imedi /  07 აგვისტო 2018, 14:03 / სანდო წყარო

სომხეთის ექსპრეზიდენტის ადვოკატების თქმით, მათ ემუქრებიან და შეურაცხყოფას აყენებენ

რობერტ ქოჩარიანი

რობერტ ქოჩარიანი

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ ემუქრებიან და შეურაცხყოფას აყენებენ. დაკავებული ექსპრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატის, აიკ ალუმიანის თქმით, მის მიმართ მუქარა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქოჩარიანის დაცვას მოჰკიდა ხელი. ინფორმაციას Jamnews-ი ავრცელებს.

"მწერენ: "დაისჯები, ქვეყნის მოღალატე ხარ, და რობერტთან ერთად გასამართლდები; შენ ხალხის წინააღმდეგ წახვედი, და ვიცით, სადაც ცხოვრობო“, - ამბობს აიკ ალუმიანი და დასძენს, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მუქარების შესახებ სამართალდამცველებს ინფორმაცია აქვთ, თუმცა მათ დასასჯელად არაფერს აკეთებენ.

"არასდროს მინახავს ადვოკატების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება. და ეს ჩემთვის საშიში პრეცედენტების სიმპტომებია. ყველა მხრიდან ამბობენ, რომ სასამართლოზე ზეწოლა არ იქნება. და ვხედავ , რომ ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა მართლაც არ არის. მაგრამ სასამართლოზე თუ ასეთი მკაცრი საზოგადოებრივი ზეწოლა განხორციელდება, რაღაზეა საუბარი. მოსამართლემ, რომელმაც განაჩენი  უნდა გამოიტანოს, არ შეიძლება, რომ საკუთარ თავზე ეს ზეწოლა არ იგრძნოს“, - ამბობს ადვოკატი.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი 28 ივლისს დააკავეს. სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება 2008 წლის პირველ მარტს აქციის დარბევის საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც სერჟ სარგსიანმა გაიმარჯვა, მისი მოწინააღმდეგის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მომხრეები ქუჩაში გამოვიდნენ და კენჭისყრის შედეგების გადახედვა მოითხოვეს. ქოჩარიანმა, რომელიც იმ მომენტში პრეზიდენტის უფლებამოსილებას ასრულებდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო და დემონსტრაციები დაშალა: შეტაკებების დროს ორი პოლიციელი და 8 მომიტინგე დაიღუპა, ათობით ადამიანი დაშავდა.

ივნისში გამოცხადდა, რომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ნათესავებს უკანონო მეწარმეობასა და დოკუმენტების გაყალბებაში სდებდნენ ბრალს. საქმის ფიგურანტები გახდნენ პოლიტიკოსის ძმა ლევონ სარგსიანი და მისი შვილები ანი და ნარეკი. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სარგსიანის ყოფილი მცველის წინააღმდეგ.

12 ივლისს სომხეთში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სერჟ სარგსიანის ძმისშვილი დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 8 ივლისს სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სარგსიანების ოჯახი სომეხი სამართალდამცველების სამიზნე არ არის.

ყველა სიახლე

შიო მესამე

15 ივლისი 2026, 18:19

საზოგადოება

შიო მესამე: ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ გააძლიეროს ჩვენს გულებში ქრისტეს რწმენა, დაამკვიდროს ჩვენს შორის ერთობა, ერთსულოვნება, მშვიდობა და სიყვარული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, ღმერთმა აკურთხოს, დაიფაროს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო

შეგახსენებთ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სიტყვებს, რომ სამეგრელოდან უნდა დაიწყოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ლოცვა-კურთხევას სამეგრელო აუცილებლად შეასრულებს. მიიღეთ ჩემი დიდი სიყვარული, ლოცვა-კურთხევა და მადლიერება. ღმერთმა გაგახაროთ და დაგლოცოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ გააძლიეროს ჩვენს გულებში ქრისტეს რწმენა, დაამკვიდროს ჩვენს შორის ერთობა, ერთსულოვნება, მშვიდობა და სიყვარული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, ღმერთმა აკურთხოს, დაიფაროს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ“, - განაცხადა შიო მესამემ.

ირაკლი ჭეიშვილი

15 ივლისი 2026, 18:11

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი გვარამიას განცხადებაზე: ამათ უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ხელისუფლება ამ პროცესში დასრულებულიყო და ესენი საომარი პროცესის შემდეგ რაღაც გზებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. წამოვიდოდა მერე დახმარებები ქვეყნის აღსადგენად, როგორც 2008 წელს და სად წავიდოდა ეს ფული? მათ ჯიბეში, ისე, როგორც 2008 წელს

ამათ უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ხელისუფლება ამ პროცესში დასრულებულიყო და ესენი მერე, საომარი პროცესის შემდეგ, რაღაც გზებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. წამოვიდოდა მერე დახმარებები ქვეყნის აღსადგენად, როგორც 2008 წელს და სად წავიდოდა მერე ეს ფული? მათ ჯიბეში, ისე, როგორც 2008 წელს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

15 ივლისი 2026, 18:06

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო.

ირაკლი ჭეიშვილი

15 ივლისი 2026, 18:06

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი ეუთოს რეზოლუციაზე: სანამ ასეთი შინაარსის დოკუმენტს ასეთი მაღალი პლატფორმიდან გასცემ, ამას წინ უნდა უძღოდეს კვლევები, კონსულტაციები და მთელი რიგი პროცესები

ნებისმიერი გადაწყვეტილება, ეს იქნება რეზოლუციები თუ სხვა გადაწყვეტილებები სამართლებრივად გამართული უნდა იყოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ეუთოს რეზოლუციაზე საუბრისას.

