imedi /  10 აგვისტო 2018, 11:58 / სანდო წყარო

საფრანგეთში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

საფრანგეთის სამხრეთით წყალდიდობის გამო 1600-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

70 წლის გერმანელი, რომელიც ბავშვთა ბანაკში ზედამხედველობას უწევდა ბავშვებს, დაკარგულია. ერთ-ერთი საბავშვო ბანაკიდან კი 119 ბავშვია ევაკუირებული.

ყველაზე რთული სიტუაცია გარდში, დრომსა და არდეშშია. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 10-მდე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო 17000-მდე სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სამაშველო ოპერაციებში 400-ზე მაშველი და 120-მდე სამართალდამცველია ჩართული. 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

17 ოქტომბერი 2018, 19:29

ვიდეო

სვანეთში რუსი ტურისტი დაიღუპა

მეფე ფილიპე

17 ოქტომბერი 2018, 19:27

ტაბლოიდი

ესპანეთის მეფე მეტროში ვერ იცნეს

მეტროში ადგილობრივები მეფეს შეძახილებით შეხვდნენ: გაუმარჯოს ესპანეთს, გაუმარჯოს მეფეს. მიწისქვეშა ტრანსპორტით მგზავრობისას მეფეს თან მრეწველობის და ინფორმაციის მინისტრები ახლდნენ. მადრიდში მეტროპოლიტენის მშენებლობა ორი წელი და სამი თვე მიმდინარეობდა.

მარკ სატონი

17 ოქტომბერი 2018, 19:14

მსოფლიო

ალპებში მონადირის მიერ შემთხვევით მოკლული კაცის დედა შვილის დაღუპვით კმაყოფილია

რამდენიმე დღის წინ 34 წლის ბრიტანელი სამთო ველოსიპედისტი საფრანგეთის ალპებში მონადირეს ემსხვერპლა. მას მონადირის ტყვია მაშინ მოხვდა, როდესაც შვეიცარიის საზღვართან ახლოს, ტყის მასივის გავლით მიდიოდა. დაღუპულის, მარკ სატონის დედამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამის გამო არ წუხს და იმედოვნებს, რომ მისი შვილი „ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება“.

17 ოქტომბერი 2018, 19:11

ვიდეო

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმე

სტეფან დე მისტურა

17 ოქტომბერი 2018, 19:09

მსოფლიო

სირიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი თანამდებობას ტოვებს

სირიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სტეფან დე მისტურა თანამდებობის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ მან ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავად განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დიპლომატის თქმით, ის ნოემბრის ბოლოს გადადგება და ამის მიზეზად პირად პრობლემებს ასახელებს.

ფეხბურთი

17 ოქტომბერი 2018, 18:57

სპორტი

Whoscored-მა შვიდი ქართველი ერთა ლიგის სიმბოლურში შეიყვანა

ცნობილმა სტატისტიკურმა ვებგვერდმა Whoscored-მა ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის პირველი ჯგუფის ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც 11-დან შვიდი მოთამაშე საქართველოს ეროვნული ნაკრებიდანაა. გამოცემის ცნობით, თითოეულ პოზიციაზე ნაჩვენებია კონკრეტულ ტურში საუკეთესო რეიტინგის მოთამაშე.

მიხეილ სააკაშვილი

17 ოქტომბერი 2018, 18:50

ტაბლოიდი

სააკაშვილი ახალ ბრალდებებს „არტისტულად“ გამოეხმაურა 😎

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მორიგ ვიდეომიმართვაში, რომელიც „ხუმრობის“ მცდელობით იწყება და მალევე პოლიტიკური ოპონენტების, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილის ბრაზიან ლანძღვაში გადადის, სააკაშვილს Balenciaga-ს წარწერიანი მაისური აცვია და ლაპარაკის დაწყებისთანავე, როგორც ეს პრიმიტიულ დეტექტიურ სიუჟეტებშია, სახეზე შავ სათვალეს ირგებს.

გადამფრენი ფრინველები

17 ოქტომბერი 2018, 18:43

საქართველო

2018 წლის იანვრიდან აგვისტომდე ფრინველებზე ნადირობის ნებართვა 27 400 პირმა აიღო

ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, „გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე“ მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 2018 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით - 274 385 ლარი გადაირიცხა. ნადირობის სეზონი ჯერ არ დასრულებულა.

