სუდანში ნავის ჩაძირვას, რომელსაც ბავშვები სკოლაში გადაჰყავდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა
სუდანი, ნავები ნილოსზე
ფოტო: youtube
სუდანში, ნილოსის შტატში ჩაიძირა ნავი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივები გადაჰყავდა. ამის შესახებ CBS News-ი წერს.
ცნობილია, რომ ნავში 40 ადამიანი იყო.
დაიღუპა 21 ადამიანი, - ბავშვები და ქალები.
ნავის ჩაძირვის მიზეზად მისი ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.
ყველა სიახლე
22 მაისი 2026, 19:03
პოლიტიკა
გიორგი ჯინჭარაძე: 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დამატებით 10%-ით იზრდება და ჯამში 50 მილიონ ლარზე მეტს მიაღწევს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშრებით იმსჯელეს. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა განაგრძობს დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვას და ამისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა იგეგმება.
22 მაისი 2026, 19:00
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის - ეს არის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო - დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ასრულებთ
დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა ერთგულება, პროფესიონალიზმი და თავდადება საქართველოს უსაფრთხოების, მშვიდობისა და სახელმწიფოებრიობის სამსახურში დგას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
22 მაისი 2026, 18:56
მსოფლიო
მარინ ლე პენი: ნატო რადიკალურ ისლამიზმთან ბრძოლაზე უნდა ფოკუსირდეს
„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ნატო რადიკალურ ისლამიზმთან ბრძოლაზე უნდა ფოკუსირდეს.
22 მაისი 2026, 18:56
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკის სამინისტრო, ტრადიციულად, უერთდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს და წარმოდგენილი იქნება ქვეყნის არაერთ ქალაქში სხვადასხვა თემატური აქტივობებით
26 მაისი მართლაც ამაღლებული დღეა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტრადიციულად, უერთდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს და წარმოდგენილი იქნება ქვეყნის არაერთ რეგიონსა თუ ქალაქში სხვადასხვა თემატური აქტივობებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.
22 მაისი 2026, 18:49
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი პეტერ ფიშერზე: უკვე მერამდენე ელჩს უშვებს საქართველოს ხელისუფლება პენსიაზე. ვუსურვებ მას კარგ პენსიას, არა დამსახურებულ დასვენებას და ველოდებით ახალ ელჩს
უკვე მერამდენე ელჩს უშვებს საქართველოს ხელისუფლება პენსიაზე, ვუსურვებ მას კარგ პენსიას, არა დამსახურებულ დასვენებას და ისევე, როგორც მთელი საქართველო, ელოდება ამერიკის სულ სხვა, ახალ ელჩს, ასევე ველოდებით გერმანიის ახალ ელჩს, - განაცხადა ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
22 მაისი 2026, 18:41
ეკონომიკა
ნათია თურნავამ კომერციულ ბანკებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ნათია თურნავას განცხადებით, საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრების ჩატარება ხელს უწყობს სებ-სა და ბანკებს შორის მჭიდრო კოორდინირებასა და არსებულ გამოწვევებზე სწრაფ რეაგირებას, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მომხმარებელზე.
22 მაისი 2026, 18:40
მსოფლიო
მარკ რუტე: ყოველთვის მიჩნდებოდა განცდა, რომ უცნაურია, როდესაც მსოფლიოს ესოდენ მდიდარი ნაწილი - ევროპა, შესაძლოა ყველაზე მდიდარიც კი - საჭიროებს მსოფლიოს სხვა ნაწილის მხარდაჭერას რუსებისგან თავის დასაცავად
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე მის გადაჭარბებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
22 მაისი 2026, 18:37
თავდაცვა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა
როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სამხედრო მოსამსახურეებისათვის ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ცხოვრების უმთავრესი მოწოდებაა, ამგვარი არჩევანის გაკეთება მხოლოდ მათ ძალუძთ, ვისთვისაც სამშობლოს ერთგულება და საერთო მომავლისათვის თავგანწირვა ცხოვრების ამოსავალი პრინციპია.
22 მაისი 2026, 18:34
ეკონომიკა
ინგა ფხალაძემ ვენაში ენერგეტიკული უსაფრთხოების დაფინანსების საკითხებზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
სესიაზე „ენერგოეფექტურობის დაფინანსება ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის“ ინგა ფხალაძემ ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი თქმით, ენერგოეფექტურობა ხელს უწყობს ენერგიის მოხმარების შემცირებას, ხარჯების ოპტიმიზაციას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას.
