imedi /  12 აპრილი 2018, 11:12 / სანდო წყარო

მაიკ პომპეო: აშშ რუსეთის ექსპანსიასთან მებრძოლი საქართველოს შეიარაღებას განაგრძობს

მაიკ პომპეო

მაიკ პომპეო

აშშ განაგრძობს რუსეთის ექსპანსიონიზმთან მებრძოლი საქართველოს შეიარაღებას,-  ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი მაიკ პომპეოს სიტყვაშია ნათქვამი, რომლითაც დღეს ის სენატში წარდგება.

„აშშ იარაღს აწვდის რუსეთის ექსპანსიონიზმთან მებრძოლ მამაც კაცებს და ქალებს საქართველოსა და უკრაინაში“, – ნათქვამია მაიკ პომპეოს გამოსვლის ტექსტში, რომელსაც 1tv, Associated Press​-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

პომპეო დღეს კონგრესში გამოსვლისას განაცხადებს, რომ აშშ-ის რბილი პოლიტიკა რუსეთის მიმართ დასრულებულია.

„რუსეთი განაგრძობს აგრესიას და ეს აშშ-ის მრავალწლიანი რბილი პოლიტიკის დამსახურებაა. ახლა ეს პოლიტიკა დასრულდა“, – ნათქვამია პომპეოს სიტყვაში.

სენატში გამოსვლისას აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი უფროსი ჩამოთვლის იმ ნაბიჯებს, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დგამს. მათ შორის არის „აშშ-ის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციები, დიპლომატების გაძევება, აშშ-ის სამხედრო პოტენციალის გაზრდა, ბირთვული არსენალის მოდერნიაზაცია და რუსეთის ექსპანსიასთან მებრძოლი საქართველოსა და უკრაინის შეიარაღება“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან 13 მარტს მოხსნეს. მაშინვე ცნობილი გახდა, რომ მის ადგილს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორი მაიკ პომპეო დაიკავებდა. 

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, პომპეო "ფანტასტიკურად გაუმკლავდება" თავის მოვალეობებს ახალ თანამდებობაზე. მან მადლობა გადაუხადა ტილერსონს გაწეული სამუშაოსთვის, ასევე დაასახელა CIA-ს ახალი ხელმძღვანელიც. აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი ჯინა ჰესპელი იქნება, რომელიც პირველი ქალია, ვინც დაზვერვის უწყებას უხელმძღვანელებს.

ყველა სიახლე

28 აგვისტო 2026, 10:41

მსოფლიო

POLITICO: რუსეთის „ჰიბრიდული ომი“ ევროპის წინააღმდეგ სულ უფრო ნაკლებად ემსგავსება ჰიბრიდულს

POLITICO-ს ცნობით, რუსეთის კამპანია ევროპის წინააღმდეგ სულ უფრო თამამ და აგრესიულ ხასიათს იღებს.

თენგიზ შარმანაშვილი

28 აგვისტო 2026, 10:36

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი პრეზიდენტის მიერ ძალადობრივ აქციებზე დაკავებული პირების შეწყალებაზე, რომლებმაც მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს: ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს - თუ ასე ვიმოძრავებთ, სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს

ეს არის ძალიან მისასალმებელი. ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს,- წერს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, პრეზიდენტ, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულ პირთა შეწყალების საკითხზე, რომლებმაც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

28 აგვისტო 2026, 10:09

მსოფლიო

ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტების საკუთარი რეიტინგი შექმნა და საკუთარ თავს უდიდებულესი მმართველი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ამერიკის პრეზიდენტების საკუთარი რეიტინგი გამოაქვეყნა.

28 აგვისტო 2026, 09:46

მსოფლიო

Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარ მასშტაბურ წყალდიდობას 469 ადამიანი ემსხვერპლა

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბოლო მონაცემებით, ნეპალსა და ჩინეთში მომხდარ მასშტაბურ წყალდიდობას 496 ადამიანი ემსხვერპლა.

