კიევის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ვიქტორ იანუკოვიჩი
ფოტო: Ria
კიევის ობოლონის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩს სახელმწიფო ღალატისთვის დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 13-წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გარდა ამისა, ექსპრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს ქვეყნის საზღვრების შეცვლის ხელშეწყობასა და ომის დაწყებაში. განაჩენში ნათქვამია, რომ იანუკოვიჩის ბრალი დამტკიცებულია.
2014 წელს უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ექსპრეზიდენტი რუსეთში გაიქცა, სადაც ამ დრომდე იმყოფება.
ყველა სიახლე
07 აგვისტო 2026, 10:25
სამართალი
სამართალდამცველებმა კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს, მეორე პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:24
სამართალი
სამართალდამცველებმა სამეგრელოსა და იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:22
სამართალი
აჭარის პოლიციამ თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:20
მსოფლიო
Reuters: თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი ერთობლივ თავდაცვით შეთანხმებას გააფორმებენ
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი დღეს ერ-რიადში ერთობლივ თავდაცვით შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ინფორმაციას Reuters-ი საკითხის უშუალოდ მცოდნე ორ რეგიონულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 10:11
მსოფლიო
Reuters: ტრამპმა აღიარა, რომ აშშ-ს გარკვეულ შეიარაღებაზე დეფიციტი შეექმნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები გარკვეული ტიპის შეიარაღების დეფიციტს განიცდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 09:47
მსოფლიო
Reuters: ტრამპი ფიქრობს, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი შეფასებით, ირანთან ომი მალე დასრულდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 09:47
რეგიონი
რუსთავის მუნიციპალიტეტი და სემეკი, რუსთავში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროცესს მონიტორინგს უწევენ
რუსთავში, წყლისა და წყალარინების სისტემის კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.
07 აგვისტო 2026, 09:44
საზოგადოება
გივი მიქანაძე სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დაბა გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას ეწვია. მინისტრმა სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, დაწესებულების საქმიანობას გაეცნო და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
07 აგვისტო 2026, 09:41
მსოფლიო
ევროკომისარი მაგნუს ბრუნერი: ევროკავშირმა მაროკოსთან მიგრაციის საკითხებში თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად თავის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, მათ შორის სავიზო და სავაჭრო პოლიტიკა უნდა გამოიყენოს
მაროკოელი მიგრანტების ესპანეთის სეუტაში შეჭრით გამოწვეული კრიზისის ფონზე ევროკავშირი მესამე ქვეყნებიდან დაბრუნების, რეადმისიის საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერებისა და პარტნიორობის უზრუნველსაყოფად ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენების აუცილებლობაზე მიუთითებს. ამის თაობაზე შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, ევროპარლამენტის კომიტეტის ონლაინ სხდომაზე განაცხადა.
07 აგვისტო 2026, 09:31
მსოფლიო
გერმანიის უმსხვილეს აეროპორტებში დრონებისგან დაცვის სისტემების დამონტაჟება დაიწყეს
გერმანიის უმსხვილეს აეროპორტებში დრონებისგან დაცვის სისტემების დამონტაჟება დაიწყეს. გადაწყვეტილების მოტივი ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობითა და დეტონატორით აღჭურვილი დრონის აღმოჩენა გახდა.
07 აგვისტო 2026, 09:27
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივანთან განხეთქილების შესახებ მედიის მიერ გავრცელებული ცნობა უარყო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა The Washington Post-ის მიერ მასა და თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეტს შორის განხეთქილების შესახებ გავრცელებულ ცნობას ყალბი უწოდა და აღნიშნა, რომ ჰეგსეტის მუშაობით ძალიან კმაყოფილია.
07 აგვისტო 2026, 09:22
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე საბოტაჟის საქმეზე: ის, რაც ხდება საქართველოს წინააღმდეგ, ესაა ორკესტრირებული შეტევა ჩვენს სუვერენიტეტზე, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე, იმ ტემპებზე, რომელიც საქართველოს აქვს წლებია
ის რაც ხდება საქართველოს წინააღმდეგ, ესაა ორკესტრირებული შეტევა ჩვენ სუვერენიტეტზე, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე, იმ ტემპებზე, რომელიც საქართველოს აქვს წლებია, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
07 აგვისტო 2026, 09:13
მსოფლიო
გამოკითხვა: საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, ზელენსკი მეორე ტურში ყველა მთავარ კონკურენტთან დამარცხდებოდა
ორგანიზაცია SOCIS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეორე ტურში ყველა მთავარ კონკურენტთან დამარცხდებოდა.
07 აგვისტო 2026, 09:10
პოლიტიკა
გიორგი ბარამაძე: როდესაც მოწინააღმდეგე მხარე გვთხოვდა, რომ ჩვენც გადაგვეცა ვიღაცა, ჩვენ არ გვყავდა ტყვეები და ამასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ჩვენები ხვრეტდნენ-თქო, ანუ ჩვენები არ ინდობდნენ მტერს და ეს ბუნებრივია ომის დროს
გიორგი ბარამიძემ, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ, მწვავე გამოხმაურებების შემდეგ, განმარტება გააკეთა. თუმცა, პოლიტიკოსი ვიდეო მიმართვაში იგივე შინაარსის განცხადებას აკეთებს. ბარამიძის თქმით, მომხდარი არა ქართული ჯარის დანაშაული, არამედ ომის დროს არაგასაკვირი მოვლენაა, როცა გამწარებული ხალხი ტყვეებს არ ინდობს.
07 აგვისტო 2026, 09:04
სამართალი
გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება
გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
07 აგვისტო 2026, 09:00
მსოფლიო
Reuters: ტაილანდის სკოლაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ტაილანდში, სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე ერთი მასწავლებელი დაიღუპა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 01:37
მსოფლიო
ტრამპი ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას Patriot-ის სარაკეტო ბატარეები გადაუდებლად სჭირდება: რაკეტები ჩვენც გვჭირდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების საკითხზე ისაუბრა.
07 აგვისტო 2026, 00:08
მსოფლიო
Bloomberg-ის მიერ დამუშავებული ბოლო მონაცემებით, წელს ევროპაში ექსტრემალურ სიცხეს 25 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
Bloomberg-ის მიერ დამუშავებული ბოლო მონაცემებით, წელს ევროპაში ექსტრემალურ სიცხეს 25 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
06 აგვისტო 2026, 23:55
პოლიტიკა
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს. შენი სიტყვები დღეს აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელებს უწოდებენ, - ასე ეხმიანება გენერალ-მაიორი, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ყარყარაშვილი, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომში, ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
06 აგვისტო 2026, 23:17
მსოფლიო
CNN: აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპმა ბოლო დღეებში პირად საუბრებში უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ინფორმაციის გაჟონვა აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგების შემცირების შესახებ შეერთებულ შტატებს კრიტიკულ მომენტში სუსტად წარმოაჩენს
აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო დღეებში პირად საუბრებში უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ინფორმაციის გაჟონვა აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგების შემცირების შესახებ შეერთებულ შტატებს კრიტიკულ მომენტში სუსტად წარმოაჩენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.


