აშშ პაკისტანს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის $300 მილიონს აღარ გამოუყოფს
ფოტო: shutterstock.com
ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, რომ 300 მილიონი დოლარი, რომლითაც პაკისტანს თავდაცვის სფეროს რეფორმირებასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა აღარ გამოუყოს. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც პენტაგონში განმარტეს, ამ თანხას ოფიციალური ვაშინგტონი უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტებისთვის გამოიყენებს.
მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პაკისტანი შტატების მოტყუებაში დაადანაშაულა. თეთრი სახლის ლიდერი თვლის, რომ ისლამაბადი წლების განმავლობაში ამერიკისგან მილიარდობით დოლარს იღებდა, თუმცა, ტერორისტულ დაჯგუფებებთან გამკლავება მაინც ვერ შეძლო.
ახლა ტრამპის ეს გადაწყვეტილება კონგრესმაც უნდა დაამტკიცოს. ჯერ კიდევ იანვარში გახდა ცნობილი, რომ აშშ რამდენიმე ქვეყნისთვის დაფინანსების შეწყვეტას გეგმავდა.
1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს დაფინანსება შეწყვიტა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის საბიუჯეტო განაცხადის თანახმად, ვაშინგტონისგან უსასყიდლოდ, გრანტების სახით, ყველაზე დიდ ფინანსურ დახმარებას იღებენ:
ისრაელი (3 მილიარდ 100 მილიონი დოლარი), ეგვიპტე (1 მილიარდ 380 მილიონი დოლარი), იორდანია (1 მილიარდი დოლარი), ავღანეთი (780 მლნ დოლარი), კენია (640 მლნ დოლარი), ტანზანია (540 მლნ დოლარი), უგანდა (440 მლნ დოლარი), ზამბია (430 მლნ დოლარი), ნიგერია (420 მლნ დოლარი), ერაყი (350 მლნ დოლარი), პაკისტანი (340 მლნ დოლარი).
ყველა სიახლე
13 ივლისი 2026, 09:11
მსოფლიო
ბანგკოკში, ბარში გაჩენილ ხანძარს ათობით ადამიანი ემსხვერპლა
ბანგკოკის კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის დეპარტამენტის წინასწარი გამოძიება ვარაუდობს, რომ ხანძარი, შესაძლოა, კონდიციონერში ელექტროენერგიის მოკლე ჩართვას გამოეწვია, თუმცა ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა. ხელისუფლებამ მომხდარის საფუძვლიანი გამოძიების პირობა დადო.
13 ივლისი 2026, 09:05
საზოგადოება
ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან იწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება
ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან იწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი. დღეს დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.
13 ივლისი 2026, 08:55
მსოფლიო
მეთიუ უიტაკერი: ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის განმეორების შემთხვევაში ამერიკა ირანს დამანგრეველი დარტყმით ემუქრება
ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის განმეორების შემთხვევაში ამერიკა ირანს დამანგრეველი დარტყმით ემუქრება, - განცხადება შეერთებული შტატების ელჩმა ნატოში მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ვაშინგტონმა იერიში 140 ირანულ ობიექტზე მიიტანა.
13 ივლისი 2026, 08:45
მსოფლიო
აშშ-მა ჰორმუზის სრუტესთან, კუნძულ ქეშმზე მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელა
შეერთებული შტატების საზღვაო ძალების საგემბანო ავიაციამ, სამხრეთ ირანში, ჰორმუზის სრუტესთან კუნძულ ქეშმზე მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელა.
13 ივლისი 2026, 08:35
რეგიონი
მუსიკალური ფესტივალის ემოციური დასასრული - „ოქსიგენის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, 25 წლის რუსთაველის, თორნიკე სიუკაევის ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა
რუსთავში ორდღიან მუსიკალურ ფესტივალს - „ოქსიგენ-ფესტი – 2026“-ს ემოციური დასასრული ჰქონდა. „ოქსიგენის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, 25 წლის რუსთაველი ახალგაზრდას, თორნიკე სიუკაევის ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა. ფესტივალის მთავარი სიურპრიზი, ჯგუფი „რეგიონის" სოლისტმა და „ოქსიგენის" დამფუძნებელმა ლაშა ნოზაძემ სცენიდან გააჟღერა.
13 ივლისი 2026, 08:24
რეგიონი
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება
სტიქიიდან მეორე დღეს თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ქვა-ღორღისგან გაიწმინდა კავკასიონის ქუჩა, სადაც გადაადგილება აქამდე შეუძლებელი იყო. ადიდებული თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება.
13 ივლისი 2026, 08:12
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: გაუტეხელმა რწმენამ ჩამოაყალიბა ის ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა
გაუტეხელმა რწმენამ ჩამოაყალიბა ის ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში. პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ფიტარეთის მონასტერს ეწვია. მისი განცხადებით, საქართველოს ისტორიას ის ადამიანებიც ქმნიდნენ, რომლებიც ტაძრებს აშენებდნენ, წიგნებს წერდნენ და ქვეყნის სულიერ და კულტურულ სახეს აყალიბებდნენ.
