imedi /  29 ივნისი 2018, 11:38 / სანდო წყარო

ტრამპის და პუტინის სამიტის პოლიტიკური გარემოებები. შეფასება

ამერიკის პრეზიდენტი და მისი რუსი კოლეგა, ვლადიმერ პუტინი პირველ ფორმალურ შეხვედრას 16 ივლისს ჰელსინკიში გამართავენ. სამიტი მას შემდეგ დადასტურდა, რაც ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მოსკოვში რუს ოფიციალურ პირებს შეხვდა, მათ შორის პუტინსაც. ტრამპის და პუტინის სამიტის პოლიტიკური გარემოებები კი ამერიკის ხმამ შეაჯამა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა მთხოვა, რომ ჩამოვსულიყავი და რუსეთის წარმომადგენლებთან მელაპარაკა მასსა და პრეზიდენტ პუტინს შორის შეხვედრის შესაძლებლობაზე. ბევრი საკითხია, რომელზეც მიუხედავად განსხვავებებისა ჩვენს შორის, პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი პუტინი ფიქრობენ, მათ შეუძლიათ კონსტრუქციული გადაწყვეტის გზები იპოვონ, მინდა ვინმემ მითხრას, რომ ეს ცუდი აზრია“, - განაცხადა ჯონ ბოლტონმა ბრიფინგზე მოსკოვში.

ბოლტონი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად გასულ მარტში დაინიშნა, რაც მოსკოვთან მეგობრობის სურვილის დროს უჩვეულო გადაწვეტილება იყო.

ბუშის ადმინისტრაციის ყოფილ ოფიციალურ პირს ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც რუსეთისადმი ქორულად განწყობილს, და კრემლის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ კრიტიკოსს არჩევნებში ჩარევის, იარაღის კონტროლის თუ სხვა საკითხების ირგვლივ.

„მე ახლა პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი ვარ. ჩვენ მის დღის წესრიგს ვატარებთ, და მე ამ დღის წესრიგის გატარებას ვგეგმავ“, - თქვა ბოლტონმა.

სამიტი უფრო მეტი ყურადღების ცენტრში მოაქცევს თეთრი სახლის ურთიერთობას რუსეთთან მაშინ, როდესაც ამერიკაში ტრამპის საარჩევნო გუნდსა და რუსეთს შორის გარიგების საკითხს, ასევე ტრამპის კამპანიის და კრემლთან დაკავშირებული პირების კავშირებს იძიებენ.

მაშინ, როდესაც თეთრი სახლი და კრემლი ამ ბრალდებებს უარყოფენ, პრეზიდენტი ტრამპი კი მას „კუდიანებზე ნადირობას უწოდებს“, ორივე მხარე აღნიშნავს, რომ მიმდინარე გამოძიება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობის შესაძლებლობას ჩრდილავს.

გასულ წელს, ბოლტონმა რუსეთის არჩევნებში ჩარევას „ომის ნამდვილი აქტი“ უწოდა. თუმცა ის ოთხშაბათს ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციას დაეთანხმა რუსეთთან გარიგების საკითხზე.

„პრეზიდენტის ბევრი კრიტიკოსი პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას ცდილობს თეორიებით და ვარაუდებით, რომელიც სრულიად მცდარი აღმოჩნდა“, - თქვა ბოლტონმა და დაამატა, რომ ტრამპი ამ „პოლიტიკურ ხმაურს“ ყურადღებას არ აქცევს.

პუტინმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა „საუკეთესო მდგომარეობაში არ არის“. „დასაწყისიდან მოყოლებული, სამწუხაროა, მაგრამ უნფა ითქვას, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა საუკეთესო მდგომარეობაში არ არის“, - თქვა პუტინმა.

მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში, აქტიური განსახილველი საკითხი იქნება, თუ რა შეთანხმება შეიძლება იქნას მიღწეული სამიტისას. ორი ქვეყნის მთავრობებს ამისთვის ბევრი დრო არ აქვთ.

მიმომხილველები ამბობენ, რომ საპრეზიდენტო სამიტების დაგეგმვას რამდენიმეთვიანი მზადება სჭირდება, რათა შედეგები მაღალი დონის შეხვედრის საჭიროებას განაპირობებდეს. ბოლტონის თქმით, მომავალ მოლაპარაკებებს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, მის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან ერთად განიხილავს.

განსახილველ საკითხთა ნუსხა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში გრძელია.

