imedi /  19 სექტემბერი 2018, 17:53 / სანდო წყარო

მედია: რუსეთ-თურქეთის შეთანხმებიდან ორ დღეში იდლიბში 7 ათასამდე სირიელი დაბრუნდა

სირია

სირია, იდლიბი

სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სირიაში, იდლიბის პროვინციაში 7 ათასამდე ადამიანი დაბრუნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 17 სექტემბერს რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები იდლიბში დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Dailysabah-ი წერს. 

სექტემბრის დასაწყისში იდლიბზე სირიისა და რუსეთის სამხედრო ძალებმა ინტენსიური საჰაერო თავდასხმა დაიწყეს. მაშინ გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორ კვირაში პროვინცია 38 ათასზე მეტმა სირიელმა დატოვა. მათმა უმეტესობამ თავი ჩრდილოეთ სირიის სოფელ ატმეში მდებარე ბანაკებს შეაფარა. 

ბოლო ორ დღეში, იდლიბში დაბრუნებულთა შორის არიან ისინი, ვინც პროვინცია დატოვა, თუმცა ქვეყანაში დარჩა და ისინიც, ვინც ბოლო დროს ევროპას აფარებდა თავს. 

„ევროპა მშვენიერია, მაგრამ იქ თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ციხეში ვიყავი. მართალია, იდლიბი განადგურებულია, მაგრამ მე აქ იმედს ვხედავ. როცა აქ ხარ, ყოველთვის ნერვიულობ და დაბომბვის მოლოდინში ცხოვრობ. მსოფლიოში არ არსებობს იარაღი, რომელიც იდლიბში არ გამოსცადეს. მე მთელი ცხოვრება აქ გავატარე, ამ ადგილთან უამრავი მოგონება მაკავშირებს. ახლა იდლიბში ჩემი მეზობლებიდან აღარავინაა. თითქოს, ომმა ჩვენი მოგონებებიც კი გაანადგურა. ვინც შეძლო, ქვეყანა დატოვა, ვინც საკუთარი სახლებიც ვეღარ აღადგინა, ბანაკებს შეაფარა თავი. მე ერთ-ერთი თავდასხმისას დავშავდი. ის, რაც აქ ხდებოდა, სრულ უიმედობაში, დეპრესიაში მაგდებდა. მინდოდა, ომს გავქცეოდი. როცა ვნახე, რომ ადამიანები ევროპაში მიდიოდნენ, გადავწყვიტე, მეც წავსულიყავი, - მეგონა, ამით ომს დავივიწყებდი. ევროპაში წასვლის შემდეგ შინაგან სიცარიელეს ვგრძნობდი, რაღაც მენატრებოდა, ჩემი სხეული ევროპაში, სული კი კვლავ სირიაში იყო“ - თქვა BBC-სთან საუბრისას 24 წლის მუაზმა, რომელიც სამშობლოში გერმანიიდან დაბრუნდა. 

იდლიბის პროვინცია სირიაში ბოლოა, რომელსაც სამთავრობო ჯარები ვერ აკონტროლებენ. აქ დეესკალაციის ზონა იყო შექმნილი, სადაც შეიარაღებულ ოპოზიციას ოჯახებით შეეძლო ევაკუაცია.

სირიის სახელისუფლებო ძალებმა რუსი სამხედროების მხარდაჭერით იდლიბის პროვინციაზე მორიგი ავიადარტყმები 9 სექტემბერს განახორციელეს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

თბილისი

11 დეკემბერი 2018, 12:43

საქართველო

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე ავტოფარეხის ადგილას ბავშვების გასართობი მოედანი მოეწყო

სამუშაოების ფარგლებში სკვერში კაუჩუკის საფარი დაიგო, დამონტაჟდა სხვადასხვა ატრაქციონი და განათების სისტემა. საფეხმავლო ბილიკები ფილებით მოპირკეთდა, გამწვანდა გარშემო ტერიტორია. ასევე ეზოში ასფალტის ახალი საფარი დაიგო.

