Imedi /  01 ივნისი 2018, 13:58 / სანდო წყარო

აშშ-ის სენატისა და ევროპარლამენტის შემდეგ მარკ ცუკერბერგის გამოკითხვა რუსეთში სურთ

მარკ ცუკერბერგი

მარკ ცუკერბერგი

აშშ-ის სენატისა და ევროპარლამენტის შემდეგ მარკ ცუკერბერგის გამოკითხვა რუსეთში სურთ. ამის შესახებ The Moscow Times-ი წერს

თემა კვლავ სოციალური ქსელიდან პირადი ინფორმაციის გაჟონვაა. დუმას სპიკერი ვალენტინა მატვიენკო განმარტავს, რომ დეპუტატების ინიციატივას გაითვალისწინებს და ცუკერბერგთან შეხვედრის ორგანიზებას საკუთარ თავზე აიღებს. 

მარკ ცუკერბერგი ევროპარლამენტში ორი კვირის წინ გამოიკითხა. თითქმის ორი თვეა რაც მას აშშ-ის სენატში მოუსმინეს. მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს ბრიტანელმა პარლამენტარებმაც, თუმცა Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მათი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. ამერიკელმა კანონმდებლებმა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის გავლენა არ გამორიცხეს. 

რუს დეპუტატებს მარკ ცუკერბერგის გამოკითხვა ისეთ საკითხებზე სურთ, როგორიც ინფორმაციის უსაფრთხოება, პირადი ინფორმაციის გაჟონვა და ეფექტიანი პოლიტიკური რეკლამის შესაქმნელად მისი წინასაარჩევნოდ გამოყენებაა. 

Cambridge Analytica-ს სკანდალის შემდეგ Facebook-ს უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული ზომების მიღება მოუწია. ამის გამო მარკ ცუკერბერგი არაერთგზის გააკრიტიკეს. კომპანიამ 180 მილიონი ყალბი ანგარიშიც გააუქმა

შეიცვალა და გამკაცრდა Facebook-ში პოლიტიკური რეკლამების განთავსებაც. რამდენიმე დღის წინ ცნობილია გახდა, რომ Facebook-მა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური რეკლამების არქივი შექმნა.

Cambridge Analytica Facebook-ის მილიონობით მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გამოყენებაში დაადანაშაულეს. კომპანიამ პერსონალური მონაცემები 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიისთვის გამოიყენა, რათა ეფექტიანი პოლიტიკური რეკლამა შეექმნა. 

18 მარტს მასაჩუსეტსის შტატის გენერალურმა პროკურორმა მარა ჰელეიმ Facebook-ისა და კომპანია Cambridge Analytica-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ყველა სიახლე

ჯეი დი ვენსი

31 მაისი 2026, 10:48

მსოფლიო

The NYT: ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ ვენსი შეძლებს გახდეს რესპუბლიკური მოძრაობის შემდეგი ლიდერი

როგორც გაზეთი წერს, პრეზიდენტმა არაერთხელ დასვა კითხვა, შეუძლია თუ არა ვენსს საერთო-ეროვნულ არჩევნებში გამარჯვება მისი მხარდაჭერის გარეშე. კერძო საუბრებში ტრამპი, წყაროების თანახმად, ვიცე-პრეზიდენტის კარიერას საკუთარს ადარებს და აღნიშნავს, რომ ვენსს დამოუკიდებლად დიდი საარჩევნო გამარჯვებებისთვის არ მიუღწევია.

31 მაისი 2026, 10:35

მსოფლიო

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ჩინეთის ბრალდებებს მილიტარიზმზე „თვალთმაქცური“ უწოდა

„უცნაური არ არის, რომ ჩინეთი, რომელიც ფლობს ბირთვული იარაღისა და სტრატეგიული ბომბდამშენების უზარმაზარ არსენალს, იაპონიას, რომელსაც არცერთი მათგანი არ გააჩნია, ე.წ. „ახალ მილიტარიზმში“ ადანაშაულებს? მაგრამ ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“, - ხაზგასმით აღნიშნა კოიზუმიმ და დასძინა, რომ იაპონიის ძალისხმევა მიმართულია კონფლიქტის შეკავებისკენ და ხორციელდება გამჭვირვალე გზით.

31 მაისი 2026, 10:20

საზოგადოება

პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდების მიმდებარე ტერიტორიიდან ნოე რამიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 1 ივნისის ჩათვლით, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულია საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

31 მაისი 2026, 10:14

მსოფლიო

აშშ-ის ავიაციამ ირანისკენ მიმავალ გამბიურ გემს რაკეტა ესროლა

„ამერიკულმა თვითმფრინავმა გემი მწყობრიდან გამოიყვანა და სამანქანო განყოფილებაში რაკეტა Hellfire ესროლა მას შემდეგ, რაც Lian Star-ის ეკიპაჟი მოთხოვნებს არ დაემორჩილა. გემი ირანის მიმართულებით აღარ გადაადგილდება“, - აღნიშნულია CENTCOM-ის განცხადებაში.

31 მაისი 2026, 10:13

რეგიონი

ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდზე დაზიანებული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დავით თამაზაშვილი

31 მაისი 2026, 10:12

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

ვაჟა სირაძე

31 მაისი 2026, 10:08

საზოგადოება

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

გიორგი გვარაკიძე

31 მაისი 2026, 10:06

საზოგადოება

საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

სულხან თამაზაშვილი

31 მაისი 2026, 10:03

საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

31 მაისი 2026, 09:40

მსოფლიო

Reuters: აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს

აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს. ცნობას Reuters-ი გერმანულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გეკა გელაძე

31 მაისი 2026, 09:20

საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

31 მაისი 2026, 09:09

კულტურა

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ - დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ - დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა.

31 მაისი 2026, 09:01

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

31 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე ნალექიანი იქნება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

31 მაისი 2026, 08:34

მსოფლიო

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, პარიზის ქუჩებში არეულობის დროს 79 ადამიანი დააკავეს

პარიზში, სტადიონ „პარკ დე ფრანსთან” ახლოს პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

31 მაისი 2026, 08:09

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: საჭიროა სომხეთის, მოლდოვის, ბალტიის ქვეყნების, აზერბაიჯანის მხარდაჭერა, უნდა მოიძებნოს გზები ქართველი ხალხის მხარდასაჭერადაც. ეს საერთო ევროპული ამოცანაა, არავინ უნდა დავკარგოთ

არავინ უნდა დარჩეს მხარდაჭერის გარეშე. ევროპას არცერთი ქვეყნის დაკარგვის უფლება არ აქვს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ის რუსეთის მიერ სომხეთის მისამართით გაჟღერებულ მუქარას გამოეხმაურა.

პაპუნა ლოცულაშვილი

31 მაისი 2026, 01:27

სამართალი

„სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად და ეს ფაქტი, რაც მოხდა, მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც ასე მოიქცევა“ - გორის ინციდენტისას დაზარალებული ლოცულაშვილის ძმა მის მოსაზრებას აქვეყნებს

გიგლა ლოცულაშვილი მისი ძმის - გორის ინციდენტისას დაზარალებულის, პაპუნა ლოცულაშვილის მოსაზრებას აქვეყნებს.

31 მაისი 2026, 00:00

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2026, 23:19

სპორტი

შალვა პაპუაშვილი: არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს - გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავს. „არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს! გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას!

ხვიჩა კვარაცხელია

30 მაისი 2026, 23:12

სპორტი

პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ

საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ. ზედიზედ მეორედ - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

კახა კალაძე

30 მაისი 2026, 23:04

სპორტი

კახა კალაძე: არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა. ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!

„არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა. ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!“ - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.