imedi /  14 სექტემბერი 2018, 12:29 / სანდო წყარო

რუსეთი აშშ-ს საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობაზე განმარტებას სთხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის თაობაზე. ამის შესახებ მარია ზახაროვამ ილაპარაკა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„სუვერენული სახელმწიფოები, ამ სახელმწიფოების მოსახლეობაზე, მოქალაქეებზე სიცოცხლისთვის საშიშ ექსპერიმენტებს და ცდებს არ უნდა ატარებდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ოფიციალურ განმარტებას მოსთხოვს იგორ გიორგაძის მიერ წარდგენილ ფაქტებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, სუვერენულმა სახელმწიფოებმა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა იმიტომ არ მოიპოვეს, რომ მათ მოსახლეობაზე უცხოელმა სამხედროებმა ბიოლოგიური ექსპერიმენტები ჩაატარონ. ზუსტად ეს ხდება“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისივე თქმით, რუსეთს ეს საკითხი აწუხებს, ვინაიდან ლაბორატორია რუსეთის ტერიტორიასთან მეზობელ ქვეყანაშია.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში ლუგარის ლაბორატორიაში აშშ-ს სამხედრო და კერძო კონტრაქტორები სავარაუდოდ, საიდუმლო ექსპერიმენტებს ატარებდნენ ადამიანებზე რუსეთში მყოფმა იგორ გიორგაძემ გაავრცელა. გიორგაძე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი 1993-1995 წლებში იყო.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.

ცენტრის მშენებლობა დაიწყო 2004 წელს, აშშ-საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულების და 2002 წელს აშშ თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, საფუძველზე.

ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის სტანდარტებით აღჭურვილი ცენტრის ამერიკელი და ქართველი სპეციალისტები ემსახურებიან ადამიანისა და ცხოველის დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების აღმოჩენას, ამოცნობასა და ეპიდემიებთან ბრძოლის ეფექტური გზების დასახვას. როგორც ქართულმა, ისე ამერიკულმა მხარეებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ცენტრი მხოლოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვას ემსახურება და მისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ პერიოდულად გავრცელებული ცნობები სრული სიცრუეა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

13 ნოემბერი 2018, 21:59

ძალოვნები

სერგო თეთრაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს

სერგო თეთრაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. დღეს კი მხარეებმა პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. ბაჩო ახალაიას და ნიკოლოზ ძიმცეიშვილის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებას საქმეში არცერთი მყარი მტკიცებულება არ გააჩნია.

ისრაელი

13 ნოემბერი 2018, 21:49

მსოფლიო

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 460 რაკეტა და ნაღმი გაისროლეს

13 ნოემბერს საღამოს „ჰამასის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეგვიპტის შუამავლობით ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ისრაელში ეს ოფიციალურად არ დაადასტურეს; მაღალი რანგის დიპლომატიური წყაროს ცნობით, ისრაელი „იტოვებს უფლებას იმოქმედოს“ ადგილზე მოვლენების განვითარების მიხედვით.

13 ნოემბერი 2018, 21:38

საქართველო

ევროპარლამენტის წარმომადგენელი: ყოფილი რუსი ელჩი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე კარგი არ იქნება

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა დაიწყო, რომელსაც ანგარიშის ავტორი ანდრეს მამიკინსი წარადგენს. ევროპარლამენტში ამ წუთებში დებატები მიმდინარეობს, რომლის დროსაც მოლდოვას წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საბჭოთა დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტად კარგი არ იქნება.

დონალდ ტრამპი

13 ნოემბერი 2018, 21:15

მსოფლიო

CNN-მა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი CNN-ის ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის გაუქმება გახდა. ლაპარაკია ჯიმ აკოსტაზე, რომლის უკმაყოფილებაც ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკამ და მიგრანტების ქარავანის მიმართ დამოკიდებულებამ გამოიწვია.

