პენტაგონმა აღიარა, რომ რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ბალტიისპირეთის ქვეყნების და პოლონეთის დაცვას ვერ მოასწრებს
ფოტო: shutterstock.com
ამერიკელი სამხედროები ვერ მოასწრებენ რუსული შეიარაღებული ძალების შეჩერებას, თუ რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ან პოლონეთში შეჭრას გადაწყვეტს. ამ დასკვნამდე პენტაგონში ევროკავშირის ქვეყნების და რუსეთის სამხედრო წინააღმდეგობის სიმულაციის შედეგად მივიდნენ. როგორც The Washington Post-ი იუწყება, აშშ-მა მინიმუმ ერთი ასეთი სწავლება ჩაატარა.
გამოცემის ცნობით, „სანამ აშშ-ის არმიის შტაბი 17 ფორმას შეავსებს იმისათვის, რომ „NATO-ს მოწინავე ძალები გერმანიიდან პოლონეთში გადაისროლოს, რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნების დაკავებას შეძლებს“.
ამერიკული ჯარისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ვიწრო ქუჩები და არასაიმედო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა. საქმე მეტისმეტად სუსტ ხიდებს შეეხება, რომლებიც ამერიკული ტექნიკის წონას ვერ გაუძლებენ.
გაზეთი წერს, რომ საზღვრებზე პრობლემებს ქმნის ევროპული ბიუროკრატიაც.
ყველა სიახლე
19 მაისი 2026, 13:50
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის 74%-მდე ზრდა მეტყველებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე
მინისტრის მოადგილის შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობაში არსებული პოზიტიური დინამიკა კვლავ გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი, 2,439.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აპრილის თვეში კი ექსპორტი 16.1%-ით გაიზარდა და ასევე თვის რეკორდულ მოცულობას - 716.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
19 მაისი 2026, 13:49
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალური სატრანსპორტო და სოციალური პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს, ქობულეთის მერმა, ირაკლი ცეცხლაძემ ქობულეთის მუნიციპალური ტრანსპორტის და სანდასუფთავების სამსახურის განახლებული ავტოპარკები დაათვალიერებინა და სოციალური სახლის მშენებლობის მიმდინარეობა გააცნო.
19 მაისი 2026, 13:41
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
19 მაისი 2026, 13:39
პოლიტიკა
კახა კალაძე: დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი აქციებზე მოქმედებდნენ კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები, რომელთაც ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობა ჰქონდათ
„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, სიტყვიერზე აღარ ვსაუბრობ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კოპენჰაგენში აქციის მონაწილეთა დარბევასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
19 მაისი 2026, 13:38
მსოფლიო
უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო კორუფციის საქმის ფარგლებში უზენაეს სასამართლოში ჩხრეკას ატარებს
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო სპეციალურ ანტიკორუფციულ პროკურატურასთან ერთად ქვეყნის უზენაესი სასამართლოს შენობაში ჩხრეკას ატარებს.
19 მაისი 2026, 13:33
ეკონომიკა
საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკულ კომპანიებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებები გაფორმდა
აზერბაიჯანში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკულ კომპანიებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებები გაფორმდა. ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
19 მაისი 2026, 13:30
ეკონომიკა
საქართველოს ექსპორტმა და სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-აპრილში ისტორიულ, რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია
პროდუქტების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში მნიშვნელოვნად გაიზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების, ფეროშენადნობების, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, თხილისა და სხვა კაკლის, მინერალური და გაზიანი წყლების, მინერალური და მტკნარი წყლებისა და ღვინოების ექსპორტი.
19 მაისი 2026, 13:25
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველომ პირველად დიდი ხნის განმავლობაში საჯაროდ თქვა უარი „დამნაშავე პერიფერიის“ როლის შესრულებაზე და ბრიუსელთან საუბარი დაიწყო როგორც სახელმწიფომ, რომელსაც თავადაც აქვს უფლება დასვას არასასიამოვნო კითხვები
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ურსულა ფონ დერ ლაიენის, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას მიმართ ირაკლი კობახიძის ღია წერილს.
19 მაისი 2026, 13:24
პოლიტიკა
კახა კალაძე: მე, როგორც რიგითი მოქალაქე და დედაქალაქის მერი, მივესალმები აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაღრმავებას
„გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, არის სტრატეგიული პარტნიორიც. წლებია ჩვენს შორის ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობები არსებობს. ძალიან მიხარია, რომ თუნდაც ენერგეტიკული და სარკინიგზო მიმართულებებით ხელშეკრულებები გაფორმდა. რამდენიმე წლის შემდეგ, პირველად შესაძლებელი იქნება საქართველო-აზერბაიჯანის ერთმანეთთან სარკინიგზო გზით დაკავშირება, რაც ძალიან კარგია. ასევე, იცით, რომ ბუნებრივი აირის მთავარი მომწოდებელი გახლავთ აზერბაიჯანი, რაც ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, მე, როგორც რიგითი მოქალაქე და დედაქალაქის მერი, მივესალმები აღნიშნული ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.
