აუტიზმის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი ბავშვებს „ევთანაზიაზე“ აგზავნიდა
ჰანს ასპერგერი
ფოტო: Twitter
სამედიცინო ჟურნალ Molecular Autism-ში ისტორიკოსის და მედიცინის დოქტორის ჰერვიგ ჩეხის კვლევა გამოქვეყნდა, სახელწოდებით "ჰანს ასპერგერი, ნაციონალ-სოციალიზმი და ნაცისტური ვენის რასობრივი ჰიგიენა".
ჰანს ასპერგერი ერთ-ერთი პირველი მკვლევარია, რომელიც აუტისტური სპექტრის აშლილობებს სწავლობდა. ის მას "აუტისტურ ფსიქოფატიას" უწოდებდა. ეს ტერმინი ასპერგერმა პირველად 1938 წელს გამოიყენა, რითაც გამოყო ბავშების ჯგუფი საერთო სიმპტომებით და 6 წლის შემდეგ ამ თემაზე მრავალმხრივი კვლევა გამოაქვეყნა.
ასპერგერის კარიერა ნაცისტური რეჟიმის დროს წარმატებით ვითარდებოდა (თუმცა ის გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის წევრი არ იყო), რასაც ჰერვიგ ჩეხი ხსნის იმით, რომ იმ პერიოდში მოთხოვნა იყო სამედიცინო გარღვევებზე და გარდა ამისა, ქვეყანას ანტისემიტური პროპაგანდის შემდეგ, ბევრი ებრაელი ექიმი დააკლდა.
ჰანს ასპერგერის მუშაობამ და აღმოჩენებმა დიდი გავლენა იქონია აუტისტური სპექტრის აშლილობების დღევანდელ ცოდნაზე. 1981 წელს ბრიტანელმა ფსიქიატრმა ლორნ უინგმა შემოიტანა გაგება "ასპერგერის სინდრომი" - ასე დაარქვა მან ფსიქოლოგიური განვითარების დარღვევას, რომლის დროსაც ადამიანს უჭირს სოციალიზაცია და არავერბალური კომუნიკაცია, თუმცა ინტელექტუალური ჩამორჩენა არ აქვს. 1994 წელს ეს დიაგნოზი DSM IV-ში შეიყვანეს - დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო ფსიქიკური აშლილობის შესახებ, რომელიც ამერიკელ ფსიქიატრთა ასოციაციამ შეიმუშავა. მომდევნო რედაქციაში ეს დიაგნოზი ამოიღეს. ამჟამად ასეთი აშლილობა “აუტიზმის სპექტრის აშლილობის“ ზოგად კონცეფციაში შედის.
Herwig Czech provides documentary evidence that Hans Asperger had Nazi ties and assisted in the Nazi euthanasia program https://t.co/7Zoo2KkbcO pic.twitter.com/3v9d5zBfJ5
— Jeffrey Guterman (@JeffreyGuterman) April 19, 2018
ჰერვიგ ჩეხი, ავსტრიელ მეცნიერ ასპერგერზე 8 წლის განმავლობაში მუშაობდა, რომლის დროსაც შეისწავლა არამხოლოდ მისი ნაშრომები, არამედ საარქივო დოკუმენტები და ექიმის პირადი მიმოწერები. არქივში ისტორიკოსმა ასპერგერის პაციენტების სამედიცინო ბარათები იპოვა და ასევე მისი კოლეგების, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაკარგულად მიიჩნეოდა.
შედეგად ისტორიკოსმა დაასკვნა რომ ასპერგერზე ჩამოყალიბებული წარმოდგენა (განსაკუთრებით ინგლისურ ლიტერატურაში) როგორც ექიმზე, რომელიც ბავშვებს ნაცისტი ჯარისკაცებისგან იცავდა, სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, ჩეხის მტკიცებით, ასპერგერს არაერთხელ გაუგზავნია თავისი პაციენტი ვენის "ამ შპიგელგუნდის" კლინიკაში, სადაც ბავშვები, რომლებიც "სიცოცხლის ღირსნი არ იყვნენ", ნაცისტური „ევთანაზიის პროგრამაში“ ხვდებოდნენ.
