imedi /  07 ივლისი 2018, 19:34 / სანდო წყარო

რას ნიშნავს „რბილი ბრექსიტი“, რაზეც ბრიტანეთის მთავრობა შეთანხმდა

6 ივლისს ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე ერთიანი პოზიცია შეიმუშავა. განცხადება 12-საათიანი შეხვედრის შედეგი იყო, რომელსაც კაბინეტის 29 წევრი ესწრებოდა. მინისტრები ჩეკერსში, ბრიტანელი პრემიერმინისტრების საზაფხულო რეზიდენდიაში თათბირობდნენ.

წარმოდგენილ პოზიციას აფასებენ როგორც Brexit-ის „რბილ“ ვერსიას, რომლის მთავარი პუნქტები ასეთია:

- საქონლისათვის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შენარჩუნება. პრემიერმინისტრ ტერეზა მეის გეგმით, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნონ ამ სფეროში საერთო წესები და საქონლით ვაჭრობის პროცესი არ შეფერხდება. მთავრობა აცხადებს, რომ ეს დაიცავს 40 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ სავაჭრო კავშირებს და მათზე დამოკიდებულ სამუშაო ადგილებს. არა საქონლით, მაგრამ მომსახურებით ვაჭრობისთვის შეთავაზებულია ბრიტანელებისთვის სასარგებლო და მოქნილი წესების შემუშავება. 

- გამარტივებული საბაჟო წესრიგის შემუშავება, რომელიც ევროკავშირს და ბრიტანეთს შორის კონტროლის არარსებობას გულისხმობს - ისეთს, როგორიც „ერთიან საბაჟო ტერიტორიაზე იმოქმედებდა“. ნავარაუდევია, რომ დიდი ბრიტანეთი საკუთარ ტარიფებს დააწესებს საქონელზე, რომელიც მის ტერიტორიაზე უნდა შევიდეს და ევროპულ ტარიფებს - საქონელზე, რომლებიც დიდ ბრიტანეთში შედის, მაგრამ ევროკავშირისთვისაა განსაზღვრული.   

- ევროკავშირის კანონმდებლობაზე ორიენტირება იმ სფეროებში, რომელშიც ეს საჭიროა შეუფერხებელი ვაჭრობისათვის. შესაბამისი ცვლილებები ბრიტანულ კანონებში პარლამენტმა უნდა მიიღოს - და მას აქვს უფლება ეს არ გააკეთოს. დიდი ბრიტანეთი გამოდის ევროპული სასამართლოს იურისდიქციიდან. უქმდება ადამიანების თავისუფალი გადაადგილება, მაგრამ ნარჩუნდება ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეთა უფლებები ერთმანეთის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად იმოგზაურონ, ისწავლონ და იმუშაონ.   

- ირლანდიის საზღვრის პრობლემის გადაწყვეტა. მთავრობის აზრით, ამ პუნქტების პრაქტიკაში რეალიზების შემთხვევაში წარმატებით გადაწყდება „ბრექსიტზე“ მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე რთული პუნქტი. თავისუფალი ვაჭრობის ზონიდან გასვლას დასჭირდებოდა სასაზღვრო შენობების აგება ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ ერთადერთ სახმელეთო საზღვარზე - ირლანდიას და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის. ამის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირი ლონდონს ფაქტობრივად სთავაზობდა „ბრექსიტის“ გაყინვას. მთავრობა ამბობს, რომ მათ მიერ შეთავაზებული ვარიანტის თანახმად, ეს სირთულეები მოიხსნება.

რა ატმოსფეროში მოუწიათ მინისტრებს შეთანხმება

ბრიტანული პრესის ცნობით, ჩეკერსში შეხვედრაზე ჩასულ მინისტრებს, რომლებსაც თანაშემწეებიც არ ახლდათ თან, ტელეფონების ჩაბარება მოსთხოვეს. შეთავაზებული პირობების განხილვის პროცესი რთული იყო, რადგან ზოგიერთი მინისტრი „ხისტ“ ბრეკსიტს ემხრობოდა. „ხისტი“ ბრექსიტი გულისხმობდა ევროკავშირიდან ისეთ გასვლას, როდესაც დიდი ბრიტანეთი დატოვებდა ერთიან სავაჭრო სივრცეს და საზღვრებს დახურავდა. ამ ვარიანტს ემხრობოდა მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონიც, რომელსაც The Times-ის ცნობით, ტერეზა მეი თანამდებობიდან მოხსნით დაემუქრა, თუ ის შეთანხმებას შეეწინააღმდეგებოდა; იმავდროულად, ერთ-ერთმა მინისტრმა The Guardian-ს უამბო, რომ ჩეკერსში სადილის დროს ჯონსონი გეგმას იწონებდა.