ანგელა მერკელი

13 ნოემბერი 2018, 20:38

მსოფლიო

მერკელმა ერთიანი ევროპული არმიის შექმნას დაუჭირა მხარი

ევროპარლამენტში გამოსვლისას მერკელმა ასევე ევროკომისიის ხელძღვანელის ჟან-კლოდ იუნკერის სიტყვები მოიყვანა, რომელმაც ჯერ კიდევ 4 წლის წინ თქვა, რომ ამ ტიპის არმიის არსებობა ევროპაში მშვიდობის გარანტი იქნება.

13 ნოემბერი 2018, 20:27

არჩევნები 2018

ევროპულმა საქართველომ არჩევანი საკუთარი აქტივისტების ნაცვლად სააკაშვილზე გააკეთა

მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი, „ევროპულ საქართველოში“ პარტიის რღვევა დაიწყო. თავად პარტიის ლიდერები არჩევანს არა საკუთარ აქტივისტებზე, არამედ, მაინც მიხეილ სააკაშვილზე აკეთებენ.

13 ნოემბერი 2018, 20:22

საქართველო

როგორ გამოიყურება ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებული დესტაბილიზაციის გეგმა

საქართველოში რევოლუციურ სცენარს მომავალი არ აქვს- ასე აჯამებს მმართველი პარტია ნაციონალური მოძრაობის აგრესიულ წინასაარჩევნო კამპანიას და დესტაბილიზაციის სურვილს. ქუჩაში ასი ათასი კაცის გამოყვანაზე საუბრობენ მიხეილ სააკაშვილი, მისი პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მათი რუსი პიარ-ტექნოლოგების ჯგუფის ხელმძღვანელიც.

13 ნოემბერი 2018, 20:06

მსოფლიო

კალიფორნიაში ხანძრის ჩაქრობაში პატიმრებიც მონაწილეობენ

პატიმრებს გაწეული სამუშაოსთვის საათში 1 დოლარს გადაუხდიან. ამგვარ ოპერაციებში პატიმრების გამოყენების პრაქტიკა აშშ-ში საკმაოდ გავრცელებულია. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ გზით აშშ-ის ბიუჯეტი წელიწადში 100 მილიონ დოლარს ზოგავს.

პენსიების ზრდა

13 ნოემბერი 2018, 19:48

ეკონომიკა

მაჭავარიანი: პენსია წინასაარჩევნოდ ან პარტიის ქეიფზე არ უნდა იზრდებოდეს

როგორც მინისტრმა თქვა, პენსიის ინდექსაციის წესი უნდა დამკვიდრდეს. მისი შეფასებით, პენსია წინასაარჩევნოდ, ან რომელიმე "პარტიის ქეიფზე არ უნდა ხდებოდეს". ასე უპასუხა მინისტრმა ოპოზიციონერ რომან გოცირიძის კრიტიკას იმის შესახებ, რომ პენსია გასულ წლებში არ გაიზარდა.

აბასთუმანი

13 ნოემბერი 2018, 19:35

ეკონომიკა

აბასთუმანში სასმელი წყლის რეაბილიტაცია იწყება

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" სისტემის რეაბილიტაციაზე ტენდერი სექტემბერში გამოაცხადა და მასში "ბილდინგ დეველოპერმა" გაიმარჯვა. ამ ეტაპზე კომპანიასთან ხელშეკრულებას ამზადებენ.

ანაკლიის პორტი

13 ნოემბერი 2018, 19:22

ეკონომიკა

ანაკლიის პორტმა როტერდამში ორ დიდ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ როტერდამში ორ მნიშვნელოვან ფორუმში მიიღო მონაწილეობა. „ Intermodal Europe 2018“ და „Transport and Logistics“ დიდი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ფოუმებია, სადაც მთავარი თემა აბრეშუმის გზის სამომავლო პერსპექტივებია.

ბრალდებული ქალი

13 ნოემბერი 2018, 19:18

საქართველო

ახალციხეში დედას, რომელსაც შვილების ცემაში ადანაშაულებენ, ბავშვები დაუბრუნეს

სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, ახალციხეში დედის მიერ ხუთი წლის შვილის ცემის გამო, მინდობით აღზრდაში გაყვანილი არასრულწლოვნები, საკუთარ სახლში დაბრუნდნენ.„სააგენტო ოჯახთან მუდმივ კონტაქტზეა, ამ ეტაპზე, მამა დაფიქსირებულია ბავშვების გამყვან პირად და კანონმდებლობის თანახმად, 10 დღის ვადით გაიყვანა არასრულწლოვნები“.

