imedi /  27 ივნისი 2018, 23:50 / სანდო წყარო

სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი და მეამბოხეების ლიდერი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი სალვა კიირი და და მეამბოხეების ლიდერი რიეკ მაშარი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. 

სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ხარტუმში გაიმართა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დოკუმენტი 72 საათის განმავლობაში ამოქმედდება. 

მისივე თქმით, შეთანხმება 6 პუნქტისგან შედგება და კერძოდ, სამხედრო ტყვეების გათავისუფლებას ითვალისწინებს.

კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხარტუმში მიმდინარეობდა. შუამავალი კი სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი იყო.

აფრიკულ სახელმწიფოში შეიარაღებული კონფლიქტი 2013 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა სალვა კიიმმა, რომელიც დინკას ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია, პუტჩის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ვიცეპრემიერი რიეკ მაშარი გაათავისუფლა. ეს უკანასკნელი ნუერის ჯგუფის წარმომადგენელია. 

მაშარის გათავისუფლებას ქვეყანაში სამოქალაქო ომი მოჰყვა, რასაც ათობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა, 4 მილიონამდე კი დევნილი გახდა.

სამხრეთ სუდანი სუდანს 2011 წელს გამოეყო.

ყველა სიახლე

16 ოქტომბერი 2024, 11:29

საზოგადოება

GCCA-ის და UN WOMEN-ის ორგანიზებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე რეგიონში მცხოვრებ ქალბატონებთან შეხვედრები გაიმართა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერების და ინფორმირებულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ერთობლივი ორგანიზებით, ქუთაისში, ზუგდიდში და ახმეტაში მცხოვრებ ქალბატონებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

შალვა ნათელაშვილი

16 ოქტომბერი 2024, 11:27

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: მთელი პასუხისმგებლობა ლეიბორისტული პარტიის სატელევიზიო, ისტორიაში არნახულ ბლოკირებაზე ეკისრებათ - ოლიგარქ მამუკა ხაზარაძეს, ეროვნულ ბაღლინჯოს, ნიკუტა გვარამიას და ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს

მთელი პასუხისმგებლობა ლეიბორისტული პარტიის სატელევიზიო, ისტორიაში არნახულ ბლოკირებაზე ეკისრებათ - ტვ-პირველზე, ოლიგარქ მამუკა ხაზარაძეს, მთავარ არხზე - ეროვნულ ბაღლინჯოს, ნიკუტა გვარამიას, ხოლო ფორმულაზე, სამწუხაროდ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელსაც პატიმრობაშიც კი არ ასვენებს ლეიბორისტული პარტიის პრობლემა. – წერს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.

16 ოქტომბერი 2024, 11:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვინდა, ევროპის ქვეყნების სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, პირადად მე არაერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღე კორუფციის პრევენციისთვის

„რაც შეეხება მთავრობის საქმიანობას, პირადად მე არაერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღე კორუფციის პრევენციისთვის ამ თვეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა. გვაქვს ამბიციური მიზანი - მას შემდეგ, რაც პარლამენტის სხდომაზე ვისაუბრე, როცა მტკიცდებოდა მთავრობა, ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ქვეყნების სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. გვაქვს ამბიციური მიზანი და ამ მიზანს მივყვებით ბოლომდე,“- განაცხადა პრემიერმა.

ზაალ ანჯაფარიძე

16 ოქტომბერი 2024, 11:25

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე სუს-ის განცხადებაზე: ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ „ვარდების რევოლუციის" ნირვანაში ჩარჩენილი პროვოკატორები, რომ 2003 წელი ისტორიას ჩაბარდა. დღეს სხვა სახელმწიფო გვაქვს

პიტერ აკერმანის სახელმძღვანელო „ფერადი რევოლუციების" ტექნოლოგიებზე პრაქტიკაში ამოქმედდა მისი აქაური მოწაფეების მიერ. ამოქმედდა Canvas-ს ტრენინგებზე ნასწავლი მეთოდები სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის გზებზე, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.