წერილში, რომელიც ტერეზა მეიმ თანაპარტიელ კონსერვატორ დეპუტატებს მისწერა, ნათქვამია: „ჩვენი პოლიტიკის შემუშავების დროს მე ვაძლევდი კაბინეტის წევრებს შესაძლებლობას საკუთარი შეხედულებები გამოეთქვათ. ეს შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ ვითარება შეიცვალა და ახლა კოლექტიური პასუხისმგებლობა მოქმედებს“.

ბევრმა კონსერვატორმა გეგმა გააკრიტიკა. მათი თქმით, ევროკავშირი ბრიტანულ ბიზნესს თავის წესებს უკარნახებს. „ბრექსიტის“ ერთ-ერთმა მთავარმა მომხრემ პარლამენტში, კონსერვატორმა ჯეიკობ რიზ-მოგმა განაცხადა: „თუ დეტალური კანონპროექტის თანახმად გაირკვა, რომ ჩვენ „დამაზიანებელი“ „ბრექსიტი“ გველის, რომელიც ფაქტობრივად ევროკავშირში დაგვტოვებს, მე წინააღმდეგ მივცემ ხმას“.

ევროკავშირის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი მიშელ ბარნიე მიესალმა ბტრიტანეთის მთავრობის შეთანხმებას და განაცხადა, რომ ელოდება დოკუმენტს, რომელიც მომავალ კვირას უნდა გამოქვეყნდეს.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს. Brexit-ის საბოლოო პირობები შემოდგომაზე უნდა შეთანხმდეს.

ყველა სიახლე

ბადრი მანჯავიძე

06 აგვისტო 2026, 00:13

პოლიტიკა

აფხაზეთის ომის მონაწილე ბადრი მანჯავიძე გია ბარამიძეზე: კომკავშირი - კარიერისთვის, ეროვნული მოძრაობა - კარიერისთვის, აფხაზეთის ომი და ვეტერანის სტატუსი - კარიერისთვის, პოლიციის აკადემიის დიპლომი - კარიერისთვის. დანაშაულებრივი ტყუილი, ტყვეთა დახვრეტის თაობაზე რისთვის დასჭირდა, ესეც კარიერისთვის?

ახლა ვნახე გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში. ესაა წმინდა წყლის პროვოკაცია და მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს კონფლიქტის დროს ქართული მხარე აფხაზ ტყვეებს ხვრეტდა, - წერს აფხაზეთის ომის მონაწილე, ბადრი მანჯავიძე, სოციალურ ქსელში.

გიგა ავალიანი

05 აგვისტო 2026, 23:54

სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.

05 აგვისტო 2026, 23:05

მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1.4 მილიარდ ევროს გადაურიცხავს - ტრანშის 95 პროცენტი „უკრაინის სესხების თანამშრომლობის მექანიზმს“ მოხმარდება, რაც კიევს ევროკავშირისა და G7-ის სესხების დაფარვაში დაეხმარება

ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან, შემოსავლის სახით, 1.4 მილიარდი ევრო მიიღო და აღნიშნულ სახსრებს უკრაინას გადასცემს. ამის შესახებ ევროკომისიამ ოთხშაბათს განაცხადა.

ზაალ ანჯაფარიძე

05 აგვისტო 2026, 22:50

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო“, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

05 აგვისტო 2026, 22:14

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურების მუშაობა ავტომატურად შეჩერდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 22:14

ეკონომიკა

ქუთაისი, როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - რა შესაძლებლობებს იძლევა ტექნოლოგიური ჰაბი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ქუთაისი, როგორც ტექნოლოგიური ცენტრი - ისტორიული ქალაქი მსხვილ ინოვაციურ ჰაბად გარდაიქმნება, სადაც განათლება, მეცნიერება და თანამედროვე ბიზნესი ერთიან ეკოსისტემაში იყრის თავს.

