imedi /  07 იანვარი 2019, 09:16 / სანდო წყარო

ტაილანდის ხელისუფლებას მოუწოდებენ საუდელი გოგოს დეპორტაციაზე უარი თქვას

ქალი

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ტაილანდის ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას საუდელი გოგოს დეპორტაციაზე, რომელიც ბანგკოკის აეროპორტშია ჩარჩენილი. ამის შესახებ BBC წერს.

ახალგაზრდა ქალს სამშობლოში იძულებით დაბრუნება დღეს ემუქრება. 18 წლის გოგოს თქმით, მან უარყო ისლამი და მოგზაურობის დროს ოჯახს გაეპარა, რადგან შეეშინდა, რომ მას საუდის არაბეთში დააბრუნებდნენ და ოჯახი რელიგიის უარყოფის გამო მოკლავდა. გოგოს თქმით, მას ავსტრალიის ვიზა აქვს, თუმცა საუდელმა დიპლომატმა მას პასპორტი ბანგკოკის აეროპორტში ჩამოართვა.

გოგო რამდენიმე დღეა ბანგკოკის აეროპორტის ტრანზიტულ არეალში მდებარე სასტუმროშია. 

"მე არ შემიძლია ჩემ ქვეყანაში სწავლა და მუშაობა. ამიტომაც მსურს თავისუფალი ვიყო, რათა ვისწავლო და ვიმუშაო, როგორც მე მინდა", - ამბობს 18 წლის მოჰამედ ალ-ქუნუნი.

 

ყველა სიახლე

აღდგომის კუნძულები

16 დეკემბერი 2019, 17:30

ტექნოლოგიები

არქეოლოგებმა აღდგომის კუნძულზე ქვის ქანდაკებების საიდუმლო ამოხსნეს

არქეოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა (აშშ, ახალი ზელანდია, ჩილე) „აღდგომის კუნძულზე“ ქვის ქანდაკებების საიდუმლო ამოხსნა. მეცნიერების ვარაუდით, ძეგლები ნაყოფიერ მიწებს იცავდა. კვლევა Phys.org-ზე გამოქვეყნდა. მკვლევრებმა ორი ძეგლი (მოაი) გამოიკვლიეს, რომელიც კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.

მექსიკა

16 დეკემბერი 2019, 17:25

მსოფლიო

მექსიკაში საიდუმლო სამარხში სულ მცირე 50 ადამიანის ცხედრის ნაწილები იპოვეს

პოლიეთილენის პარკებში გახვეული ცხედრები ნოემბრის ბოლოს ქალაქ გვადალახარასთან ახლოს მდებარე ფერმის ტერიტორიაზე იპოვეს. ამ დროისთვის ადგილობრივმა მთავრობამ მხოლოდ 12 გარდაცვლილის იდენტიფიცირება შეძლო. ყველა მათგანი დაკარგულად იყო გამოცხადებული.

ოპოზიცია

16 დეკემბერი 2019, 17:25

საქართველო

ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს

ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე „ლეიბორისტების“ ოფისში მსჯელობს. ოპოზიციის წარმომადგენლები „ლეიბორისტების“ ოფისში იკრიბებიან. შეხვედრის დაწყებამდე ბაჩუკი ქარდავამ თქვა, რომ მოლაპარაკებების მაგიდას არ დატოვებენ, თუმცა არსენალიდან ქუჩის პროტესტის ამოღებას არ აპირებენ.

ევროპის ლიგა

16 დეკემბერი 2019, 17:07

სპორტი

ევროპის ლიგის 1/16 ფინალის წყვილები დასახელდა

ამ ტურნირზე სამი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია და დავით ხოჭოლავა გამოდის. ჩაკვეტაძისა და ქვილითაის „გენტის“ მეტოქე 1/16 ფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი იტალიის "რომა" იქნება. "შახტარი" კი, სადაც ხოჭოლავა თამაშობს, პორტუგალიის „ბენფიკას“ დაუპირისპირდება.