აკაკი ზოიძე

11 დეკემბერი 2018, 12:42

საქართველო

აკაკი ზოიძე: სააკაშვილი მატროსოვის ციხეში მოხვდება

სააკაშვილი ტრადიციულად გვაოცებს თავისი დისკრიმინაციული, ქსენოფობიური სიძულვილის ენით, - ასე აფასებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „თოჯინად“ მოხსენიებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე.

ემანუელ მაკრონი

11 დეკემბერი 2018, 12:37

მსოფლიო

მაკრონის დაპირება საფრანგეთს შესაძლოა 10 მილიარდი ევრო დაუჯდეს

ფინანსური ზომები, რომელსაც პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „ყვითელი ჟილეტების“ მასობრივი პროტესტის საპასუხოდ დათანხმდა, საფრანგეთის ბიუჯეტს 8-დან 10 მილიარდამდე ევრო დაუჯდება.10 დეკემბერს მაკრონი მოსახლეობას 2019 წლიდან საარსებო მინიმუმის €100 მომატებასა და საგადასახადო შეღავათების ნაწილში დათმობაზე წასვლას დაჰპირდა.

ელექტროენერგია

11 დეკემბერი 2018, 12:34

საქართველო

წელსაც ელექტროენერგიის იმპორტის რეკორდულ მაჩვენებელს პროგნოზირებენ

G&T-ის ცნობით, ელექტროენერგიის წლიური საპროგნოზო ბალანსის განახლებული ვარიანტით, 2018 წელს ელექტროენერგიის იმპორტი წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდება, რაც 1.5 ტვტ.სთ-ია.

შემოქმედებითი საქართველო

11 დეკემბერი 2018, 12:27

კულტურა

თბილისში კონფერენცია „Showcase - საქართველო შემოქმედებით ევროპაში“ გაიხსნა

კონფერენციის ფარგლებში, შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარები პროგრამით დაინტერესებულ კულტურისა და აუდიოვიზუალური სექტორის პროფესიონალებს, ასევე, ორგანიზაციებს, ევროკავშირის პროგრამაში მონაწილეობის საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

საბავშვო ბაღები

11 დეკემბერი 2018, 12:22

ეკონომიკა

2019 წელს თბილისში ბაგა-ბაღების მასწავლებლებს ხელფასი ვერ გაეზრდებათ

თბილისის ბაგა-ბაღების მასწავლებლებს 2019 წელს ხელფასები ვერ გაეზრდებათ. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ბრიფინგზე განაცხადა.

ანზორ ჩუბინიძე

11 დეკემბერი 2018, 12:20

საქართველო

სალომე ზურაბიშვილის დაცვის რაოდენობა შემცირდება

„ამაზე საუბარი რთულია, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენს სამსახურში განსაზღვრულია სხვადასხვა დონის დაცვა. როცა საჭიროება არ არის, ხარისხს ვუკლებთ. ეს გამოიხატება რაოდენობასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ჩართულობაში”, – განაცხადა ჩუბინიძემ.

ლიზინგი

11 დეკემბერი 2018, 12:12

ეკონომიკა

ბიზნესომბუდსმენი პარლამენტს ლიზინგის სისტემის პრობლემებზე მიუთითებს

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს საქართველოს სალიზინგო კომპანიების ასოციაციამ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მიმართეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებასთან დაკავშირებით.

11 დეკემბერი 2018, 12:07

ტაბლოიდი

არაბთა გაერთიანებული საამიროებში პოლიციელები პატრულირებას აქლემებით დაიწყებენ

„ჩვენ ვცდილობთ აბუ-დაბის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ და განვაგრძობთ ყველა შესაძლო საშუალებების გამოყენებას, რათა გავაძლიერთ დაცულობის დონე“, - განაცხადა აბუ-დაბის პოლიციის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა მოჰამედ ხალფან ალ-რუმეიტთიმ.