სახელმწიფო ბიუჯეტი

13 ნოემბერი 2018, 19:18

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანმა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განმარტა

ფინანსტა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები იმიტომ გვიანდება, რომ ხელისუფლება "ზედმეტად არის შეშინებული კორუფციული ბრალდებების გამო".

პატრიარქმა მეტეხის ხიდზე შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა

13 ნოემბერი 2018, 19:11

საქართველო

პატრიარქმა მეტეხის ხიდზე შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა

შევევედროთ უფალს, რომ ასი ათასი მოწამის ლოცვით მოგვივლინოს მშვიდობა და კეთილდღეობა, საქართველო გადარჩება.ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებული პარაკლისის მიმდინარეობისას აღნიშნა.

რაგბის გულშემატკივრები

13 ნოემბერი 2018, 19:08

სპორტი

მსოფლიო რაგბის ფედერაცია Twitter-ზე თბილისში გულშემატკივრების მიერ შესრულებულ ჰიმნს აქვეყნებს

„მსოფლიო რაგბის“ Twittter-ის ოფიციალურ გვერდზე ქართველი გულშემატკივრების მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნის ვიდეო გავრცელდა. „ნამდვილი ვნება! დაუჯერებელი სცენები თბილისიდან, სადაც ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა ეროვნული ჰიმნის სამღერად, გასულ კვირას იტალიის წინააღმდეგ გამართული მატჩის წინ“, – წერია ვიდეოს აღწერაში.

ბერა ივანიშვილის ქორწილი

13 ნოემბერი 2018, 19:03

საქართველო

ბერა ივანიშვილი: ეკლესიიდან არავინ გაუძევებიათ და არც ლოცვა აუკრძალავთ

როგორც ბერა ივანიშვილი წერს, ეკლესიიდან არავინ გაუძევებიათ და არც ლოცვა აუკრძალავთ, მისი თქმით, ეს ინფორმაცია "უტიფარი ტყუილია, რომელიც მის გამავრცელებელთა სინდისისთვის მიუნდვია".

მიშელ ობამა
ელისაბედ მეორე

13 ნოემბერი 2018, 18:49

ტაბლოიდი

მიშელ ობამა და ელისაბედ მეორე ერთმანეთს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დგომაში ეხმარებოდნენ

მონარქმა ობამას შეხებას წელზე ხელის მოხვევით უპასუხა და ისინი ერთად ახლოს დადგნენ. მიშელ ობამა თავის მემუარებში წერს, რომ დედოფალიც და თვითონაც მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა შეაწუხა. „ჩვენ უბრალოდ ჩვენივე ფეხსაცმლისგან დაღლილი ქალები ვიყავით“,- ამბობს ყოფილი პირველი ლედი.

ბაკურიანი

13 ნოემბერი 2018, 18:40

ეკონომიკა

მთავრობამ დაბა ბაკურიანის განაშენიანების გეგმა დაამტკიცა

დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა. დოკუმენტი ხელს უწყობს, რომ მთის კურორტისათვის საჭირო რეკრეაციული ინფრასტრუქტურა შეიქმნას. გეგმის მიხედვით, სარეკრეაციო ტერიტორიის ზონაში რვა მიწის ნაკვეთი მოხვდა, მათ შორისაა დაბა ბაკურიანისა და დიდველის მიმდებარე ტერიტორიები.

საქართველოს გენშტაბი

13 ნოემბერი 2018, 18:38

ძალოვნები

შეირაღებული ძალების გენერალური შტაბი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შეირაღებული ძალების სახელით გენშტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა.

13 ნოემბერი 2018, 18:31

ეკონომიკა

საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ფრენები თებერვლიდან დაიწყება

2019 წლის თებერვლიდან ინდოეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებას ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია Indigo გეგმავს. დელი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას ავიაკომპანია ყოველდღიურად, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით აპირებს.