imedi /  26 აგვისტო 2018, 08:16 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპმა მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა

ჯონ მაკკეინი და დონალდ ტრამპი

ჯონ მაკკეინი და დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკკეინი გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

თეთრი სახლის ლიდერმა მაკკეინის ოჯახს მიუსამძიმრა.


ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი დღეს გარდაიცვალა. ის 81 წლის იყო. 

24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელმა სენატორმა მკურნალობა შეწყვიტა. მას კიბო ჰქონდა.

ჯონ მაკკეინს ტვინის კიბოს დიაგნოზი გასული წლის ივლისის ბოოლოს დაუსვეს. 80 წლის პოლიტიკოსს ქირურგებმა მარცხენა თვალთან შედედებული სისხლი ამოუღეს. პროცედურის შემდეგ ქსოვილების ანალიზმა აჩვენა, რომ წარმონაქმნის პირველწყარო გლიობლასტომა იყო. 

როგორც წესი, გლიობლასტომას აღმოჩენის შემდეგ, პაციენტების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, მკურნალობის შემთხვევაშიც კი, დაახლოებით 14 თვეა.

6 მაისს მედიაში დაიწერა, რომ ჯონ მაკკეინს არ სურდა დონალდ ტრამპი მის დაკრძალვას დასწრებოდა.

ყველა სიახლე

23 ოქტომბერი 2019, 15:21

ძალოვნები

ზუგდიდში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.ერთმანეთს ურთიერთსაპირისპიროდ მიმავალი „ოპელისა“ და „ვოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად ოპელის ტიპის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

ეკა ბესელია

23 ოქტომბერი 2019, 14:58

საქართველო

ბესელიამ პაატა სილაგაძეს ჯალათი, სილაგაძემ კი ბესელიას სუბიექტური უწოდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს უსმენენ, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მოსამართლეობის კანდიდატმა დამოუკიდებელი დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვებს არ უპასუხა.

ტვიში

23 ოქტომბერი 2019, 14:55

ეკონომიკა

ტვიშელები კომპანია „როიალ ხვანჭკარას" მევენახეების მოტყუებაში ადანაშაულებენ

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში ადგილობრივებმა მორიგი აქცია გამართეს. მოსახლეობა ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებულ პრობლემას აპროტესტებს. მათი თქმით, კომპანია ,,როიალ ხვანჭკარამ" მევენახეები მოატყუა, რადგან 11 ტონა ყურძნის ჩაბარების მაგივრად, საბოლოოდ მხოლოდ ხუთი ტონა წაიღო.

გიორგი ქობულია

23 ოქტომბერი 2019, 14:36

საქართველო

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს რა შემთხვევაში დაუბრუნდება პოლიტიკას

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 27 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მიერ გამოთქმული მოსაზრებები არასწორია და უმეტეს შემთხვევაში, არ შეესაბამება სიმართლეს.

ზუგდიდი

23 ოქტომბერი 2019, 14:26

ძალოვნები

ზუგდიდში შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ 83 წლის იაშა არნანიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო. პროკურორ მაია ჯაბუას განცხადებით, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე აუცილებელია პატიმრობის გამოყენება.

რეფინანსირების განაკვეთი

23 ოქტომბერი 2019, 14:20

ეკონომიკა

სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე გაზრდა

მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას დროებით ფაქტორებთან ერთად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადმოცემა განაპირობებს. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან კი შემცირებას დაიწყებს.

ბრაზილიური ფილმების ფესტივალი

23 ოქტომბერი 2019, 14:15

კულტურა

თბილისში ბრაზილიური ფილმების ფესტივალი გაიმართება

ფესტივალი 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კინოს სახლის კინოდარბაზში (ძმები კაკაბაძეების ქ. N 2), დოკუმენტური დრამით „ნისი: სიგიჟის გული“ გაიხსნება. ფილმი ექიმ ნისი და სილვეირაზე, ბრაზილიელ ფსიქიატრზე მოგვითხრობს, რომელიც ელექტროშოკური თერაპიის ნაცვლად, პაციენტებს ხელოვნებით მკურნალობდა.

მასწავლებელი

23 ოქტომბერი 2019, 13:57

საქართველო

საჯარო სკოლების 30 000-მდე პედაგოგმა გაზრდილი ხელფასი მიიღო

პირველ ეტაპზე, 30 000-მდე უფროს, წამყვან და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელს, რომელსაც მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი აქვს, ანაზღაურება 150 ლარით უკვე გაეზარდა. არსებული მონაცემებით, 2019 წლის ზაფხულში 8 400-მდე მასწავლებელმა სტატუსი შეიცალა, მათ შორის 5 700-ზე მეტმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.

აფხაზეთი

23 ოქტომბერი 2019, 13:51

საქართველო

აფხაზეთში ბლოგერს Facebook-კომენტარის გამო სცემეს

სოცქსელში გავრცელებული ინფორმაცით, ბლოგერს ერთ-ერთი ქორწილის ვიდეოს ქვეშ დატოვებული კომენტარის გამო გაუსწორდნენ. კომენტარში ხვარცკიამ წითელ წიგნში შეტანილი ჯიხვებით საქორწინო სუფრის გაფორმება გააპროტესტა.

