imedi /  23 მაისი 2018, 08:53 / სანდო წყარო

ვენესუელას შესაძლოა ევროკავშირმა სანქციები დაუწესოს

ვენესუელას შესაძლოა ევროკავშირმა სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო reuters-ი ავრცელებს.

„ვენესუელაში კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლებოდა მოქალაქეებისთვის დემოკრატიის და თავისუფლების სიმბოლო გამხდარიყო, რადგან ისინი თავად გადაწყვეტდნენ ქვეყნის მომავალს. თუმცა 20 მაისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების მინიმუმსაც კი არ აკმაყოფილებს. პროცესი პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიას უგულებელყოფს“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

მადურო, რომელიც უგო ჩავესის მმართველობის დროს ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებდა, მთავრობის სათავეში 2013 წლის მარტში, ჩავესის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა.

იმავე წლის აპრილში კი უკვე არჩევნებში გამარჯვებით მან ვენესუელის პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად დაიკავა.

გასული წლის დეკემბერში, მადურომ განაცხადა, რომ  მომდევნო წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიცია მონაწილეობას ვერ მიიღებს. განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც მანამდე ოპოზიციურმა პარტიებმა მუნიციპალურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

ვენესუელაში ანტისამთავრობო დემონსტრაციები 2017 წლის აპრილში დაიწყო. არეულობებს 120-ზე მეტი ადამიანი უკვე ემსხვერპლა. ვაშინგტონმა კარაკასს სანქციები დაუწესა, ნიკოლას მადუროს აშშ-ში ყველა საბანკო ანგარიში გაუყინა და აშშ-ს მოქალაქეებს მასთან საქმიანი ურთიერთობა აუკრძალა.

ყველა სიახლე

ხავიერ მილეი

04 სექტემბერი 2026, 11:06

მსოფლიო

Reuters: არგენტინის პრეზიდენტი ფოლკლენდის კუნძულების გარშემო ნავთობის მოპოვებაზე სანქციების გამკაცრებას და თავდაცვის გაძლიერებას გეგმავს

არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ ფოლკლენდის კუნძულების გარშემო ნავთობის მოპოვების პროექტებში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს, ქვეყნის სამხრეთში თავდაცვის რესურსებს გაზრდის და კონგრესს კანონპროექტს წარუდგენს, რომელიც, მისი თქმით, არგენტინის სუვერენიტეტის დარღვევაზე რეაგირების მექანიზმებს გააძლიერებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

04 სექტემბერი 2026, 11:04

სამართალი

„ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით“ - პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე დეტალებს და ვიდეომასალას ასაჯაროებს

„30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით.

დავით ქართველიშვილი

04 სექტემბერი 2026, 10:50

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს დედაქალაქი სულ უფრო მეტად აღიქმება არა მხოლოდ ტურისტულ მიმართულებად, არამედ დამოუკიდებელ რეგიონულ ბიზნეს და საინვესტიციო ცენტრად

„ეკონომიკური ზრდა თავად ხდება ახალი ინვესტიციების მოზიდვის ფაქტორი, ხოლო ახალი ინვესტიციები, თავის მხრივ, შემდგომი ზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას ქმნის,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება Marriott International-ისა და PASHA Real Estate Group-ის გადაწყვეტილებას, თბილისში სასტუმრო Le Méridien-ის აშენების შესახებ.

ირაკლი კირცხალია

04 სექტემბერი 2026, 10:45

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: უსამშობლო ნაც-აგენტურას და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლებას შორის განსხვავება სწორედ ასეთ განცხადებებში ჩანს ყველაზე მკაფიოდ. „აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება. ჩვენ არასოდეს შევეგუებით აზრს, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი „გვეზიზღება“ და ამას „არაფერი ეშველება“. ჩვენ გვჯერა, რომ შერიგება შესაძლებელია

უსამშობლო ნაც-აგენტურას და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლებას შორის განსხვავება სწორედ ასეთ განცხადებებში ჩანს ყველაზე მკაფიოდ. „აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება. ჩვენ არასოდეს შევეგუებით აზრს, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი „გვეზიზღება“ და ამას „არაფერი ეშველება“. ჩვენ გვჯერა, რომ შერიგება შესაძლებელია, - წერს სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.

04 სექტემბერი 2026, 10:38

ეკონომიკა

სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განხილული საჩივრების შედეგად, აგვისტოს მდგომარეობით, მომხმარებლისთვის ანაზღაურებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 426 ათასი ლარი შეადგინა

მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულმა დავების განმხილველმა კომისიამ საქმიანობის ფარგლებში განიხილა და წარმოებაში მიიღო მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შორის არსებული დავების თაობაზე შემოსული 150 საჩივარი. მათგან 125 დავა უკვე დასრულებულია, ხოლო 25 - განხილვის და მოკვლევის პროცესშია.

04 სექტემბერი 2026, 10:33

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში დისტანციური პრაქტიკის პროგრამა გაიარეს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, KIU-ს ექვსმა სტუდენტმა სააგენტოში დისტანციური პრაქტიკის სპეციალური პროგრამა გაიარა.

04 სექტემბერი 2026, 10:31

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „მეფედრონი“, „მეტადონი“, 4 კილოგრამამდე „მარიხუანა", 21 ძირი მცენარე „კანაფი“ და 323 აბი „პრეგაბალინი“.

