MH17-ის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი რუსი გენერალი ცხინვალში „თავდაცვის მინისტრი“ იყო
ოლეგ ივანნიკოვი
ფოტო: რადიო თავისუფლება
რუსეთიდან უკრაინის აღმოსავლეთში სარაკეტო-საზენიტო კომპლექსის „ბუკის“ ტრანსპორტირებასთან რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამსახურის გენერალს, ოლეგ ივანნიკოვს კავშირი აქვს- ეს დასკვნა ერთობლივი გამოძიების შედეგად გამოიტანეს ინტერნეტგამოცემებმა, Bellingcat-მა დაThe Insider-მა. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
საუბარია „ბუკზე,“ რომელითაც საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მონაცემებით, 2014 წლის ივლისში ჩამოაგდეს „მალაიზიის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი, „ბოინგი.“ Bellingcat-ის და The Insider-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ივანნიკოვი, რომლის მოსახმობი ნიშანი იყო „ორიონი,“ უკრაინაში რუს სამხედროებს ხელმძღვანელობდა.
Bellingcat-მა და The Insider-მა მოიპოვეს ჩანაწერი, სადაც მათი ინფორმაციით, 2014 წლის 14 ივლისს, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „თავდაცვის მინისტრის“ მოადგილე ბუგროვი და „ორიონი“ ტელეფონით საუბრობენ უკრაინის არმიის თვითმფრინავების მიერ სეპარატისტების პოზიციების დაბომბვაზე და „ორიონი“ ამბობს, რომ რამდენიმე დღეში „ბუკი“ ექნებათ და თვითმფრინავებს ჩამოაგდებენ. სამ დღეში, დონბასში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რაიონში ჩამოაგდეს „მალაიზიის ავიახაზების“ სამგზავრო „ბოინგი.“ დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ივე ადამიანი.
ამავე გამოძიების მიხედვით, 2004 წელს ივანნიკოვი ანდრეი ლაპტევის სახელით ჩავიდა „სამხრეთ ოსეთში,“ სადაც ჯერ მუშაობდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოში, ხოლო 2006-2008 წლებში „თავდაცვის მინისტრად.“
ჟურნალისტური გამოძიების ავტორები მიუთითებენ „ორიონის“ უჩვეულოდ მაღალ ხმაზე, რომელიც კაცებს იშვიათად აქვთ. საგამოძიებო მასალებით, ჯერ კიდევ ანდრეი ლაპტევის სახელით, 2012 წელს, ივანნიკოვმა მხარი დაუჭირა დავით სანაკოევს, რომელიც კენჭს იყრიდა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტად.
სანაკოევმა The Insider-ს დაუდასტურა, რომ ლაპტევის ხმა ქალის ხმას ჰგავს. გარდა ამისა, Bellingcat-ის წყარომ, რომელიც 2006-2008 წლებში, სამხრეთ ოსეთში „სამშვიდობო მისიაში“ მონაწილეობდა, ივანნიკოვი ფოტოზე ამოიცნო „თავდაცვის მინისტრად“ ანდრეი ლაპტევად.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ცხინვალში „მინისტრად“ მუშაობისას ივანნიკოვი თავს არიდებდა სიტუაციებს, როცა მისი სახე და ხმა შესაძლოა, მედიასაშუალებებს ჩაეწერათ და მაშინაც კი, როცა ცხინვალში ლაპტევი მედლით დააჯილდოვეს, ცერემონიის ამსახველ ფოტოზე მის გარდა ჩანს ყველა სხვა მონაწილე.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ლაპტევი ე.წ. სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდა 2013 წელსაც, თუმცა, უკვე ნამდვილი გვარით, ივანნიკოვით და ავტომანქანით, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს ეკუთვნის.
ავსტრალიამ და ჰოლანდიამ რუსეთი MH17-ის ჩამოგდებაში ოფიციალურად დაადანაშაულეს.
საერთაშორისო საგამოძიებო გუნდმა, რომელიც სარაკეტო კომპლექს "ბუკის" მიერ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი MH17 თვითმფრინავზე დარტყმას იკვლევდა, დაადგინა, რომ 4 წლის წინ, ეს რაკეტა რუსეთის სამხედრო სამსახურს ეკუთვნოდა.
ამერიკის შეერთებული შტატები სრულებით ენდობა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფს, რომლის დასკვნითაც, მალაიზიური „ბოინგი“ რუსული „ბუკით“ ჩამოაგდეს.
2014 წელს თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა რეისსს, 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა. დაიღუპა 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ბუკის ტიპის სარაკეტო სისტემით ჩამოაგდეს, რომელიც ადგილზე რუსმა მებრძოლებმა შეიტანეს, თავად რუსეთი ამ ფაქტს უარყოფდა.
ყველა სიახლე
12 სექტემბერი 2026, 10:33
საზოგადოება
გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
12 სექტემბერი 2026, 10:11
მსოფლიო
უკრაინული მედია: ზელენსკის პარტიის ყოფილ დეპუტატს ქრთამის აღების საქმეზე 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დეპუტატ ალექსანდრე იურჩენკოს ქრთამის აღების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 09:47
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო დიალოგის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა საქართველოში
საქართველოს ურთიერთობებს ჩინეთთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ადგილი უკავია, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პეკინში გამართულ მომსახურებით ვაჭრობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
12 სექტემბერი 2026, 09:41
მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინის ომში რუსეთმა ნახევარი მილიონი სამხედრო დაკარგა
ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო დაჭრილების ჩათვლით რუსეთის არმიის საერთო დანაკარგი 1,5 მილიონს აღწევს. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 09:26
პოლიტიკა
ანტიამერიკული პროპაგანდა ოპოზიციის პროპაგანდისტული „ფორმულას“ ეთერში, პრეზიდენტ ტრამპის დაცინვა და მისი დადანაშაულება ამომრჩევლის მოსყიდვაში
რადიკალური ოპოზიციისა და მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში ანტიამერიკული ნარატივების ტირაჟირება გრძელდება.