13 ივლისი 2026, 08:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
13 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 23:55
საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს - თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი, სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ხვალვე თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. „მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება", - ნათვქმია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
12 ივლისი 2026, 23:38
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე: ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა, გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან
ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან, არ გამხდარიყო პროქსი სახელმწიფო და არ გამხდარიყო კიდევ ერთი ცხელი წერტილი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირებების საჭადრაკო დაფაზე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბოლო პერიოდში ევროსტრუქტურების მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციებზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:35
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ეუთოს შიგნიდან
იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ამ ორგანიზაციას შიგნიდან, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთოზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:30
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშიც აცდენილია რეალობას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ანგარიშში ერთი წერია და ამ ასამბლეაზე სხვა რაღაცას წერენ. ამ შეუსაბამობაზე პასუხია, რომ საქართველო პატარა სახელმწიფოა, არ აქვს რაკეტები, არ აქვს ბომბები და ამიტომ უწევს ასეთ სიტუაციაში ყოფნა
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ისეც აცდენილია რეალობას, მაგრამ ანგარიშში ერთი წერია და ამ ასამბლეაზე სხვა რაღაცას წერენ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „მოსკოვის მექანიზმზე“ საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:26
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საქართველომ ნაცვლად იმისა, რომ გამხდარიყო ომების მონაწილე, თქვა, რომ ის არ აპირებს ამ ომებში ჩართვას - ამის შემხედვარე ამ ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი
გარე ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, რაღაც დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც - ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
12 ივლისი 2026, 23:24
ეკონომიკა
ლაშა აბაშიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება მრავალფუნქციური პორტი, როგორც საკონტეინერო, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის
ძალიან სწორი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა, - ასე აფასებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ე.წ. ლენდლორდის მოდელით აშენების შესახებ.
12 ივლისი 2026, 23:23
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ყველაზე საშიში, რაც მოხდა ამით, იყო ის, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება. საერთაშორისო სამართლის რღვევის პროცესში თავად ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი
ნამდვილად ბევრი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია ამ კონკრეტული ასამბლეისდან. ყველაზე საშიში რაც მოხდა ამით [რეზოლუციით], იყო ის, რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საქართველოს საკითხზე კრიტიკულ რეზოლუციაზე საუბრისას, რომელიც გასულ კვირაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო.
12 ივლისი 2026, 22:46
მსოფლიო
ანდრაშ ლასლო: ავტომწარმოებლები ამცირებენ სამუშაო ადგილებს, რიგ შემთხვევებში კი მთლიანად ხურავენ საწარმოებს - იმ საწარმოებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გერმანული და ზოგადად ევროპული წარმოების ხერხემალს წარმოადგენდნენ
ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასო „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპულ, მათ შორის გერმანულ ავტოწარმოებაში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.
12 ივლისი 2026, 22:35
მსოფლიო
გერმანული ეკონომიკის კრიზისი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
სტაგნაციის, ენერგეტიკული კრიზისისა და სამრეწველო-ფინანსური გამოწვევების გამო გერმანული ავტოგიგანტები ერთმანეთს მიყოლებით მძიმე გადაწყვეტილებებს იღებენ - „მერსედესი“ ხელფასებს ამცირებს, „ფოლკსვაგენი“ კი ათასობით თანამშრომელს ათავისუფლებს.
12 ივლისი 2026, 22:28
მსოფლიო
ტომაშ ფროელიხი: ამჟამად გერმანია ყველაზე მაღალ ფასს იხდის ენერგორესურსებისთვის, ეს კი გახლავთ პირდაპირი შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება ატარებს ევროკავშირის მხარდამხარ - ბევრი კომპანია გერმანულ ბაზარს ტოვებს, ყოველთვიურად 12 ათას სამუშაო ადგილს ვკარგავთ წარმოებაში
მოგიყვებით ერთ მაგალითს, ერთ დროს 17 ატომური ელექტროსადგური გვქონდა გერმანიაში და ყველა მათგანი დავხურეთ. ახლა კი ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ საფრანგეთიდან, რომელიც მას სწორედ ატომური ელექტროსადგურით აწარმოებს. ეს ხომ სრული სიგიჟეა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხმა გერმანული ეკონომიკის პრობლემებზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 22:25
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაკეთოთ შესაბამისი ინვესტიციები იმისთვის, რომ სრულად მოეწყოს საზღვაო ნავსადგურის ის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომ უკვე მზად დახვდება ინვესტორებს და სატერმინალო ოპერატორებს
ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, მოიცავს როგორც ნავსადგურის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რასაც რა თქმა უნდა სახელმწიფო აიღებს თავის თავზე, ხოლო შემდგომ დაახლოებით 400 მილიონი იქნება პროპორციულად გადანაწილებული იმ აქტორებზე, რომლებიც განახორციელებენ სატერმინალო ოპერირებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება.
12 ივლისი 2026, 22:20
პოლიტიკა
დებატების ეფექტი - ჯანსაღი დისკუსიის სატელევიზიო ოთხი თვე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ის, რომ დებატები და ჯანსაღი დისკუსია აუცილებელია, ეს ნათლად აჩვენა „იმედის“ ახალმა პროექტმა, რომელიც ახალი სეზონიდან კვლავ გაგრძელდება.


