Imedi /  23 იანვარი 2019, 21:01 / სანდო წყარო

ვენესუელაში პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციას მსხვერპლი მოჰყვა

დემოსნტრაცია ვენესუელაში

ვენესუელაში ათასობით ადამიანი იკრიბება და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს. ამის შესახებ BBC წერს

ბოლო მონაცემებით, მასობრივი მსხვლელობის დაწყებამდე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ოპოზიციური მარშის ორგანიზატორი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ხუან გუაიდო არის. ის პრეზიდენტ მადუროს წასვლისკენ უხმობს. 

აშშ-ის მთავრობა გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებს და ვენესუელის პრეზიდენტს წასვლას ურჩევს. 

მადუროს წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების პარალელურად ქვეყანაში ვენესუელის პრეზიდენტის მხარდამჭერი გამოსვლებიც იმართება.

ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტად მეორე ვადით 2018 წლის მაისში აირჩიეს. 56 წლიდერმა საპრეზიდენტო ფიცი მეორედ 10 იანვარს დადო. 

ამერიკის შეერთებული შტატები და დანარჩენი 13 ქვეყანა აცხადებს, რომ მადუროს პრეზიდენტობას ლეგიტიმურად არ ცნობს. 

ვენესუელაში ანტისამთავრობო დემონსტრაციები 2017 წლის აპრილში დაიწყო. არეულობებს 120-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის გამო ოფიციალურმა ვაშინგტონმა კარაკასს სანქციები დაუწესა, ნიკოლას მადუროს აშშ-ში ყველა საბანკო ანგარიში გაუყინა და აშშ-ს მოქალაქეებს მასთან საქმიანი ურთიერთობა აუკრძალა.

მადურო, რომელიც უგო ჩავესის მმართველობის დროს ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებდა, მთავრობის სათავეში 2013 წლის მარტში, ჩავესის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა.

იმავე წლის აპრილში კი უკვე არჩევნებში გამარჯვებით მან ვენესუელის პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად დაიკავა.

ყველა სიახლე

20 სექტემბერი 2026, 10:51

მსოფლიო

მოსკოვის ოლქს ასობით დრონმა შეუტია

ვრცელდება ინფორმაცია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაზიანების შესახებ რამენსკეს, ლენინსკის, ლუბერცის, ლიტკარინოს, ორეხოვო-ზუევოს, კოტელნიკისა და ისტრას ოლქებში. კერძო სახლები დაზიანდა რამენსკეში, კოლომნასა და ეგორიევსკშიც. ცნობილია ორი ადამიანის დაღუპვის შესახებ - სოფინოსა და ორეხოვო-ზუევოს ოლქში.

20 სექტემბერი 2026, 10:48

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი საბავშვო ბაღებში დაფიქსირებულ შემთხვევებზე: დაავადებასთან დაკავშირებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო. კვლევები გრძელდება და საზოგადოებას ინფორმაცია საბოლოო შედეგების მიღებისთანავე მიეწოდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი თბილისის საბავშვო ბაღებში დაფიქსირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

20 სექტემბერი 2026, 10:44

თავდაცვა

აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებმა სამხედრო სწავლებები ჩაატარეს

ნორიოს საწვრთნელ არეალში აღმოსავლეთის სარდლობის უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების სწავლება გაიმართა. სასწავლო შეკრების ფარგლებში, სადაზვერვო და დამრტყმელი FPV დრონების ოპერატორებმა სხვადასხვა სახის ინდივიდუალური და კომბინირებული დავალება შეასრულეს. სწავლება ოპერატორების მიერ ღია სივრცეში, ტყიან მასივსა და შენობებში უძრავ-მოძრავი სამიზნეების აღმოჩენასა და განადგურებას მოიცავდა. დამკვირვებელ-მაკონტროლებლების მიერ დრონების ოპერატორების მომზადება დადებითად შეფასდა.