ირაკლი კობახიძე

16 ოქტომბერი 2024, 11:20

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს

„ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

16 ოქტომბერი 2024, 11:19

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ გაიხსნას საქართველოში მე-2 ფრონტი, მნიშვნელოვანია, 26 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს მშვიდობას და არა ომს ჩვენს ქვეყანაში

რადიკალური ოპოზიცია, მათი მედიასაშუალებები 2 წელიწად-ნახევრის განმავლობაში უმალავდნენ საზოგადოებას იმას, თუ რა ხდება დღეს უკრაინაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პრემიერმა უპასუხა შეკითხვას ბანერების დაზიანებაზე და აღნიშნა, რომ მათ არ მოსწონთ იმ რეალობის ჩვენება, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან.

დავით ქართველიშვილი

16 ოქტომბერი 2024, 11:18

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილს აქვს დიდი შანსი იგივე დასასრული იგემოს ქართული მართლმსაჯულების და საზოგადოების მხრიდან, რაც მის ერთ-ერთ წინამორბედ, ნაცების პირველ პრეზიდენტს ერგო

ზურაბიშვილმა და მისი მფარველობის ქვეშ შექმნილმა ძალებმა თავის გადარჩენაზე უნდა იფიქრონ, რადგან აუცილებლად დადგება მათი კონსტიტუციის წინაშე ანგარიშგების საკითხი, ოღონდ უკვე პოლიტიკურ დონეზე, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

ირაკლი კობახიძე

16 ოქტომბერი 2024, 11:11

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: თითოეულმა ამომრჩეველმა საკუთარი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად უნდა გაიაზროს, თუმცა ამომრჩევლის დასჯა ჩვენთვის არის წარმოუდგენელი

თითოეულმა ამომრჩეველმა საკუთარი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად უნდა გაიაზროს, თუმცა ამომრჩევლის დასჯა ჩვენთვის არის წარმოუდგენელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

16 ოქტომბერი 2024, 11:11

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: ჩაივლის ეს არჩევნები, ჩაივლის სხვა პროცესები, დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან

ჩაივლის ეს არჩევნები, ჩაივლის სხვა პროცესები, დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა უცხოელი პოლიტიკოსების მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

ბიარნი ბენედიქტსონი

16 ოქტომბერი 2024, 11:07

მსოფლიო

ისლანდიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები 30 ნოემბერს დანიშნა

ისლანდიის პრეზიდენტმა ჰალა ტომასდოტირმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა და 30 ნოემბერს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ინფორმაციას ისლანდიური მედია ავრცელებს. პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის თხოვნით ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა ბიარნი ბენედიკტსონმა მიმართა იმ მიზეზით, რომ საკანონმდებლო ორგანოში მმართველი კოალიცია დაიშალა. პარლამენტის დათხოვნასთან ერთად საკუთარი თანამდებობიდან გადადგა პრემიერიც, თუმცა პრეზიდენტის თხოვნით ის ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მოვალეობის შემსრულებლად დარჩება.

ირაკლი კობახიძე

16 ოქტომბერი 2024, 10:58

პოლიტიკა

პრემიერი: სანქციები არის კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, მგონია, რომ მომავალში უფრო პრაგმატული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული

ხედავთ, რომ სანქციები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს თეორიულად საქნციებზე, პრაგმატულად იმოქმედებს და არ მიიღებს ისეთ ზომებს, რომელიც პირიქით უკან შეუბრუნდება შესაბამის ძალებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძე

16 ოქტომბერი 2024, 10:55

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვატარებთ სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, რაც მეტი დამკვირვებელი ეყოლება ასეთი ტიპის არჩევნებს, მით უკეთესი ჩვენთვის

არჩევნებზე დაკვირვებისთვის ღია ვართ და იმედი გვაქვს, რომ იქნება მაქსიმალურად წარმოდგენილი ყველა სადამკვირვებლო მისია ჩვენს ქვეყანაში, რადგან ჩვენ ვატარებთ სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, რაც მეტი დამკვირვებელი ეყოლება ასეთი ტიპის არჩევნებს, მით უკეთესი ჩვენთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

დავით ქართველიშვილი

16 ოქტომბერი 2024, 10:54

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი მიხაილო პოდოლიაკის მიერ ტელეგრამში გავრცელებულ განცხადებაზე: არც „მეორე ფრონტი“ გველანდებოდა, არც მისი გახსნის მოლოდინი და არც მისი გახსნის მოქმედი ძალა - დასავლეთის სახით

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მიხაილო პოდოლიაკის მიერ, ტელერგრამ არხზე გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც უკრაინელი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის მოლოდინი ამაოა და ახლა, მხოლოდ სანქციების გამკაცრების იმედი აქვთ.