1939-დან 1945 წლამდე კლინიკაში დაახლოებით 800 ბავშვი და მოზარდი მოკლეს.
ჰერვიგ ჩეხის აღმოჩენებს შორის არის 3 წლის გერტა შრაიბერის ფოტო, რომელმაც ენცეფალიტი გადაიტანა და ასპერგერმა ის "ამ შპიგელგრუნდში" 1941 წლის ივნისში გააგზავნა, რადგან განუკურნებელი სენის მქონედ მიიჩნია. ექიმის აზრით, გოგო "დედამისისთვის გაუსაძლისი ტვირთი იყო, რომელსაც ხუთ ჯანსაღ შვილზე სჭირდებოდა ზრუნვა". კლინიკის ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ გერტას მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება, თუმცა ასეთ მდგომარეობაში სიცოცხლის გაგრძელება შეეძლო. როგორც ჩეხი წერს, "ევთანაზიაში" ნაცისტი ექსპერტების თვალში ეს "მიუღებელი შეთანხმება" იყო. გოგო კლინიკაში 2 თვის შემდეგ პნევმონიისგან გარდაიცვალა. ეს "ამ შპიგელგრუნდში" გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი იყო - მას ექიმის მიერ დანიშნული ბარბიტურატები იწვევდა.
ასპერგერის მიერ შემუშავებული მეთოდიკა, რაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების განვითარებისკენ იყო მიმართული, მთლიანობაში ნაცისტურ იდეოლოგიას ეფუძნებოდა, რადგან ამ მეთოდს "პრობლემური ბავშვები" საზოგადოებისთვის მისაღებ წევრებად უნდა ექციათ.
ადრეულ ჩანაწერებში ვრცელდებოდა ისტორიები, რომ ასპერგერი ნაცისტების იდეოლოგიას არ იზიარებდა და მათთან მხოლოდ იმიტომ მუშაობდა, რომ ბავშვებს დახმარებოდა. კერძოდ ჩეხმა გააკრიტიკა ფსიქოლოგი უტუ ფრიტი, რომელმაც თავის წიგნში ასპერგერი გმირად გამოიყვანა. ისტორიკოსის აზრით, სწორედ მის გამო ნაცისტ ექიმზე არასწორი წარმოდგენები შეიქმნა.
ისტორიკოსი აცხადებს, რომ მისმა კვლევამ შესაძლოა დღევანდელ ოჯახებს, რომელთა შვილებს აუტისტური სპექტრის მქონე აშლილობა აქვთ, ზიანი მიაყენოს, თუმცა მისი აზრით ჭეშმარიტების დადგენა აუცილებელი იყო. ის ხაზს უსვამს იმას, რომ ახალი აღმოჩენა, მედიცინაში ასპერგერის ღვაწლს არ აკნინებს, თუმცა მისი გვარი "სამედიცინო ლექსიკონიდან ამოღებას იმსახურებს".
ყველა სიახლე
16 აგვისტო 2026, 13:12
მსოფლიო
NYT: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების საკუთარ ფორმატს ამზადებენ
როგორც ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნეს, ეს სამი ქვეყანა შიშობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მათ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი მოლაპარაკების მიღმა დატოვებს. სწორედ ამიტომ, მათ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპის ადგილი უზრუნველყოფილი იყოს.
16 აგვისტო 2026, 12:52
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: რუსეთს უკვე მოთმინება ეწურება და გუშინწინ აშშ-ს და თურქეთს ლამის ულტიმატუმი წაუყენა, რომ სამშვიდობო მედიატორის და უკრაინასთვის იარაღის მიმწოდებლის სტატუსები ერთმანეთთან შეუთავსებელია
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას და უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით განხორციელებული იერიშების მასშტაბის ზრდას ეხმიანება.
