ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკში უნდა გავიდნენ და არა 63, როგორც საპენსიო რეფორმის პროექტი ითვალისწინებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
გარდა ამისა, პუტინს მიაჩნია, რომ მრავალშვილიანი დედები პენსიაზე ვადაზე ადრე უნდა გადიოდნენ. თუ ქალს სამი შვილი ჰყავს, ის პენსიაზე 3 წლით ადრე გავა, თუ ოთხი - ოთხი წლით ადრე, ხოლო თუ ხუთზე მეტი, ქალს პენსიაზე გასვლა 50 წლის ასაკში შეეძლება.
კაცების საპენსიო ასაკი კი 65 წელი იქნება.
20 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მას, ისევე როგორც უმრავლესობა მოსახლეობას, არ მოსწონს საპენსიო რეფორმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ შეიმუშავა და პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა წარადგინა.
9 სექტემბერს, კანონპროექტის მიღების დღეს, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი, რომლის ორგანიზატორი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნია, ის კი 28 აგვისტოს 30 დღით დააპატიმრეს.