პოროშენკო: უკრაინამ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირი უნდა გაწყვიტოს
პეტრო პოროშენკო
ფოტო: shutterstock.com
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. კიევში ამ თარიღის აღსანიშნავად მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 4 500 სამხედრო მოსამსახურემ და 250-მა ერთეულმა სამხედრო ტექნიკამ მიიღო. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
კიევში სამხედრო აღლუმზე პოროშენკომ თქვა, რომ მისმა ქვეყანამ რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირთან ყველა კავშირი გაწყვიტა. ამასთან, პოროშენკოს აზრით, უკრაინამ კავშირი უნდა გაწყვიტოს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთანაც, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდულ ომს "ლოცავს."
"ჩვენი თაობის მნიშვნელოვანი მიზანია ჩვენი დამოუკიდებლობა გახდეს შეუქცევადი, უკრაინა გადაიქცეს ძლიერ და დიად ქვეყნად, რუსეთის გავლენის ზონაში დაბრუნების შანსის გარეშე. ეკლესიის ავტონომია კი ისეთივე მნიშვნელობის საკითხია, როგორებიცაა ჩვენი არმიის გაძლიერება, ჩვენი ენის დაცვა და ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად,"- თქვა პოროშენკომ.
17 აპრილს, პეტრო პოროშენკომ მსოფლიო პატრიარქს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე წერილი უკვე გაუგზავნა, რასაც პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდებოდა.
19 აპრილს, უმაღლესი რადას დეპუტატებმა განკარგულების პროექტი მიიღეს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინიციატივას უჭერს მხარს.
თუ მსოფლიო პატრიარქი უკრაინის მიმართვას დააკმაყოფილებს, უკრაინის გაერთიანებული ავტოკეფალიური ეკლესია კვლავ დაექვემდებარება კონსტანტინოპოლის ეკლესიას, როგორც ეს იყო 998 წლიდან 1686 წლამდე. კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს 1686 წელს შეუერთდა.
ამ საკითხზე რუსეთის მიტროპოლიტმა და ილია მეორემაც ისაუბრეს.
ამჟამად უკრაინაში არსებობენ მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური უკრაინული ეკლესია და ორი არაღიარებული - კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია.
მსოფლიოში არსებობს 15 ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია: ალბანეთის, ალექსანდრიის, ამერიკის, ანტიოქიის, ბულგარეთის, საქართველოს, იერუსალიმის, კვიპროსის, კონსტანტინოპოლის, პოლონეთის, რუმინეთის, რუსეთის, სერბეთის, ჩეხეთის და ელადის (ბერძნული) ეკლესიები.
ყველა სიახლე
27 სექტემბერი 2026, 10:54
მსოფლიო
ტრამპი: მინდა, რომ ზელენსკიმ შეთანხმება დადოს პუტინთან, და მინდა, რომ პუტინიც მოელაპარაკოს მას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარების შესახებ შეთანხმება მალე დაიდება.
27 სექტემბერი 2026, 10:22
მსოფლიო
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის, სანქციებისა და სურსათის უსაფრთხოების შესახებ რეფერენდუმი იმართება
შვეიცარიაში საყოველთაო რეფერენდუმი იმართება, სადაც მოქალაქეები ორ ინიციატივასთან დაკავშირებით იღებენ გადაწყვეტილებას - ქვეყნის ნეიტრალიტეტსა და სურსათის უსაფრთხოებაზე.
27 სექტემბერი 2026, 10:15
საზოგადოება
დღეს მსოფლიო ტურიზმის დღეა
მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ულოცავს ყველას, ვინც ქართული სტუმართმოყვარეობის ამ განსაკუთრებულ ტრადიციას ქმნის და მსოფლიოს უზიარებს, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
27 სექტემბერი 2026, 10:13
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: G20-ის სამიტში ვლადიმირ პუტინის მონაწილეობა შესაძლოა გახდეს სერიოზული მოლაპარაკებების დასაწყისი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ G20-ის შეხვედრაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მონაწილეობა შესაძლოა გახდეს „სერიოზული მოლაპარაკებების“ დასაწყისი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დასასრულებლად.
