ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
ჟაირ ბოლსონარუ და ფერნანდო ჰადადი
ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ქვეყნის ლიდერის თანამდებობის დასაკავებლად ორი კანდიდატი იბრძვის, - ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჟაირ ბოლსონარუ და მემარცხენე ფერნანდო ჰადადი „მშრომელთა პარტიიდან“. ამის შესახებ BBC წერს.
გარდა ქვეყნის პირველი პირისა, ბრაზილიელები 27 შტატში გუბერნატორებსაც ირჩევენ. ბრაზილიაში 147,3 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. საარჩევნო უბნები ბრაზილიაში ადგილობრივი დროით 8:00 საათზე გაიხსნა. ამომრჩევლებს არჩევანის დაფიქსირების საშუალება 17:00 საათამდე (თბლისის დროით 00:00) აქვთ. არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადება 19:00 საათზე (თბლისის დროით 02:00) არის დაგეგმილი.
ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც 7 ოქტომბერს, პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმათა 51%-ის მიღება.
პირველი ტური ჟაირ ბოლსონარუმ მოიგო 46%-ით, ხოლო მეორე ადგილზე მემარცხენე „მშრომელთა პარტიის“ კანდიდატი ფერნანდუ ჰადადი იყო, რომელსაც ამომრჩეველთა 29%-მა დაუჭირა მხარი.
ულტრამემარჯვენე ბოლსონარუს მედია „ბრაზილიელ ტრამპს“ უწოდებს. ის ცნობილია თავისი მკაცრი და ხშირად არაპოლიტკორექტული განცხადებებით ქალებისა და ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ. მისი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება კრიმინალთან ხისტი ბრძოლაა. ის ასევე სიკვდილით დასჯის აღდგენის მომხრეა.
ფერნანდუ ჰადადმა განაცხადა, რომ ბრაზილიაში დემოკრატია საფრთხეშია და ბრაზილიელებს მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ბრაზილიის გეოგრაფიისა და სტატისტიკის ინსტიტუტის (IBGE) მონაცემებით, ბრაზილიაში 50 მილიონზე მეტი ადამიანი, ანუ მოსახლეობის თითქმის 25% სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. ოჯახების საშუალო თვიური შემოსავალი 387 ბრაზილიური რეალია (დაახლოებით 250 ლარი).
ყველა სიახლე
09 მარტი 2026, 12:36
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: 9 მარტიდან 9 აპრილამდე დიდი დრო გავიდა და ქართველმა ხალხმა ოცნების ახდენა მხოლოდ ეროვნული კონსოლიდაციის შედეგად შეძლო, არა ერთი ადამიანის სახელის დასაცავად, არამედ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება 9 მარტის ტრაგიკული მოვლენებიდან 70 წლის გასვლას. ჩიბურდანიძე წერს, რომ „დედაენის“ პარკში მომიტინგეები ხშირად ახსენებდნენ სიტყვას „ქეთო“, რაც იშიფრება „ქართველი ერის თავისუფლების ორგანიზაციად“.
09 მარტი 2026, 12:32
რეგიონი
სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
09 მარტი 2026, 12:27
პოლიტიკა
ცოტნე კობერიძე „ნაცმოძრაობის“ გაერთიანებაზე: რასაც ვუყურებ, 2016 წელია, ჩემთვის ეს ახალი არ არის, იგივეა - დაახლოებით ისეთი, როგორიც „წინააღმდეგობის ფრონტი“ იყო და ბევრი სახელი მავიწყდება ხოლმე, 6 თვეში ერთხელ რომ „რესტარტდება“
იყო რვა, გახდა ცხრა, როგორც ვხდები, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ცოტნე კობერიძემ, "ნაციონალური მოძრაობის"გაერთიანება, „ტვ პირველის“ ეთერში.
09 მარტი 2026, 12:25
საზოგადოება
იაპონიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას „Red Bridge” წარუძღვება
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით და მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროში დასაქმებული კომერციული პირებისთვის გაიმართება, მოეწყობა იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ტურები საქართველოში. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
09 მარტი 2026, 12:12
მსოფლიო
Axios: ირანის საწვავის საწყობებზე დარტყმებმა აშშ-სა და ისრაელს შორის უთანხმოება გამოიწვია
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ში შეშფოთებულნი არიან, რომ ინფრასტრუქტურაზე ისრაელის დარტყმებმა შესაძლოა ირანული საზოგადოება რეჟიმის გარშემო გააერთიანოს და ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვიოს. „პრეზიდენტს არ მოსწონს ეს შეტევა. მას სურს ნავთობის დაზოგვა და არა მისი დაწვა. ეს ხალხს ბენზინზე მაღალ ფასებს ახსენებს“, - განაცხადა ტრამპის მრჩეველმა.
09 მარტი 2026, 12:08
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველო თანდათან ხდება ქვეყანა, რომლის გარეშეც რეგიონის მსხვილი გეოეკონომიკური პროექტები ან არასრულია, ან ნაკლებად კონკურენტუნარიანი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში მიმოიხილავს საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ როლს
09 მარტი 2026, 12:00
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ, ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში, ამ მხრივ არავის და არაფერს ერიდება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში, ამ მხრივ არავის და არაფერს ერიდება,-უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის დასმულ კითხვას იმ კამპანიის შესახებ, რომ თითქოს გივი თარგამაძეს სუს-ი ვერ პოულობდა.
09 მარტი 2026, 11:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე: ვხედავთ ქართველ ყორღანაშვილებს, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ უცხო ძალებთან იმისთვის, რომ შექმნან საბაბები საქართველოზე საინფორმაციო, პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმებისთვის
ვხედავთ ჩვენ ქართველ ყორღანაშვილებს, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ უცხო ძალებთან იმისთვის, რომ შექმნან საბაბები საქართველოზე საინფორმაციო, პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმებისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.
