imedi /  22 ივლისი 2018, 23:15 / სანდო წყარო

მესუტ ოზილმა გერმანიის ნაკრებში თამაშზე უარი თქვა

მესუტ ოზილი

მესუტ ოზილი

„არსენალის“ თავდამსხმელმა მესუტ ოზილმა გერმანიის ნაკრებში თამაშზე უარი თქვა. ამის შესახებ BBC წერს.

წარმოშობით თურქმა სპორტსმენმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის წერს, რომ მისი გადაწყეტილების მიზეზი გერმანიის ფეხბურთის ფედერაციისა და გულშემატკივრების ნაწილის მისდამი დამოკიდებულება გახდა. 

„გულისტკივილითა და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, რომ გერმანიის ნაკრებში აღარ ვითამაშო, რადგან მე ვგრძნობ რასისტულ და უპატივცემულო დამოკიდებულებას ჩემს მიმართ"- 29 წლის სპორტსმენი Twitter-ზე.

ყველაფერი კი თურქეთის პრეზიდენტთან გადაღებული ფოტოთი დაიწყო, რომელმაც სკანდალი გამოიწვია. დღესვე ფეხბურთელმა ამ თემაზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, თურქეთის რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გადაღებული ფოტო არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკასა და არჩევნებს.

„როდესაც მე გერმანიაში ვიზრდებოდი, ჩემი ოჯახის ფესვები მჭიდროდ იყო დაკავშირებული თურქეთთან. მე 2 გული მაქვს: ერთი გერმანული, მეორე - თურქული. ბავშვობაში დედა ყოველთვის მასწავლიდა პატივი მეცა და არ დამვიწყებოდა საიდან ვარ“- დაწერა ფეხბურთელმა Twitter-ზე.

როგორც ოზილი ამბობს, ერდოღანთან მან მხოლოდ ფეხბურთზე ისაუბრა. მესუტ ოზილი და გერმანიის ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი იკაი გიუნდოგანი ერდოღანს წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეხვდნენ და მასთან ერთად ფოტო გადაიღეს, რასაც სკანდალი მოჰყვა.

გერმანიაში ორივე ფეხბურთელი, რომელთა მშობლებიც თურქეთიდან არიან, კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია. გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა მათ საქციელს წარუმატებელი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა მათთვის გაკვეთილი იქნება.

ყველა სიახლე

12 ოქტომბერი 2024, 17:16

რეგიონი

გურჯაანი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს

წარმოდგენილია მრავალფეროვანი ღვინის ასორტიმენტი. მიმდინარეობს გასართობი, შემეცნებითი აქტივობები. ფესტივალში ადგილობრივი მეწარმეები მონაწილეობენ.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი

12 ოქტომბერი 2024, 17:12

რეგიონი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გურჯაანში რიგით მეექვსე ღვინის ფესტივალი გაიმართა

ფესტივალში 400-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი მონაწილეობდა, რომელთაც სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელი წარმოადგინეს.

შალვა პაპუაშვილი

12 ოქტომბერი 2024, 17:11

არჩევნები 2024

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური არხების კვლევებზე: ეს არის ხან კეზერაშვილის, ხან გვარამიას და ხან სააკაშვილის ოცნებები. ეს ოცნებები 26 ოქტომბერს მათ უკან დარჩებათ

თავად ოპოზიცია ერთმანეთს ამხელს, ამიტომ ჩვენს სამუშაოს თავად ოპოზიცია აკეთებს და ერთმანეთს ამხელენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

12 ოქტომბერი 2024, 17:10

არჩევნები 2024

შალვა პაპუაშვილი ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნაზე: ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე. ორ კვირამდე პერიოდი შეჯამებულია და შეჯამებულია როგორც მშვიდი გარემო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნას გამოეხმაურა.

