imedi /  27 აგვისტო 2018, 11:17 / სანდო წყარო

ტრამპი მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე არ დაპატიჟეს

დონალდ ტრამპი
ჯონ მაკკეინი

დონალდ ტრამპი
ჯონ მაკკეინი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე არ დაპატიჟეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი მაკკეინის ოჯახის ორ წევრზე დაყრდნობით წერს. 

თავად სენატორი ბოლო თვეების განმავლობაში ხშირად აკრიტიკებდა ტრამპს და თავად გამოთქვა სურვილი, რომ აშშ-ის ლიდერი მისი დაკრძალვის ცერემონიაზე არ მისულიყო. 

ამასთანავე, მაკკეინის დაკრძალვაზე მიწვეულნი არიან ყოფილი პრეზიდენტები: უმცროსი ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა, რომელიც 2008 წლის არჩევნების დროს მაკკეინის კონკურენტი იყო. 

81 წლის ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს გარდაიცვალა. ჯონ მაკკეინს ტვინის კიბოს დიაგნოზი გასული წლის ივლისის ბოლოს დაუსვეს.

ყველა სიახლე

ნიქ ქეივი

23 სექტემბერი 2019, 15:33

კულტურა

ნიქ ქეივი ახალ ალბომს გამოუშვებს

ავსტრალიელი მუსიკოსი ნიქ ქეივი ახალ ალბომს გამოუშვებს. ეს ინფორმაცია მუსიკოსის ლეიბლმა - „Nick Cave and the Bad Seeds“-მა დაადასტურა. ცნობილია, რომ ალბომის სახელწოდებაა - „მოჩვენება“ (Ghosteen) და ის ნიქ ქეივის თაყვანისმცემლებისთვის შემდეგი კვირიდან იქნება ხელმისაწვდომი. როგორც თავად მუსიკოსი ამბობს, ალბომის მეორე ნაწილი „მშობლებია“, ხოლო პირველი - „შვილები“.

სალომე დემურია

23 სექტემბერი 2019, 15:20

კულტურა

სალომე დემურია ყაზახეთის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობ ქალად დაასახელეს

ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ფილმში დემურიამ 37 წლის ექიმი ირინეს როლი შეასრულა. სიუჟეტის მიხედვით, ირინე ციხიდან გამოდის და ცდილობს, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. სურათის გადაღება იმერეთში, ქალაქ ჭიათურაში მიმდინარეობდა.

გარეული ცხოველები

23 სექტემბერი 2019, 15:17

ტაბლოიდი

გარეული ცხოველების ყველაზე სასაცილო და უხერხული ფოტოები გამოქვეყნდა

Comedy Wildlife Photography Awards-ის სასაცილო ფოტოებს შორის მოხვდნენ ლომის ბოკვერები, პატარა მაიმუნები, ჩიტები, მწერები და ველური ბუნების სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში უხერხულ, ზოგში კი სასაცილო მომენტებში არიან გადაღებულები.

ვენერა

23 სექტემბერი 2019, 15:16

ტექნოლოგიები

მეცნიერები: მილიარდი წლის წინ ვენერაზე სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები არსებობდა

NASA-ს გოდარდის სახელობის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ 1 მილიარდი წლის წინ ვენერაზე შესაძლოა სტაბილური კლიმატი, თხევადი წყალი და სიცოცხლისთვის აუცილებელი სხვა პირობები ყოფილიყო. ამის შესახებ გამოცემა Science Alert-ი წერს.

სალომე გოგინაშვილი

23 სექტემბერი 2019, 14:51

საქართველო

საბერძნეთში გაუჩინარებულ ქართველ გოგოს ეძებენ

სა­ბერ­ძნეთ­ში 32 წლის ქარ­თველ გო­გო­ს სა­ლო­მე გო­გი­ნაშ­ვილს ეძე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცია და­კარ­გუ­ლის დე­დამ ნონა კუპ­რაშ­ვილ­მა სოციალუ ქსელში გა­ავ­რცე­ლა. მშობლების ინფორმაციით, სალომე ბოლოს ატიკის მეტროსთან ახლოს იმყოფებოდა. როგორც ცნობილი გახდა, საქმეს ათენის პოლიცია იძიებს და საქართველოს საკონსულოც საქმის კურსშია.