20 სექტემბერი 2026, 10:31

მსოფლიო

თურქეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და უკრაინას მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით წინადადებები წარუდგინეს

„როგორც ჩანს, ახლა გრძელვადიანი შედეგის მიღწევა საკმაოდ რთულია. გავაგრძელებთ ომს, რომლის გამანადგურებელი ხასიათიც ყველა მხარეს საკმარისად კარგად აქვს გაცნობიერებული და რომელიც ახლა თანდათან მშვიდდება, თუ ვიპოვით გონივრულ კომპრომისს და ვიტყვით: „მოდით, აღარ გავანადგუროთ ერთმანეთი“? ჩვენ წინადადება ორთავე მხარეს გავუგზავნეთ და პასუხს ველოდებით. ვხედავთ, რომ თუ მინდვრებიდან აღებული მარცვლეული მსოფლიო ბაზრებს არ მიეწოდება, ბევრ ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები შეიქმნება“, - განაცხადა ფიდანმა.

რობერტ ფიცო

20 სექტემბერი 2026, 09:48

მსოფლიო

რობერტ ფიცო: დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს

დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის დამარცხების სტრატეგია წარუმატებელი აღმოჩნდა, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ.

ჯუზეპე კავო დრაგონე

20 სექტემბერი 2026, 09:23

მსოფლიო

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: ნატო მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის შესაძლო ესკალაციას უპასუხოს

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა, რომ ნატო მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის შესაძლო ესკალაციას უპასუხოს.

20 სექტემბერი 2026, 09:07

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 სექტემბერს ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +25 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დონალდ ტრამპი

20 სექტემბერი 2026, 08:35

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ „ხელოვნური ინტელექტის ძალებს" შექმნის

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის ძალებს შექმნის. მისივე თქმით, ამ მიმართულებით სპეციალური მრჩევლის დანიშვნასაც გეგმავს.

20 სექტემბერი 2026, 08:14

მსოფლიო

ლუქსემბურგის საერთაშორისო აეროპორტმა უცნობი დრონების დაფიქსირების გამო მუშაობა დროებით შეაჩერა

ლუქსემბურგის აეროპორტის ტერიტორიაზე უცნობი დრონები შენიშნეს, რის გამოც აეროპორტმა 18 სექტემბრის საღამოს მუშაობა დროებით შეაჩერა და ფრენები სხვა აეროპორტებში გადაამისამართა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია.

20 სექტემბერი 2026, 07:49

საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის“ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 განცხადებას ავრცელებს.

20 სექტემბერი 2026, 00:24

რეგიონი

უხვი ნალექის შედეგად აჭარის მუნიციპალიტეტებში შექმნილ ვითარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო

უხვი ნალექის შედეგად აჭარის მუნიციპალიტეტებში შექმნილ ვითარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

19 სექტემბერი 2026, 23:22

საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზა“: აჭარის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნული მიმართულებით მატარებლების გადაადგილებას გარკვეული შეფერხებები შეექმნა - საქართველოს რკინიგზის სამსახურები, შესაბამის უწყებებთან ერთად, მატარებლების გადაადგილების უმოკლეს დროში აღსადგენად აქტიური რეჟიმით მუშაობენ

„საქართველოს რკინიგზის სამსახურები, შესაბამის უწყებებთან ერთად, მატარებლების გადაადგილების უმოკლეს დროში აღსადგენად აქტიური რეჟიმით მუშაობენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გველესიანი

19 სექტემბერი 2026, 23:12

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა - „ჩვენი გზა არის ევროპაში“. მე შეკითხვა დავსვი, ვიცით, რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

ფეხბურთელი გიორგი გველესიანი „geoteam-თან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სხვადასხვა ძალის მხრიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე იყო გარკვეული წნეხი, რათა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები გამოექვეყნებინათ.

