imedi /  19 აგვისტო 2018, 08:37 / სანდო წყარო

გერმანიაში მერკელი-პუტინის შეხვედრა გაიმართა

ვლადიმერ პუტინი და ანგელა მერკელი

ვლადიმერ პუტინი და ანგელა მერკელი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ორმა ლიდერმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა უკრაინისა და სირიის კინფლიქტები, ირანის საკითხი და გაზსადენის პროექტი, რომელსაც აშშ ეწინააღმდეგება.

შეხვედრამდე მერკელმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყნის, განსაკუთრებით კი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, რუსეთის პასუხისმგებლობაა ამ პრობლემებთან ბრძოლა. მერკელმა ასევე თქვა, რომ აპირებდა პუტინთან წამოეჭრა ადამიანის უფლებების საკითხები და განეხილა ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც დაძაბულია რუსეთის მიერ 2014 წელს უკრაინის ყირიმის ანქესირების შემდეგ.

"ვთვლი, რომ კამათის საგნად ქცეული საკითხები მხოლოდ დიალოგით და დიალოგში უნდა იყოს განხილული", - განაცხადა მერკელმა. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს არ ჰქონდათ დამატებითი კითხვების დასმის საშუალება.

პუტინმა ევროპას მოუწოდა უფრო მეტი გააკეთოს ჰუმანიტარული დახმარებისთვის სირიაში, სადაც მოსკოვი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს უჭერს მხარს ოპოზიციის მეამბოხეებთან და ექსტრემისტულ ჯგუფებთან ბრძოლაში.

პუტინმა ასევე თქვა, რომ აპირებდა განეხილა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს და ირანს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთის ლიდერმა მნიშვნელოვანი უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამ ხელშეკრულებას მაისში გამოეთიშა.

შეხვედრამდე რუსეთის პრეზიდენტი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილში იყო. 

მერკელისა და პუტინის ბოლო შეხვედრა ქალაქ სოჭში 18 მაისს გაიმართა.

ყველა სიახლე

22 ივლისი 2026, 11:33

ეკონომიკა

„თბილისის ფინანსურ სამიტზე“ დასწრების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

წლევანდელი სამიტის მთავარი თემა იქნება „რეგიონული ეკონომიკური კორიდორების შექმნა პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 ივლისი 2026, 11:30

მსოფლიო

POLITICO: ორბანის წასვლამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესი გაართულა

ევროკავშირის ელჩები ოთხშაბათს კიდევ ერთხელ შეეცდებიან, საბოლოოდ შეათანხმონ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების პირველი პაკეტი მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

22 ივლისი 2026, 11:26

კულტურა

„კლინიკის“ ახალი სეზონის გადაღებები დაიწყო🎬

ABC-მ „კლინიკის“ ახალი სეზონის გადაღებები დაიწყო. ეს შოუს დაბრუნების მეორე, ხოლო ჯამში კი მე-11 სეზონი იქნება. მთავარ როლებს კვლავ ზაკ ბრაფი, დონალდ ფეიზონი და სარა ჩოკი უბრუნდებიან. მოსალოდნელია, რომ გაგრძელება მომავალ წელს გამოვა.

მაკა ბოჭორიშვილი

22 ივლისი 2026, 11:19

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის სინგაპურში გამართული შეხვედრები შეაფასა: ორივე ქვეყანას აქვს ინტერესი, რომ განვავითაროთ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს რეგიონებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან გამართული შეხვედრები შეაფასა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის შემდგომი განვითარებით, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

22 ივლისი 2026, 11:18

მსოფლიო

96 წლის ქალი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ასაკოვანი კულინარი ბლოგერი

ეილინი წარმოშობით იამაიკიდანაა და ხშირად ეროვნულ კერძებს ამზადებს. მის არხზე ბევრი სხვა კერძის რეცეპტიცაა. ქალის ასევე ცნობილი გახდა თავისი საფირმო იამაიკური გამოთქმით - Mi rahtid! („ღმერთო ჩემო!“).