ორივე მხარემ, ვაშინგტონმა და მოსკოვმა, გამოხატა სურვილი იპოვონ საერთო ენა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა იარაღის კონტროლი და ტერორიზმთან ბრძოლა. უფრო რთული საკითხი ორი ქვეყნის განსხვავებული პოზიციაა უკრაინის და სირიის კონფლიქტებთან დაკავშირებით. ასევე, უთანხმოებას იწვევს დასავლეთის სანქციების საკითხი და კრემლის მიმართ ბრალდება, რომ მოსკოვმა ბრიტანეთის ტერიტორიაზე ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალის მკვლელობა სცადა.

ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი რობერტ მანინგი, ამბობს, რომ საუკეთესო სცენარი სამიტის შედეგად უკრაინის და სირიის საკითხებზე პროგრესია, იარაღის კონტროლის არსებული შეთანხმებების შენარჩუნების კვალდაკვალ.

„პუტინს სურს უკრაინის, როგორ კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტის შენარჩუნება. ვფიქრობ, ვიხილავთ მცდელობას მინსკის შეთანხმებისადმი დაბრუნების და უკრაინის საკითხის მოგვარების მიმართულებით“, - ამბობს მანინგი. „და ინტერვენცია ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე გამოსვლა, პუტინი სავარაუდოდ, ცდილობს სირიიდან ‘გამოსვლის სტრატეგიის’ პოვნას“, - ამბობს ის.

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს პირისპირ ორჯერ შეხვდნენ: 2017 წლის ივლისში ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტზე და იმავე წლის ნოემბერში „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე“ ვიეტნამში.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 08:02

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების მინისტრს ელოდებიან

გივი მიქანაძე ინტერპელაციის წესით ფრაქციამ „საქართველოსთვის’’ დაიბარა. უწყების ხელმძღვანელს ფრაქციამ 44 შეკითხვა გაუგზავნა, რომლებიც ძირითადად განათლების რეფორმას, განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას და ზოგად განათლებას ეხება.

28 მაისი 2026, 08:00

სამართალი

გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი წუხელ პროკურატურაში გამოიკითხა

გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი წუხელ პროკურატურაში გამოიკითხა, ამის შემდეგ ის სრული სამედიცინო გამოკვლევის მიზნით, გორიდან თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

დონალდ ტრამპი

28 მაისი 2026, 03:18

მსოფლიო

ტრამპი: მალე, აშშ და სომხეთი ჩაუყრიან საფუძველს „ტრამპის მარშრუტს“, რაც დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ცენტრალური აზიიდან პირდაპირ ამერიკამდე წვდომის მოპოვებაში - ამ მიზეზების გამო, ნიკოლ ფაშინიანს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა არჩევნებში

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას ძლიერს, მდიდარსა და ძალიან უსაფრთხოს ხდის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ლუიშ მონტენეგრუ

28 მაისი 2026, 03:07

მსოფლიო

პორტუგალიის პრემიერი ევროპას, უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირ დიალოგს უჭერს მხარს

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრუმ განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესი უშუალოდ ყველა მხარეს უნდა მოიცავდეს, მათ შორის რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს.

28 მაისი 2026, 02:36

სპორტი

„კრისტალ პალასი“ კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა

ინგლისურმა „კრისტალ პალასმა“ უეფას კონფერენს ლიგის ფინალურ მატჩში ესპანური „რაიო ვალეკანო“ დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

დონალდ ტრამპი

28 მაისი 2026, 01:44

მსოფლიო

ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: თუ ეს არ იქნება ბრწყინვალე გარიგება, ჩვენ მას არ გავაფორმებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან შესაძლო შეთანხმების პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის გარიგებას დათანხმდება.

ირაკლი კირცხალია

28 მაისი 2026, 00:24

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია უკრაინასთან ურთიერთობაზე: პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან. რომ ვთქვა ეს დაგვავიწყდა ვინმეს, ან ჩვენ ან საზოგადოებას, პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა მოვატყუოთ და გამორიცხულია

პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უკრაინასთან ურთიერთობებზე საუბრისას.

ირაკლი კირცხალია

28 მაისი 2026, 00:18

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ რომ უთხრა, რომ თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, რადგან არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა

მათ რომ უთხრა, რომ აი თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ამ ადამიანებ სამშობლოსთან რაიმე ბმა აქვთ.