16 აგვისტო 2026, 12:43
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთა სამედიცინო დახმარებისთვის ყოველწლიურად საშუალოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე გამოყოფს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით საბიუჯეტო ხარჯებმა 40-50 მილიონ ლარს გადააჭარბა
მთავარია, ვინ არის ამ პარანოიის გამავრცელებელი. კვლავ იგივე ადამიანები, რომლებიც 2006-2008 წლებში კოდორის ხეობაში საგანგებოდ გამოთხრილ და დაბეტონებულ სანგრებში ათობით მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას ასაწყობებდნენ, იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოში ერთი გასროლის გარეშე ჩაებარებინათ ის რუსებისა და სეპარატისტებისთვის. შემდგომ კი ამ იარაღით რუსებს უკრაინელები გაენადგურებინათ. უკრაინული ჯოჯოხეთის ეს სისხლიანი სპონსორები დღეს ნიანგის ცრემლებს ღვრიან ღალატის თემაზე, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთის სახით საწვავის მიწოდების საკითხს და აცხადებს, რომ ამ თემის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები მიმდინარეობს.
16 აგვისტო 2026, 12:42
მსოფლიო
სამხრეთ კორეას ჩრდილოეთ კორეასთან ზავის ნაცვლად მშვიდობაზე შეთანხმება სურს
პრეზიდენტის მოწოდება დიდწილად მის შარშანდელ დაპირებას ეფუძნება, რომელიც ჩრდილოეთ კორეის სისტემის პატივისცემას და მასთან მშვიდობიანი თანაარსებობისკენ სწრაფვას ითვალისწინებს.
16 აგვისტო 2026, 12:40
თავდაცვა
მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე მექანიზებულმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე მექანიზებულმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა. ერთთვიანი სწავლება საველე წვრთნასა და საბრძოლო სროლებს მოიცავდა. დასკვნითი ეტაპი ჩატარდა ვაზიანის სასროლეთზე, სადაც ბატალიონის ასეულებმა ტაქტიკური გადაადგილება, საბრძოლო პოზიციების დაკავება და პირობით მოწინააღმდეგეზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელეს. სწავლების მიმდინარეობას მონიტორინგი საბრძოლო მომზადების ცენტრის დამკვირვებლებმა გაუწიეს.
16 აგვისტო 2026, 12:37
მსოფლიო
WP: სპარსეთის ყურის ქვეყნები ტრამპით უკმაყოფილონი არიან, რადგან ის ირანთან შეთანხმებას ვერ აღწევს
სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვაშინგტონით უკმაყოფილება იზრდება - აშშ-ის მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ დონალდ ტრამპს ირანთან შეთანხმება არ შეუძლია, - წერს The Washington Post-ი არაბ და დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
16 აგვისტო 2026, 12:08
მსოფლიო
უნგრეთში ტურისტული ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
არსებული ინფორმაციით, ავტობუსი M3 ავტომაგისტრალზე ნიერედჰაზას მიმართულებით მოძრაობდა, შემდეგ კი გზიდან უეცრად თხრილში გადავიდა და გადაბრუნდა. უნგრეთის პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. ის დაკავებულია.
16 აგვისტო 2026, 11:52
მსოფლიო
ალექსანდარ ვუჩიჩი: ჩვენი პოლიტიკა სრულად არავის მოსწონს. ყოველთვის ვინმე ამბობს: „თქვენ რამდენიმე სკამზე სხედხართ“. ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი - სერბული სკამის სასარგებლოდ. ჩვენი სტრატეგიული მიზანი ევროკავშირია. ამავდროულად, გვსურს ურთიერთობების შენარჩუნება რუსეთთან, ჩინეთთან, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებთან
„თქვენ საუბრობთ ჰიბრიდულ ომზე, რომელსაც რუსეთი ევროპის წინააღმდეგ აწარმოებს. მაგრამ რა გააკეთა ევროპამ რუსეთის მიმართ? შეიარაღა უკრაინა, დააწესა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, დააფინანსა უკრაინა. რას ნიშნავს ეს რუსული თვალსაზრისით? ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამას ვამტკიცებ. მაგრამ უნდა ვეცადოთ, გავუგოთ ორივე მხარეს: ზელენსკისაც და პუტინსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერსად წავალთ“, - განაცხადა ვუჩიჩმა. მისივე თქმით, ის ყოველდღე ცდილობს მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას.
