ტრამპმა ბომბებიანი ამანათების სერიაზე გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა
დონალდ ტრამპი
ფოტო: Facebook
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში სახიფათო ამანათების სერიულ დაგზავნასთან დაკავშირებით თეთრ სახლში ბრიფინგი გამართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, გამოძიების ფედერალური ბიუროს და საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ. პრეზიდენტის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება ფედერალურ დონეზე დაიწყო.
დონალდ ტრამპმა აშშ-ის მოსახლეობას ასეთ დროს ერთად დგომისკენ მოუწოდა.
დღეს უცნობმა პირებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები გააგზავნეს კლინტონების სახლში, CNN-ის ოფისში, ბარაკ ობამას ოფისში, თეთრ სახლსა და ნიუ-იორკის მერთან.
ყველა სიახლე
04 ივლისი 2026, 16:29
თავდაცვა
თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა კვირეული სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს, რომელიც მრავალფეროვანი სპორტული შეჯიბრებებით არის დატვირთული. სპორტულ ღონისძიებებს გორში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია მასპინძლობს.
04 ივლისი 2026, 16:10
მსოფლიო
The Telegraph: 100 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეფასებული იახტა, რომელიც პუტინთან არის დაკავშირებული, უკრაინულ დრონებს გაურბის
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებული სუპერიახტა სახელწოდებით Graceful, სავარაუდოდ, ევროპის წყლებს ტოვებს და რუსეთის ჩრდილოეთ პორტისკენ, მურმანსკისკენ მიემართება. ინფორმაციას The Telegraph-ი საზღვაო სადაზვერვო მონაცემებსა და სატელიტურ გამოსახულებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
04 ივლისი 2026, 15:15
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: უზბეკეთის მაღალი რანგის წარმომადგენლების ანაკლიაში ვიზიტი ცხადყოფს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღება, არამედ საკუთარი თვალით მიმდინარე სამუშაოებისა და არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება. რაც როგორც წესი, წინ უსწრებს აქტიურ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებს
უზბეკეთის ეკონომიკური ჯგუფისა და ტრანსპორტის სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლების ანაკლიაში ვიზიტი ცხადყოფს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღება, არამედ საკუთარი თვალით მიმდინარე სამუშაოებისა და არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება. რაც როგორც წესი, წინ უსწრებს აქტიურ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებს,- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების ანაკლიაში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.
04 ივლისი 2026, 15:09
პოლიტიკა
გია აბაშიძე: საქართველოსთვის უზბეკური ტვირთების მოზიდვა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობას არ გულისხმობს. საქმე ეხება იმის უზრუნველყოფას, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ტვირთზე მოთხოვნით სარგებლობდეს
უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენელთა ფოთსა და ანაკლიაში ერთგვარი ინპექტირება პრაქტიკული ნაბიჯებია საქართველოს გეოგრაფიის მდგრად ეკონომიკურ უპირატესობად გადაქცევისკენ ტრანზიტის უფრო მაღალი მოცულობით, ცენტრალური აზიის უფრო ძლიერი პარტნიორობით და პორტების/რკინიგზის დაჩქარებული განვითარებით. განსაკუთრებით დროული შუა დერეფანში მზარდი ტვირთბრუნვის ფონზე, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრების ანაკლიაში ვიზიტზე წერს.
04 ივლისი 2026, 14:55
მსოფლიო
უკრაინული მედია: მონაკოში უკრაინელი ოლიგარქის მკვლელობის მიზნით მოწყობილ აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე, 39 წლის ანასტასია ბერეზოვსკაიაა
მონაკოში უკრაინელი ოლიგარქის ვადიმ ერმოლაევის მკვლელობის მიზნით მოწყობილ აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე, 39 წლის ანასტასია ბერეზოვსკაიაა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
04 ივლისი 2026, 14:45
მსოფლიო
მედია: ნეთანიაჰუ და ტრამპი უახლოეს მომავალში ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდებიან
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უახლოეს მომავალში ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდებიან. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
04 ივლისი 2026, 14:44
კულტურა
სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა თეატრმა ახალი სპექტაკლი „მე არსად წავსულვარ“ წარადგინა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სპექტაკლი აფხაზეთის თემატიკას ეხმიანება და გადმოსცემს იმ თაობის სევდასა და განცდებს, რომელსაც აფხაზეთი არასდროს უნახავს, თუმცა ის მათი გენეტიკური მეხსიერების განუყოფელი ნაწილია. დადგმა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შერიგებისა და დაკარგული კავშირის აღდგენის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
04 ივლისი 2026, 14:33
მსოფლიო
რუსეთი დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტიკოვკის აღების შესახებ იუწყება, თუმცა უკრაინული მხარე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
რუსეთი დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტიკოვკის აღების შესახებ იუწყება, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი გავრცელებულ ინფორმაციას და ვიდეო მასალასაც მცდარს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ქალაქი უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება.