მოკლული ქალი

23 სექტემბერი 2019, 14:41

ძალოვნები

თელავში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

რა გახდა დანაშაულის ჩადენის კონკრეტული მოტივი ჯერ უცნობია. ამ თემაზე არ საუბრობენ არც მოკლულის ნათესავები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა ჯერ არ კონკრეტდება რა მუხლით.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტო

23 სექტემბერი 2019, 14:38

მსოფლიო

რუსეთმა CIA-ს ინფორმატორი ძებნაში გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნაში გამოაცხადა კრემლის ყოფილი თანამშრომელი ოლეგ სმოლენკოვი, რომელიც სავარაუდოდ CIA-ს ინფორმატორი იყო. ამის შესახებ Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, უწყებამ სმოელნკოვი ჩერნოგორიაში შვებულების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნო.

ქართველი მოფარიკავეები

23 სექტემბერი 2019, 14:33

სპორტი

ქართველმა მოფარიკავეებმა საერთაშორისო ტურნირებზე ოქროს მედლები მოიპოვეს

ქართველმა მოფარიკავეებმა უზბეკეთსა და ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით იასპარეზეს. საქართველოს ნაკრებმა 3 სპორტსმენით იასპარეზა და სამივე მათგანმა ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ტაშკენტში უმაღლესი სინჯის მედალს მაია გუჩმაზოვა დაეუფლა.

ირმა ნადირაშვილი

23 სექტემბერი 2019, 14:30

საქართველო

ნადირაშვილი: ჩემი წყარო ახლობლის შეწყალებით თავადაც იყო დაინტერესებული

შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ დეპუტატი ირმა ნადირაშვილი გამოკითხა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა არ თქვა, საიდან იცის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას სავარაუდო დანაშაულის შესახებ, თუმცა გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია დეტალურად გააცნო.

14 წლის გოგო გარდაიცვალა

23 სექტემბერი 2019, 14:22

ძალოვნები

კორპუსიდან გადავარდნილი მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა

ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადავარდნილი 14 წლის გოგო გარდაიცვალა. ინფორმაციას Info Rustavi ავრცელებს. მოზარდი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ იყო გადაყვანილი, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მოტეხილობებით მოათავსეს.

საჭესთან მობილური

23 სექტემბერი 2019, 14:20

ტექნოლოგიები

ავსტრალიაში ტელეფონით მოსარგებლე მძღოლების გამოსავლენად ახალი ტექნოლოგია დაინერგა

ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატი საჭესთან მობილური ტელეფონით მოსარგებლე მძღოლების გამოსავლენად ახალ ტექნოლოგიას ნერგავს. გზებზე დამონტაჟდება ორი ვიდეოკამერისგან შემდგარი მოწყობილობა, რომელთაგან ერთი ავტომობილის სანომრე ნიშანზე, მეორე კი ავტომობილის წინა საქარე მინაზე იქნება მიმართული და მძღოლის ხელებს გადაიღებს.

სამეფო კარის თამაშები

23 სექტემბერი 2019, 14:18

კულტურა

რა ეცვათ Emmy-ის დაჯილდოებაზე. ფოტოები

განსაკუთრებით ყურადღება მიიქცია "სამეფო კარის თამაშების" მსახიობთა საზეიმო ჩაცმულობამ, ასევე ყურადღების ცენტრში მოექცა ბილი პორტერის მაღალპლატფორმიანი ფეხსაცმელი, ფარფლებიანი ქუდი და მაიკლ კორსის შარვალ-კოსტიუმი. მსახიობების გარკვეულმა ნაწილმა აქცენტი ოქროსფერსა და ვერცლისფერზე გააკეთა.

