ჩინეთში ავტობუსის ხიდიდან გადავარდნას მსხვერპლი მოჰყვა
ფოტო: shutterstock
სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, ქალაქ ჩუნცინში საზოგადოებრივი ავტობუსი მსუბუქ ავტომობილთან შეჯახების შემდეგ ხიდიდან, 60 მეტრის სიმაღლიდან მდინარეში გადავარდა. შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
როგორც ცნობილია, ავტოსაგზაო შემთხვევა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა გამოიწვია. ის 4-ხაზიან გზაზე მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილდებოდა.
ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანას შეეჯახა, რის შემდეგაც ხიდის მოაჯირი გაარღვია და წყალში გადავარდა.
ავტობუსი წყალში დაახლოებით 50 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა.
ჯერჯერობით არაა ზუსტი ინფორმაცია ცნობილი, რამდენი ადამიანი მგზავრობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ყველა სიახლე
07 ივნისი 2026, 17:25
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღის და ბოღმის ნთხევის გარეშე. ყველას ჰგონია, რომ არის სუპერვარსკვლავი, რომ თვითონ უნდა იყოს მუდმივად ლიდერი და ყველა დანარჩენი მას უნდა შესციცინებდეს თვალებში
ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღის და ბოღმის ნთხევის გარეშე. ყველას ჰგონია, რომ არის სუპერვარსკვლავი, ყველას ჰგონია, რომ თვითონ უნდა იყოს მუდმივად ლიდერი და ყველა დანარჩენი მას უნდა შესციცინებდეს თვალებში, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე საუბრისას.
07 ივნისი 2026, 17:23
მსოფლიო
ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა ჯეი დი ვენსი ქვეყანაში სტუდენტის მკვლელობასთან დაკავშირებული კომენტარის გამო გააკრიტიკა
„გუშინ ვესაუბრე ვიცე-პრეზიდენტ ვენსს და რამდენიმე ასპექტს გავუსვი ხაზი. პირველ რიგში აღვნიშნე, რომ ჩვენი დემოკრატია კარგად მუშაობს, გამოძიება ტარდება. მეორე - არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მომხდარს მასობრივ მიგრაციასთან რაიმე კავშირი აქვს. ამიტომაც ვუთხარი ბატონ ვენსს, რომ ის ცდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთში მკვლელობის ფაქტები შემცირებულია“, - აღნიშნა ლემიმ.
07 ივნისი 2026, 17:11
კულტურა
ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 13 - 21 ივნისს იტალიაში საკონცერტო ტურნეს გამართავს
ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 13 - 21 ივნისს იტალიაში საკონცერტო ტურნეს გამართავს. ქართული მრავალხმიანობა და ტრადიციული გალობა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებზე აჟღერდება. ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.
07 ივნისი 2026, 16:59
მსოფლიო
სომხეთში ამომრჩევლის მოსყიდვის სქემაში მონაწილეობისთვის 5 ადამიანი დააკავეს
ქვეყნის ანტიკორუფციული კომიტეტის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩატარებულმა ერთობლივმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება კომისიის წევრების შერჩევისას.
07 ივნისი 2026, 15:59
სამართალი
შსს: საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონში პატრულირებისას შენიშნეს დანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც იქვე მყოფი პირისთვის ჭრილობები ჰქონდა მიყენებული - მან ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს ჭრილობები მიაყენა, პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცი მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
07 ივნისი 2026, 15:31
მსოფლიო
რომის პაპის მესაზე მადრიდში მილიონ ადამიანზე მეტი შეიკრიბა
ქადაგებისას პაპმა შეკრებილებს მოუწოდა, გამოეხატათ თავიანთი რწმენა სხვების დახმარებით და აღნიშნა, რომ ღმერთი „საკუთარ თავს აიგივებს ღარიბებთან, ჩაგრულებთან, მათთან, ვინც მარტო და მიტოვებულია“. მისივე თქმით, მათ რელიგიას უნდა შეხედონ არა როგორც „წარსულის მუზეუმს, რომელსაც მხოლოდ სტუმრობენ, არამედ როგორც რწმენის სკოლას, საიდანაც დღესაც კი უნდა მიიღონ ცოდნა“.
07 ივნისი 2026, 15:25
მსოფლიო
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 14:00 საათისთვის 33,84% შეადგინა
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე, 14:00 საათის მონაცემებით, ხმა 847 226 ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33,84%-ს შეადგენს.
07 ივნისი 2026, 15:11
მსოფლიო
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნებზე სავარაუდო დარღვევების ბრალდებით 6 დაკავებულის შესახებ განაცხადა
უწყების ცნობით, დაფიქსირდა სავარაუდო განმეორებითი ხმის მიცემის 6 და კენჭისყრის ფარულობის შესაძლო დარღვევის 5 შემთხვევა. შეგროვებული მასალები გადაეგზავნა წინასწარი გამოძიების ორგანოებს.