04 ივლისი 2026, 14:30
რეგიონი
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვირსხევში რობოკლუბი გაიხსნა
შიდა ქართლის სახელმწიფო აპარატის ინფორმაციით, რობოკლუბები ეტაპობრივად გაიხსნება როგორც ქალაქ გორში, ასევე მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სოფელში. პროექტის ფარგლებში მოზარდები შეისწავლიან LEGO რობოტექნიკას, პროგრამირების საფუძვლებსა და განივითარებენ თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობისთვის აუცილებელ პრაქტიკულ უნარებს.
04 ივლისი 2026, 14:13
რეგიონი
აჭარაში მემთეურებს უფასო სამედიცინო კვლევები უტარდებათ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთა ჩირუხში გამართულ სამედიცინო აქციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან, ომარ ტაკიძესთან და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, რუსუდან შავიშვილთან ერთად დაესწრო.
04 ივლისი 2026, 14:12
მსოფლიო
Euronews: დიდი ბრიტანეთის პრემიერობის კანდიდატი ენდი ბერნემი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს
დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი აცხადებს, რომ, თუ პრემიერის თანამდებობაზე კირ სტარმერს შეცვლის, ვადამდელ საყოველთაო არჩევნებს არ დანიშნავს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
04 ივლისი 2026, 13:43
სამართალი
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტ გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
04 ივლისი 2026, 13:40
მსოფლიო
Euronews: ირლანდია რუსეთში ალუმინის ექსპორტთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა
ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში საკუთარ როლს „პატიოსან შუამავლად“ ხედავს, თუმცა ქვეყანა რუსეთისთვის ალუმინის მიწოდებასთან დაკავშირებულ სკანდალს ვერ ასცდა. სტატიას ამ შინაარსით Euronews-ი ავრცელებს.
04 ივლისი 2026, 13:36
კულტურა
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა რიო-დე-ჟანეიროს ცეკვის სკოლას - Vidancar ესტუმრა და სასწავლო პროცესს გაეცნო
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ მჭედლიშვილთან და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსთან, ზურაბ ბაკურაძესთან ერთად რიო-დე-ჟანეიროს ცეკვის სკოლას - Vidancar ესტუმრა და სასწავლო პროცესს გაეცნო.
04 ივლისი 2026, 13:14
მსოფლიო
ირანმა საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გააფრთხილა, ჰორმუზის სრუტესთან სამხედრო ძალების განლაგებისგან თავი შეიკავონ
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ისლამური რესპუბლიკა.
04 ივლისი 2026, 12:42
რეგიონი
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ პატარაძემ ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრა გამართა
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, იბრაჰიმ ბურქაის შეხვდა.
04 ივლისი 2026, 12:31
მსოფლიო
ტრამპის აზრით, აშშ-ის მთავარ საფრთხეს კომუნიზმის აღზევება წარმოადგენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის 250-ე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კომუნიზმი აღზევებას განიცდის, რაც, მისი აზრით, ქვეყნის აყვავებას საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
04 ივლისი 2026, 12:05
მსოფლიო
Reuters: აშშ-ში ძლიერი სიცხის გამო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ათობით ღონისძიება გაუქმდა ან გადაიდო
აშშ-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ შტატებში ძლიერი სიცხის ტალღამ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ხელი შეუშალა. მაღალი ტემპერატურის გამო ქვეყნის მასშტაბით ათობით აღლუმი, კონცერტი და ფოიერვერკი გაუქმდა ან გადაიდო, წერს Reuters-ი.
04 ივლისი 2026, 12:01
რეგიონი
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
შეხვედრას მარმარას კავკასიის ქართული ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტი, ასევე იზნიქის, ინეგოლის, ორჰანგაზის, გემლიქის, ბურსას, ბალიქესირისა და გოლჯუქის ქართული საზოგადოებების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
04 ივლისი 2026, 11:58
კულტურა
„უღრანი ტყის ყაჩაღები" - მოზარდ მაყურებელთა თეატრში სეზონის ბოლო პრემიერა შედგა
„უღრანი ტყის ყაჩაღები" - ასე ჰქვია საბავშვო დადგმას, რომელიც რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა შექმნა. ზღაპრის ავტორმა სპექტაკლი ჯადოსნურ ამბავზე, ტყის თავგადასავლებზე, სიკეთესა და მეგობრობაზე თეატრისთვის ახალგაზრდა რეჟისორ გიორგი სულთანიშვილთან ერთად დადგა.