კვლევა

23 სექტემბერი 2019, 14:07

საქართველო

კვლევა: საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის მიმართ კვლავ დადებითად არიან განწყობილი

გამოკითხული მოქალაქეები ევროინტეგრაციის მიმართ კვლავ დადებითად და იმედიანად არიან განწყობილი; გამოკითხუკლი მოსახლეობის 53% სურვილს გამოთქვამს, მეტი ინფორმაცია მიიღოს ევროკავშირის შესახებ; გამოკითხულთა 71% ევროკავშირს ქვეყნისთვის სასურველ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორად მოიაზრებს და მიუხედავად სხვადასხვა გაცნობიერებული რისკისა, საქართველოს

ტანკერი Stena Impero

23 სექტემბერი 2019, 14:00

მსოფლიო

ირანმა ბრიტანული ტანკერის გასათავისუფლებად ლეგალური პროცედურები დაასრულა

ირანმა ბრიტანული ტანკერის Stena Impero-ს გასათავისუფლებლად საჭირო ლეგალური პროცედურები დაასრულა. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის მთავრობის პრესსპიკერ ალი რაბიეიზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია როდის დატოვებს ტანკერი ირანულ წყლებს.

დავით ნარმანია

23 სექტემბერი 2019, 13:50

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა სემეკ-ის თავმჯდომარედ ნარმანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა (10 არცერთის წინააღმდეგ). სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

მარწყვი

23 სექტემბერი 2019, 13:32

მსოფლიო

ავსტრალიაში მარწყვში ნემსები ისევ აღმოაჩინეს

„მარწყვების საქმიდან“ ერთი წლის შემდეგ ავსტრალიელებმა კენკრაში ნემსები კვლავ აღმოაჩინეს. ამის შესახებ ადგილობრივი The Age-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა შტატ ვიქტორიაში მოხდა. დაზარალებულმა ქალმა ნემსი ტორტის მოსამზადებლად ნაყიდ მარწყვში იპოვა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2019, 13:14

მსოფლიო

ზელენსკიმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონს მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მანამდე 10 სექტემბერს უკრაინის რადამ ზელენსკის მიერ მომზადებულ კანონპროექტს იმპიჩმენტის შესახებ მხარი დაუჭირა და ის დასამტკიცებლად პრეზიდენტს გადაუგზავნა.

 ცურვის ფესტივალი

23 სექტემბერი 2019, 13:11

სპორტი

საქართველოში პირველად ცურვის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა

თბილისის ზღვაზე, ისტორიაში პირველად „ცურვის საერთაშორისო ფესტივალი“ ჩატარდა. ოფიციალური გახსნის ცერემონიალის შემდეგ შეჯიბრებაში სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. პროფესიონალ, თუ მოყვარულ მოცურავეებს წარმატებული ასპარეზობისთვის 1850 მეტრიანი, 3 და 7 კმ-იანი დისტანციის გავლა მოუწიათ.

შეწყალება

23 სექტემბერი 2019, 13:04

საქართველო

დიმიტრი გაბუნია: ჩემი ინფორმაციით, შესაწყალებელთა სია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ შეადგინა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვარ და მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტში მოვედი, რომ საზოგადოებას განმარტებები მივაწოდო, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ პარლამენტში მისვლისას ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, დასამალი არაფერი აქვს.

საქართველოს ფოსტა

23 სექტემბერი 2019, 13:03

საქართველო

„საქართველოს ფოსტის“ სახელით ინტერნეტში ყალბი გათამაშების შესახებ ცნობა გავრცელდა

„საქართველოს ფოსტის“ განცხადებით, ინტერნეტსივრცეში მათი სახელით სხვადასხვა გათამაშების შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიზანიც თაღლითური გზით თანხის გამოძალვა და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანაა. ისინი მოუწოდებენ საზოგადოეაბს არ გადავიდნენ უცხო პირების ბმულებზე.