04 სექტემბერი 2026, 10:30

მსოფლიო

BBC: კანადაში ძლიერმა შტორმმა წყალდიდობა და სეტყვა გამოიწვია

კანადის ქალაქ ტორონტოში ძლიერმა შტორმმა წყალდიდობა და სეტყვა გამოიწვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

04 სექტემბერი 2026, 10:27

სამართალი

პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

04 სექტემბერი 2026, 10:25

სამართალი

პოლიციამ მიკროავტობუსის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს.

04 სექტემბერი 2026, 10:18

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის, გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა და იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა ჰიდეტო კავასაკიმ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

ბორის პისტორიუსი

04 სექტემბერი 2026, 10:17

მსოფლიო

The Telegraph: გერმანიის თავდაცვის მინისტრი AfD-ის აკრძალვის მოწოდებით გამოდის

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ქვეყნის მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) აკრძალვის მოწოდებით გამოვიდა. ინფორმაციას The Teleraph-ი ავრცელებს.

04 სექტემბერი 2026, 10:17

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სატრანსპორტო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, ქვეყნის ოთხ მსხვილ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, გზებზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ახორციელებს.

ზაზა შათირიშვილი

04 სექტემბერი 2026, 10:14

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: დროა, აგენტურულმა ოპოზიციამ მათ მიერვე გამოგონილი მიკროსამყაროდან გამოაღწიოს, გაათვითცნობიეროს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელები არაფერში აქვს გასვრილი და მისი წარსული, პრობლემებს კი არ უქმნის, არამედ ზურგს უმაგრებს

დროა, აგენტურულმა ოპოზიციამ მათ მიერვე გამოგონილი მიკროსამყაროდან გამოაღწიოს, გაათვითცნობიეროს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელები არაფერში აქვს გასვრილი და მისი წარსული, პრობლემებს კი არ უქმნის, არამედ ზურგს უმაგრებს, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში.

ზაზა შათირიშვილი

04 სექტემბერი 2026, 10:13

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: გოცირიძის უიმედო სურვილი და ბაჩიაშვილის შემთხვევა ზუსტად აღწერს უცხო ძალების მორჩილი ოპოზიციონერების მდგომარეობას, რომლებიც უკვე 10 წელია იმ ადამიანების ალაპარაკებას ელიან, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს

გოცირიძის უიმედო სურვილი და ბაჩიაშვილის შემთხვევა ზუსტად აღწერს უცხო ძალების მორჩილი ოპოზიციონერების მდგომარეობას, რომლებიც უკვე 10 წელია იმ ადამიანების ალაპარაკებას ელიან, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

ზაზა შათირიშვილი

04 სექტემბერი 2026, 10:12

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: რომან გოცირიძე ცდილობს, ფაქტად წარმოაჩინოს, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ უკანონოდ იქცეოდა, ასევე ცდილობს გააჩინოს ეჭვი, რატომ შეიძლება ამ ორ ადამიანს ერთმანეთისგან გარკვეული გარანტიები გააჩნდეთ, თუმცა, ამავდროულად, მისივე გამოგონილი გარანტიების სიმყარეზე თავადვე სვამს კითხვებს

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს რომან გოცირიძისა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან გიორგი ბაჩიაშვილის მიერ აშშ-ში ვილის 51,5 მილიონ დოლარად გაყიდვასთან დაკავშირებით, რომლებმაც აღნიშნული ფაქტი ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირეს.

ზაზა შათირიშვილი

04 სექტემბერი 2026, 10:12

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც რადიკალ ოპოზიციონერებს ახასიათებთ, კონკრეტული გავლენიანი უცხო ძალების იმედზე ყოფნაა. მოელიან, რომ მათსავე გონებაში წარმოქმნილ სასურველ რეალობაში გაიღვიძებენ - „ქართული ოცნება“ ჩამოიშლება, თავად კი კვლავ შეძლებენ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და ჩვენი ქვეყნის სადავეები კვლავაც იმ ძალებს დაუქვემდებარონ, რომლებსაც უცხოეთში იმედით შეჰყურებენ

კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც ჩვენს რადიკალ ოპოზიციონერებს ახასიათებთ, ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის არარსებულ დანაშაულებზე საუბრის არაჯანსაღ სურვილთან ერთად, კონკრეტული გავლენიანი უცხო ძალების იმედზე ყოფნაა, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში, რომელიც რომან გოცირიძისა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან გიორგი ბაჩიაშვილის მიერ აშშ-ში ვილის 51,5 მილიონ დოლარად გაყიდვის ფაქტის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებას ეხმაურება.

04 სექტემბერი 2026, 10:03

მსოფლიო

მედია: უკრაინამ ბაშკირეთში რუსეთის თავდაცვის საწარმო დაბომბა

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ქალაქ სტერლიტამაკში სამხედრო-სამრეწველო ობიექტს შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

04 სექტემბერი 2026, 09:50

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე დრონებით მიიტანეს იერიში. თავდასხმების შედეგად კიევში 13 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 12 წლის ბავშვია. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და საწარმოები, მათ შორის, ბროვარის რაიონში მდებარე კოკა-კოლას ობიექტი.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

04 სექტემბერი 2026, 09:40

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ისრაელმა განადგურების საფრთხე აიცილა და მტრული რეჟიმი, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობდა, მნიშვნელოვნად დაასუსტა

ისრაელმა განადგურების საფრთხე აიცილა და მტრული რეჟიმი, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობდა, მნიშვნელოვნად დაასუსტა, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მისივე თქმით, წინ მთავარი ამოცანა, რეჟიმის საბოლოო დამხობაა, რაც სრულიად რეალურია.