imedi /  28 აპრილი 2018, 00:27 / სანდო წყარო

ბინ ლადენის „გამცემი“ ექიმი პაკისტანის ციხიდან საიდუმლო ადგილას გადაიყვანეს

ოსამა ბინ ლადენი

ოსამა ბინ ლადენი

პაკისტანელი ექიმი შაკილ აფრიდი, რომელიც ამერიკულ დაზვერვას ტერორისტის, ბინ ლადენის მოძებნაში დაეხმარა, პაკისტანში პაშვარიის ციხიდან "უცნობ უსაფრთხო ადგილას" გადაიყვანეს. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" დაკავებულის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სიტუაციასთან დაახლოებულმა პირმა ადრე რუსულ გამოცემას განუცხადა, რომ შაკილ აფრიდი, რომლის გათავისუფლების მიღწევაც სურს დონალდ ტრამპს, პაშვარიდან სხვა ციხეში დაგეგმილი გაქცევის გამო გადაიყვანეს. 

2011 წელს, ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ, ამერიკული მედია წერდა, რომ ეს წარმატება აფრიდის დამსახურება იყო: ექიმი CIA-ს დავალებით, შეიჭრა სახლში, სადაც სავარაუდოდ ცხოვრობდა "ალ ქაიდას" ლიდერი" და ვაქცინაციის მოგონილი მიზეზით, ტერორისტის ოჯახის წევრების დნმ-ანალიზის ნიმუშები აიღო. 

სპეცოპერაცია ამერიკულმა მხარემ პაკისტანის ხელისუფლების გაფრთხილების გარეშე ჩაატარა, რამაც ისლამაბადის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია. აფრიდი 2011 წლის მაისში დააკავეს და სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი. თავიდან 33 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, შემდგომ კი ვადა 23 წლამდე შეუმცირეს. 

ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ აფრიდის გათავისუფლებისთვის მას ორი წუთი დასჭირდება, თუმცა ის დღემდე პატიმრობაშია.

ყველა სიახლე

01 სექტემბერი 2026, 16:15

საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს მუსტაფა ჩიფთჩის, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თბილისში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, თურქ კოლეგასთან და დელეგაციის წევრებთან, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.

01 სექტემბერი 2026, 16:11

მსოფლიო

Reuters: რუსეთი 2026 წლის ნავთობის მოპოვების პროგნოზს 17-წლიან მინიმუმამდე ამცირებს

რუსეთმა მიმდინარე წლის ნავთობის მოპოვების პროგნოზი 17-წლიან მინიმუმამდე შეამცირა, ასევე გადახედა 2026 და 2027 წლების საწვავის ექსპორტის პროგნოზებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სულხან თამაზაშვილი

01 სექტემბერი 2026, 15:42

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილი თურქ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე: დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზაობა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს

მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ და მისი კიდევ უფრო გაღრმავების კონკრეტული მიმართულებები განვსაზღვრეთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ თან, მუსტაფა ჩიფთჩისთან გაკეთებული ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა.

01 სექტემბერი 2026, 15:40

საზოგადოება

საქართველოს მთავრობამ მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების აღრიცხვის შესახებ ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის ახალი რეგულაცია მომზადდა, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდა.

სულხან თამაზაშვილი

01 სექტემბერი 2026, 15:39

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერება არალეგალური მიგრაციისა და სხვა სახის ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ

გამოცდილების გაზიარების კუთხით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თურქეთის მხარესთან თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან, არალეგალურ მიგრაციასთან, კიბერდანაშაულსა და ნარკოტრეფიკთან ბრძოლის, ასევე , საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიმართულებებით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, მუსტაფა ჩიფთჩისთან გაკეთებული ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა.

01 სექტემბერი 2026, 15:36

მსოფლიო

DW: ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 1 000 გადააჭარბა - სამძებრო ოპერაცია გრძელდება

ნეპალსა და ჩინეთს შორის, ჰიმალაის სასაზღვრო რეგიონში გასულ კვირას, მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 1 000 გადააჭარბა. ინფორმაციას DW ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სულხან თამაზაშვილი

01 სექტემბერი 2026, 15:28

სამართალი

სულხან თამაზაშვილი: თურქი კოლეგის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა არის შედეგზე ორიენტირებული და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზადაა თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს და ერთად იმუშაონ იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოსა და თურქეთის უსაფრთხოებასა და მოქალაქეების დაცვას უკავშირდება.

ტიმ კუკი

01 სექტემბერი 2026, 15:20

ტექნოლოგიები

ტიმ კუკმა Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა

ამერიკული კომპანიის, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა ,სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.