ზაალ მიქელაძე

12 ოქტომბერი 2024, 16:35

პოლიტიკა

ზაალ მიქელაძე ლგბტ პროპაგანდის ამკრძალველ კანონზე: ჩვენ არავის არ ვჩაგრავთ განსხვავებული შეხედულების გამო, ძალიან ტოლერანტი ერი ვართ. აჭარაში მაგალითად, გვერდი-გვერდ, ერთ ოჯახში ვცხოვრობთ სხვადასხვა რელიგიის ადამიანები

პარლამენტის წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე აჭარაში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ოჯახის სიწმინდისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს გამოეხმაურა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველო ერთ- ერთი უძველესი და ძალიან ტოლერანტი ერია. მისი განმარტებით, ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი არავის ჩაგრავს განსხვავებული შეხედულებების გამო.

ზურაბ ქადაგიძე

12 ოქტომბერი 2024, 16:13

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: მოსახლეობის უმრავლესობას, ვინც აღიარებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ელექტორალური შემხებლობა ვერ ექნება რადიკალურ ოპოზიციასთან. რამხელა მხარდაჭერა აქვს სამთავრობო გუნდს, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს!

ნიშანდობლივი კვლევაა ერთი, განსხვავებული პრიზმიდან - ქართული ოპოზიციის 99% ამუნათებს და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ცდილობს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, კომპანია IPSOS-ის მიერ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ მოსამართლეები მთავრობისგან დამოუკიდებლები არიან.

12 ოქტომბერი 2024, 16:08

მსოფლიო

ბუნდესტაგში ვარაუდობენ, რომ ოპოზიციური პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვას კენჭს 2025 წლის დასაწყისში უყრიან

გერმანიის პარლამენტის წევრის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან“ მარკო ვანდერვიტცის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო ოპოზიციური პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის საკითხს კენჭისყრაზე 2025 წლის დასაწყისში დააყენებს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

12 ოქტომბერი 2024, 16:00

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საზოგადოების შეხსენებას და დაიმედებას სამართალდამცავი ორგანოების მაღალპროფესიულ დონეზე მუშაობის მიმართ ცალკე ადგილი უნდა დაეთმოს, ისევე, როგორც თვით სამართალდამცავი ორგანოების გაფრთხილებას - არ მოდუნდნენ

ეს არის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი და დამაიმედებელი გზავნილი ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი, აწ უკვე ყველაფრისთვის მზად მყოფი მოსახლეობისთვის, რომელსაც არ დაუკარგავს სიფხიზლე ამ უკანასკნელ ოთხ წელიწადში, თუმცა ასე ოცნებობს სიმშვიდეზე, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ყველა სამართალდამცავ უწყებას მოუწოდა, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ.

თამთა მეგრელიშვილი

12 ოქტომბერი 2024, 15:41

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: არაერთი საინტერესო კვლევით დასტურდება, რომ საზოგადოების მხრიდან შეინიშნება დარწმუნებულობის მაღალი ხარისხი სასამართლოს ინსტიტუტის მიმართ. ამ ყოველივეს დასტურია ფრანგული კომპანია IPSOS-ის კვლევაც

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი IPSOS-ის კვლევის ავტორის, პროფესორი იან ვან დაიკის საქართველოს შესახებ შეფასებას ეხმიანება, რომელიც აღნიშნავს, რომ „საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობას სერიოზული პრობლემები აქვს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კუთხით, შესაძლოა, საქართველო ამ ქვეყნებისთვის სანიმუშო მაგალითად გამოდგეს“.

დონლად ტრამპი

12 ოქტომბერი 2024, 15:30

არჩევნები აშშ

ტრამპი სიკვდილით დასჯას ითხოვს იმ მიგრანტების, რომლებიც ამერიკის მოქალაქეს მოკლავენ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი ითხოვს სიკვდილით დასაჯონ ის მიგრანტები, რომლების ამერიკის მოქალაქეს მოკლავენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ეს განცხადება ტრამპმა კოლორადოს შტატის ქალაქ ავრორაში წინასაარჩევნო მიტინგის დროს გააკეთა. „მე მოვუწოდებ სიკვდილით დასჯისკენ ნებისმიერი მიგრანტის, რომელიც ამერიკის მოქალაქეს ან სამართალდამცავი უწყების თანამშრომელს მოკლავს“, - განაცხადა ტრამპმა. Reuters-ი აღნიშნავს, რომ მანამდე ტრამპი გამოდიოდა ინიციატივით, რომლის თანახმადაც სიკვდილით დასჯა უნდა გავრცელებულიყო სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის გამო გასამართლებულ პირებზეც.

