პარიზის პაქტი კლიმატური ცვლილებების შესახებ 2020 წელს ამოქმედდება
ფოტო: facebook
პოლონეთში კატოვიცეში გამართულ გაეროს კონფერენციაზე 200-მდე ქვეყანა საბოლოოდ შეთანხმდა რიგ ღონისძიებებზე, რომლებიც ითვალისწინებენ, რომ პარიზის კლიმატის პაქტი 2020 წელს ამოქმედდება. ამის შესახებ BBC წერს.
200-მდე ქვეყნის წარმომადგენლები ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის განსაზღვრის გამჭვირვალე წესებსა და ნორმებზე შეთანხმდნენ. განსაკუთრებულად ცხარე კამათი გამოიწვია მავნე ნივთიერებების გარემოში გამოფრქვევის კვოტების საკითხმა.
დელეგატები იმედოვნებენ, რომ ახალი წესების თანახმად სახელმწიფოები ნახშირბადის თაობაზე პირობას შეასრულებენ. ნახშირბადის დაბალი შემცველობის ენერგო წყაროებზე გადასვლა არა მხოლოდ გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს, არამედ დამატებით შესაძლებლობებს წარმოშობს ჯანმრთელობისთვის.
პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების საფრთხეზე გლობალური რეაგირების გაძლიერებას მდგრადი განვითარების და სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართული ძალისხმევის კონტექსტში, რათა მოხდეს გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით.
ასევე კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციის უნარის გაზრდას და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის და სათბურის გაზების დაბალემისიიანი განვითარების უზრუნველყოფის ხელშეწყობასა და ამისთვის ფინანსური ნაკადების შესაბამისობის უზრუნველყოფას.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, პარიზის შეთანხმების მიზნის მიღწევით, მხოლოდ ჰაერის დაბინძურების შემცირების შედეგად 2050 წლისთვის მილიონზე მეტი სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.
პარიზის შეთანხმება მიიღეს 2015 წლის 12 დეკემბერს, პარიზში, საფრანგეთში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილმა მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ხელშეკრულებას ხელი 2016 წლის 22 აპრილს, ნიუ-იორკში მოაწერა.
აშშ გლობალურ შეთანხმებას ოფიციალურად 2017 წლის ივნისში გამოეთიშა.
ყველა სიახლე
17 ივლისი 2026, 12:39
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ეგონა, რომ გეოგრაფიიდან საერთოდ უნდა გადაეშალათ საქართველო, მაგრამ საქართველო არის იქ, სადაც არის, საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში, ის არის სატრანზიტო ქვეყანა, ეს ისტორიული და გეოგრაფიული მისია მას ყოველთვის ექნება და ყველას მოუწევს ამის გათვალისწინება
საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებუl როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში, ის არის სატრანზიტო ქვეყანა, ეს ისტორიული და გეოგრაფიული მისია მას ყოველთვის ექნება და ყველას მოუწევს ამის გათვალისწინება, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
17 ივლისი 2026, 12:33
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ჩვენი ბოლოდროინდელი ურთიერთობა, განსაკუთრებით შუა აზიის ქვეყნებთან, ემსახურება საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებას და რეგიონში პოზიციების გამყარებას
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის თურქმენეთთან, რომელთანაც 24-მდე სხვადასხვა მნიშვნელოვან დოკუმენტს, მემორანდუმს მოეწერა ხელი, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
17 ივლისი 2026, 12:12
საზოგადოება
მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციულ ზონაში 40 ჰექტარი სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტი აღკვეთა
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში სახელმწიფო ქონების მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა - სამსახურმა რეკრეაციულ ზონაში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონო მშენებლობების პროცესი და 40 ჰექტრამდე ტერიტორიის მიტაცების მცდელობა საწყის ეტაპზევე აღკვეთა.
17 ივლისი 2026, 12:04
პოლიტიკა
სერდარ ბერდიმუჰამედოვი: ძალიან კმაყოფილნი ვართ შედეგებით, რაც მიღწეული იქნა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგად, იმედი გვაქვს, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს თურქმენეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას, მინდა, გისურვოთ საქართველოს მეგობარ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება
თურქმენი და ქართველი ხალხი ერთმანეთთან უკვე დიდი ხანია, რაც დაკავშირებულნი არიან. მათ ისტორიული კავშირები გააჩნიათ და ეს კავშირები უკვე ახალ კონტექსტში გადადის, - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
17 ივლისი 2026, 12:04
მსოფლიო
კიევში ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გრძელდება
ადამიანებს ისევ უჭირავთ პლაკატები წარწერებით და სკანდირებენ: „დეპუტატებო, სამსახურში!“, „ფედოროვი თავდაცვის მინისტრია!“, „სირსკი გადადგეს!“.