თამარ იოსელიანი

15 ივლისი 2026, 18:03

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საავიაციო სექტორისთვის, რადგან პირველი პირდაპირი დაკავშირება მოხდება თბილისსა და შანხაის შორის, რომელიც გაზრდის ქვეყნებს შორის დაკავშირებადობას, ხალხთა შორის კავშირს, ტურისტული ნაკადების მოზიდვას და ბიზნესკავშირების გაღრმავებას

დაახლოებით ერთ საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შანხაიდან პირველი რეისი დაეშვება. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საავიაციო სექტორისთვის, რადგან პირველი პირდაპირი დაკავშირება მოხდება თბილისსა და შანხაის შორის, რომელიც გაზრდის როგორც ქვეყნებს შორის დაკავშირებადობას, შესაბამისად ხალხთა შორის კავშირს, ტურისტული ნაკადების მოზიდვას და ბიზნესკავშირების გაღრმავებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

15 ივლისი 2026, 17:57

პოლიტიკა

16 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა

16 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა

ირაკლი ჭეიშვილი

15 ივლისი 2026, 17:53

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი ეუთოზე: როცა ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია ხარ და დასკვნაში გიწერია აბსოლუტურად სხვა რამ და სხვა შინაარსის შემცველია რეზოლუცია და შენ დუმხარ იმაზე, რა დასკვნაც გააკეთე 2024 წლის შემდეგ, არის ზუსტად განმსაზღვრელი ჩვენი ხვალინდელი პარტნიორული ურთიერთობის

როცა ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია ხარ და დასკვნაში გიწერია აბსოლუტურად სხვა რამ და სხვა შინაარსის შემცველია რეზოლუცია და შენ დუმხარ იმაზე 2024 წლის შემდეგ რა დასკვნაც გააკეთე, არის ზუსტად განმსაზღვრელი ჩვენი ხვალინდელი პარტნიორული ურთიერთობის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 ივლისი 2026, 17:49

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ალეკო ელისაშვილმა ყველაფერი გააკეთა თვითდისკრედიტაციისთვის და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე ბრალდებით წასულიყო პატიმრობაში

ალეკო ელისაშვილმა ყველაფერი გააკეთა თვითდისკრედიტაციისთვის და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე ბრალდებით წასულიყო პატიმრობაში, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

თამარ იოსელიანი

15 ივლისი 2026, 17:36

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველოს მთავრობას საავიაციო სექტორის განვითარებისთვის ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს

„ის გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფოს აქვს საავიაციო სექტორის განვითარებისთვის, უმნიშვნელოვანესია“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

თამარ იოსელიანი

15 ივლისი 2026, 17:29

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ

საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და 2025 წელიც ამ მიმართულებით ძალიან წარმატებული იყო - დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.

15 ივლისი 2026, 17:22

ტექნოლოგიები

ჩინეთში პაციენტს ხელის ფუნქციების აღსადგენად ტვინში ჩიპი პირველად ჩაუდგეს

მედიის ცნობით, ჩინეთის სამედიცინო პროდუქტების სახელმწიფო ადმინისტრაციამ სისტემა გამოსაყენებლად მარტში დაამტკიცა. პირველი პაციენტი, რომელსაც ექიმმა ოპერაცია დაუნიშნა, ადგილობრივი მცხოვრები გახდა, რომელიც 10 წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევებში მოჰყვა. მან ზურგის ტვინის ტრავმა მიიღო, რის გამოც თითების მოხრისა და ხელში საგნების აღების უნარი დაკარგა.

15 ივლისი 2026, 17:10

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გაიმართა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გაიმართა

15 ივლისი 2026, 17:05

მსოფლიო

თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთის მილასის მუნიციპალიტეტში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ადგილობრივი გუბერნატორის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან 1000ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია 8 თვითმფრინავი და 12 ვერტმფრენი.

გიტანას ნაუსედა

15 ივლისი 2026, 17:02

მსოფლიო

გიტანას ნაუსედას განცხადებით, რუსეთმა შესაძლოა ლიეტუვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყას

„ჩვენ გვაქვს ასეთი სიგნალები, რომლებსაც ჩვენი [სადაზვერვო] სამსახურებიდან ვიღებთ. ისინი მკაფიოდ არ განსაზღვრავენ ადგილს ან დროს... ვინაიდან მოწინააღმდეგეს დაგეგმვის პროცესი ბოლომდე არ მიუყვანია და ჩვენ მხოლოდ თავად დაგეგმვის ან საბოლოო მიზნის შესახებ ვიცით. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა საშუალება, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფიზიკურ დაზიანებას... ნებისმიერი რამ, რაც ამ ობიექტების ფუნქციონირებას შეაჩერებს“, - განაცხადა მან.

15 ივლისი 2026, 16:49

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

15 ივლისი 2026, 16:32

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 16:20

საზოგადოება

გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის საკითხების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის საკითხების შესახებ მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები”.

15 ივლისი 2026, 15:57

საზოგადოება

გივი მიქანაძემ ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 15:54

სამართალი

პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის, დააკავა ერთი პირი, ხოლო ერთი პირის მიმართ, რომელსაც ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, ძებნა გამოცხადდა.

15 ივლისი 2026, 15:47

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მეფრინველე ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა.