imedi /  10 სექტემბერი 2018, 10:28 / სანდო წყარო

WSJ: ასადმა იდლიბზე დარტყმის დროს სამხედროებს ქლორის გამოყენების უფლება მისცა

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა, იდლიბზე იერიშის მისატანად ქლორის გამოყენების უფლება მისცა, - ამის შესახებ ამერიკელ ჩინოსნებზე დაყრდნობით The Wall Street Journal-ი წერს. 

"ეს აშშ-ის მხრიდან სირიაზე კიდევ ერთი საპასუხო დარტყმის ალბათობას ზრდის", - აღნიშნავს გაზეთი. ამერიკული დაზვერვის ბოლო ცნებით გაუგებარია, მისცა თუ არა ასადმა სამხედროებს საერთაშორისო კანონით აკრძალული გაზი ზარინის გამოყენების უფლება. 

როგორც გამოცემის წყარო აცხადებს, პენტაგონი სხვადასხვა სამხედრო ვარიანტებს განიხილავს, თუმცა ტრამპს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი  - დაარტყამს თუ არა აშშ რუსეთს ან ირანს, რომლებიც სირიაში ასადის რეჟიმს ეხმარებიან. 

7 სექტემბერს თეირანში სირიის საკითხზე რუსეთის, თურქეთისა და ირანის სამმხრივი სამიტი გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, სამი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის დროს კოორდინირებულად იმოქმედებენ.

შეთანხმების სხვა დეტალები უცნობია, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ იდლიბის დაბომბვას არ ემხრობა. თურქეთის პოზიცია სამხრივი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

21 ნოემბერი 2018, 13:46

საქართველო

მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი შესაძლოა გაუქმდეს

ასევე გაირკვა, რომ მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი, როგორც სქემის სავალდებულო შემადგენელი აღარ იარსებებს და ის მხოლოდ სარეკომენდაციო სახით დარჩება, ანუ მასწავლებელს, რომელსაც მისი შევსების სურვილი ექნება, შეავსებს კიდეც.

მარსის ზედაპირზე აღმოჩენილი ტბა

21 ნოემბერი 2018, 13:36

ტექნოლოგიები

NASA 2020 წელს მარსზე „ეზეროს ტბის“ შესასწავლად რობოტს გაგზავნის

NASA-ში მიიჩნევენ, რომ წითელ პლანეტაზე უძველესი ცხოვრების ნიშნები შეიძლება იმ კრატერის კლდეებში, რომლის სიგანეც 50 კილომეტრს აღწევს. თანამგზავრიდან მიღებული ტბის გამოსახულებები მიუთითებს იმაზე, რომ იქ მდინარეების განშტოებები იყო.

21 ნოემბერი 2018, 13:33

სპორტი

ტოჩინოშინმა ჩიოტაირიუ დაამარცხა

ტურნირის მე-11 დღეს ლევან გორგაძემ დასავლეთის მეოთხე ​​მაეგაშირა ჩიოტაირიუ დაამარცხა. ამ დროისთვის ქართველი სპორტსმენის ანგარიშზე 6 მოგება და 5 მარცხია.

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო მხარდაჭერას გაუზრდის

21 ნოემბერი 2018, 13:33

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო მხარდაჭერას გაუზრდის

ვიდრე უკრაინა რუსეთის აგრესიას ებრძვის, დიდი ბრიტანეთი სამხედრო მხარდაჭერას გაუზრდის უკრაინას. ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გეივინ უილიამსონმა გააკეთა.

21 ნოემბერი 2018, 13:21

ეკონომიკა

2007 წელს გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია გაუქმდა

"საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ამ დრომდე ჩატარებული შემოწმებების შედეგად დადგენილია, რომ უმრავლეს შემთხვევებში ლიცენზიანტების მხრიდან ადგილი აქვს ხე-ტყის უკანონოდ და უსისტემოდ მოპოვებას და კანონმდებლობის მოთხოვნების უხეშ დარღვევას,"- წერია განცხადებაში.

სალმან მუჰამედ ბინ სალმანი

21 ნოემბერი 2018, 13:21

მსოფლიო

სენატი ტრამპს ჰაშაღის მკვლელობის შესახებ პასუხებს სთხოვს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელმა და დემოკრატმა ლიდერებმა დონალდ ტრამპს საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის გამოძიების მეორედ ჩატარების შესახებ მოთხოვნა გაუგზავნეს.

21 ნოემბერი 2018, 13:19

საქართველო

ტექინსპექტირების პროცესის მონიტორინგი მკაცრდება

რეგლამენტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ყოველდღიურ რეჟიმში, ლაივკამერების საშუალებით ტექინსპექტირების პროცესზე შესაძლებელი იქნება თვალყურის დევნება.

გაზი

21 ნოემბერი 2018, 13:16

ეკონომიკა

თელავის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი გაზიფიცირებულია

პროექტის ფარგლებში მოეწყო 57 255 მეტრის გაზსადენი. ამ სამუშაების შედეგად , 1286 აბონენტს გაზიფიცირების ქსელში ჩართვის შესაძლებლობა აქვს. 2013 წლიდან დღემდე რეგიონის მასშტაბით 93 სოფლის 22 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება მიეცა.

ადამიანის უფლებები საუდის არაბეთი

21 ნოემბერი 2018, 13:14

მსოფლიო

Amnesty International: საუდის არაბეთის ციხეებში უფლებადამცველებს აწამებენ

საუდის არაბეთში ადამიანის უფლებების დამცველებს დაკითხვის დროს ან პატიმრობისას აწამებენ, - ამის შესახებ ორგანიზაცია Amnesty International-ს ახალ ანგარიშში წერია. ანგარიში ყოფილ პატიმრებთან ინტერვიუებს ეყრდნობა. „აქტივისტებს ხშირად აწამებენ ელექტროშოკით, გაშოლტვით და სექსუალურად ძალადობდნენ მათზე“.

21 ნოემბერი 2018, 13:03

ძალოვნები

სოფელ ზედა ვანში სახლის კედლის ჩამოშლას მსხვერპლი მოჰყვა

ვანის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამოშლას კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ზედა ვანში მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.

გამომძიებლების სტაჟირება გამომძიებლის გადამზადება

21 ნოემბერი 2018, 12:52

ძალოვნები

შსს-მ გამომძიებლების გადამზადება და სტაჟიორების მიღება დაიწყო

ძალოვანი უწყების სისტემური განახლების და რეფორმების ფარგლებში, ახალი გამომძიებლები მხოლოდ კონკურსის გზით შეირჩევიან. სამინისტროს 1200 მოქმედი გამომძიებელი გადამზადების სპეციალურ კურსს აკადემიაში გაივლის. გამომძიებლებს მოქმედი მოსამართლეები, პროკურორები და აკადემიის ტრენერები გადაამზადებენ.

მთავრობის ინიციატივით ქართული დიასპორისთვის ვებპორტალი შეიქმნება

21 ნოემბერი 2018, 12:51

საქართველო

მთავრობის ინიციატივით ქართული დიასპორისთვის ვებპორტალი შეიქმნება

დავით ზალკალიანი ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში საქართველოს სამთავრობო დელეგაციასა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. უცხოეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას მინისტრმა საკომუნიკაციო პლატფორმის და საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოების პრეზენტაცია გააცნო.

სოფელი დიღომი წყალარინების ქსელი

21 ნოემბერი 2018, 12:48

ეკონომიკა

სოფელ დიღომში წყალარინების ქსელის გაკეთება იწყება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისი წინასაარჩევნო დაპირება სრულდება და სოფელ დიღომში წყალარინების სისტემის მოწყობა იწყება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

21 ნოემბერი 2018, 12:42

მსოფლიო

კალიფორნიაში ტყის ხანძრის მსხვერპლთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 84-ს მიაღწია. 64 ცხედარი უკვე ამოცნობილია. ამასთან, 1202 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

არჩევნების გაყალბება ეკა გიგაური

21 ნოემბერი 2018, 12:39

ძალოვნები

ეკა გიგაური პროკურატურას ყალბი პირადობების დაბეჭდვაზე ინფორმატორს არ დაუსახელებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური არ აპირებს პროკურატურას მიაწოდოს იმ წყაროს შესახებ ინფორმაცია, რომელმაც არასათავრობო ორგანიზაციებს არჩევნების მეორე ტურისთვის ყალბი პირადობების დაბეჭდვის შესახებ განუცხადა.

ტელევიზიის მსოფლიო დღე

21 ნოემბერი 2018, 12:38

მსოფლიო

21 ნოემბერი ტელევიზიის მსოფლიო დღეა

21 ნოემბერს მსოფლიო ტელევიზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1996 წელს, მსოფლიო სატელევიზიო ფორუმზე მიიღო. სწორედ ამ ფორუმზე შესთავაზეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტელევიზიებს, უფრო თავისუფლად გაცვალონ პროგრამები - განსაკუთრებით გადაცემები განათლების, კულტურის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხებზე.

გრიგოლ რობაქიძის ჩაკლული სული

21 ნოემბერი 2018, 12:27

კულტურა

გერმანიაში გრიგოლ რობაქიძის „ჩაკლული სული“ გამოიცა

გრიგოლ რობაქიძემ „ჩაკლული სული“ 1932 წელს გერმანულად დაწერა და შემდგომ წელს გამოიცა გერმანიაში. ესაა პირველი ლიტერატურული ცდა „ბოლშევიკური კლიმატისა“ და სტალინიზმის ნამდვილი არსის წარმოსაჩენად – ავტორმა 30-იანი წლების დასაწყისშივე იწინასწარმეტყველა იმავე ათწლეულის სისხლიანი ტერორი და რეპრესიები.

კახა კალაძე

21 ნოემბერი 2018, 12:27

საქართველო

თბილისის მერიამ „ოლიმპიურ ვარსკვლავს“ შეჩერებული მშენებლობის დასრულების ნება დართო

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში 179 ობიექტის მშენებლობაა შეჩერებული, რის გამოც ბევრი ადამიანია დაზარალებული. კალაძის თქმით, მერია კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს.

კახა კალაძე

21 ნოემბერი 2018, 12:22

საქართველო

კალაძე: მთავრობა ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრაზე რამდენიმე თვეა მუშაობს

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, სანამ საქართველოს მთავრობა 600 000-ზე მეტი მოქალაქისთვის სესხების განულების შესახებ განაცხადებდა, ოპონენტებმა პოლიტიკური ქულების დაწერა გადაწყვიტეს.

მედიათეკა ვაკე სამუშაო საათები

21 ნოემბერი 2018, 12:19

საქართველო

მედიათეკის ვაკის ფილიალი 00:00 საათამდე იმუშავებს

მედიათეკის ვაკის ფილიალი მსურველებს შუაღამამდე მოემსახურება. განათლების ხელშეწყობის მიზნით, მედიათეკის სამუშაო საათები 00:00 საათამდე გახანგრძლივდება. ცვლილების მიუხედავად, მომხმარებლებისთვის სერვისის ფასი არ შეიცვლება - ისინი კლავაც ძველი ტარიფებით შეძლებენ მედიათეკის აბონემენტების შეძენას.