ინდოელი, რომელიც ველოსიპედით ჩემპიონატზე მიდიოდა, საქართველოში არ შემოუშვეს
კლიფინი ფრანცისი
ფოტო: BBC
კლიფინ ფრანცისმა და მისმა მეგობარმა გადაწყვიტეს, რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად და ლიონელ მესის სანახავად მოსკოვში ველოსიპედით ჩასულიყვნენ. მოგზაურობა 23 თებერვალს დაიწყო. მათ შესახებ BBC წერს.
ისინი ჯერ დუბაიში ჩაფრინდნენ, იქიდან კი ველოსიპედებით მოსკოვისკენ გაემგზავრნენ. მათ 4200 კილომეტრი უნდა გაევლოთ.
როგორც ფრანცისი ამბობს, მათ უპრობლემოდ მიაღწიეს აზერბაიჯანამდე, თუმცა აზერბაიჯანის საზღვარზე პოლიციელებმა გააჭიანურეს მათი პირადი დოკუმენტების შემოწმება. ფრანცისის თქმით, მოგზაურობისას მან წონაში ძალიან დაიკლო: "ისე აღარ გამოვიყურებოდი, როგორც პასპორტის ფოტოზე, მაგრამ ისინი კეთილგანწყობილები იყვნენ ჩემ მიმართ".
როდესაც კლიფინ ფრანცისმა საქართველოს საზღვარს მიაღწია, გეგმების შეცვლა მოუხდა. ქართველმა მესაზღვრეებმა მას შემოსვლაზე უარი უთხრეს: "ყველა საბუთი წესრიგში მქონდა, მაგრამ ქვეყანაში შესვლაზე უარი მითხრეს", - ამბობს ფრანცისი და დასძენს, რომ აზერბაიჯანში გადასვლასაც ვეღარ ახერხებდა, რადგან აზერბაიჯანის ერთჯერადი ვიზა ჰქონდა.
საბოლოოდ, კლიფინ ფრანცისი და მისი მეგობარი რუსეთში აზერბაიჯანი-დაღესტნის საზღვრიდან შევიდნენ.
BBC-ის ცნობით, ფრანცისი და მისი მეგობარი ახლა ქალაქ ტამბოვში არიან, რომელიც მოსკოვიდან 460 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ყველა სიახლე
09 მარტი 2026, 16:14
სამართალი
პროკურატურამ ყაჩაღობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
09 მარტი 2026, 16:12
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 10 მარტიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 მარტიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი.
09 მარტი 2026, 15:40
პოლიტიკა
კულტურის კომიტეტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებების აღსრულების თაობაზე ინფორმაცია მოისმინა
კულტურის კომიტეტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების აღსრულების თაობაზე ინფორმაცია მოისმინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
09 მარტი 2026, 15:40
სამართალი
ემზარ გაგნიძე: გავაგრძელებთ მუშაობას კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ვიდრე არ მივაღწევთ ქართული სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს - საქართველო იყოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში კორუფციის დაბალი დონით
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობს მუშაობას ყველა სახის კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ვიდრე არ მივაღწევთ ქართული სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს, - ამ საკითხზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ამავე სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ ისაუბრა.
09 მარტი 2026, 15:34
პოლიტიკა
პრემიერი: ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა, ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს, რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგედიაა
ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი და მეორე, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
09 მარტი 2026, 15:28
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა, ვისაუბრებთ იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ქვეყანაში - აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
09 მარტი 2026, 15:27
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა
ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
09 მარტი 2026, 15:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს ჩვენ ვხედავთ ქართული სპორტის, ქართული დროშის ერთიან და უპირობო მხარდაჭერას, ვხედავთ უპრეცედენტო აღმაფრენას ნებისმიერი სახეობის მიმართ, სადაც კი ქართული დროშა ფრიალებს და ქართული ჰიმნი ისმის
„ჩემს გამოსვლას დავიწყებ მილოცვით და იმ წარმატების აღნიშვნით, რაც ჩვენმა გუნდმა მოიპოვა ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც მართლაც გამორჩეულად სასიხარულო აღმოჩნდა. საქართველოსთვის სპორტული გამარჯვებები და მაღალი მიღწევები უცხო არ არის და ყოველწლიურად ჩვენ თითოეული შეჯიბრებიდან თუ ტურნირიდან მაქსიმალურ შედეგს ველით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრების და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
09 მარტი 2026, 15:22
პოლიტიკა
პრემიერი: სააკაშვილი ხსნიდა ხოლმე ერთსა და იმავე ობიექტს 5-ჯერ და ამ შემთხვევაში, ევროკავშირმა 5-ჯერ გააუქმა ერთი და იგივე სავიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის, სააკაშვილის სტანდარტია, „ნაცმოძრაობის“ სტანდარტი
მახსოვს, სააკაშვილი ხსნიდა ხოლმე ერთსა და იმავე ობიექტს 5-ჯერ და ამ შემთხვევაში, ევროკავშირმა 5-ჯერ გააუქმა ერთი და იგივე სავიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის. სააკაშვილის სტანდარტია, „ნაცმოძრაობის“ სტანდარტი, უდაბლეს დონეზეა ჩასული ევროპული ბიუროკრატია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
09 მარტი 2026, 15:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტში დებატებზე: აბსოლუტურად უინტერესოა ჩვენთვის, როდესაც საუბრობენ პოლიტიკურ პატიმრებზე, ყველამ იცის, შედგა რევოლუციის 5 წარუმატებელი მცდელობა, ასეთ დროს, პოლიტიკურ პატიმრებზე საუბარი უბრალოდ სამარცხვინოა
ეს დებატები აბსოლუტურად უინტერესოა ჩვენთვის, როდესაც საუბრობენ პოლიტიკურ პატიმრებზე, ყველამ იცის, რომ შედგა რევოლუციის 5 წარუმატებელი მცდელობა 4 წლის განმავლობაში, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტში „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ სახელწოდებით დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით განუცხადა.
09 მარტი 2026, 15:18
სპორტი
ირაკლი კობახიძე: ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილე პარალიმპიელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილე პარალიმპიელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
09 მარტი 2026, 15:18
სამართალი
სუს-ის მიერ 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
09 მარტი 2026, 15:13
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის გაერთიანებაზე: ისინი არაფრის შეცვლას არ აპირებენ, ისევ რევოლუციაზე აქვთ ტვინი მოწყობილი. ჰოდა, იფაფხურონ და იყვნენ
ისინი არაფრის შეცვლას არ აპირებენ, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრისას.
09 მარტი 2026, 15:06
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების ავტორებზე: იყენებენ ყველანაირ საშუალებას, რათა ამ ინფორმაციით შეუტიონ ქართულ საზოგადოებას. ეს არის რეალურად დივერსია
თავისი ინტერესები გააჩნიათ ამ ადამიანებს და ეს ინტერესები არ შეცვლილა, წლებია გრძელდება. ეს არის გარკვეული ექსტრემისტული აქტივობების შენარჩუნება, განვითარება, რომ შემდეგ მოვიდეს მარიონეტული ხელისუფლება საქართველოს სათავეში, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების ავტორებზე საუბრისას.
09 მარტი 2026, 15:01
მსოფლიო
უნგრეთმა ევროკავშირს რუსული გაზის იმპორტზე დაწესებული აკრძალვის დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ მოუწოდა
„ევროპა განსაკუთრებით მოწყვლადია, რადგან ევროკავშირმა უკვე აკრძალა რუსული ენერგორესურსების იმპორტი. ახლა კი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ასევე ამცირებს მსოფლიო მიწოდებას. როდესაც მიწოდება მცირდება, ფასები იზრდება. შესაბამისად, ევროპა ფასების მკვეთრი ზრდის რისკის წინაშე დგას“, - დაწერა სიიარტომ.
09 მარტი 2026, 14:58
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ტრანსკასპიური დერეფანი შეიძლება იქცეს გზად არა მხოლოდ ევროპისკენ, არამედ მშვიდობისკენაც
„ისე, როგორც ქვანახშირმა და რკინამ გააერთიანა ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ ახალ დერეფანს შეუძლია, ვაჭრობა და თანამშრომლობა ნორმად აქციოს პრობლემურ რეგიონში და იქცეს გზად არა მხოლოდ ევროპისკენ, არამედ მშვიდობისკენ. ჩემი მოსაზრება მარტივია, ამ რეგიონში, ისევე როგორც აფრიკასა, თუ ახლო აღმოსავლეთში, ჩვენი ინვესტიციები ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ბერკეტი და წარმომადგენლობა“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
09 მარტი 2026, 14:55
პოლიტიკა
პრემიერი ლომჯარიაზე: გვაქვს ინფორმაცია, როგორ მუშაობს ის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ - ისინი რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან, ეს ხილულია ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა, არის გასაიდუმლოებული შეხვედრებიც
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, როგორ მუშაობს კონკრეტულად, ეს ადამიანი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ნინო ლომჯარიასა და გერმანიის ელჩის შესახებ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით.
09 მარტი 2026, 14:50
პოლიტიკა
პრემიერი ოპოზიციის ალიანსზე: ყველა ეს პარტია „ნაცმოძრაობის“ წიაღიდანაა წარმოშობილი. ალბათ მოგვიწევს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის კორექტირება, დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა
„დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა, გამომდინარე ახალი კონფიგურაციიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. გამომდინარე იქიდან, რომ ერთად გამოხატეს საკუთარი პოზიცია პროცესებთან დაკავშირებით, შეიძლება შეივსოს ეს სია საკონსტიტუციო სარჩელში, შეიძლება ყველა შესაბამისი პარტიაც მოხვდეს საკონსტიტუციო სარჩელში, ამაზე ვიმუშავებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. რეალურად, არსებითად იმ ორ პარტიას იმეორებს ეს ახალი ე.წ. ერთობა, რაც იყო წარდგენილი სარჩელში, მათ შორის, „თავისუფლების მოედანიც“ მთლიანად „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან შექმნილი პარტიაა. ყველა აბსოლუტურად 2012 წლამდეც იყო დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და 2012 წლის შემდეგაც არიან დაკავშირებულნი ან კონკრეტულად „ნაცმოძრაობასთან“, ან რადიკალურ ოპოზიციასთან, თავმჯდომარით დაწყებული, ყველა ლიდერით გაგრძელებული, მათ შორის, ლევან ცუცქირიძე. მან მიიღო მონაწილეობა არჩევნების გაყალბებაში, თავის დროზე, რაც ცნობილია, ამაზე ბევრი საუბრობს. 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო არჩევნების გაყალბების პროცესში, ამის შემდეგ მისი საუბრები აბსოლუტურად მოკლებულია დამაჯერებლობას“, - აღნიშნა პრემიერმა.
09 მარტი 2026, 14:44
პოლიტიკა
ვოლსკი თარგამაძეზე: უბადრუკი მცდელობა იყო სუს-ის ავტორიტეტზე ტალახი მიესხათ. თუ ურეკავენ, ტელეფონს არ პასუხობს, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ პოულობენ ან არ შეუძლიათ ისეთივე მეთოდით წამოიყვანონ, როგორც თარგამაძის პერიოდში დაჰყავდათ ხალხი
ძალიან უბადრუკი მცდელობა იყო სუს-ის ავტორიტეტზე ტალახი მიესხათ იმის გამო, რომ ვერ პოულობენ, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ იმ კამპანიის შესახებ, თითქოს გივი თარგამაძეს სუს-ი ვერ პოულობდა.
09 მარტი 2026, 14:43
პოლიტიკა
პრემიერი: მზად ვართ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ვიმსჯელოთ ყველა თემასთან დაკავშირებით. შეგვიძლია ვისაუბროთ ორმხრივ თანამშრომლობაზე საქართველოსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის
„ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებს. ასევე, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ორმხრივ თანამშრომლობაზე საქართველოსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის. ეს იქნება დღის წესრიგის ძირითადი საკითხები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