ირაკლი კობახიძე

16 ოქტომბერი 2024, 10:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ფხიზლად, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისათვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა

მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისათვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეტი სიფრთხილისთვის - ganacxada პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც არჩევნების წინ ფალსიფიცირებული აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გავრცელების თაობაზე სუს-ის განცხადებას შეეხებოდა.

დავით ქართველიშვილი

16 ოქტომბერი 2024, 10:44

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი 2008 წლის ომამდე განვითარებულ მოვლენებზე: გაუგონარი დანაშაულის და ღალატის ორგანიზატორები, მონაწილენი, თვითმხილველები და დაზარალებულები - დღეს საქართველოში არიან და დასაკითხ მოწმეთა ბაზას წარმოადგენენ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს საქართველოში განვითარებულო მოვლენებს იხსენებს, რამაც 2008 წლის ომი გამოიწვია.

16 ოქტომბერი 2024, 10:41

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით, ისინი ხელს უშლიან დემოკრატიული სისტემის ჯანსაღი ფორმით ფუნქციონირებას

ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით, ფინანსდება შავი ფულით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

16 ოქტომბერი 2024, 10:38

ტაბლოიდი

პრაღაში პაბებში ღამის ექსკურსიები აიკრძალა🍻

ჩეხეთის დედაქალაქს დიდი ხანია აქვს გასართობი ადგილის რეპუტაცია და ის პაბებისა და ალკოჰოლის მოყვარულებში სარგებლობს პოპულარობით, განსაკუთრებით ბრიტანელებში. თუმცა, ნასვამი ტურისტები და მათი ხმაური ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.

16 ოქტომბერი 2024, 10:36

მსოფლიო

ერიკ დონესე: უკრაინაში კორუფციის პრობლემა გაუარესებულია. იარაღს ვპოულობთ შავ ბაზარზე, ვპოულობთ აფრიკის გარკვეულ კონფლიქტებშიც კი

უკრაინაში კორუფციის პრობლემა გაუარესებულია. იარაღს ვპოულობთ შავ ბაზარზე, ვპოულობთ აფრიკის გარკვეულ კონფლიქტებშიც კი, - განაცხადა ფრანგული კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ერიკ დონესემ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას.

16 ოქტომბერი 2024, 10:23

მსოფლიო

პენტაგონი: აშშ უკრაინას რაკეტების ჩამოგდებაში არ დაეხმარება, როგორც ამას ისრაელის შემთხვევაში აკეთებს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ საბრინა სინგჰმა განაცხა, რომ ამერიკა არ განალაგებს უკრაინასთან ახლოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა THAAD-ს და არ ჩამოაგდებს რუსეთიდან გაშვებულ რაკეტებს. სპიკერს კითხვა დაუსვეს, თუ რატომ იცავს ამერიკა ისრაელს ირანული ბალისტიკური რაკეტებისგან და იმავეს არ აკეთებს უკრაინის შემთხვევაში, რაზეც პენტაგონის წარმომადგენელმა თქვა, რომ ომები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ერთმანეთისგან განსხვავდება. „ეს სხვადასხვა ომებია, სხვადასხვა რეგიონებია და ვალდებულებები ისრაელისა და უკრაინის წინაშე განსხვავებულია“, - თქვა სინგჰმა.

16 ოქტომბერი 2024, 10:21

რეგიონი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგოდ წერტილოვანი წამლობა მიმდინარეობს

ამინდის გაუარესებასთან ერთად, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისკენ ინაცვლებს. ამიტომ სახლის პირობებში მავნებლის განადგურებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიყენოს მექანიკური მეთოდები, რომლებიც უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.