ფორსაჟი

23 ოქტომბერი 2019, 13:28

კულტურა

„ფორსაჟის“ მეცხრე ნაწილში Cardi B-ი ითამაშებს

„ფორსაჟის“ მეცხრე ნაწილში თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ მომღერალი Cardi B-ი ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა , ფილმის მთავარმა გმირმა, ვინ დიზელმა „ინსტაგრამის გვერდზე მომღერალთან ერთად ვიდეოც გაავრცელა, სადაც რეპერი გადაღების პროცესზე საუბრობს.

ვარსკვლავური ომები

23 ოქტომბერი 2019, 13:26

კულტურა

„ვარსკვლავური ომების“ მე-9 ნაწილი ყველაზე ხანგრძლივი ეპიზოდი იქნება

The Rise of Skywalker-ის ქრონომეტრაჟი 2 საათი და 30 წუთი იქნება. ახალ ნაწილში მთავარ როლებს ფილმში დეიზი რიდლი და ადამ დრაივერი ასრულებენ. სურათის რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსია. მსოფლიო პრემიერა 19 დეკემბერსაა დაგეგმილი. 22 ოქტომბერს „ვარსკვლავური ომების“ მე-9 ეპიზოდის საბოლოო ტრეილერი გამოაქვეყნა.

პაატა სილაგაძე

23 ოქტომბერი 2019, 13:18

საქართველო

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატის თქმით, უმეტესად „ბასტი-ბუბუს“ უყურებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს "ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ "თიბისი ბანკის" გამოძიებასთან დაკავშირებით ჰკითხა თუ რამდენად იცნობს ამ საქმეს, რაზეც სილაგაძემ უპასუხა, რომ ამ ფაქტის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო.

დოპინგი

23 ოქტომბერი 2019, 13:12

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დოპინგის გამოყენებისთვის სისხლის სამართლის სასჯელის დაწესებას მხარი დაუჭირა

კანონპროექტი, რომელსაც მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგორი როდჩენკოვის აქტი ეწოდება, სისხლის სამართლის სასჯელს ითვალისწინებს მათთვის, ვინც საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობებზე შედეგების გასაუმჯობესებლად აკრძალულ ნივთიერებებს ან მეთოდებს გამოიყენებს.

ამერიკა

23 ოქტომბერი 2019, 12:58

საქართველო

ზალკალიანი: ასეთი მხარდამჭერი აქტი საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის ისტორიაში უპრეცედენტოა

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, იმ ფონზე რომ აშშ-ის დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი მრავალი სერიოზული საკითხითაა დახუნძლულია, აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ასეთი მაღალი დონის დოკუმენტის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

ჰონგ-კონგი

23 ოქტომბერი 2019, 12:50

მსოფლიო

ჰონგ-კონგის მთავრობამ ექსტრადირების შესახებ კანონპროექტი გაიწვია

ჰონგ-კონგის მთავრობამ ექსტრადირების შესახებ ის სადავო კანონპროექტი გაიწვია, რომელმაც ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში საპროტესტო აქციები გამოიწვია. ამ კანონპროექტის თანახმად, დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა, რასაც დემონსტრანტები დაუშვებლად მიიჩნევდნენ.

23 ოქტომბერი 2019, 12:48

მსოფლიო

ინგლისში სატვირთო მანქანაში პოლიციამ 39 ადამიანის ცხედარი იპოვა

გვამები სატვირთო მანქანის სათავსოში იყო. პოლიციის განცხადებით, სატვირთოს მძღოლი დაკავებულია. სამართალდამცველები ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გამოიძახა. სატვირთო მანქანა უოთერგლეიდის ინდუსტრიულ პარკთან იპოვეს. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

დიმიტრი პესკოვი

23 ოქტომბერი 2019, 12:31

მსოფლიო

პესკოვი: ამერიკელებმა ქურთებს უღალატეს

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს 22 ოქტომბერს სოჭში შეხვდნენ. პუტინისა და ერდოღანის მოლაპარაკებები სოჭში ექვს საათს გაგრძელდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის იმ ნაწილში დარჩება, რომლის დაკავებაც სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მოასწრო.

ახმედ ბილალოვი

23 ოქტომბერი 2019, 12:28

მსოფლიო

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი აშშ-ში დააკავეს

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და „ჩრდილოეთ კავკასიის კურორტების“ დირექტორთა საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი ახმედ ბილალოვი შეერთებულ შტატებში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Miami Herald-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სამართალდამცველებმა ბილალოვი სანი-აილს-ბიჩზე საკუთარ სახლში აიყვანეს,

კახა კალაძე

23 ოქტომბერი 2019, 12:27

საქართველო

კალაძემ ბიზნესსექტორს საახალწლო და კულტურულ პროექტში ჩართულობისკენ მოუწოდა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თბილისის მერიის ინიციატივით დაგეგმილ საახალწლო თუ სხვა კულტურულ პროექტებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ქალაქის სასიკეთოდ აქტიური თანამშრომლობის მიზნით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია კახა კალაძემ მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას დაავალა.

ტაქსები

23 ოქტომბერი 2019, 12:19

საქართველო

ტაქსის მძღოლები, რომლებმაც მანქანა ნაწილობრივ გადაღებეს, დაჯარიმდებიან

მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ვიცემერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ თუ საჭიროება არსებობს, ტაქსების რეფორმის შესახებ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წესში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. კალაძის თქმით თბილისში უკვე 11 000-მდე A კატეგორიის ტაქსი მოძრაობს.