imedi /  01 იანვარი 2019, 16:00 / სანდო წყარო

ბრაზილიის ულტრამემარჯვენე ლიდერი დღეს პრეზიდენტის ფიცს დადებს

ბრაზილია

ჟაირ ბოლსონარუ

დღეს ულტრამემარჯვენე ყოფილი სამხედრო კაპიტანი ბრაზილიის პრეზიდენტის ფიცს დადებს. 63 წლის ჟაირ ბოლსონარუმ ოქტომბერში მთავარი კონკურენტი ფერნანდო ჰადადი არჩევნების მეორე ტურში ხმათა 55%-ით დაამარცხა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბოლსონარუს მთავარი დაპირება ბრაზილიაში კორუფციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მათი დამარცხება იყო.

ბოლსონარუს ხშირად ადანაშაულებენ მემარჯვენე პოპულიზმში, უფრო რადიკალური კრიტიკოსები კი მას ბენიტო მუსოლინის და ადოლფ ჰიტლერსაც ადარებენ. პრეზიდენტად არჩევამდე დიდი ხნით ადრე ამერიკული პრესა მას მსოფლიოს პოლიტიკოსთა შორის ყველაზე დიდ „ქალთმოძულეს“ უწოდებდა, ავსტრალიური - „ყველაზე საძულველს“, ბრიტანული კი - „რელიგიურ ნაციონალისტს“, „მემარჯვენე დემაგოგსა“ და „დიქტატურის მეხოტბეს“.

ყველა სიახლე

ვახტანგ გომელაური

09 აპრილი 2020, 14:56

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ოპერატიული ინფორმაციით, ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრებზე პოლიციის მხრიდან ძალადობა არ მომხდარა

„სამწუხაროა, როცა ასეთი რამ ხდება, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში. ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. მე შევასწავლინე ჩვენს გენერალურ ინსპექციას ეს თემა. არაფერი მომხდარა. არსებობს ძალიან ბევრი სამსახური - პროკურატურა, სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, რომლებსაც შეუძლიათ, მიმართონ და გამოიძიონ, გამოიკვლიონ და დავსაჯოთ ის ადამიანები. მაგრამ მე გეუბნებით და ამას თამამად ვამბობ, ეს არ მომხდარა, რომ სცემეს ვიღაც, ან გარეთ ძალით წაიყვანეს, შეუზღუდეს თავისუფლება და ა.შ. - არ არის ეს სწორი ინფორმაცია.

09 აპრილი 2020, 14:56

რეგიონი

თელავში, 9 აპრილის მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს

თელავში, 9 აპრილის მემორიალი კახეთის გუბერნატორმა და მუნიციპალიტეტის მერმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას. კახეთის გუბერნატორის განცხადებით, 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენები ქართველი ხალხის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ყველაზე გამორჩეული ფურცელია. „რაც არ უნა დიდი გამოწვევების წინაშე იდგეს ჩვენი ქვეყანა ყოველთვის დაუვიწყარი იქნება 1989 წლის 9 აპრილი. ეს საქართველოს და ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ყველაზე გამორჩეული ფურცელია, თავისი ტრაგიზმით და გამარჯვებით წყურვილით აღსავსე“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი კობახიძე

09 აპრილი 2020, 14:47

COVID19

ირაკლი კობახიძე: მთავრობა ყოველდღიურად კოორდინირებულად მუშაობს და აქამდე ხარვეზი არ გვქონია

კოორდინაცია ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, დისტანციური შეხვედრები იმართება ყოველდღიურ რეჟიმში, რომ თუკი სადმე არის რაიმე ხარვეზი, რაიმე ჩავარდნა მყისიერად აღმოიფხვრას - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მთავრობის კოორდინირებული უშაობის დამსახურებით აქამდე სერიოზული პრობლემა არ წარმოქმნილა. „სწორედ ამიტომ არის ხელისუფლების მოქმედება მაქსიმალურად ეფექტიანი. სადაც კი გამოვლინდება რაიმე ხარვეზი, რაიმე პრობლემა იმავე დღეს ხდება ამაზე რეაგირება. სწორედ ეს უზრუნველყოფს იმას, რომ არცერთი დღის განმავლობაში რაიმე არსებითი ხარვეზი ჩვენ არ გვქონია. ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება კოორდინაცია და ჩვენ ვრეაგირებთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ვლინდება ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

09 აპრილი 2020, 14:46

COVID19

საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვა უცხოელი პარტნიორები საქართველოსთვის ფინანსური დახმარების ახალ პაკეტებზე მუშაობენ

COVID-19-ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ უბიძგებს. მოსალოდნელია, რომ მისი გავლენა მსოფლიო ფინანსურ კრიზისზე უარესი იქნება, ხოლო ეკონომიკური ზარალი ყველა ქვეყანაში გაიზრდება. საქართველო, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ტურიზმზე, ვაჭრობასა და საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ გზავნილებზეა დამოკიდებული, განსაკურთებული რისკის ქვეშ დგას ამ პანდემიის გამო.

ირაკლი კობახიძე

09 აპრილი 2020, 14:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როგორც კი დასრულდება საგანგებო მდგომარეობა, მაშინვე ჩვენ მაქსიმალურად სწრაფ ტემპში მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს

„თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ სათანადოდ მოვახერხებთ ოქტომბრის ბოლოს არჩევნების ჩატარებას და მანამდე შესრულდება ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. როგორც კი დასრულდება საგანგებო მდგომარეობა მაშინვე ჩვენ მაქსიმალურად სწრაფ ტემპში მივიღბეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელზეც შევთანხმდით და ამის შემდეგ უკვე პოლიტიკური პარტიები გადავლენ საარჩევნო რეჟიმზე და ოქტომბერში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში“, - აღნიშნა კობახიძემ.

მიხეილ ჩხენკელი

09 აპრილი 2020, 14:42

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: 9 აპრილის ერთიანობა და თანადგომა კვლავაც გვმატებს ძალას და უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენას

„დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ. 9 აპრილი ტრაგიკული და ამავე დროს, თავისუფლების გამარჯვების დღეა. ამიტომაცაა, რომ სამშობლოსათვის შეწირულთა სახელებს ღრმა წუხილითა და თან სიამაყით ვიგონებთ. მადლიერებით მივაგებთ პატივს მათ ნათელ ხსოვნას, ვინც საკუთარი თავდადებით მომავალ თაობათა თავისუფლებისკენ გაკვალა გზა. დღეს, როდესაც სულ სხვა სახის გამოწვევათა პირისპირ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ერთიანობისა და თანადგომის ეს პრეცედენტი კვლავაც გვმატებს ძალას და უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენას“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ლევან გოფოძე

09 აპრილი 2020, 14:41

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

რესპუბლიკურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი იმყოფება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა. მისივე თქმით, გარდა აღნიშნული პაციენტებისა, კიდევ ორი კოვიდინფიცირებულია, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან. ამასთან, კორონავირუსზე ტესტირება 21 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა შემთხვავში ნეგატიური პასუხი მიიღეს.

მამუკა მდინარაძე

09 აპრილი 2020, 14:38

COVID19

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგომა ცხოვრების ჩვეული სტილია

90-იანი წლებიდან მოყოლებული ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის ცხოვრების ჩვეული სტილი - ქველმოქმედება - საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგომა და ამის გაგრძელება იყო ის რაც ვიხილეთ გუშინ, როდესაც აისახა შესაბამის ფონდში ეს თანხა, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობის განხორცილება.

ირაკლი კობახიძე

09 აპრილი 2020, 14:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციის კრიტიკაზე: ეს არის ერთგვარი ბოღმა

„თუმცა, მე შეგახსენებთ, რომ ბოღმა, პირველ რიგში, მტერია იმ ადამიანის, რომელშიც ეს ბოღმა არის დაგუბებული. აქედან გამომდინარე, მათ მოუწოდებდი სხვანაირად იმოქმედონ, საკუთარ პოზიციებს, საკუთარ შეხედულებებს სხვანაირად დააკვირდნენ და ამ შემთხვევაში იქნებ შეცვალონ საკუთარი დამოკიდებულება მიმდინარე პროცესების მიმართ. ეს უკავშირდება იგივე ამ 100 მილიონის საკითხს, იგივე ფრენების საკითხს“, - აღნიშნა კობახიძემ.