01 სექტემბერი 2026, 15:07

მსოფლიო

Euronews: ევროკავშირის 11 ქვეყანა, საგარეო პოლიტიკის საკითხების გადაწყვეტილების დროს ვეტოს პრინციპის გაუქმებას ითხოვს

ევროკავშირის 11 ქვეყანა მოითხოვს, დასრულდეს „ხელის შემშლელი“ ვეტოების გამოყენება, რომლებიც ბოლო წლებში ბლოკის საგარეო პოლიტიკის განხორციელებას აფერხებდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

01 სექტემბერი 2026, 15:06

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პრაგმატული, ფრთხილი, მოზომილი, მოქნილი და დაბალანსებული პოლიტიკა არის უალტერნატივო

რუსეთთან მიმართებაში ძალიან ფრთხილ და პრაგმატულ პოლიტიკას, ჩვენ ერთადერთი მიზეზის გამო ვატარებთ - დასაბრუნებელი გვაქვს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და არცერთ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება ამის ალბათობა შეამციროს. პირიქით, ყოველთვის ისეთ ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ეს რეალური იყოს და დავიბრუნოთ ცხინვალი და აფხაზეთი, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

01 სექტემბერი 2026, 14:51

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, №15 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტი „ციხეების გადატვირთულობის გადასაფარად“ გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, ბრძანების საფუძველზე, №15 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტი „ციხეების გადატვირთულობის გადასაფარად“ გაიზარდა.

01 სექტემბერი 2026, 14:46

სამართალი

სუს-ი: 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

01 სექტემბერი 2026, 14:41

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: მოწყვლადი სეგმენტის მომხმარებლების დაცვა მხოლოდ მაღალრისკიანი ტრანზაქციებისგან ხდება და ის არ ეხება ჩვეულ გადახდა/გადარიცხვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესული ცვლილებები მიზნად ისახავს მომხმარებლის მაღალრისკიანი ტრანზაქციებისგან და შესაძლო ფინანსური თაღლითობისგან დაცვას.

01 სექტემბერი 2026, 14:40

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს ყველაფერი არა ევროკავშირის იდეის, არამედ ევრობიუროკრატიის ბრალია, რომლებიც ძალიან არასწორად, არაგულწრფელად და ორმაგი სტანდარტებით მართავენ დღეს ევროკავშირს

ეს ყველაფერი [რეფერენდუმის შედეგები] არა ევროკავშირის იდეის, არამედ ევრობიუროკრატიის ბრალია, რომლებიც ძალიან არასწორად, არაგულწრფელად და ორმაგი სტანდარტებით მართავენ დღეს ევროკავშირს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

მასუდ პეზეშკიანი

01 სექტემბერი 2026, 14:39

მსოფლიო

მასუდ პეზეშკიანი: თუ აშშ ივნისის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, თეირანი შემხვედრ ნაბიჯებს დაუყოვნებლივ გადაგამს

ირანი დაუყოვნებლივ გადადგამს შემხვედრ ნაბიჯს, თუ შეერთებული შტატები ივნისში გაფორმებული დროებითი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

01 სექტემბერი 2026, 14:37

პოლიტიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულა” ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს, მისი ნავსადგურებისა და საზღვაო სივრცის ხელოვნურად დაკავშირება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლო სქემებთან - ასეთი ბრალდებები წარმოადგენს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დამაზიანებელ საინფორმაციო კამპანიას

ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „ფორმულა” მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რომლის მიზანია საქართველოს, მისი ნავსადგურებისა და საზღვაო სივრცის ხელოვნურად დაკავშირება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლო სქემებთან, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

01 სექტემბერი 2026, 14:34

სამართალი

სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მაია ორჯონიკიძე და ნინო ჯოჯიშვილი 1500-1500 ლარით დაჯარიმდნენ

სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მაია ორჯონიკიძე და ნინო ჯოჯიშვილი 1500-1500 ლარით დაჯარიმდნენ

დავით მათიკაშვილი

01 სექტემბერი 2026, 14:34

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე: ევრობიუროკრატიას საღი მიდგომა რომ ჰქონდეს, ეს ფაქტი მათთვის უნდა იყოს მკაფიო ინდიკატორი იმისა, თუ რაოდენ მძიმეა ის ბიუროკრატიული პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირში ცალკეული ჩინოსნები ახორციელებენ

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ისლანდიის რეფერენდუმი ევრობიურკრატიისთვის ინდიკატორი უნდა იყოს.

არჩილ ბერიძე

01 სექტემბერი 2026, 14:30

პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: რადიკალურ ჯგუფებს - უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, ფარისეველ და სხვა ადამიანების ცხოვრებით მოთამაშე ძალებს, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა არასოდეს ექნებათ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რადიკალურ ჯგუფებს - უპრინციპო, ღირებულებების არმქონე, ფარისეველ და სხვა ადამიანების ცხოვრებით მოთამაშე ძალებს, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა არასოდეს ექნებათ.

ლევან მახაშვილი

01 სექტემბერი 2026, 14:07

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საქართველო იყო, არის და იქნება ევროკავშირის, როგორც ჯანსაღი, დემოკრატიული, საკუთარი და სხვისი ინტერესების და სუვერენიტეტის პატივისმცემელი ორგანიზაციის პარტნიორი

არარაციონალური და მოდას აყოლილი გადაწყვეტილებები, გაუთვლელი ნაბიჯები, სხვის ინტერესებს გამოკიდებული ევროპელი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო პოლიტიკა აზიანებს უპირველეს ყოვლისა საკუთარ მოქალაქეებს და აქრობს ევროპას, როგორც ბიზნესის, ტექნოლოგიების, მშვიდობის, წესრიგის და კანონიერების ფლაგმანს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პლენარულ სხდომაზე.