17 ივლისი 2026, 11:54
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თურქმენეთის დელეგაციებთან ერთად გვქონდა შესაძლებლობა გაგვემართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქმენეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობას
თურქმენეთის დელეგაციებთან ერთად ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვემართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქმენეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
17 ივლისი 2026, 11:51
პოლიტიკა
სერდარ ბერდიმუჰამედოვი: საქართველო არის თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა მნიშვნელოვანია, თურქმენეთი აფასებს კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე
საქართველო არის თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა მნიშვნელოვანია და თურქმენეთი აფასებს კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე და აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს დადებითი განვითარების კუთხით, - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
17 ივლისი 2026, 11:50
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს და ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას - განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა ასპექტს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას განათლების, კულტურის და ყველა სხვა სფეროებში
„კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს, გავაღრმაოთ ურთიერთობები, პარტნიორობა, მეგობრობა თურქმენეთთან. ამ ურთიერთობას ჩვენ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა ასპექტს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას განათლების, კულტურის და ყველა სხვა სფეროებში დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი პრეზიდენტის ეს ვიზიტი განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს და ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ვიზიტისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრები და მიღწეული შეთანხმებები უფრო მეტად გააძლიერებს საქართველო-თურქმენეთის მეგობრულ ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა პრემიერმა.
17 ივლისი 2026, 11:45
საზოგადოება
„თბილისი პრაიდის“ წევრები 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე, ბელგიაში, ანტვერპენის პრაიდში მიიღებენ მონაწილეობას
წელს თბილისი პრაიდი და BelGeo ერთიანდებიან, რათა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის პრაიდზე საქართველოს ქვიარ თემი წარმოვადგინოთ გზავნილით, რომელიც საზღვრებს მიღმა გამძლეობას, წინააღმდეგობასა და სოლიდარობას ეყრდნობა, - ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი პრაიდი" ავრცელებს.
17 ივლისი 2026, 11:41
რეგიონი
კურორტ ბახმაროსა და შაორის ტბასთან, საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განთავსდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიასა და კურორტ ბახმაროში დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა.
17 ივლისი 2026, 11:36
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია, ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას, რაც შემდგომი თანამშრომლობისთვის ძალიან მყარ საფუძველს ქმნის
„შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია. ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს. ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას, რაც შემდგომი თანამშრომლობისთვის ძალიან მყარ საფუძველს ქმნის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
17 ივლისი 2026, 11:32
ტაბლოიდი
პელეს მაისური აუქციონზე €4,3 მილიონად გაიყიდა
პელეს მაისური ნიუ-იორკში, აუქციონზე 4,3 მილიონ ევროდ გაიყიდა. ბრაზილიის ნაკრების სწორედ ამ ლურჯი, მე-10 ნომრიანი მაისურით მოუტანა 17 წლის პელემ, 1958 წლის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, თავის სამშობლოს ისტორიაში პირველი გამარჯვება მსოფლიო პირველობაზე.
17 ივლისი 2026, 11:21
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალზე მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლაზე: საქართველოს გამოცდილება არის ძალიან საინტერესო მონაწილე ქვეყნებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ სამწუხაროდ, ჩვენ, ჩვენს ქვეყანაში ვიხილეთ არაერთი ხელშესახები გამოვლინება იმისა, რასაც ჰქვია პოლიტიკური ტერორიზმი, რასაც ჰქვია ექსტრემიზმი
ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე, საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ეხმაურება.
17 ივლისი 2026, 11:20
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში გამართულ მინისტერიალზე: კარგი შესაძლებლობა იყო ჩვენთვის, მონაწილეობა მიმეღო და გვესაუბრა გამოწვევებზე, რომლების წინაშეც ჩვენი ქვეყანა დადგა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენ კარგი მაგალითი ვართ იმისა, თუ როგორ ხდება უცხოური დაფინანსებით რადიკალური ძალების წახალისება სახელმწიფო ინსტიტუტების, წინააღმდეგ
კარგი შესაძლებლობა იყო ჩვენთვის, მონაწილეობა მიმეღო და გვესაუბრა სწორედ იმ გამოწვევებზე, რომლების წინაშეც ჩვენი ქვეყანა დადგა ბოლო პერიოდის განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალის შესახებ.
17 ივლისი 2026, 11:20
საზოგადოება
Let's Visit Georgia - ნიდერლანდებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მაღალრეიტინგულმა ნიდერლანდურმა ტელევიზიამ, RTL 4-მა, საქართველოს შესახებ ვრცელი გადაცემა Let’s Visit Georgia მოამზადა.
17 ივლისი 2026, 11:19
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: პოლიტიკური ტერორი არის თანამედროვეობის გამოწვევა, სამწუხაროდ, საქართველოს ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს
პოლიტიკური ტერორი არის თანამედროვეობის გამოწვევა და საქართველოს სამწუხაროდ ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
17 ივლისი 2026, 11:15
მსოფლიო
ბრიტანელ მოზარდებს ენერგეტიკული სასმლის ყიდვა აეკრძალებათ
არსებული ინფორმაციით, საუბარია იმ ენერგეტიკულ საშუალებებზე, რომლებიც ერთ ლიტრზე 150 მილიგრამ ან მეტ კოფეინს შეიცავს. მოზარდები აკრძალული სასმლის შეძენას ვერც ჰიპერმარკეტებში და ვერც მიტანის სერვისით შეძლებენ.
17 ივლისი 2026, 11:15
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები -,,კოკაინი“ და ,,მდმა“ აღმოაჩინეს.
17 ივლისი 2026, 11:13
მსოფლიო
ტოკიოში თავდაცვის სფეროში ხარჯების ზრდა გააპროტესტეს
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მოქმედი მთავრობის მილიტარისტული პოლიტიკა ომისთვის მზადებისკენ არის მიმართული, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში არ შედის.
17 ივლისი 2026, 11:12
საზოგადოება
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის V ეტაპი 20 ივლისს დაიწყება
2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის V ეტაპი 20 ივლისს დაიწყება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.