05 აგვისტო 2026, 22:05

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და სოციალურ ქსელში აგორებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და კახა კალაძის პასუხი ოპონენტებს. თბილისის მერი სოციალურ ქსელებსა და ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, სამუშაოების ვადების ცვლილებასა და ხეების მასობრივ მოჭრაზე, სიცრუეს უწოდებს.

05 აგვისტო 2026, 21:56

პოლიტიკა

რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო

„რეგიონული განვითარების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გამორჩეული პროფესიონალის და საუკეთესო ადამიანის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

05 აგვისტო 2026, 21:52

პოლიტიკა

ვეტერანი მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეს ტყვეთა გაცვლის თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს და მის სიტყვებს ციტირებს: „კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი“

ვეტერანი მალხაზ თოფურია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველ მებრძოლებს “ტყვეები არ აჰყავდათ, ტყვეებს ხვრეტდნენ”.

ორელიან ლეშევალიე

05 აგვისტო 2026, 21:50

მსოფლიო

POLITICO: აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას

სამი ინფორმირებული წყაროს ცნობით, გაეროში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით წამოჭრილი უთანხმოების ფონზე, აშშ აჭიანურებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩის კანდიდატურის დამტკიცებას, - წერს გამოცემა POLITICO.

05 აგვისტო 2026, 21:50

საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება

„24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებული რეჟიმით მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია“.

05 აგვისტო 2026, 21:36

სამართალი

სუს-ი: საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

უწყების ცნობით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.

05 აგვისტო 2026, 21:35

მსოფლიო

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ

თეირანმა განაცხადა, რომ ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების გეოგრაფიულ მარშრუტზე შეთანხმდნენ.

05 აგვისტო 2026, 21:03

სამართალი

ცხენის ხორცი საქონლის ნაცვლად - თაღლითობისა და ფალსიფიკაციის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი კომპანიის დირექტორებს მასშტაბური თაღლითობისა და ფალსიფიკაციის მუხლებით ბრალი ოფიციალურად წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა მარნეულისა და ქარელის ბაგა-ბაღებში, საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცი შეიტანეს.

გიორგი ფანგანი

05 აგვისტო 2026, 20:55

საზოგადოება

სემეკის წევრი გიორგი ფანგანი: „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, ტესტირებისას სისტემა სრულად გაითიშა, მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი

„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო, 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით, სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება“.

05 აგვისტო 2026, 20:46

სამართალი

ფიქტიური კონტრაქტი ბინადრობის მოწმობის სანაცვლოდ - სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის საქმე გახსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორი ადამიანი დააკავა, მათ შორის საფეხბურთო კლუბ „გარდაბნის“ მწვრთნელი.

05 აგვისტო 2026, 20:36

ჯანდაცვა

საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც დიუშენის სინდრომის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტს სახელმწიფო პროგრამაში რთავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მთავრობამ ფარმაცევტულ გიგანტ „იტალ-ფარმაკოსთან“ ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. საქართველო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ნერგავს.

05 აგვისტო 2026, 20:33

მსოფლიო

ამერიკული მედია: ახალი პილოტური პროგრამის ფარგლებში, ტრამპის ადმინისტრაცია პოტენციურ მიგრანტთა ნაწილისგან აშშ-ის ვიზის მისაღებად 250 000 დოლარამდე ოდენობის გირაოს ჩადებას მოითხოვს

ახალი პილოტური პროგრამის ფარგლებში, ტრამპის ადმინისტრაცია პოტენციურ მიგრანტთა ნაწილისგან აშშ-ის ვიზის მისაღებად 250 000 დოლარამდე ოდენობის გირაოს ჩადებას მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 20:31

საზოგადოება

განათლების რეფორმის ახალი ეტაპი - ახალი პროგრამები სამ უნივერსიტეტში და სასკოლო ფორმები საჯარო სკოლებში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა უმაღლესი განათლების რეფორმა. ახალი პროგრამები სამ უნივერსიტეტში. სოხუმის უნივერსიტეტმა აგრარული დარგების პროგრამებზე აკრედიტაცია წარმატებით გაიარა. პარალელურად, ზუგდიდისა და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტებს ტურიზმის დარგი დაემატა.

05 აგვისტო 2026, 20:16

საზოგადოება

საქართველოს უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

საქართველოს უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგია დაახლოებით 20 საათსა და 10 წუთზე გაითიშა.