ირაკლი კირცხალია

28 მაისი 2026, 00:17

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გორში მომხდარ ინციდენტზე: ჩვენ პატივს ვცემთ პოლიციელის მუნდირს, მაგრამ ყველგან არის რაღაც გადაცდომები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ასეთ ღირსეულ ინსტიტუციას ჩრდილს აყენებს. რაც მთავარია, გამოძიება დაწყებულია

მძიმე კადრებია სანახავად, რაც ყველაზე მთავარია გამოძიება დაწყებულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე საუბრისას. მისივე თქმით, ამ კადრების ნახა ნებისმიერი პოლიციელისთვისაც არასასიამოვნოა.

ირაკლი კირცხალია

28 მაისი 2026, 00:10

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ აშშ-ის პრეზიდენტს ის ადამიანები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს - ეს არის მონური სულის გამოვლინება

ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ის სახელი და გვარები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

28 მაისი 2026, 00:08

მსოფლიო

POLITICO: პარტია „სუვერენული ერების ევროპა“ შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო

პარტია „სუვერენული ერების ევროპა“ (ESN), რომლის წევრიც არის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო, - წერს გამოცემა POLITICO.

ირაკლი კირცხალია

28 მაისი 2026, 00:02

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია შაჰინის განცხადებაზე: ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს

ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს, ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, უკრაინა გაანადგურეს იმ ინტერესებმა, რომელიც დღეს ჩანს და იმ საშინელებამ, რაც ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, პირდაპირმა სისხლისღვრამ.

ირაკლი კირცხალია

27 მაისი 2026, 23:51

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია კანდელაკის „კვლევაზე“: მიზანი რა არის, ძალიან მარტივია. მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან

მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“, სადაც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.

ირაკლი კირცხალია

27 მაისი 2026, 23:41

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ

ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ. ციხიდან ის, მათი სულიერი ლიდერი [სააკაშვილი] გამოაქვეყნებს პოსტს, თავს დაესხმება რომელიღაც დანაყოფს, შემდეგ ეს დანაყოფი უპასუხებს, შემდეგ ესენი რიგდებიან, შემდეგ სხვა დანაყოფს დაესხმება თავს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას. მისივე თქმით, ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებას ყავდეს ღირსეული ოპონენტი, რომელიც ღირსეულ ოპონირებას პარლამენტში, საკრებულოებში.

ირაკლი კირცხალია

27 მაისი 2026, 23:36

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ფაქტი ერთია, რომ „დიფ სთეითის“ ხელდასხმული პოლიტელიტა გაჩერებას არ აპირებს - მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ხაზი

ფაქტი ერთია, რომ ის ბიუროკრატია, დიფ სთეითის ხელდასხმული ე.წ. პოლიტ ელიტა გაჩერებას არ აპირებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებში, რომლებსაც მოიაზრებენ თავიანთ პროქსი სახელმწიფოებად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

27 მაისი 2026, 23:21

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას და არა ამ აგენტურას

საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას მართლაც და არა ამ აგენტურას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

27 მაისი 2026, 23:21

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს

ვნახეთ ამ ე.წ ოპოზიციური ალიანსის დაანონსებული აქცია და ვნახეთ გუშინდელი რაოდენობა [ხალხის], ასევე საზოგადოებას ახსოვს ჩვენი სრულიად საღი და ობიექტური კომენტარები - აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, სხვადასხვა პარტიული ნაყოფიდან ოპოზიციამ დაახლოებით 2 000 -3 000 ადამიანის მობილიზება შეძლო.

დიმიტრი ბიძინაშვილი

27 მაისი 2026, 23:15

პოლიტიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: სააკაშვილი მაოხრებელი გზირია, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება, რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ სისულელეს იზამს

კოალიცია ცვლილებისთვის წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, რომელიც საქართველოში ჩამოსვლასა და ღალატზე წერს. სააკაშვილის თქმით, ნიკა მელია ღალატში არაფერ შუაშია და მელიას შეცდომა ის იყო, რომ აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, სააკაშვილის თქმით კი, არჩევნების მოგება მისი გათავისუფლების გარეშე შეუძლებელი იყო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

27 მაისი 2026, 22:44

მსოფლიო

Bloomberg: ზელენსკიმ უარყო ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის იდეა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის იდეა ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის შესახებ და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ბლოკის სრულუფლებიან წევრობას იმსახურებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პაატა ასათიანი

27 მაისი 2026, 22:11

პოლიტიკა

სულიკო ასათიანის შვილი პაატა ასათიანი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: „ნაცმოძრაობაზე“ თავიდანვე ამბობდა - ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს. სხეულზე არცერთი ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი რომ ნაცემი არ ყოფილიყო

ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამბობდა თავიდანვე და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს, - განუცხადა „ქრონიკას“ სულიკო ასათიანის შვილმა პაატა ასათიანმა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.