნისა და ჩირის იმპორტს კრძალავს
„როსსელხოზნადზორი“ 3 ივნისიდან რუსეთში სომხური ჩირის, ბადრიჯნის, კარტოფილისა და მზესუმზირას იმპორტს კრძალავს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 16:35
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: ეს არის სწორი მიმართულება. არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება, ამბობს, რომ სწორი მიმართულებაა.
02 ივნისი 2026, 16:32
ეკონომიკა
ლაშა აბაშიძე: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულად ამოქმედება ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის დროს შეამცირებს და გაზრდის საქართველოს როლს შუა დერეფანში
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ, ასევე სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
02 ივნისი 2026, 16:29
მსოფლიო
CBS News-ი ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-თან ომის განახლება გარდაუვალია
ერთ-ერთმა ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ამერიკულ ტელეარხ CBS News განუცხადა, რომ აშშ-თან ომის განახლება გარდაუვალია, რადგან „ირანელი ერი არასდროს დანებდება“.