სებასტიან მოლინეუსი

09 აპრილი 2020, 14:31

COVID19

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: საქართველოს მთავრობამ საყოველთაო შექება დაიმსახურა პანდემიასთან ბრძოლაში

საქართველოს მთავრობამ საყოველთაო შექება დაიმსახურა პანდემიასთან ბრძოლაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის მინიმალურ დონეზე შენარჩუნებით, და მე ვფიქრობ რომ ეს ქება ნამდვილად დამსახურებულია,-ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელშიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური მიმოხილვის შესახებ საუბრობს. „კრიზისის გამო ჩვენ ველოდებით საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე. ეს ძირითადად განპირობებულია მოგზაურობის აკრძალვით, რაც რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს ტურიზმზე და შიდა შეკავების მექანიზმები შეამცირებს ადგილობრივ მოთხოვნას. ჩვენი მოლოდინით, მშპ შემცირდება და 2020 წელს მოექცევა -0.2 პროცენტსა და 2 პროცენტს შორის შუალედში, ვიდრე 2021 წელს ეკონომიკის აღდგენა დაიწყება. მინდა აღვნიშნო, რომ საბედნიეროდ, მთავრობამ გაატარა ფისკალურად გონივრული ღონისძიებები, და ასევე შექმნა კაპიტალის ბუფერები, რომლებიც იძლევა კრიზისზე აქტიური რეაგირების საშუალებას.

ეკონომიკა

09 აპრილი 2020, 14:26

COVID19

საერთაშორისო მისიების შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება, საჯარო და კერძო სექტორი, ქართველი ხალხი პანდემიას მედეგად და თანამშრომლობაზე დამყარებული მიდგომით დახვდნენ

აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა - რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საშუალებით, საფრანგეთის რესპუბლიკა - განვითარების სააგენტოს (AFD) საშუალებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი ერთად ვმუშაობთ, რომ ვუზრუნველყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა და ამჟამად, განვიხილავთ ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე.

დავით ბაქრაძე

09 აპრილი 2020, 14:22

საზოგადოება

დავით ბაქრაძემ 9 აპრილს დღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ 9 აპრილს დღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „დღეს, პირველ რიგში, არის ეროვნული ტკივილის დღე. პატივი უნდა მივაგოთ თითოეულ იმ ადამიანს, ვისი სისხლიც ამ ადგილას 1989 წლის 9 აპრილს დაიღვარა. მაგრამ, დღეს ასევე არის ეროვნული სიამაყის დღეც, იმიტომ, რომ 9 აპრილმა, მიგვიყვანა მეორე 9 აპრილამდე, როდესაც აღდგა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

რატი იონათამიშვილი

09 აპრილი 2020, 14:20

COVID19

რატი იონათამიშვილი ბიძინა ივანიშვილზე: ახლაც ყოველგვარი ხმაურის და აფიშირების გარეშე, როცა შენი ქვეყანა გიყვარს

ახლაც ყოველგვარი ხმაურის და აფიშირების გარეშე. ასე იქცევი, როცა გიყვარს შენი ქვეყანა და ხალხი, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვის ფაქტს.

09 აპრილი 2020, 14:18

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა

9 აპრილის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 459 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 10 131 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 76 ადამიანი გარდაიცვალა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

09 აპრილი 2020, 14:15

COVID19

თურქეთის პრეზიდენტი მზადაა, სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მზაობა გამოხატა სომხეთს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სომხეთის კონსტანტინოპოლის ეპარქიის პატრიარქთან სააკ მაშალიანთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

ვახტანგ გომელაური

09 აპრილი 2020, 14:10

COVID19

ვახტანგ გომელაური: თუ 112-ის მუშაობას საფრთხე შეექმნება, დამატებით მოწყობილი გვაქვს ორი ლოკაცია

თუ კორონავირუსის გამო 112-ის მუშაობას საფრთხე შეექმნება, დამატებით მოწყობილი გვაქვს ორი ლოკაცია, სადაც გადასვლას და იქიდან მუშაობას შეძლებენ - ამის შესახებ 112-ში ვიზიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა როგორც მინისტრმა განმარტა, თანამშრომლებს ტემპერატურა უმოწმდებათ და დამცავი საშუალებებითაც არიან მომარაგებულები. „დატვირთვის ნამდვილად არ გვეშინია, სხვადასხვა ლოკაციებზე გვაქვს კიდევ მოწყობილი. ხედავთ, სიცხეს უზომავენ, დამცავი საშუალებებიც არის, თუმცა მაინც რომ მოხდეს და აქ კერა აღმოჩნდეს, გვაქვს კიდევ ორი დამატებითი ლოკაცია გამზადებული, სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან გავაგრძელოთ მუშაობა. იმის პრობლემა, რომ რაღაც მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ ავუვიდეთ, არ გვაქვს“, - განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური

09 აპრილი 2020, 14:03

COVID19

ვახტანგ გომელაური: ალბათ ისე შევჯერდებით, რომ კანონს არც ჩვენ დავარღვევთ და არც ეკლესია

სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე საპატრიარქოსთან ბოლომდე არ შევჯერებულვართ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნლისტებს განუცხადა. „დარწმუნებული ვარ შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ. ალბათ შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საპატრიარქო ძალიან კარგად გვეთანამშრომლება, ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის წინაშე, გვერდში გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა გომელაურმა.

თორნიკე რიჟვაძე

09 აპრილი 2020, 14:03

საზოგადოება

თორნიკე რიჟვაძე: ქვეყანას გაუმართლა, რომ ჩვენს პარტიას ხელმძღვანელობს ლიდერი, რომელიც მთელ თავის რესურსს ქვეყნის განვითარებას ახმარს

„ასევე ეს არის მესიჯი ყველა იმ ჩასაფრებული ოპონენტისთვის, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში თითქოს მორატორიუმის რეჟიმში არ გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ ყოველთვის მაინც ცდილობდნენ, რომ ჩასაფრებული პოზიციიდან ესაუბრათ, როგორც მთავრობის ეფექტურობაზე, განსაკუთრებით კი პარტიის ხელმძღვანელის მოქმედებებზე. ამიტომ, ამ ადამიანებს მოუწევთ შეასრულონ ის სავალდებულო რეკომენდაცია, რომელიც ითვალისწინებს სახლში დარჩენას და ჩასაფრებულ პოზიციაში გაგრძელება პოლიტიკური ცხოვრების“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ირაკლი კობახიძე

09 აპრილი 2020, 14:00

COVID19

ირაკლი კობახიძე: უკვე წლებია ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი ”ქართუ” გამოირჩევა უპრეცედენტო ქველმოქმედებით და ესეც ქველმოქმედების უპრეცედენტო მაგალითია

უკვე წლებია ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი ”ქართუ” გამოირჩევა უპრეცენდენტო ქველმოქმედებით და ესეც ქველმოქმედების უპრეცედენტო მაგალითია,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ის შემთხვევაა როდესაც პრაქტიკულად კომენტარიც კი არ ჭირდება ფაქტს. ,,ფაქტი არის თვითონ კომენტარი - მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ უკვე წლებია ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი”ქართუ” გამოირჩევა უპრეცენდენტო ქველმოქმედებით და ესეც არის მორიგი უპრეცედენტო მაგალითი ისეთი ქველმოქმედების, რაც ბუნებრივია ძალიან დაეხმარება სახელმწიფოს იმ პრობლემების დაძლევაში, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან და ეპიდემიასთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თორნიკე რიჟვაძე

09 აპრილი 2020, 14:00

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე ხულოს მერზე: ამ ეტაპზე პოლიტიკური ყვითელი ბარათით შემოვიფარგლეთ

„ამ საკითხზე მე ერთხელ უკვე აღვნიშნე და დავაფიქსირე პოზიცია. მყისიერად მოხდა გაცემული პრემიის უკან დაბრუნება ბიუჯეტში. ამ ეტაპზე შემოვიფარგლეთ პოლიტიკური ყვითელი ბარათით და შესაბამისად მომავლში კიდევ ერთხელ იმ პოზიციაზე ვრჩებით, რომ ასეთ ფორსმაჟორულ გარემოებებში, როცა ქვეყანას უჭირს, დაუშვებელია პრემიების და წახალისებების გაცემა. გადაწყვეტილების მიმღებებთან მიმართებაში შემოვიფარგლეთ შესაბამისი პოლიტიკური და პარტიული გაფრთხილებით და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს პრემიები გაცემული იყო რიგით თანამშრომლებზე“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.