გიგა ბოკერია

16 დეკემბერი 2019, 17:05

ძალოვნები

გიგა ბოკერია: აბსურდის გარდა არაფრის მოლოდინი მაქვს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. დეპუტატს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ. ბოკერიამ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა.

თამარ ხულორდავა

16 დეკემბერი 2019, 17:02

საქართველო

თამარ ხულორდავა: ზოგი ოპოზიციონერის მიმართ სამართლებრივი პროცედურების ახლა დაწყება კითხვებს აჩენს

პარლამენტის წევრ თამარ ხულორდავას განცხადებით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ სამართლებრივი პროცედურების ახლა დაწყება გარკვეულ კითხვებს აჩენს. ამის შესახებ დეპუტატმა გენერალურ პროკურატურაში გიგა ბოკერიას დაბარებასთან დაკავშირებით თქვა.

კონალტის მაღარო

16 დეკემბერი 2019, 16:52

მსოფლიო

აფრიკაში კობალტის მაღაროებში ბავშვების დაღუპვის გამო Apple-ს, Google-სა დაTesla-ს უჩივლეს

ვაშინგტონის სასამართლოს კონგოდან 14-მა ოჯახმა მიმართა, რომელთა შვილები დაიღუპნენ ან დასახიჩრდნენ მაღაროებში, რომლებიც ბრიტანულ Glencore-ს ეკუთვნის. საუბარია გარდაცვალების 5 ფაქტზე, დანარჩენ შემთხვევაში კი სერიოზულ ტრავმებზე.

გველი

16 დეკემბერი 2019, 16:45

ტაბლოიდი

ავსტრალიელ ქალს სახლში საშობაო ნაძვის ხეზე 10-მეტრიანი პითონი დახვდა

ლინ ჩეპმენი და მისი პარტნიორი კაცი ქუინსლენდში ცხოვრობენ, და როგორც ლინ ჩეპმენი ამბობს, სახლში დაბრუნებულმა ნაძვის ხეზე 10-მეტრიანი პითონი იპოვა. წყვილის ყურადღება აივანზე ახმაურებულმა ჩიტებმა მიიქცია. წყვილმა გველი სახლში მარტო დატოვა და წავიდა, გვიან ღამე დაბრუნებულს კი ის აღარ დახვდათ.

რომან ზოზულია

16 დეკემბერი 2019, 16:23

სპორტი

ესპანეთში უკრაინელი ფეხბურთელის შეურაცხყოფის გამო მატჩი ჩაიშალა

მეორე ტაიმის შემდეგ გულშემატკივრებმა უკრაინელი ფეხბურთელის შეურაცხყოფა გააგრძელეს, რის გამოც არბიტრმა თამაში 40 წუთით შეწყვიტა. საბოლოოდ „ალბასეტეს“ ფეხბურთელებმა თანაგუნდელს სოლიდარობა გამოუცხადეს და თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვეს.

ჩოგბურთი

16 დეკემბერი 2019, 16:20

სპორტი

მსოფლიოს 135 ჩოგბურთელი გარიგებულ მატჩებშია ეჭვმიტანილი

სულ მცირე მსოფლიოს 135 ჩოგბურთელი, გარიგებული მატჩების გამართვაშია ეჭვმიტანილი. ეს დასკვნა საერთაშორისო გამოძიების შედეგად მომზადდა, რომელშიც ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი და აშშ მონაწილეობდა. ამ დროისთვის გამოძიება ისევ გრძელდება.

16 დეკემბერი 2019, 16:17

საქართველო

ციხეებში პატიმრების მონახულებაზე ოპოზიციის მოთხოვნას ბიუროზე კამათი მოჰყვა

არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას მოთხოვნას უპასუხა. ბოკუჩავამ დღეს განაცხადა, რომ არჩილ თალაკვაძე ოპოზიციონერ დეპუტატებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლებას არ აძლევს, რათა აქციების დროს დაკავებულები მოინახულონ.

ჩემპიონთა ლიგა

16 დეკემბერი 2019, 15:47

სპორტი

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წყვილები ცნობილია

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდება. განსაკუთრებულ ინტერესს კი ჩემპიონთა ლიგის 13-გზის გამარჯვებულის, „რეალისა“ და ინგლისის ჩემპიონის, „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა იწვევს. დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი ლონდონის „ჩელსისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ თამაშში.

