აშშ მიესალმება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას
პეტრო პოროშენკო
ფოტო: shutterstock.com
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინის სწრაფვას, ჰქონდეს ავტოკეფალიური ეკლესია, რადგან აშშ-ს სჯერა რელიგიის თავისუფლების პრინციპის. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
ბრიუსელიდან სატელეფონო ბრიფინგის დროს ვოლკერი მიესალმა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ. ამერიკელი დიპლომატი გამოეხმაურა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებასაც, რომ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭება კატასტროფა იქნება და ძალადობას გამოიწვევს.
კურტ ვოლკერის განცხადებით, ტრაგედიაა როცა გყავს სასულიერო ლიდერები, რომლებიც ძალადობაზე ლაპარაკობენ. ვოლკერმა იმედი გამოთქვა, რომ პროტესტი და ძალადობრივი ქმედებები არ იქნება.
კიევის საპატრიარქო იმედოვნებს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტომოსს ნოემბერში გამოსცემს. როგორც უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში კიევის საპატრიარქოს პრესმდივანმა, ევსტრატი ზორიამ განაცხადა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის მორიგი სხდომა ნოემბრის ბოლოს გაიმართება და მასზე უკრაინამ შესაძლოა, ტომოსი მიიღოს.
„გვსურს, რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არ გადავდოთ ეს საკითხი დიდი ხნით, რადგან ტომოსი უნდა იყოს გამოცემული ნოემბრის მეორე ნახევარში, სინოდის სხდომაზე. ამ ერთი თვის განმავლობაში უკრაინაში უნდა შევასრულოთ ჩვენი „საშინაო სამუშაო“, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში შესრულებული ამოცანებით მივიდეთ და მივიღოთ აღნიშნული დოკუმენტი“, – განაცხადა ზორიამ.
11 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის პატრიარქ ფილარეტის მიმართ ანათემა გაუქმებულად, ხოლო 1686 წელს მოსკოვის მიერ კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა. კიევის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გადაცემის ოფიციალური პროცესი დაიწყო.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა.
ყველა სიახლე
14 ივნისი 2026, 15:34
საზოგადოება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა.
14 ივნისი 2026, 14:44
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატზე B, C და D ჯგუფების მატჩები გაიმართა
აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბრაზილიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მაროკოს ეროვნულ გუნდთან შეხვედრა 1-1 დაასრულა. აფრიკელები 21-ე წუთზე ისმაელ საიბარიმ დააწინაურა, 32-ე წუთზე კი წონასწორობა ვინისიუს ჟუნიორმა აღადგინა, რომელიც შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
14 ივნისი 2026, 14:41
მსოფლიო
ცნობილი ბრიტანელი აქტივისტი, ტომი რობინსონი დააკავეს
ცნობილი ბრიტანელი აქტივისტი ტომი რობინსონი ჰიტროუს აეროპორტში დააკავეს. ამის თაობაზე რობინსონი სოციალურ ქსელში წერს.
14 ივნისი 2026, 14:38
მსოფლიო
პარიზში პარტია „პატრიოტების“ ლიდერის, ფლორიან ფილიპოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლა მოითხოვეს
პარიზში პარტია „პატრიოტების“ ლიდერის, ფლორიან ფილიპოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლა მოითხოვეს და პრეზიდენტი მაკრონი ქვეყნის ეკონომიკის განადგურებაში დაადანაშაულეს.
14 ივნისი 2026, 14:32
მსოფლიო
ბულგარეთში ყოველწლიური მსვლელობა „მარში ოჯახისთვის“ გაიმართა
უკვე მეექვსედ, ბულგარეთში ყოველწლიური ტრადიციული მსვლელობა „მარში ოჯახისთვის“ გაიმართა. სოფიის ცენტრში შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა მიმართა, რომელმაც დედაქალაქში გამართულ „პრაიდ-მარშს“ პროტესტი გამოუცხადა და ტრადიციული ქორწინებისა და ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
14 ივნისი 2026, 14:25
მსოფლიო
Euronews-ი ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე წერს
კალასის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ზოგჯერ მისი პოზიცია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ კონსენსუსს სცილდება და პირად აზრს ეფუძნება. სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე დიპლომატმა უკვე აღიარა, რომ კალასის მიმართ უარყოფითი რეაქცია ბოლო კვირების განმავლობაში გაძლიერდა.
14 ივნისი 2026, 14:21
სპორტი
„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა
მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა. მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩაერთნენ.
14 ივნისი 2026, 14:21
მსოფლიო
ლიეტუვა, პოლონეთი და საფრანგეთი რუსეთის საზღვართან სამხედრო წვრთნას ჩაატარებენ
სწავლების მთავარი მიზანი ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარება და მოკავშირე ძალებს შორის მოქმედებების კოორდინაციაა.