19 სექტემბერი 2026, 22:51

სპორტი

ძიუდოისტი თენგო ზირაქაშვილი „ევროპის თასის“ გამარჯვებულია

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე „ევროპის თასზე“ თენგო ზირაქაშვილმა ( -73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

გიორგი გველესიანი

19 სექტემბერი 2026, 22:42

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი 2024 წელზე: საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის - ყველა პოზასა და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი

იმ კონკრეტულ მომენტში საქართველო, ჩემი აზრით, იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. ერთ მხრივ, იყო არჩევანი ერთ პარტიასა [ქართულ ოცნებას] და მეორე მხრივ, კოლექტიურ, ჩემი აზრით, ქვეყნის მოღალატეებს შორის, - განაცხადა ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა „ჯეო თიმთან“ ინტერვიუში, სადაც ის 2024 წლის აპრილში ფეხბურთელების მიმართ სხვადასხვა ძალის მხრიდან წნეხსა და რუსოფობიაზე მსჯელობს.

ლაშა დარსალია

19 სექტემბერი 2026, 22:36

პოლიტიკა

ლაშა დარსალია: ჩვენთვის თანამშრომლობა ნებისმიერ პარტნიორთან ძალიან მნიშვნელოვანია. თანამშრომლობის შიგნით თუ არსებობს კითხვები, ამ კითხვების დასმაც და პასუხების მოსმენაც ასევე მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილია

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთვის თანამშრომლობა ნებისმიერ პარტნიორთან ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.

რამაზ საყვარელიძე

19 სექტემბერი 2026, 22:14

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არ არის ატომური იარაღი, ჯარი და ა.შ. სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არის ქვეყნებთან ურთიერთობის დაბალანსება ისე, რომ გარშემომყოფების ინტერესში იყოს შენთან მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმყარე

„კარგი იქნება, ერთმანეთს ისეთ ინფორმაციას თუ მივაწვდით, რომელიც მეორე მხარეს არ აქვს. რას ფიქრობენ ახალგაზრდები, რა არის მათთვის აქტუალური, ერთმანეთი გავამდიდროთ, ეს იქნება ფსიქოლოგიური და სულიერი სუვერენიტეტის ყველაზე დიდი გარანტია“.

19 სექტემბერი 2026, 22:03

პოლიტიკა

პარლამენტის წევრები „ფერმერის დღე 2026-ს“ დაესწრნენ

„ფერმერის დღე 2026-ის“ ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული აგროსექტორის მრავალფეროვან პროდუქციას, ასევე, სამინისტროს უწყებების წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია ფერმერებისა და აგრობიზნესისთვის ხელმისაწვდომი აგროსერვისებისა და მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ.

19 სექტემბერი 2026, 22:00

პოლიტიკა

„ჯიპას“ ყოფილი სტუდენტი: „ჯიპას“ ლექტორები გვაიძულებდნენ, აქციებზე წავსულიყავით და ამაში გვეწერებოდა ქულები

„ჯიპას“ ლექტორები გვაიძულებდნენ, აქციებზე წავსულიყავით და ამაში გვეწერებოდა ქულები, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ დარბაზის ერთ-ერთმა სტუმარმა ახალგაზრდამ. მისი რეპლიკა „ჯიპას“ დიპლომატიის ფაკულტეტის მაგისტრანტის კახა ნოზაძის განცხადებებს მოჰყვა. ახალგაზრდა გოგონას განცხადებით, მან უნივერსიტეტის შეცვლის გადაწყვეტილება ერთ წელიწადში მიიღო.

კოტე ჟღენტი

19 სექტემბერი 2026, 21:53

პოლიტიკა

კოტე ჟღენტი: რაც შეეხება ევროკავშირს, ახლა რაც ხდება ევროპაში, რამდენად კავშირია, ესეც ხომ ფაქტია და ხელისგულზე დევს. დარწმუნებული ვარ, თუ შეიცვლება, შეიცვლება უარესობისკენ და არა უკეთესობისკენ

რაც შეეხება ევროკავშირს, ეს ახლა რამდენად კავშირია, ახლა რაც ხდება ევროპაში, ესეც ხომ ფაქტია და ხელისგულზე დევს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა კოტე ჟღენტმა.