09 მარტი 2026, 11:54
მსოფლიო
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი წყვილი ოჯახად ქვეყნის ისტორიაში პირველად აღიარა
დესნიანსკის რაიონული სასამართლოს ვერდიქტის თანახმად, ზორიან კისი 2024 წლის ივნისიდან ისრაელში უკრაინის საელჩოს პირველ მდივნად დაინიშნა. მას ისრაელში თავის პარტნიორთან, თიმურ ლევჩუკთან, როგორც ოჯახის წევრთან ერთად სურდა გამგზავრება. მაშინ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამაზე უარი განაცხადა, რადგან ქვეყნის კანონმდებლობა ქორწინებას განმარტავს, როგორც ქალისა და კაცის ოჯახურ კავშირს.
09 მარტი 2026, 11:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: სამწუხაროა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიანი მჭიდრო პარტნიორობა ამ ადამიანმა სამ წელში დაანგრია
თავად სცენას, ჰქონდა გარკვეული გერმანული ესთეტიკა, იმ მხრივ, რომ აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთში რომ გარბოდნენ, გადაჰყავდათ ხოლმე ფარულად - ასეთი სცენები გვაქვს ნანახი, ამიტომ იგრძნობა გარკვეული გერმანული ესთეტიკა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნინო ლომჯარიას და გერმანიის ელჩის შეხვედრაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
09 მარტი 2026, 11:47
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარასა და გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს.
09 მარტი 2026, 11:46
რეგიონი
აჭარაში აგროქიმიურ საშუალებათა არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე შპს „ორსა“ (ს/კ 420009298) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საბითუმო/საცალო რეალიზაციას ეწეოდა სავალდებულო აღიარების გარეშე; დარღვეული იყო შეფუთვის მთლიანობა, რაც კანონმდებლობით აკრძალულია.
09 მარტი 2026, 11:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობას“ აქვს ერთი ფილოსოფია, რომ ნახონ პატრონი, რომელიც მათ დასვამს ხელისუფლებაში. ეს არის პატრონყმური ფილოსოფიის და მსოფლმხედველობის მქონე გაერთიანება
არანაირი გაერთიანებული ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს, არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცდილობდა, რომ ნაცარი შეეყარა თვალში ჩვენი საზოგადოებისთვის, თითქოს აღარ არის ერთიანი, დაშლილია და სხვადასხვა პარტიებია, სინამდვილეში, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით ყველაფერი ახდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
09 მარტი 2026, 11:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ ამ რთულ პირობებში განსაკუთრებით გაერკვიოს თავად სიმართლეში და თავს მოხვეული პროპაგანდა, რომელიც ბრიუსელიდან გვესმის, არ მიიღონ უკრიტიკოდ
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გაიმეორა ის დასკვნა, რაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას 2024 წელს ჰქონდა არჩევნებთან დაკავშირებით. მაშინ მთავარი დასკვნა, რაც გააჟღერა მისიის ხელმძღვანელმა იყო, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება და მნიშვნელოვანია ახლა წინ გახედვა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
09 მარტი 2026, 11:30
მსოფლიო
ბაჰრეინში ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიბომბა, რის შემდეგაც სახელმწიფო კომპანიამ ნავთობის მიწოდებაზე ფორსმაჟორი გამოაცხადა
The Times of Israel-ის ინფორმაციით, Bapco-მ ფორსმაჟორული სიტუაცია გამოაცხადა, რაც მას მიწოდების შეწყვეტის უფლებას აძლევს. Bapco-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიის მუშაობაზე „გავლენა იქონია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე რეგიონულმა კონფლიქტმა და მის ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსზე განხორციელებულმა ბოლოდროინდელმა თავდასხმამ“. კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შიდა ბაზარზე მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება.
09 მარტი 2026, 11:22
მსოფლიო
The New York Times: ახალი ვიდეო ამყარებს მტკიცებულებებს, რომ ირანში გოგონათა სკოლას ამერიკული რაკეტა მოხვდა
გამოცემა წერს, რომ ვიდეო კიდევ უფრო ამყარებს მტკიცებულებას, რომ სავარაუდოდ ამერიკული რაკეტა ბაზასთან მდებარე დაწყებით სკოლასაც მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დარტყმას 175 ადამიანი, მათ შორის მრავალი ბავშვი ემსხვერპლა.
09 მარტი 2026, 11:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა.
09 მარტი 2026, 10:44
მსოფლიო
FoxNews: ტრამპი ირანის ახალი უზენაესი ლიდერის დანიშვნით უკმაყოფილოა
ტელეარხის წამყვანმა ბრაიან კილმიდმა განაცხადა, რომ დანიშვნის გამოცხადების შემდეგ ის აშშ-ის პრეზიდენტს ესაუბრა, რომელმაც უთხრა: „მე უკმაყოფილო ვარ“.
09 მარტი 2026, 10:41
მსოფლიო
FT: დიდი შვიდეული საგანგებო რეზერვებიდან ნავთობის ერთობლივ გამოშვებას განიხილავს
ნავთობის რეზერვების კოორდინაციას ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) ახორციელებს. ჯგუფის 32 წევრი სტრატეგიულ რეზერვებს ფლობს, რაც ნავთობის ფასების კრიზისებისთვის შექმნილი კოლექტიური საგანგებო სისტემის ნაწილია.
09 მარტი 2026, 10:33
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1998 წელს დაბადებული ა.ზ. და 1999 წელს დაბადებული ე.ფ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