22 მაისი 2026, 18:31
მსოფლიო
Euronews: საპენსიო და საგადასახადო სისტემის რეფორმები ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის მთავარ სადავო საკითხად იქცა
Euronews-ისთვის ცნობილი გახდა, რომ საპენსიო და საგადასახადო სისტემის რეფორმები ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის მთავარ სადავო საკითხად იქცა იმ ტექნიკურ მოლაპარაკებებში, რომლებიც უნგრეთისთვის ევროკავშირის მილიარდობით ევროს ოდენობის დაფინანსების განბლოკვას ისახავს მიზნად.
22 მაისი 2026, 18:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ხოლო თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერსა თუ სერჟანტს ცხოვრებისა და საქმიანობის საუკეთესო პირობები და სათანადო დაფასება ჰქონდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა.
22 მაისი 2026, 18:17
საზოგადოება
ლევან დარსალია: 26 მაისს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ქუთაისში საინტერესო, მრავალფეროვანი და ტექნოლოგიური სტენდით იქნება წარმოდგენილი
26 მაისი არის დღე, რომელიც გვეამაყება და დღე, რომელიც გვაერთიანებს, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან დარსალია 26 მაისის მნიშვნელობასა და იმ აქტივობებზე საუბრობს, რომელსაც GITA წელს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონი წელს, 26 მაისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იქნება წარმოდგენილი.
22 მაისი 2026, 18:11
რეგიონი
ფოთის მერმა გაეროს სისტემისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ დღეს გაეროს სისტემისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს - სამი ქვეყნის ელჩს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები ფოთელ ახალგაზრდებთან, სადაც მდგრადი განვითარების მიზნებზე და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
22 მაისი 2026, 18:10
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს გარეშე შუა დერეფანს, როგორც ერთიან საერთაშორისო პროექტს, აზრი არ აქვს
„საქართველოს დღეს უკავია უნიკალური, უალტერნატივო ადგილი პატარა ჯაჭვის, მაგრამ აუცილებელი ჯაჭვის დიდ ღერძზე, რასაც ჰქვია აღმოსავლეთი და დასავლეთი. როდესაც დიდი ჩინეთი, შუა დერეფნის მთავარი არქიტექტორი, პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველო არის მისი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში, ამის არ აღიარება და არ დანახვა ბრიუსელიდან, ძალიან სასაცილოა“, აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
22 მაისი 2026, 18:07
რეგიონი
ქუთაისის მერიაში საქართველოში სომხეთის ელჩს უმასპინძლეს
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდნენ.
22 მაისი 2026, 17:59
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური პეტერ ფიშერზე: მან არა მარტო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას მიაყენა ჩრდილი, არამედ იმ წესებს, რომელიც არსებობს დიპლომატიაში, ხაზი გადაუსვა და თვითონ ჩადგა რადიკალების ფერხულში
მან არა მარტო ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობას მიაყენა ჩრდილი, არამედ მან იმ წესებს, რომელიც არსებობს დიპლომატიაში, ხაზი გადაუსვა და თვითონ ჩადგა რადიკალების ფერხულში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა პეტერ ფიშერზე საუბრისას.
22 მაისი 2026, 17:58
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური პრემიერის ღია წერილზე: ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ
ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
22 მაისი 2026, 17:55
სამართალი
საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მათი სახელით ყალბი მოკლე ტექსტური შეტყობინებები იგზავნება. უწყება მათ მოუწოდებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ შეასრულონ შეტყობინებაში მითითებული ინსტრუქცია
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მათი სახელით ყალბი მოკლე ტექსტური შეტყობინებები იგზავნება. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ შეასრულონ შეტყობინებაში მითითებული ინსტრუქცია.
22 მაისი 2026, 17:55
მსოფლიო
POLITICO: საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი საპრეზიდენტო კამპანიაში ერთვება
საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ ის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
22 მაისი 2026, 17:35
მსოფლიო
პეტერ მადიარი: პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო პლატფორმამ საკუთარი დავალება ვერ შეასრულა და უკრაინის მთლიანობა და სუვერენიტეტი ვერ დაიცვა. ხოლო ახლა ჩვენ სამშვიდობო შეთანხმება გვჭირდება, რომელსაც უსაფრთხოების რეალური გარანტიები ექნება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, 1994 წელს ბუდაპეშტში მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელსაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყო.