12 სექტემბერი 2026, 09:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 სექტემბერს საქართველოში
12 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +32 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
12 სექტემბერი 2026, 08:32
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ლინდსი გრემის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მომზადებულ კანონპროექტს მომავალი კვირიდან განიხილავს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა მომავალ კვირაში რუსეთზე ფართომასშტაბიანი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტის განხილვას დაიწყებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 08:00
პოლიტიკა
ახალი სასწავლო წელი განათლების მასშტაბური რეფორმის ფონზე. რა სიახლეებს სთავაზობს სისტემა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს? - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერი“ „იმედზე“
ახალი სასწავლო წელი განათლების მასშტაბური რეფორმის ფონზე. რა სიახლეებს სთავაზობს სისტემა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს?
11 სექტემბერი 2026, 23:25
მსოფლიო
მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა
საუდის არაბეთმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი დროებით გაითიშა მას შემდეგ, რაც რიადისა და მედინის რეგიონებში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 21:10
ეკონომიკა
ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი
ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე გვაქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, რომელიც ძალიან მალე სატესტო რეჟიმში ჩაეშვება, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სტუმრობისას.
11 სექტემბერი 2026, 21:00
საზოგადოება
სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
46%-ით შემცირებული ფატალური შემთხვევები სამშენებლო ობიექტებზე, შემოწმებული ობიექტების გაზრდილი რაოდენობა და ჯარიმების გამოყენების შემცირებული მაჩვენებელი - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა.
11 სექტემბერი 2026, 20:55
სამართალი
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაკავებულია ორი ადამიანი. ისინი იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ერთ-ერთი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარელიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ.
11 სექტემბერი 2026, 20:53
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე: კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე „ნაცის“ დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას
კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე ნაცის დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას, - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.
11 სექტემბერი 2026, 20:48
სამართალი
სასამართლო პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილებები მიიღეს მოსამართლეებმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ. მოსამართლეებმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს. სასამართლომ სოციალური ქსელის ის მომხმარებლები, რომლებმაც შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, სამართალდამრღვევებად ცნო.
11 სექტემბერი 2026, 20:47
ჯანდაცვა
დაავადებათა კონტროლისა ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორედ მიენიჭა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვირუსული ჰეპატიტების აღმოფხვრის გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით მიენიჭა.
11 სექტემბერი 2026, 20:44
პოლიტიკა
უმძიმესი კრიზისი შიდა დაპირისპირების ფონზე - ოპოზიციის თვითგანადგურება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
პოლიტიკური ანგარიშსწორება და საჯარო ურთიერთბრალდებები ყოფილ თანაგუნდელებს შორის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან მკაცრ განცხადებებს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პასუხობს. ყოფილი თანამებრძოლები კი მას დებატებისთვის თავის არიდებასა და სერიოზულ კითხვებზე პასუხების არქონაში ადანაშაულებენ.
11 სექტემბერი 2026, 20:32
პოლიტიკა
ლაზარე ჯორბენაძის სუიციდისა და დავით გარეჯის საქმე - სპეკულაციები არარსებული ამბებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მმართველი გუნდი ოპოზიციასა და ცალკეულ მედიასაშუალებებს სახელმწიფო ინტერესების შელახვასა და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
11 სექტემბერი 2026, 20:22
პოლიტიკა
რას ფიქრობს შეერთებული შტატების დიპლომატიური მისია ბრიუსელის მოთხოვნასა და „მაგას“ წინააღმდეგ მიმართულ განცხადებაზე - ბრიუსელის ულტიმატუმი, ვაშინგტონის დუმილი და თბილისის მკაცრი პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკომისარი ევროკავშირის მომავალი წევრებისგან დონალდ ტრამპის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციასთან ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვს.
11 სექტემბერი 2026, 20:18
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: კარგად გვესმის, რას ნიშნავს ბავშვისთვის და მისი ოჯახისთვის სკოლის მშენებლობის ან რეაბილიტაციის თითოეული გადაცილებული დღე - ჩვენი ამოცანაა, არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადავჭრათ, მიმდინარე პროექტები ხარისხიანად დავასრულოთ და პროცესი ისე გავმართოთ, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ დაგროვდეს
28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის დასრულებას ვგეგმავთ“, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხილვისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
11 სექტემბერი 2026, 20:13
რეგიონი
ლევან დარსალია: გუდაურში წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ
„ჩვენ წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ. ადგილობრივ ტურისტულ კერძო სექტორს, რომელიც ტურისტებზე არის მორგებული, შეეძლება წინასწარ დაგეგმოს თავისი გაყიდვები, კამპანიები და უფრო მეტი ტურისტი შემოიყვანოს ქვეყანაში“.