22 ივლისი 2026, 11:15

სპორტი

„ოქროს ტბაზე“ საერთაშორისო წყალსათხილამურო ტურნირი გაიმართა

ფოთში, მალთაყვის „ოქროს ტბაზე“ საერთაშორისო წყალსათხილამურო ტურნირი გაიმართა. ორი დღის განმავლობაში სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამორჩეული სპორტსმენები ეჯიბრებოდნენ.

22 ივლისი 2026, 11:09

სამართალი

სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის საქალაქო სასამართლომ ბადრი შუბლაძე სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა

სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის საქალაქო სასამართლომ ბადრი შუბლაძე სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. ბადრი შუბლაძემ შეურაცხყოფა მიაყენა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს.

22 ივლისი 2026, 11:04

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროების უფროს სახელმწიფო მინისტრს, ტან კიატ ჰოუს შეხვდა

სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროების უფროს სახელმწიფო მინისტრს, ტან კიატ ჰოუს შეხვდა.

22 ივლისი 2026, 10:47

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს და ორი პირი დააკავეს, მათგან ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

22 ივლისი 2026, 10:47

სამართალი

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სგპ ,,სარფსა“ და ,,ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი დენთი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტისა და ,,ფოთის “ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.

ირაკლი კობახიძე
თარმან შანმუგარატნა

22 ივლისი 2026, 10:46

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პატივი მქონდა, შევხვედროდი სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა

„პატივი მქონდა, შევხვედროდი სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა. განვიხილეთ ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების, ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების, ტურიზმის განვითარებისა და საერთო ინტერესების სფეროებში ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები“, - აღნიშნავს პრემიერი.

22 ივლისი 2026, 10:45

რეგიონი

ზურაბ პატარაძე: საამაყოა, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები აჭარიდან დაიწყო

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური განვითარების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია და განსაკუთრებით საამაყოა, რომ აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი სწორედ აჭარიდან დაიწყო. იყალთოსა და გელათის აკადემიების ტრადიციებზე დაფუძნებული ქართული საგანმანათლებლო და სამეცნიერო მემკვიდრეობა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება და დიდი ივანე ჯავახიშვილის ჩანაფიქრით ბათუმში სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნა ქართულ მეცნიერებას დღემდე აძლიერებს. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო, გამოგვეხატა პატივისცემა მეცნიერების, მათი შრომისა და იმ განსაკუთრებული წვლილის მიმართ, რომელიც მათ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეაქვთ“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

22 ივლისი 2026, 10:44

სპორტი

AXIOS: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი აშშ-ში რეკორდულმა 62,8 მილიონმა მაყურებელმა ნახა

კვირას გამართულ FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს აშშ-ში 62,8 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალებისა და ფეხბურთის სატელევიზიო ტრანსლაციების ისტორიაში ამერიკაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

22 ივლისი 2026, 10:43

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

22 ივლისი 2026, 10:40

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრეზიდენტს თარმან შანმუგარატნამს შეხვდა.

22 ივლისი 2026, 10:40

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.

ირაკლი კობახიძე
ლოურენს ვონგი

22 ივლისი 2026, 10:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს

„საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას. შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებისა და ინოვაციების მიმართულებით აუთვისებელ პოტენციალზე და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე,"- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ენდი ბერნემი

22 ივლისი 2026, 10:32

მსოფლიო

Bloomberg: ბერნემმა ირანზე აშშ-ის დარტყმებისთვის ბრიტანული სამხედრო ბაზების გამოყენებას მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა უფლება მისცა აშშ-ს ირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის ბრიტანეთის სამხედრო ბაზები გამოიყენოს. ინფორმაციას Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

22 ივლისი 2026, 10:28

ტექნოლოგიები

გაერო: ადამიანთა 30%-ზე მეტისთვის ჯანსაღი კვება ძვირია

ორგანიზაციის ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2,69 მილიარდ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მრავალფეროვანი საკვები და ენერგიასა და საკვებ ნივთიერებებზე არსებული მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს. 2030 წლისთვის შიმშილის აღმოსაფხვრელად „უზარმაზარი“ სამუშაოს ჩატარება იქნება საჭირო.

22 ივლისი 2026, 10:13

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს შეხვდა.