ნორვეგიაში ნარკომანებს ექსპერიმენტის ფარგლებში ჰეროინს უფასოდ დაურიგებენ
ფოტო: shutterstock.com
ექსპერიმენტის მიზანია ნარკომანების ცხოვრების ხარისხის ამაღლება. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს. საპილოტე პროგრამა 2020 წლიდან ამოქმედდება. ჯერ არ ხმაურდება, თუ რა პრიორიტეტით შეარჩევენ ექსპერიმენტში მონაწილეებს და რა რაოდენობის ჰეროინს დაურიგებენ მათ.
ექსპერიმენტის მომხრეები ამბობენ, რომ ნარკომანებისთვის უფასოდ ნარკოტიკის დარიგება სიკვდილიანობის რიცხვს შეამცირებს, რადგან ნარკომომხმარებლები აღარ გამოიყენებენ მძიმე ნარკოტიკებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ პროგრამა იმ ნარკომანებს დაეხმარება, რომლებიც ვერ ახერხებენ ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამაში ჩაერთონ.
2017 წელს ნორვეგიაში ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა, რასაც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი, თუმცა ხელისუფლებამ „მსუბუქი ნარკოტიკების“ მოხმარების დეკრიმინალიზაციაზეც მაინც უარი თქვა.
ნორვეგია ევროპაში ნარკოტიკების მიღების დიდი დოზირების გამო სიკვდილიანობით პირველ ადგილზეა. ჰეროინით თერაპიას კი უკვე იყენებენ შვეიცარიაში, დანიასა და ჰოლანდიაში.
ყველა სიახლე
12 ივნისი 2026, 10:23
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს - ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს.
12 ივნისი 2026, 10:21
საზოგადოება
გივი მიქანაძემ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
12 ივნისი 2026, 10:16
სპორტი
სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო
სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. თამაში მექსიკის ქალაქ საპოპანში გაიმართა.
12 ივნისი 2026, 10:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მეუფე თეოდორეს და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ღვაწლით საქართველო იბრუნებს აწყურის ღვთისმშობლის ტაძარს და აწყურის დიდებულ ციხეს იმ სახით, როგორითაც ისინი ჩვენს ქვეყანას საუკუნეები მოჰყვებოდნენ
აწყური საუკუნეების განმავლობაში სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერების ცენტრი იყო. სწორედ აქედან იწყება საქართველოს 2000 წლოვანი ავტოკეფალიური ეკლესიის ისტორია, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.
12 ივნისი 2026, 10:07
პოლიტიკა
ყირგიზეთის პრეზიდენტი: დღეს მიღწეული შეთანხმება კიდევ უფრო განამტკიცებს ყირგიზულ-ქართულ ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებას
მოლაპარაკებების შედეგად ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, დარწმუნებული ვარ, დღეს მიღწეული შეთანხმება კიდევ უფრო განამტკიცებს ყირგიზულ-ქართულ ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებას და წვლილს შეიტანს ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების კეთილდღეობაში, - განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
12 ივნისი 2026, 10:07
მსოფლიო
კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალ მინისტრად დენ ჯარვისი დანიშნა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დენ ჯარვისი დანიშნა. ინფორმაციას Sy News-ი ავრცელებს.
12 ივნისი 2026, 10:06
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორების დამონტაჟება იგეგმება
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ,,ბიზნესპარტნიორი“ გზების მოვლა-შენახვასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის მაგისტრალებსა და გზებზე იგეგმება სპეციალური სასწორების დამონტაჟება.
12 ივნისი 2026, 09:55
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: წელს დაახლოებით 30-მდე ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება და 70-მდე სკოლა რეაბილიტირდება
მიმდინარე წელს დაიწყება დაახლოებით 30 ახალი სკოლის მშენებლობა და 70-მდე სკოლის რეაბილიტაცია, ხოლო დაახლოებით 60 სკოლა დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“. მისი თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ უკვე ჩატარებულია შესაბამისი კონკურსები და მიმდინარეობს პროექტების მომზადება.
12 ივნისი 2026, 09:54
მსოფლიო
იტალიის მმართველმა კოალიციამ უკრაინის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ტექსტში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე არაფერია ნათქვამი
იტალიის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
12 ივნისი 2026, 09:50
პოლიტიკა
რევაზ სოხაძე: ჩვენი წარმატების მთავარი მაჩვენებელი ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიები იქნება
ჩვენი მიზანი მხოლოდ ხარისხიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ არის. ჩვენი წარმატების მთავარი ინდიკატორი იქნება ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიები, რომლებიც კონკურენტუნარიანები გახდებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში ,,ბიზნესპარტნიორი’’.