28 აგვისტო 2026, 09:45

მსოფლიო

ბერლინის სიახლოვეს, სკოლაში ორი ადამიანი მოკლეს

ბერლინის სიახლოვეს, ქალაქ გოზენ-ნოი ზიტაუს სკოლაში ორი ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მსხვერპლი 18 წლის გოგონაა, რომელიც იმავე სკოლაში სწავლობდა.

28 აგვისტო 2026, 09:40

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 26-დან 31 გრადუსამდე დაფიქსირდება.

28 აგვისტო 2026, 09:36

სპორტი

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი - 14 ოქრო, 14 ვერცხლი და 7 ბრინჯაო მოიპოვა

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი - 14 ოქრო, 14 ვერცხლი, 7 ბრინჯაო მოიპოვა. 15-წლამდელებმა ქულებით გუნდური პირველი ადგილი, 17-წლამდელებმა კი გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.

28 აგვისტო 2026, 09:33

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს დღეს მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს მონტენეგროს წინააღმდეგ დღეს ჩაატარებს. ამხანაგურ შეხვედრებში ლიბანისა და ისრაელის დამარცხების შემდეგ,ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი პრინციპულ მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს 9 ქულა აქვს და გამსვლელ მესამე ადგილზე მყოფ მონტენეგროს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

28 აგვისტო 2026, 09:27

რეგიონი

ამბროლაურში სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“ ჯგუფი „ურსას“ გალა კონცერტით დასრულდა

ამბროლაურში სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“ ჯგუფი „ურსას“ გალა კონცერტით დასრულდა. ჯგუფმა მაყურებლის წინაშე ცნობილი და პოპულარული ჰიტები შეასრულეს. დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიებები. დააჯილდოვეს საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები.

28 აგვისტო 2026, 09:21

პოლიტიკა

საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა, ფაბიენ ვასერმანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა, ფაბიენ ვასერმანმა, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.

28 აგვისტო 2026, 09:17

პოლიტიკა

საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა, ლისე სინოვე ნორდგორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა, ლისე სინოვე ნორდგორდმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.

სკოტ ბესენტი

28 აგვისტო 2026, 09:14

მსოფლიო

სკოტ ბესენტის განცხადებით, ირანის ბლოკადა ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკას გაანადგურებს

აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ირანის ბლოკადა გრძელდება და ის ჩამოშლის პირას მყოფ ეკონომიკას გაანადგურებს.

28 აგვისტო 2026, 09:13

მსოფლიო

ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა პრობლემები ბაღდათის მუნიციპალიტეტში შექმნა. დაიტბორა სახლები, ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები. ძლიერმა წვიმამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზების დაზიანება გამოიწვია, როგორც ქალაქ ბაღდათში, ასევე სოფლებში. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

28 აგვისტო 2026, 09:05

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა საპატიმროები გუშინ დატოვეს

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა საპატიმროები წუხელვე დატოვეს. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.

28 აგვისტო 2026, 09:00

მსოფლიო

მედია: კიევში ერთ დღეში საჰაერო განგაში 13-ჯერ გამოცხადდა. ეს ომის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

კიევში გასული 24 საათის განმავლობაში საჰაერო განგაში 13-ჯერ გამოცხადდა, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დედაქალაქისთვის ერთ დღეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 00:55

მსოფლიო

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირა

რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირა, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.

პაველ ზალევსკი

28 აგვისტო 2026, 00:23

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს

პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, პაველ ზალევსკის ეს განცხადება იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც ნატოს ალიანსზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შიში სულ უფრო იზრდება.

შიო III

28 აგვისტო 2026, 00:03

საზოგადოება

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.

28 აგვისტო 2026, 00:00

საზოგადოება

დღეს მარიამობაა

მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

დონალდ ტრამპი

27 აგვისტო 2026, 22:21

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუმრობით განაცხადა, რომ შესაძლოა ატლანტისა და წყნარი ოკეანეების სახელწოდებები შეიცვალოს.