თაბორის მთა

11 დეკემბერი 2018, 11:59

ეკონომიკა

თაბორის ქედზე გოლფის მოედნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით, თაბორის ქედზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მასშტაბური რეკრეაციული ზონის მოსაწყობად, რომლის ფარგლებშიც პირველი ფაზის, კერძოდ გოლფის მოედნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.

საგარეო უწყება

11 დეკემბერი 2018, 11:58

საქართველო

საგარეო უწყება: აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკსის კანდიდატურის დაბლოკვაზე ინფორმაცია ტყუილია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თითქოს საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკსის კანდიდატურას ბლოკავს.

ციცინო და ბიძინა ივანიშვილები

11 დეკემბერი 2018, 11:52

საქართველო

ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო ივანიშვილი 96 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია Imedinews-ს პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში დაუდასტურეს. ციცინო ივანიშვილი საჩხერეში ცხოვრობდა.

11 დეკემბერი 2018, 11:51

ტაბლოიდი

YouTube Rewind 2018 ყველაზე მეტი „დისლაიქით“ მეორე ადგილზეა

YouTube Rewind 2018 ვებგვერდზე 6 დეკემბერს გამოქვეყნდა და ამჟამად 8 მილიონზე მეტი „დისლაიქი“ აქვს. პირველ ადგილზე ჯასტინ ბიბერის სიმღერა Baby-ს კლიპია, რომელიც 2010 წელს გამოქვეყნდა და ის 9 მილიონ ადამიანს არ მოეწონა.

იუსტიციის სახლი

11 დეკემბერი 2018, 11:47

ძალოვნები

შსს-ში იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილე გამოკითხვაზე დაიბარეს

როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, გუშინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს გამოკითხვაზე დაბარებულები არიან აქციის ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზატორი დიმიტრი ლორთქიფანიძე, კონსტანტინე მორგოშია და გურამ ფალავანდიშვილი.

დაჯილდოება

11 დეკემბერი 2018, 11:39

ტექნოლოგიები

2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერები დაჯილდოვდნენ

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო, - წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის 2018 წლის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

განათლების სამინისტრო

11 დეკემბერი 2018, 11:35

საქართველო

განათლების სამინისტრო ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების გამო და მის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

თბილისის ბიუჯეტი

11 დეკემბერი 2018, 11:22

ეკონომიკა

კალაძე: თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ბოლო წლების საუკეთესო ფინანსური დოკუმენტია

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი უკვე საკრებულოშია. თბილისის მერი კახა კალაძე პროექტს ბოლო წლების სუკეთესო ფინანსურ დოკუმენტს უწოდებს. დოკუმენტის პირველადი ვარიანტი საკრებულომ შენიშვნებთან ერთად მერიას ნოემბერში გაუგზავნა.

დემნა გვასალია

11 დეკემბერი 2018, 11:19

კულტურა

დემნა გვასალიამ აქსესუარების საუკეთესო დიზაინერის პრიზი მიიღო

ლონდონში 2018 Fashion Awards-ის დაჯილდოება გაიმართა, რომელსაც უამრავი მოდელი და დიზაინერი დაესწრო. ცერემონიაზე წლის საუკეთესო ბრენდად Gucci დაასახელეს, წლის მოდელად კაია გერბერი, ხოლო აქსესუარების დიზაინერის პრიზი დემნა გვასალიას გადაეცა.

ჰეროინი

11 დეკემბერი 2018, 11:17

საქართველო

შსს-მ ნახევარ კილოზე მეტი ჰეროინი ამოიღო

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ჰეროინს შეიცავს.

სალომე ზურაბიშვილი

11 დეკემბერი 2018, 11:06

საქართველო

ზურაბიშვილის თქმით, მიწასთან დაკავშირებული კანონი სწრაფად უნდა მიიღონ

ახლადარჩეული პრეზიდენტი მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა ჯგუფის პროტესტს გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიწა არის განსაკუთრებული რესურსი და მასთან დაკავშირებით ორგანული კანონი, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მიიღონ.