27 სექტემბერი 2026, 10:11
რეგიონი
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
27 სექტემბერი 2026, 10:06
რეგიონი
დავით კოდუა: მჯერა, რომ შევძლებთ 27 სექტემბერი ვაქციოთ თარიღად, როდესაც ენგურის ორსავე ნაპირზე შერიგებასა და საერთო გამარჯვებას ვიზეიმებთ
ზუგდიდის მერი დავით კოდუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი ნადარაია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში იმყოფებოდნენ.
27 სექტემბერი 2026, 09:40
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: კუბა და ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, არ ვფიქრობ, რომ სამხედრო ძალების გამოყენება დაგვჭირდება
კუბა და ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ. არ ვფიქრობ, რომ სამხედრო ძალების გამოყენება დაგვჭირდება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
27 სექტემბერი 2026, 09:21
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
27 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
27 სექტემბერი 2026, 08:57
მსოფლიო
პარიზში რომის პაპის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რომის პაპ ლეო XIV-ის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. შეკრებილებს რომის პაპმა, მათ შორის, ფრანგულ ენაზე, მადლობა გადაუხადა სიმამაცისა და რწმენისთვის.
27 სექტემბერი 2026, 08:05
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა უარყო ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ირანულმა მხარემ ამერიკელებს ნიუ-იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებებისას გადასცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო ირანის უახლესი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ირანულმა მხარემ ამერიკელებს, ნიუ იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს გადასცა.
27 სექტემბერი 2026, 00:47
პოლიტიკა
სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა
სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა
27 სექტემბერი 2026, 00:41
პოლიტიკა
სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია
სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია
27 სექტემბერი 2026, 00:37
პოლიტიკა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
27 სექტემბერი 2026, 00:21
პოლიტიკა
სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
უწყების ადმინისტრაციულ შენობებთან ერთად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე.
27 სექტემბერი 2026, 00:18
პოლიტიკა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.
27 სექტემბერი 2026, 00:14
პოლიტიკა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
27 სექტემბერი 2026, 00:09
პოლიტიკა
სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
27 სექტემბერი 2026, 00:01
რეგიონი
სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა.
27 სექტემბერი 2026, 00:01
საზოგადოება
დღეს ჯვართამაღლებაა
დღესასწაული მე-4 საუკუნეში დაწესდა. ის ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება და მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. საეკლესიო გადმოცემით, 326 წელს წმინდა კონსტანტინემ და იმპერატორის დედამ, წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა კი ჯვარი ყველას თვალწინ აამაღლა.
26 სექტემბერი 2026, 22:45
ეკონომიკა
ირაკლი ქადაგიშვილი მევენახეებს: წავიდეთ ყველანი ერთად დადებითისკენ - სახელმწიფოს ეს სურვილი აქვს, ამის რესურსი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭიროა ერთობა. რთველი და მოსავალი არის ჩვენი მომავალი. ამ დარგში რომ გარკვეული ძვრებია უკეთესობისკენ, ესეც ფაქტია
წავიდეთ ყველანი ერთად დადებითისკენ - სახელმწიფოს ეს სურვილი აქვს, ამის რესურსი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, საჭიროა ერთობა. რთველი და მოსავალი არის ჩვენი მომავალი. ამ დარგში რომ გარკვეული ძვრებია უკეთესობისკენ, ესეც ფაქტია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“. „მოსახლეობამდე კიდევ უფრო მეტად უნდა მივიტანოთ ყველა ის მექანიზმი, რომელიც დღესაც ჩაშვებულია პრაქტიკაში - კოოპერაცია, მცირე მეწარმეების გაერთიანება, რომ თავისი ღვინო შექმნან. ეს ყველა კომპონენტი არსებობს, ძლიერდება და მოვალეა სახელმწიფო, რომ ეს კიდევ უფრო მეტად მიიტანოს თითოეულ მევენახემდე, მით უმეტეს, მცირე და საშუალო მევენახემდე. ამ შემთხვევაში იმ ადამიანების აზრიც, ვინც აზრის ფორმირებაში აქტიურია, მათი ჩართულობა და დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი კარგი მეურნის აზრი უცებ გადაება სოფელს მითუმეტეს