07 ივნისი 2026, 14:53
სპორტი
თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის „ტენერიფეს დაუპირისპირდება🏀
საკალათბურთო კლუბი „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა „მურსია“ 100-76 დაამარცხეს და სერიაში 2-1 გაიმარჯვეს. 34 წლის ქართველმა კალათბურთელმა 24 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
07 ივნისი 2026, 14:53
მსოფლიო
კოსოვოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
კოსოვოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
07 ივნისი 2026, 14:50
მსოფლიო
ჩინეთი ტაივანის აღმოსავლეთით სპეციალურ საზღვაო ოპერაციას ატარებს
ჩინეთი ტაივანის აღმოსავლეთით სპეციალურ საზღვაო ოპერაციას ატარებს. ოპერატიული მანევრები მას შემდეგ დაიწყო, რაც იაპონიამ და ფილიპინებმა ტაივანის აღმოსავლეთით მდებარე საზღვაო საზღვრების დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება გამოაცხადეს. პეკინი ამას ჩინეთის ტერიტორიული სუვერენიტეტის, ასევე მისი საზღვაო უფლებებისა და ინტერესების დარღვევად მიიჩნევს.
07 ივნისი 2026, 14:49
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანელები ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებებს აიათოლა იღებს. ყველასთან შეხვედრის სურვილი მაქვს და რაღაც ეტაპზე, ალბათ მასაც შევხვდები
„ვერ ვიტყოდი, რომ გაბრაზებული ვიყავი. ცოტა გამაღიზიანა იმან, რომ მუდმივად ებრძვის ლიბანს. მე ვუთხარი: „ბიბი, ეს უნდა შეწყდეს“, მაგრამ ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს. ის ომში მყოფი ქვეყნის პრემიერია, მე ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი. კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ირანელები ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებებს აიათოლა იღებს. ასე ხდება დიდი ხანია, ჯერ მამამისი იღებდა, ახლა თვითონ იღებს, როგორც მემკვიდრე, მაგრამ ჩვენ კარგად მივდივართ. რაც შეეხება მასთან შეხვედრას, ამაზე არ მიფიქრია. ვისურვებდი მასთან შეხვედრას. ყველასთან შეხვედრის სურვილი მაქვს და რაღაც ეტაპზე, ალბათ მასაც შევხვდები“, - განაცხადა ტრამპმა.
07 ივნისი 2026, 14:43
საზოგადოება
სტამბოლში გამართულ ფორუმზე „ნულოვანი ნარჩენი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საქართველოს მდგრადი აგროსასურსათო სისტემების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა
თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში გამართულ ფორუმში „ნულოვანი ნარჩენი“ სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე დელეგაციის 1600 წარმომადგენელი, მათ შორის, პოლიტიკის შემმუშავებლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურები, კერძო სექტორი, აკადემიური წრეები და სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობდა.
07 ივნისი 2026, 14:41
კულტურა
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავით ონიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მკვლევრისა და მთარგმნელის, დავით ონიაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. მისი ვინაობა კარგად არის ცნობილი ინგლისში, თუმცა სამშობლოში მისი აღმოჩენა ახლა ხდება. ის არის ერთ-ერთი ხელმომწერი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. საბჭოთა კავშირის დროს ის რეპრესირებული იყო.
07 ივნისი 2026, 14:37
საზოგადოება
მთაწმინდის პარკი ყველის ფესტივალს მასპინძლობს
მთაწმინდის პარკი ტრადიციად ქცეულ ყველის ფესტივალს მასპინძლობს. წარმოდგენილია ყველის არაერთი სახეობა როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე ევროპიდან. გაიმართება სულგუნის, ღომისა და ელარჯის მომზადების მასტერკლასები.
07 ივნისი 2026, 14:36
მსოფლიო
ლიეტუვაში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ კოალიციური მთავრობიდან პარტია „ნემანის განთიადი“ გარიცხა და ახალი მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება
„ნემანის განთიადის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე გასული წლის დეკემბერში ვილნიუსის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ებრაელების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებაში, რაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებს უკავშირდებოდა.
07 ივნისი 2026, 14:34
საზოგადოება
შიო მესამე: დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის
უწმინდესმა და უნეტარესმა, საკვირაო წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. მან მრევლს ყოველთა წმინდანთა ხსენება მიულოცა, რომელიც სულთმოფენობის მომდევნო კვირას აღინიშნება. ამის შემდეგ მართლმადიდებლებისთვის პეტრეპავლობის მარხვა იწყება
07 ივნისი 2026, 14:32
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ოპოზიციას არანაირი უნარი არ გააჩნია, რაიმე სოლიდური შექმნას. ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს
„ოპოზიციას არანაირი უნარი არ გააჩნია, რაიმე სოლიდური შექმნას. უსუსურობა და უნიათობა, საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების შეუძლებლობა არის ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს, იშვერენ თითს, ისმის ლანძღვა-გინება. საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ შემიძლია გავუსვა ხაზი იმას, რომ ეს არის ძალიან კარგი ჩვენი საზოგადოებისთვის, რამეთუ საბოლოოდ დარწმუნდნენ იმაში, რომ წარმოუდგენელია დაბრუნდეს მეხუთე კოლონა და მოხდეს კოლექტიური ნაცმოძრაობის რევანში. ამბიციები კი დიდი აქვთ, მაგრამ ამ ამბიციებს არანაირი პრაქტიკული საფუძველი არ გააჩნია“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.
07 ივნისი 2026, 14:29
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალური ოპოზიცია მილევად რეჟიმშია და ეს დაპირისპირებები უკვე წესად იქცა
რადიკალური ოპოზიცია მილევად რეჟიმშია, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
07 ივნისი 2026, 14:25
მსოფლიო
ოპოზიციის ლიდერებმა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს
სომხეთის ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმები დააფიქსირეს. საარჩევნო უბნების დატოვების შემდეგ ისინი ჟურნალისტებს გაესაუბრნენ.


