imedi /  21 ივლისი 2018, 13:25 / სანდო წყარო

ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ

ხუან კარლოს I

ხუან კარლოს I

ესპანეთის სასამართლო კორუფციულ საქმეს იძიებს, სადაც ყოფილი მეფე ხუან კარლოს I ფიგურირებს. ამის შესახებ DW წერს. სასამართლომ პოლიციის ოფიცერი ჟოზე მანუელ ვილიარეხო საქმის ფარგლებში გამოსაკითხად გამოიძახა.

საქმეს ნივთმტკიცებად დართული აქვს საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ ვილიარეხოს და კიდევ ორ ადამიანს შორის მიმდინარეობს, რომლებიც მეფესთან არიან დაახლოებულები. ჩანაწერში ქალი ხუან კარლოს I-ს კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს.

 ქალის მტკიცებით, მონარქი, მეფე საგადასახადო ორგანოებს ფინანსურ ოპერაციებს სხვა, მინდობილი პირის მონაწილეობით უმალავდა და ეს პირი თვითონ ეს ქალი იყო. ამით ხუან კარლოს I მილიონებს შოულობდა.

2008 წლიდან ესპანეთში გამოძიება მიმდინარეობდა მეფის უმცროსი ქალიშვილის, ქრისტინას და მისი მეუღლის, ინიაკ უდარგარინის წინააღმდეგაც. 2017 წელს პალმა-დე-მაიორკას სასამართლომ მეფის სიძე საგადასახადო მაქინაციებში დამნაშავედ ცნო. მას  6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 512 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრეს, ქრისტინას კი ბრალდება მოუხსნეს. თუმცა სასამართლომ ჯარიმა მასაც დააკისრა 265 ათასი ევროს ოდენობით იმის გამო, რომ მეუღლის მიერ დანაშაულებრივი გზით ნაშოვნ თანხებს ისიც მოიხმარდა.

ხუან კარლოს I ესპანეთის ტახტს 1075 წლიდან 2014 წლამდე მართავდა.

ყველა სიახლე

კახა კუჭავა

25 იანვარი 2021, 22:00

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ევროპის საბჭოში ერთსულოვნად დგანან იმ პოზიციაზე, რომ ოპოზიცია საპარლამენტო ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს

„ევროპის საბჭოში ფაქტობრივად ერთსულოვნად დგანან იმ პოზიციაზე, რომ ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს მანდატები და დაუბრუნდნენ საპარლამენტო ცხოვრებას“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ „ქრონიკას“ განუცხადა.

25 იანვარი 2021, 21:52

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 93 822 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 93 822 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 767 ადამიანი გარდაიცვალა.

25 იანვარი 2021, 21:41

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 5 642 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 642 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 137 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

25 იანვარი 2021, 21:41

პოლიტიკა

საგარეო უწყება: ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან სერგეი ლავროვის შეხვედრა რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, შეხვედრა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან არის რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებას, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან სერგეი ლავროვის შეხვედრას გამოეხმაურა.

25 იანვარი 2021, 21:25

COVID19

„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ“ მცხეთის მუნიციპალიტეტში კოვიდდადებითი სოციალურად დაუცველი და მარტოხელა პაციენტებისათვის საჩუქრად მედიკამენტები ჩაიტანა

„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ“ მცხეთის მუნიციპალიტეტში კოვიდდადებითი სოციალურად დაუცველი და მარტოხელა პაციენტებისათვის საჩუქრად მედიკამენტები ჩაიტანა. ფედერაციის დამფუძნებლთა ინიციატივით და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის უშუალო მონაწილეობით, საჭირო მედიკამენტები გადაეცემა მცხეთის უფასო სასადილოს ბენეფიციარებს. ოჯახის ექიმების აზრით, პაციენტებისათვის მედიკამენტების ბინაზე მიწოდება უმნიშვნელოვანესი რგოლია, კორონავირუსთან ბრძოლაში, ვინაიდან ხშირად პაციენტები უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მიერ დანიშნული მედიკამენტების შეძენას.

დონალდ ტრამპი

25 იანვარი 2021, 21:24

მსოფლიო

რიჩარდ გრენელი: დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს

გერმანიაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, რიჩარდ გრენელმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს.

25 იანვარი 2021, 21:18

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: მოსახლეობის უმრავლესობა უნდა დარწმუნდეს, რომ ვაქცინა აუცილებელია

ეს არის ძალიან დიდი პრობლემაა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. არამხოლოდ კოვიდვაქცინის დროს, არამედ ყველა ვაქცინაციისას, - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე NDI-ის (ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი) კვლევას გამოეხმაურა.