12 ოქტომბერი 2024, 15:30

სამართალი

პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობით მიზნით, №17 პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სტადიონი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო.

12 ოქტომბერი 2024, 15:21

ჯანდაცვა

აფხაზეთიდან დევნილებს ჩაფიძის გულის ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ჩაფიძის გულის ცენტრის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.

12 ოქტომბერი 2024, 15:20

სამართალი

სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობა იზრდება

ქვემო ქართლის, სამეგრელოს და მაღალმთიანი აჭარის რიგი სოფლების მოსახლეობა სანოტარო მომსახურებას საცხოვრებელ სახლთან ახლოს მიიღებს. მომსახურება „მობილური იუსტიციის სახლის“ საშუალებით განხორციელდება და საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება სოფლების ამამლოს, ანაკლიის, ღორჯომისა და ხიხაძირის მოსახლეობისთვის.

12 ოქტომბერი 2024, 15:12

არჩევნები 2024

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა 33-ე კონფერენცია მიმდინარეობს

დღის წესრიგშია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა.

ლევან ნიკოლეიშვილი

12 ოქტომბერი 2024, 14:57

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ლორა თორნტონის ანგარიშზე: შეიძლება, „საკუთარი ხალხი“ ცოტა გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, როდესაც არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვენ

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის ანგარიშს ეხმიანება, სადაც აღნიშნავს, რომ რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მომხრეა.

12 ოქტომბერი 2024, 14:56

მსოფლიო

აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ბანაკები დაბომბა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ძალებმა სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საველე ბანაკები დაბომბა. ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. „ისლამური სახელმწიფოს“ საველე ბანაკების დაბომბვის მიზანი ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლებლობების განადგურება იყო, რათა ტერორისტებს რეგიონში აშშ-ზე, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებზე თავდასხმის განხორციელება არ შეეძლოთ. როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობა იუწყება, მათმა საჰაერო იერიშებმა ტერორისტების ინფრასტრუქტურა დააზიანა. მათ დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.

12 ოქტომბერი 2024, 14:53

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ნიკა ელისაშვილი ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, ავლაბარში, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ - კახა ლაბუჩიძესთან ერთად მოქალაქეებს ფაღავას, მარტყოფის, კვეზერელისა და კოპაძის ქუჩების კვეთაზე შეხვდა.

12 ოქტომბერი 2024, 14:50

საზოგადოება

დაცული ტერიტორიების სააგენტოს 400-ზე მეტი თანამშრომელი სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადდა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 400-ზე მეტი თანამშრომელი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადდა.

ედიშერ გვენეტაძე

12 ოქტომბერი 2024, 14:45

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე ლორა თორნტონის ანგარიშზე: კიდევ ერთი ფაქტი იმისა, თუ როგორი მეხუთე კოლონა მოქმედებს საქართველოში - რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დამაჯერებლად უმტკიცებს მათ, რომ შეეჩერებინათ და შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორის, ლორა თორნტონის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არსებულ იმ ჩანაწერს აფასებს, რომლის თანახმად, რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ემხრობოდა.

12 ოქტომბერი 2024, 14:29

საზოგადოება

ზერეკიძეების ოჯახის ტრაგედიაზე დოკუმენტური ფილმის - „ნულოვანი ტოლერანტობა“ პრემიერა გაიმართა

ზერეკიძეების ოჯახის ტრაგედიაზე დოკუმენტური ფილმის - „ნულოვანი ტოლერანტობა“ პრემიერა გაიმართა. ფილმი ყოფილი პოლიტპატიმრის, გიორგი ზერეკიძის ტრაგედიაზე გვიამბობს.