14 ივნისი 2026, 14:13
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ზოგადად პროპაგანდისტული მედია იმით არის დაკავებული, რომ გამოგონილი ანდაც უკვე რეაგირებული ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩრდილის მისაყენებლად გამოიყენონ
„როგორც კი შეიტყობენ ამის შესახებ შესაბამისი უწყებები, მათი რეაგირება, რომ მყისიერია, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმას, რომ ამ საკითხით მანიპულირებს „ტვ პირველი“, ზოგადად პროპაგანდისტული მედია იმით არის დაკავებული, რომ გამოგონილი ანდაც უკვე რეაგირებული ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩრდილის მისაყენებლად გამოიყენონ, მოახდინონ სახელმწიფო უწყებების დისკრედიტირება, მაშინ როდესაც ამ ფაქტზე, როგორც მათთვის პირადა, ისევე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს სათანადო და მკაცრი რეაგირება ჰქონდა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
14 ივნისი 2026, 14:03
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მოხალისეობრივ გარბენზე: სახელმწიფომ დაიწყო ეს პროცესი, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი იყოს დაკავებული ჯანსაღი ცხოვრებით
სახელმწიფომ დაიწყო ეს პროცესი, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი იყოს დაკავებული ჯანსაღი ცხოვრებით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მასშტაბურ სტუდენტური პროექტზე - სტუდფესტზე საუბრისას.
14 ივნისი 2026, 14:02
მსოფლიო
რუმინეთის პრეზიდენტმა პრემიერობის ახალი კანდიდატი დაასახელა
„ეუდჟენ ტომაკმა დღეს დილით თავისი მანდატი უკან გაითხოვა, რის გამოც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ადრიან ვეშტიას კანდიდატურას წარვადგენ. ამ ეტაპზე აშკარაა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება სწორია“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
14 ივნისი 2026, 14:01
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა - ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ადამიანების პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა, რომლებიც სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ
პირადად ჩემთვის, გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მომენტი, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სიციალურ ქსელში.
14 ივნისი 2026, 13:43
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ქალაქ ხაშურში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დაზიანებები მიაყენა 2 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
14 ივნისი 2026, 13:23
საზოგადოება
სტუდფესტის ფარგლებში გარბენი გაიმართა, რომელშიც თბილისის მერიც მონაწილეობდა
მასშტაბური სტუდენტური პროექტის - სტუდფესტის ფარგლებში, დედაქალაქში გარბენი გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღო მონაწილეობა.
14 ივნისი 2026, 13:14
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი პირველად დააკავა
ტანკერი „სმირტოსი“ ლა-მანშის სრუტის გავლას ცდილობდა, მისი დაკავების ოპერაცია, რომელშიც სამხედრო-საზღვაო ძალები მონაწილეობდნენ, 6 საათს გრძელდებოდა. ტანკერი ინგლისის სამხრეთ სანაპიროსთან, ლა-მანშის სრუტეში, ღუზაზე საყრდენ სადგომზე გადაიყვანეს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, გემზე მონიტორინგი განხორციელდება ნებისმიერი ეკოლოგიური პრობლემისა თუ უსაფრთხოების რისკების გამოსავლენად.
14 ივნისი 2026, 13:06
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი მოხარულია, რომ დღეს „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მოხალისეობრივ გარბენს შეუერთდა
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, სტუდენტების, სპორტსმენების, სამთავრობო გუნდისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ერთობლივი მონაწილეობა ამ გარბენში მკაფიო გზავნილია იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა თითოეული მოქალაქის საერთო პასუხისმგებლობაა.
14 ივნისი 2026, 12:10
მსოფლიო
რომში მიგრაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მიტინგები გაიმართა
მემარჯვენეთა მარშმა რამდენიმე ათასი მონაწილე შეკრიბა. დემონსტრანტები მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებასა და უცხოელების დეპორტაციას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანი მუსოლინის ეპოქის ლოზუნგებსაც კი სკანდირებდა. ამის საპასუხოდ, მიგრანტების მხარდასაჭერად რომის სხვა რაიონში მემარცხენეებისა და პროფკავშირების მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ განაცხადეს.
14 ივნისი 2026, 11:52
საზოგადოება
ოპოზიციური მედიის მორიგი „ფეიკი”: რატომ გააყალბეს „ტაბულამ” და „ფორმულამ” მდინარაძის განცხადება და რა მიზნით შეცვალეს მის მიერ ნათქვამი სიტყვები, სიტყვით „ნებისმიერი” - რა თქვა სინამდვილეში მამუკა მდინარაძემ?
“ტაბულას” და “ფორმულას” მორიგი “ფეიკი”: ოპოზიციური მედია, ამჯერად ვიცე-პრემიერის და სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებას აყალბებს.
14 ივნისი 2026, 11:45
სპორტი
„სტუდენტური ფესტივალი 2026“-ის დასკვნითი სპორტული ღონისძიება დაიწყო - მარათონს საქართველოს პრეზიდენტი, თბილისის მერი და სპორტის მინისტრი შეუერთდნენ
თბილისში „სტუდენტური ფესტივალი 2026“-ის დასკვნითი სპორტული ღონისძიება მიმდინარეობს. გარბენი 11:00 საათზე ვაკის პარკიდან დაიწყო და მონაწილეები ფინიშის ხაზს თავისუფლების მოედანზე გადაკვეთენ.
14 ივნისი 2026, 11:32
საზოგადოება
ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ იტალიაში საკონცერტო ტურნეს მართავს
ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ იტალიაში საკონცერტო ტურნეს მართავს. ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებზე აჟღერდება.