ირაკლი ჩიქოვანი

25 იანვარი 2021, 21:12

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო მოწოდებულია, დარჩეს წამყვან დემოკრატიულ, რეფორმატორ სახელმწიფოთა შორის

„ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდგომ, საქართველომ დრამატული ტრანსფორმაცია განიცადა. 2020 წელს კი ამ ტრანსფორმაციის კულმინაცია მოხდა - საქართველო მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტი გახდა“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

ხატია დეკანოიძე

25 იანვარი 2021, 20:47

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: იაგო ხვიჩია უსახო, სამასხარაო ელემენტს აწებებს ოპოზიციის ერთობას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას მიერ დღეს რამდენიმე ტელევიზიის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. „ძალინ დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ოპოზიციურ ერთობას, ყველა პარტია და ჩვენც, რა თქმა უნდა..მაგრამ არსებობს ელემენტი, რომელიც ყველაზე დაბალ ხარისხშიც კი უსახო სამასხარაო ელემენტს აწებებს ერთობას. ზუსტად ეს აზიანებს პოლიტიკურ ოპოზიციას და ხარისხს ადაბლებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

25 იანვარი 2021, 20:45

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 22 195 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 195 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 592 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენი

25 იანვარი 2021, 20:37

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვა გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვა გააუქმა.

25 იანვარი 2021, 20:29

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 8 561 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 561 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 420 ადამიანი გარდაიცვალა.

თამარ გაბუნია

25 იანვარი 2021, 20:22

საზოგადოება

თამარ გაბუნია: მედიკამენტებზე მაღალი ფასი, ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევად რჩება

მედიკამენტებზე მაღალი ფასი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ გამოწვევად რჩება, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით საკითხს დროებითი ინტერვენციებით ვერ გადაიჭრება.

ირაკლი კობახიძე

25 იანვარი 2021, 20:13

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

„ჩვენ გვქონდა ორმხრივი შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან. მასთან განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ გვქონდა დღემდე ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა პრეზიდენტთან, საპარლამენტო ასამბლეასთან და გვინდა ეს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თამარ გაბუნია

25 იანვარი 2021, 20:12

COVID19

თამარ გაბუნია: პირველ ეტაპზე COVID19-ზე მოსახლეობის 41% რომ აიცრას, ესეც დიდი მიღწევაა

პირველ ეტაპზე კარგი იქნება, თუკი მოსახლეობის 41% აიცრება, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

25 იანვარი 2021, 20:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ამ პოსტს გამოვიყენებ იმისთვის, რომ საქართველოს ხმა კიდევ უფრო მეტად აქტიურად გაისმას

„ძალიან მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ, ზედიზედ მეორე ვადით ამირჩიეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. ამ პოსტს გამოვიყენებ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად აქტიურად გაისმას საქართველოს ხმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

25 იანვარი 2021, 19:48

COVID19

ინგლისში სკოლები, სულ მცირე, მარტის დასაწყისამდე სრულად არ გაიხსნება

ინგლისში სკოლები, სულ მცირე, მარტის დასაწყისამდე სრულად არ გაიხსნება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთიდს პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს.

მარიამ ქვრივიშვილი

25 იანვარი 2021, 19:40

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში

დღეს მოვისმინეთ დადებითი შეფასებები საპარლამენტო არჩევნების შესახებ - ყველა ერთხმად თანხმდება, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და პარტიებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლ გარემოში ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

თამარ გაბუნია

25 იანვარი 2021, 19:37

COVID19

თამარ გაბუნია: ვაქცინა ერთ-ერთი ეფექტური გზაა ეპიდემიების წინააღმდეგ, რაც მეცნიერებამ იცის

ვაქცინა ერთ-ერთი ეფექტური გზაა, რაც ზოგადად მეცნიერებამ იცის, ეპიდემიებთან საბრძოლველად და კარგია, რომ ეს COVId19-თან მიმართებითაც გაჩნდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

25 იანვარი 2021, 19:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას, იმედს ვიტოვებთ რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

დღეს იყო მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის - განხილულ იქნა საარჩევნო ანგარიში და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში, ასევე, დამტკიცდა მონიტორინგის ანგარიში, სადაც არის წარმოდგენილი რეკომენდაცია საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც ასახავს ზუსტად ჩვენს სულისკვეთებას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა და ასამბლეის ვიცე პრეზიდენტმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.