imedi /  02 იანვარი 2019, 12:03 / სანდო წყარო

მაგნიტოგორსკში აფეთქებული სახლის ნანგრევებში 16 ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მაგნიტოგორსკში სახლის ნანგრევებიდან, ბოლო მონაცემებით, 16 ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

ამგვარად, 27 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

საცხოვრებელ კორპუსში, რომელშიც 120 ადამიანი ცხოვრობდა, აფეთქება 31 დეკემბრის დილას მოხდა. პირველ იანვარს აფეთქდა სამარშრუტო ტაქსიც. მედიის ცნობით, ავტომობილში ტერორისტები იმყოფებოდნენ. სამი მათგანი მოკლულია, ერთი კი გაიქცა.

ყველა სიახლე

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი

17 ივლისი 2019, 01:03

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი იქნება

გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

17 ივლისი 2019, 00:54

მსოფლიო

დემოკრატი კონგრესმენი ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

ელ გრინის მოსაზრებით, იმპიჩმენტის პროცედურა ტრამპის მიერ ქალი კონგრესმენების წინააღმდეგ გამოთქმული რასისტული მოსაზრებების გამო უნდა დაიწყოს. "ის აშკარად აკეთებს რასისტულ კომენტარებს და ჩნდება კითხვა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამასთან დაკავშირებით?", - ამბობს კონგრესმენი ელ გრინი.

მთვარის დაბნელება

17 ივლისი 2019, 00:38

ტექნოლოგიები

მსოფლიოში მთვარის დაბნელებას აკვირდებიან. LIVE

მთვარის დაბნელების ნახვა, კარგი ამინდის პირობებში, შესაძლებელია აფრიკის კონტინენტიდან, ევროპის გარკვეული და აზიის უდიდესი ნაწილიდან, ასევე სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილსა და ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში. მთვარის სრულ დაბნელების პროცესი უკვე დაწყებულია.

„ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტა

17 ივლისი 2019, 00:32

მსოფლიო

სალვინი: პოლიციის მიერ ნაპოვნი რაკეტა ჩემი მკვლელობის მომზადებას უკავშირდება

იტალიის ვიცეპრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ნაციონალისტური პარტია „ლიგას“ ლიდერი მატეო სალვინი აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ ტურინში ამოღებული იარაღის არსენალი, მათ შორის „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტა უკრაინელთა ჯგუფის მიერ მისი მკვლელობის მომზადებას უკავშირდება.

ჩაი

17 ივლისი 2019, 00:15

ტაბლოიდი

ბუკინგემის სასახლესთან 1 ფინჯანი იშვიათი სახეობის ჩაი 200 დოლარი ღირს

ჩაი შრი-ლანკის მაღალ მთებშია მოყვანილი. Golden Tips-ი ჩაის კრეფის სპეციალისტების მიერ ხელით არის შეგროვებული და ხავერდოვან ქსოვილზეა გამომშრალი. ძვირადღირებული ჩაი მხოლოდ სასტუმრო The Rubens-შია ხელმისაწვდომი. მისი დაგემოვნება ბუკინგემის სასახლის ხედებით ტკბობასთან ერთად არის შესაძლებელი.

ამოღებული ნარკოტიკი

16 ივლისი 2019, 23:59

მსოფლიო

ბრაზილიელებმა სარეცხი ფხვნილის ყუთებში კოკაინი აღმოაჩინეს

ჩხრეკის შედეგად პოლიციელებმა 50 კილოგრამი კოკაინის პასტა ამოიღეს, რომლისგანაც 200-ზე მეტი კილოგრამი კოკაინის დამზადება შეიძლება. გამოძიების ვერსიით, ნარკოტიკებით სავსე ყუთები მაღაზიის დახლებზე შემთხვევით მოხვდა, სუპერმარკეტის მფლობელი კი ამ ბიზნესს ფულის გასათეთრებლად იყენებდა.

ზღვა

16 ივლისი 2019, 23:48

მსოფლიო

საფრანგეთში რამდენიმე სანაპირო ტოქსიკური წყალმცენარის მომრავლების გამო დახურეს

საფრანგეთში, სენ-ბრიეს ირგვლივ მდებარე 6 სანაპირო ზოლი ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის დროებით დახურეს. ამის მიზეზი ზღვის წყალმცენარის ულვას ფართოდ გავრცელებაა, რომელიც სანაპირო ზოლზეა მოდებული. ადგილობრივი ორგანიზაციები ამ წყალმცენარეს ორი ადამიანის დაღუპვასაც უკავშირებენ.

„საბურთალო“ - „შერიფი“

16 ივლისი 2019, 23:31

სპორტი

„საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა

„საბურთალო“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ტირასპოლის „შერიფთან“ 1:3 დამარცხა, თუმცა პირველ შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე ორი მატჩის ჯამში 4:3 გაიმარჯვა და ეტაპზე გავიდა.

სალომე ზურაბიშვილი

16 ივლისი 2019, 23:24

საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. პრეზიდენტმა მისალოცი ტექსტი Twitter-ზე დაწერა. როგორც პრეზიდენტი წერს, ის მოუთმენლად ელოდება ურსულა ფონ დერ ლაიენთან სამუშაო შეხვედრას. ის საქმიანობას 1 იანვრიდან შეუდგება.

გემი Paksoy-1

16 ივლისი 2019, 22:59

მსოფლიო

მეკობრეებმა გვინეის ყურეში 10 თურქი მეზღვაური გაიტაცეს

გემი Paksoy-1 კამერუნიდან კოტ-დ'ივუარისკენ მიერმათებოდა, როდესაც გვინეის ყურეში მას 12 მეკობრე დაესხა თავს. ანკარაში აცხადებენ, რომ დაკავებულების გათავისუფლების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. გემის ეკიპაჟის წევრები უსაფთხო ოთახში დაიმალნენ, მაგრამ როდესაც მეკობრეები მათ გემის დაწვით დაემუქრნენ, მეზღვაურები ოთახიდან გამოვიდნენ.