12 ივნისი 2026, 09:48
საზოგადოება
ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩვენთვის მთავარია მოხდეს პროცესების პრევენცია, რაც სახელმწიფოს გაცილებით იაფი დაუჯდება, ვიდრე შემდეგში შედეგების გამოსწორება
ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ ექსპერიმენტების ჩატარებას ბიუჯეტის ხარჯზე. გვაქვს კარგად გააზრებული და გათვლილი ის ნაბიჯები, რასაც ვდგამთ. გორი-არგვეთის 105 კილომეტრიანი მონაკვეთი პირველ რიგში აირჩა სირთულიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ეს არის ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძი და საინჟინრო კუთხით ყველაზე რთული მონაკვეთი, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ,,ბიზნესპარტნიორი’’.
12 ივნისი 2026, 09:42
პოლიტიკა
პრემიერი: ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, აღვნიშნეთ „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობა და ძალისხმევის გაძლიერების მიზანშეწონილობა დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით
მოხარულები ვართ, რომ ვიზიტის პარალელურად ბიშკეკში გაიმართა საქართველო-ყირგიზეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეორე სხდომა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
12 ივნისი 2026, 09:40
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: კომიკური ჯო უილსონის კანონპროექტის მომავალი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, ამიტომაც, საქართველო მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, მათ შორის „დიფ სთეითის“ მორიგი დარტყმისთვის, რასაც მომზადებულები და ინფორმირებულები უნდა შევხვდეთ
თუკი, საბოლოოდ, ჯო უილსონის კანონპროექტი ძალაში შევა, ცხადი გახდება, თუ რის გამო ითრევს ფეხს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია და რატომ არ ალაგებს ურთიერთობას საქართველოსთან, - წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი.
12 ივნისი 2026, 09:39
პოლიტიკა
სადირ ჟაპაროვი: მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში არის ისტორიული მოვლენა, განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო და დარგობრივი თანამშრომლობა, ასევე კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება
მინდა, გამოვხატო მადლიერება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ ჩემი მოწვევის მიღებისა და ყირგიზეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისთვის, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში არის ისტორიული მოვლენა, - განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
12 ივნისი 2026, 09:37
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი ჯო უილსონის მიერ წარდგენილ კანონპროექტზე: აშკარაა, რატომ კეთდება ამხელა აქცენტი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე - იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის და ეკონომიკური კეთილდღეობის ხარისხი არ გაიზარდოს, რამეთუ დაქცეული ქვეყნის მართვა უფრო მარტივია
ჯო უილსონი კომიკური ფიგურაა, ამას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობაც კარგად ხვდება, თუმცა არაფერია სასაცილო იმაში, რომ კონგრესში ჯო უილსონის გამოსვლა და ოპოზიციური ალიანსის, უფრო სწორად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ბრიფინგის შინაარსი და ქვეტექსტი ლამის ერთი-ერთში იმეორებს ერთმანეთს, - ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი წერს.
12 ივნისი 2026, 09:35
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: 6000 კილომეტრზე მეტი გზიდან ახალი სახელმწიფო შპს მხოლოდ 105-კილომეტრიანი მონაკვეთის მოვლა-შენახვას უზრუნველყოფს
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ,,ბიზნესპარტნიორი’’ ისაუბრა სამინისტროს ახალ ინიციატივაზე, რომელიც საფუძველს ქმნის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მართვისა და მოვლა-შენახვის ახალი სისტემის დანერგვისთვის და ამ მიზნით სახელმწიფო კომპანიის შექმნას ითვალისწინებს.
12 ივნისი 2026, 09:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს
არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
12 ივნისი 2026, 09:25
საზოგადოება
ComCom-მა თემებზე: „ინტერნეტი დასაქმებისთვის“ და „AI წიგნიერება“ საჩხერეში სემინარები ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში საჩხერის ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში 65 სტუდენტსა და 20-მდე მასწავლებელს ტრენინგები ჩაუტარა.
12 ივნისი 2026, 09:24
საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ისრაელის ელჩს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთის და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.
12 ივნისი 2026, 09:15
პოლიტიკა
ყირგიზეთის პრეზიდენტი: ყირგიზულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 34-წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩვენი ქართველი მეგობრების მხრიდან ასეთ მაღალ დონეზე
უპირველესყოვლისა, მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პატივცემული ირაკლი კობახიძის მიმართ მოწვევის მიღებისა და ყირგიზეთის რესუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის განხორციელებისთვის, - განაცხადა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.