ვულკანი

16 დეკემბერი 2019, 15:32

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა პირველად აღბეჭდეს ოკეანეში ჩაღვრილი ვულკან ანაკ კრაკატაუს ნაშთები

სპეციალისტებმა ოკეანეში ანაკ კრაკატაუს ერთი ჩამონგრეული მხარის აღსაბეჭდად ჰიდროლოკატორის მოწყობილობა გამოიყენეს, ზოგიერთი ბლოკის სიმაღლე 70-90 მეტრია. წყალში მათი ჩაძირვის შედეგად უდიდესი ტალღები წარმოიქმნა, რომლებიც 2018 წლის 22 დეკემბერს სანაპიროებს თავს დაატყდა.

თეა წულუკიანი

16 დეკემბერი 2019, 14:46

საქართველო

წულუკიანი: პრეზიდენტის უფრო ყურადღებით მოსმენა უნდა ვისწავლოთ

„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის უფრო ყურადღებით მოსმენა ვისწავლოთ და არ გადავაჭარბოთ ხოლმე უარყოფით შეფასებებში,“ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. ინაუგურაციიდან ერთი წლის თავზე წულუკიანი სალომე ზურაბიშვილს წარმატებებს უსურვებს.

საოკუპაციო ხაზი

16 დეკემბერი 2019, 14:38

ძალოვნები

ოკუპანტებმა სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის კაცი დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი დააკავეს. "იმედის" ჟურნალისტის ინფორმაციით,ოკუპანტებმა მოხუცი კაცი სასაფლაოს მიმდებარედ დააკავეს.

შობა ახალი წელი

16 დეკემბერი 2019, 14:28

კულტურა

Wham!-ის Last Christmas-ის ვიდეოს განახლებული ვერსია შექმნეს

35 წლის შემდეგ სტუდია Sony Music Entertainment-მა Wham!-ის სიმღერაზე განახლებული ვიდეორგოლი შექმნა - ახლა მისი ნახვა 4K გაფართოებით არის შესაძლებელი. როგორც The Verge-ი წერს, ვიდეოს გაუმჯობესებულ ვერსიაში იმდენად მკვეთრი გამოსახულებაა, თითქოს Sony-მ მსახიობები დაიქირავა.

გლდანის ცენტრი

16 დეკემბერი 2019, 14:13

საქართველო

გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი ახალ შენობაში გადავიდა

ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი ახალ შენობაში − სავაჭრო ცენტრ „გლდანი პლაზაში“ − გახსნა. დღეიდან ის ახალ მისამართზე (ილია ვეკუას №14) განთავსდა. გლდანში საზოგადოებრივი ცენტრი 2017 წლის პირველ აგვისტოს გაიხსნა და სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ ფუნქციონირებდა.

გიორგი ტყემალაძე

16 დეკემბერი 2019, 14:11

საქართველო

ერეკლე კუხიანიძის საკითხზე საკრებულოს უმრავლესობაში იმსჯელებენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, უმრავლესობის ხვალინდელ სხდომაზე საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის განცხადებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ და შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ საკითხზე.

თეა წულუკიანი

16 დეკემბერი 2019, 13:59

საქართველო

წულუკიანი: გაფრინდაშვილის საქმეზე ემოციური პოლიტიკური განცხადებები პატიმრის ინტერესებს აზიანებს

„ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ემოციური პოლიტიკური განცხადებები პატიმრის ინტერესებს აზიანებს“- ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის ბოლო დროს გამოქვეყნებულ სტატუსებზე გააკეთა.

გიგა ბოკერია

16 დეკემბერი 2019, 13:55

ძალოვნები

გიგა ბოკერიას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ გიგა ბოკერიას დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ. დეპუტატი ჩვენებას თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე მისცემს.გიგა ბოკერიას 15 დეკემბერს შეატყობინეს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე უნდა მისულიყო.