აქცია

16 ივლისი 2019, 22:53

საქართველო

აქციის ორგანიზატორებმა რუსთაველიდან გადაცემების მომზადება დაიწყეს

პარლამენტის წინ შს მინისტრის გიორგი გახარიას მოთხოვნით გამართული აქციის ორგანიზატორებმა სატელევიზო გადაცემა დაიწყეს. ამ წუთებში გადაცემის საპილოტე ვერსია მიმდინარეობს. გადაცემის პირველი სტუმარი თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელია, ხოლო წამყვანები შოთა დიღმელაშვილი და მიშა მშვილდაძე არიან.

ნინო კირთაძე

16 ივლისი 2019, 22:37

კულტურა

ნინო კირთაძე „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენელი იქნება

საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა და მას შემდეგ 15 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია დაფინანსდა, ფონდს ქართული პროექტების დასაფინანსებლად 3 092 322 ევრო აქვს გაცემული. ნინო კირთაძე ხუთჯერ არის დაჯილდოვებული ფრანგული არტ ჰაუსის რეჟისორ-სცენარისტთა გილდიის მიერ.

კვენტინ ტარანტინო

16 ივლისი 2019, 22:20

კულტურა

ტარანტინომ დაასახელა ფილები, რომლებმაც „ერთხელ ჰოლივუდში“ შექმნაზე გავლენა მოახდინა

კვენტინ ტარანტინომ იმ ფილმების სია შეადგინა, რომლებმაც მისი ახალი ნამუშევრის "ერთხელ ჰოლივუდში" შექმნაზე გავლენა მოახდინეს. სიაში 10 ფილმი მოხვდა და ყველა მათგანი 1960-იან წლებშია გადაღებული. ამ ფილმებს "ერთხელ ჰოლივუდში" ამერიკულ პრემიერამდე 80 მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ტელევიზია უჩვენებს.

„სამეფო კარის თამაშები“

16 ივლისი 2019, 22:13

კულტურა

„სამეფო კარის თამაშები“ Emmy-ს 32 ნომინაციაზე წარადგინეს

HBO-ს ყველაზე ცნობილი სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ Emmy-ს დაჯილდოებაზე 32 ნომინაციაში იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. Amazon Studio-ს სერიალმა „საოცარი მისის მეიზელი“ 20 ნომინაცია, HBO-ს გადაღებულმა „ჩერნობილმა“ კი - 19 ნომინაცია მიიღო.

16 ივლისი 2019, 21:53

მსოფლიო

საბერძნეთში მღვდელმსახურები საჯარო მოხელის სტატუსს შეინარჩუნებენ

საბერძნეთის ახალი კონსერვატიული მთავრობა მღვდელმსახურებს საჯარო მოხელის სტატუსებს აღარ ჩამოართმევს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. საბერძნეთში მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები საჯარო მოხელეებად ითვლებიან.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

16 ივლისი 2019, 21:50

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტართა ხმების ნახევარზე მეტი მოიპოვა. ურსულა ფონ დერ ლაიენი გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 17 ივლისიდან დატოვებს. ვინ შეცვლის მას გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ჯერჯერობით უცნობია. ამ თანამდებობაზე ლაიენმა 2013 წელს ტომას დე მაიზიერი შეცვალა.

აქცია

16 ივლისი 2019, 21:35

ძალოვნები

პროკურატურის ვიდეოკადრები, რომელზეც აქციის ღამეს შსს-ს დაკავებული თანამშრომლის ქმედებები ჩანს

გენერალურმა პროკურატურამ ასევე გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებული თანამშრომლის ქმედებები ჩანს. ვიდეოკადრების მიხედვით, დაკავებული სამართალდამცველი მოქალაქეებს დამიზნებით ესვრის.

მაღალმთიანი დასახლება

16 ივლისი 2019, 21:20

საქართველო

მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია დაამტკიცა

სტრატეგიის მიზანია საქართველოს რეგიონების თანასწორი და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება, თანაბარი სოციალური და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1,731 დასახლებას და 245,287 მოქალაქე სარგებლობს სტატუსით.

კიმ ჩენ ინი

16 ივლისი 2019, 21:11

მსოფლიო

ექსპერტებმა გაარკვიეს საიდან აქვს კიმ ჩენ ინს ორი Mercedes-Maybach S600

ექსპერტებმა დაადგინეს გზები, თუ როგორ ხვდება ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ძვირადღირებული ნივთები და ფუფუნების საგნები. მაგალითად 2018 წლის 14 ივნისს, ნიდერლანდების ქალაქ როტერდამის პორტიდან კიმ ჩენ ინისთვის განკუთვნილი ორი ბრონირებული Mercedes-Maybach S600 Guard-ი გემით გაემგზავრა.

დევიდ კემპბელი და ბილი კემპბელი

16 ივლისი 2019, 20:54

ტაბლოიდი

ავსტრალიელი ტელეწამყვანი ამტკიცებს, რომ მისი შვილი წინა ცხოვრებაში პრინცესა დიანა იყო

ავსტრალიელი ტელეწამყვანი ამტკიცებს, რომ პრინცესა დიანამ რეინკარნაცია მის შვილში განიცადა. ამის შესახებ გამოცემა Mirror-ი წერს. დევიდ კემპბელის განცხადებით, 4 წლის ბილი თავს პრინცესა დიანას რეინკარნაციად თვლის და მისი ცხოვრების ისეთ დეტალებს ყვება, რომლებიც არ უნდა სცოდნოდა.