აუდიოვიზუალური უფლებების მსოფლიო კონფერენცია

17 ოქტომბერი 2018, 18:26

კულტურა

თბილისში აუდიოვიზუალური უფლებების მსოფლიო კონფერენცია პირველად გაიმართა

შეკრებას 40-ზე მეტი ქვეყნის 80-მდე წარმომამდგენელი დაესწრო. ორდღიან ღინისძიებაზე დრამატულ, ლიტერატურულ და აუდიოვიზუალურ სფეროებში, საავტორო უფლებების კუთხით საქართველოში და მსოფლიოში არსებული მდგომარეობა განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

ბადრი პატარკაციშვილი
ინა გუდავაძე

17 ოქტომბერი 2018, 18:26

საქართველო

ბადრი პატარკაციშვილის საქმეს მისი მეუღლე და შვილები გამოეხმაურნენ

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძე და მათი შვილები საქართველოს პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას განცხადებით ეხმიანებიან.

მელანია ტრამპი

17 ოქტომბერი 2018, 18:22

მსოფლიო

თვითმფრინავი, რომელშიც მელანია ტრამპი იმყოფებოდა, სამხედრო ბაზაზე ავარიულად დაეშვა

თვითმფრინავი ენდრიუს სამხედრო ბაზაზე ავარიულად დაეშვა. გავრცელებული ცნობით, აფრენიდან 10 წუთში თვითმფრინავის სალონის წინა ნაწილში კვამლი წარმოიქმნა. მელანია ტრამპი ფილადელფიაში შეხვედრაზე მიემგზავრებოდა.

17 ოქტომბერი 2018, 18:21

ვიდეო

ეროვნული ერთობის წევრს ,გიორგი ჭელიძეს, 16 ადვოკატი დაიცავს

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა

17 ოქტომბერი 2018, 18:16

ეკონომიკა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით თურქეთმა უკვე 100 000 ტონა ტვირთი გადაზიდა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლის დაწყებიდან დღემდე 102 კონტეინერით 100 000 ტონა ტვირთი გადაიზიდა. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მეჰმეტ ჯაჰიტ თურხანმა თქვა.

ლიონელ მესი

17 ოქტომბერი 2018, 18:15

სპორტი

მესი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ლიონელ მესი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოკითხვაში სპორტული ჟურნალისტები, ლა ლიგის გუნდების კაპიტნები და მთავარი მწვრთნელები მონაწილეობდნენ. გასულ თვეში ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში „ბარსელონას“ არგენტინელმა ვარსკვლავმა სამი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა Motorola-სთან მემორანდუმი გააფორმა

17 ოქტომბერი 2018, 18:10

საქართველო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური Motorola-სგან აღჭურვილობას შეიძენს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და კომპანია Motorola-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში ციფრული რადიოკავშირის სისტემის განვითარება იგეგმება.

17 ოქტომბერი 2018, 18:10

ვიდეო

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, პრეზიდენტის წერილობითი ინიციატივა კანონს არ შეესაბამება

17 ოქტომბერი 2018, 18:08

ვიდეო

ქართული კომპანიები, ქუთაისის შემოვლითი გზის 41 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაში სავარაუდოდ, ვერ ჩაერთვებიან

პინგვინები

17 ოქტომბერი 2018, 18:00

მსოფლიო

ავსტრალიაში 60-მდე პინგვინი თავდასხმის მსხვერპლი გახდა

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ეს ძაღლების მიერ პინგვინებზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა. ადგილობრივი მთავრობის წარომადგენლები ძაღლის მეპატრონეებს მოუწოდებენ მათი ცხოველის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ. პოლიციის განმარტებით, უწყება მსგავს ფაქტებს სერიოზულობით ეკიდება.

17 ოქტომბერი 2018, 17:59

ვიდეო

დავით კიკვაძე: საკრედიტო პორტფელის შემცირებამ შესაძლოა 3-4%-ს გადააჭარბოს

მობაშარ ჯავედ აკბარი

17 ოქტომბერი 2018, 17:57

მსოფლიო

ინდოელი მინისტრი სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების გამო გადადგა

ინდოეთის სახემწიფო მინისტრმა საგარეო საქმეთა საკითხებში მობაშარ ჯავედ აკბარმა ქალების სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების შემდეგ თანამდებობა დატოვა. ის სექსუალურ შევიწროებაში, #MeToo კამპანიის ფარგლებში, 20-მა ქალმა ამხილა. აკბარი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ თანამდებობის დატოვება მისცემს შესაძლებლობას, სასამართლოს გზით იბრძოლოს ცრუ ბრალდებების გამავრცელებელთა წინააღმდეგ.