19 მაისი 2026, 13:24
პოლიტიკა
კახა კალაძე: აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ როცა ამას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევ, მავნებლობაა
„შეხედეთ ამ ადამიანებს, ვინ არიან, რას წარმოადგენენ, საიდან იმართებიან. რა უნდა შესთავაზონ მათ საზოგადოებას? რაც შეეხება ხელის შეშლის მცდელობების დაორგანიზებას და ამაში ჩვენს დადანაშაულებას, რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც გაუბედურებული, განულებული ოპოზიციას რომ რამე დაუგეგმოს? ეს ხომ წარმოუდგენელია, თუმცა ზოგადად, პოლიტიკური საქმიანობის დროს ხელის შეშლა, შეურაცხყოფის მიყენება ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
19 მაისი 2026, 13:21
პოლიტიკა
კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე: არ აქვს მნიშვნელობა საუბარი იქნება ჩემზე, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე, ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს
„ეს გადაწყვეტილება ყველასთვის თანაბარი იქნება. ჩემს შემთხვევაშიც მომხდარა ცილისწამება კონკრეტული სიუჟეტების მეშვეობით. ეს უნდა დასრულდეს. არ აქვს მნიშვნელობა, საუბარი ჩემზე იქნება, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე. ეს ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის, ერთიანობისთვის არის აუცილებელი. შეიძლება, ვერ ვთანხმდებოდეთ კონკრეტულ საკითხზე, მაგრამ ეს გადმოცემული უნდა იყოს ცივილურად. ყველამ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
19 მაისი 2026, 13:09
მსოფლიო
The New York Times: პენტაგონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ ირანმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ეფექტიანობა აამაღლა
გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე ახალ თავდასხმაზე უარი თქვა, მათ შორის იმის გამო, რომ პენტაგონმა თეთრი სახლის ლიდერი გააფრთხილა, რომ ირანმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ეფექტიანობა გააუმჯობესა.
19 მაისი 2026, 13:05
პოლიტიკა
კომპანია „კერკი“: საკვები პროდუქტების ფასებზე და ხარისხზე დადებითად იმოქმედებს საქართველოში „კერძო ეტიკეტის“ განვითარება, ქართული წარმოების გაძლიერება, რაც საპარლამენტო კომისიის სწორი და გააზრებული რეკომენდაციაა
სურსათზე ფასების გაიაფება და ხარისხის ზრდა ადგილობრივი წარმოების განვითარებითაა შესაძლებელი, - აღნიშნულია კვების პროდუქტების საწარმო ,,კერკი“-ს განცხადებაში, რომელიც სურსათის ფასებს და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ეხება.
19 მაისი 2026, 12:59
პოლიტიკა
პრემიერი: სოციალური გაზი საქართველოს მიეწოდება შემდეგი 20 წლის განმავლობაშიც, მადლობა აზერბაიჯანულ მხარეს, აღდგება ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის ფუნქციონირება, რის საფუძველზეც ქვეყანა ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს
სოციალური გაზი სოციალური ტარიფით საქართველოს მიეწოდება შემდეგი 20 წლის განმავლობაშიც, ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ აზერბაიჯანულ მხარეს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
19 მაისი 2026, 12:59
პოლიტიკა
კახა კალაძე: გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია
საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის (EYCA) ლიცენზირებული წევრია.
19 მაისი 2026, 12:55
პოლიტიკა
პრემიერი დიუშენის მედიკამენტებზე: საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად, აქ უნდა დაისვას მარტივი კითხვა - ამ თანხის დახარჯვამ მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ შეიძლება გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია
ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, რომ აგვეღო 50 მილიონი და დაგვეხარჯა, ეს იქნებოდა მარტივი და პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი ჩვენთვის, მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
19 მაისი 2026, 12:52
პოლიტიკა
პრემიერი: არის მედიკამენტები, რომელთა ღირებულებაა $3 მლნ და $700 000. მათი თვითღირებულებაა მაქსიმუმ $300 და $700. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბის მაფიაზეა საუბარი, მთავარია, ჩვენ არ ავყვეთ მაფიის ინიციატივებს
„ამასთან ერთად, ჩვენ თავიდან ბოლომდე შევდივართ მშობლების მდგომარეობაში. მათი პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები. იყო კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროში მშობლებთან. ყველა ფორმატში უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები. ჯანდაცვის სამინისტრო არის პასუხისმგებელი პრაგმატული გადაწყვეტილებების მომზადებაზე. კიდევ ერთხელ, მზად ვართ კონსულტაციებისთვის, მათ შორის, ეკლესიის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა პრემიერმა.
19 მაისი 2026, 12:41
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ახალი ინიციატივა ზნეობრივად და მორალურად გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, იძულებით მაინც. ახალგაზრდები აღარ გაიზრდებიან იმ სიძულვილის გარემოში, რაშიც სურდათ გაენადგურებინათ ახალი თაობა
„პოლიტიკური ქმედების წესები, რასაც სამწუხაროდ, დასავლეთის დეგრადირებული ნაწილი გვთავაზობს, მიუღებელია ჩვენთვის. ისინი ამ მეთოდებით საკუთარ ქვეყნებში არ მოქმედებენ, რადგან მათი საზოგადოება ამას არ აიტანს. სამაგიეროდ, სურთ ქართული საზოგადოება და განსაკუთრებით, ახალგაზრდობა გაგვინადგურონ. ამას კი ჩვენ არ დავუშვებთ. ქართველი ხალხის კულტურა ბევრად უფრო დიდ ისტორიას ითვლის, ვიდრე ნებისმიერი სახელმწიფოსი”, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
19 მაისი 2026, 12:40
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი იორდანიის სოფლის მეურნეობის მინისტრს, საებხრესატს შეხვდა
პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იორდანიის სოფლის მეურნეობის მინისტრს, საებხრესატს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
19 მაისი 2026, 12:19
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სახლართი ბადით თევზჭერის ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში სამეგრელოში, იმერეთსა და ქვემო ქართლში უკანონო თევჭერის 13 ფაქტი გამოავლინეს.