16 აგვისტო 2026, 11:22
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: როგორც ჩანს, ევროკავშირს არ სურს თურქეთის მიღება და არც ჩვენთვის აღარ არის ევროკავშირის წევრობა პრიორიტეტული. შედეგად, წაგებულ მდგომარეობაში ევროპა დარჩება
ევროკავშირის წევრობა ანკარასთვის პრიორიტეტი აღარ არის, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა „ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში. როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, ევროკავშირის რიგებში თურქეთის არყოფნით ევროპა დარჩება წაგებული.
16 აგვისტო 2026, 11:21
მსოფლიო
ლიბანზე ისრაელის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიშში მიიტანა. დარტყმები ნაბატიეს რაიონზე განხორციელდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა და 20-მდე დაშავდა.
16 აგვისტო 2026, 11:16
მსოფლიო
ლონდონში უკრაინის დაფინანსება გააპროტესტეს
ისინი აცხადებდნენ, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი მილიარდები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე, ჯანდაცვაზე, განათლებასა და ინფრასტრუქტურაზე უნდა იხარჯებოდეს.
16 აგვისტო 2026, 11:16
სამართალი
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
16 აგვისტო 2026, 11:13
სამართალი
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.
16 აგვისტო 2026, 11:11
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, კიევში ხანძრები გაჩნდა. ობოლონის რაიონში ცეცხლი არასაცხოვრებელ შენობებს ორ სხვადასხვა მისამართზე გაუჩნდა. გოლოსეევის რაიონში ასევე აალდა არასაცხოვრებელი შენობა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, დაშავებულია სამი ადამიანი.
16 აგვისტო 2026, 11:08
სამართალი
პოლიციამ თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
16 აგვისტო 2026, 11:05
სამართალი
თაღლითობის საქმეზე დაკავებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალს დღეს წარუდგენენ
გამოძიება თაღლითობის მუხლით არის დაწყებული, ბრალს დღეს წაუყენებენ. აღკვეთის ღონისძიებაზე ალბათ ხვალ იქნება მსჯელობა. დაკავებულს შევხვდი, სავარაუდოდ დუმილის უფლებას გამოიყენებს, რადგან ჯერ მასალებს არ ვართ გაცნობილი, რომ პოზიცია ჩამოვაყალიბოთ“, - განაცხადა ადვოკატმა არჩილ დვალიშვილმა.
16 აგვისტო 2026, 11:02
მსოფლიო
აშშ-ში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
სროლა საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ინციდენტში სავარაუდოდ ერთზე მეტი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა. ამ დროისთვის ეჭვმიტანილები დაკავებულები არ არიან.
16 აგვისტო 2026, 11:02
საზოგადოება
18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. 16-18 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
16 აგვისტო 2026, 10:45
მსოფლიო
ბელგიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
ბელგიის აღმოსავლეთით, გერმანიის საზღვართან მდებარე პარკში მომუშავე მეხანძრეების დასახმარებლად ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სახანძრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები გაიგზავნა. ბელგიის ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შაბათს ნაშუადღევის მონაცემებით, ცეცხლის გაკონტროლება ჯერ კიდევ ვერ ხერხდებოდა.
16 აგვისტო 2026, 10:34
მსოფლიო
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ინდონეზიის მეტეოროლოგიისა და გეოფიზიკის სააგენტოს ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა ფლორესის კუნძულს ადგილობრივი დროით დაახლოებით 05:00 საათზე მოხდა, მისი კერა კი 15 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.


