imedi /  29 იანვარი 2019, 09:09 / სანდო წყარო

აშშ-მა Huawei-სა და მის ფინანსურ დირექტორს ბრალი წაუყენა

Huawei

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ჩინურ კომპანია Huawei-სა და მის ფინანსურ დირექტორს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ამის შესახებ BBC წერს

კომპანიას თაღლითობასა და ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მოპარვაში ადანაშაულებენ, რომელსაც ამერიკული T-Mobile სმარტფონების შესამოწმებლად იყენებდა. 

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მეთიუ უიტეკეტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრალი წაუყენეს როგორც თავად კომპანიას, ასევე მის შვილობილ საწარმოებს Huawei Device USA -სა და Skycom-ს, აგრეთვე მენ ვანჩჟოუს, რომელიც Huawei-ს დამაარსებლის შვილი და კომპანიის ფინანსური დირექტორია.

ვანჩჟოუ კანადაში გასულ წელს აშშ-ის თხოვნით დააკავეს. მას ირანთან დაწესებული სანქციების დარღვევასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ. ფინანსურ დირექტორს 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

მისი დაკავების შემდეგ ჩინეთში კანადის მესამე მოქალაქე დააკავეს, კიდევ 1 კანადელს კი ჩინეთის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

ყველა სიახლე

კლიმატის ცვლილება

26 ივნისი 2019, 00:58

მსოფლიო

გაერო: მსოფლიოს კლიმატური აპარტეიდი ემუქრება

ანგარიშის თანახმად, ისეთი ბუნებრივი მოვლენები როგორიც არის გვალვა, წყალდიდობები, შტორმები სულ უფრო გახშირდება. ანგარიშის თანახმად, 2030 წლისთვის მსოფლიოში კლიმატური ცლილებებისგან გამოწვეული პროცესების გამო 120 მილიონამდე ადამიანი შესაძლოა გაღარიბდეს.

მიანმარი

26 ივნისი 2019, 00:46

მსოფლიო

მიანმარის ხელისუფლებამ როჰინჯა მუსლიმებით დასახლებულ შტატში ინტერნეტი გათიშა

ხელისუფლების მფლობელობაში არსებულმა ტელესაკომუნიკაციო ოთხმა კომპანიამ კავშირგაბმულობის სამინისტროს მითითებით რაკჰაინის შტატში სადაც ძირითადად ეთნიკურ უმცირესობაში მყოფი როჰინჯა მუსლიმები ცხოვრობენ, ინტერნეტი გაუთიშა.

მარიხუანის ლეგალიზაცია

26 ივნისი 2019, 00:43

მსოფლიო

ილინოისში მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა

ილინოისი გახდა აშშ-ის მე-11 შტატი, სადაც მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ჯეი რობერტ პრიცკერმა განაცხადა. მისივე თქმით, ილინოისი, სადაც სრულწლოვანთათვის მარიხუანის მოხმარება სრულად ლეგალური გახდა, „დემოკრატიის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს“.

ნაომი კემპბელი

26 ივნისი 2019, 00:30

კულტურა

ნაომი კემპბელი: მოდის ინდუსტრიაში კანის ფერის თემა ისევ გამოწვევაა

სუპერმოდელ ნაომი კემპბელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრიაში კანის მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები გაუმჯობესდა, ძველებურად მაინც "დიდ საქმედ" ითვლება როდესაც მოდის ცნობილი ჟურნალების გარეკანზე ფერადკანიანია გამოსახული.

მამუკა ბახტაძე

26 ივნისი 2019, 00:13

საქართველო

მამუკა ბახტაძე: სტუმარმასპინძლობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფასეულობაა

პრემიერის განმარტებით, ტურიზმს განსაკუთრებული ეკონომიკური დატვირთვის გარდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ვინაიდან საქართველოს სტუმრებს საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

ოთარ დანელია

26 ივნისი 2019, 00:04

საქართველო

დანელია: გახარიას გადადგომით პოლიტიკური ამინდის შეცვლა უნდათ, მაგრამ არ გამოუვათ

ოთარ დანელიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ 20 ივნისის ღამეს მომხდარზე და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, გიორგი გახარიას ხედავენ როგორც პოლიტიკურად ძლიერ ფიგურას, რაც მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნის მთავარი მიზეზია.

საელჩო

26 ივნისი 2019, 00:01

საქართველო

ამერიკელი დიპლომატი ოჯახთან ერთად საქართველოში მოგზაურობის შესახებ წერს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამერიკელი დიპლომატი ჯულიუს ცაი წერს, თუ რატომ არის საქართველოში გატარებული დრო მისთვის და მისი ოჯახისთვის ძვირფასი.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 23:54

საქართველო

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება და თუ გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას არ დატოვებს, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ხვალ 19:00 საათზე განახლდება.

დაპირისპირება

25 ივნისი 2019, 23:16

საქართველო

პარლამენტთან ორ ადგილზე დაპირისპირება მოხდა

პოლიციამ როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს რამდენიმე პირი აქციაზე დააკავა ან ადგილიდან გაიყვანა. აქციის წამყვანებმა სამართალდამცველებს მომხდარზე რეაგირება სთხოვეს, აქციის მონაწილეებს კი სიმშვიდისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ისინი მშვიდობიან აქციას მართავენ.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 22:55

საქართველო

პარლამენტთან პუტინის თვალებდათხრილი ბანერი გაშალეს. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა ბანერი გაშალეს, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული. ბანერზე პუტინს ცალ თვალზე საქართველოს დროშა, ცალზე კი უკრაინის დროშა აქვს გამოსახული, დროშები კი ცენტრში დაზიანებულია.

მამუკა ბახტაძე

25 ივნისი 2019, 22:47

საქართველო

პრემიერი მელიას საქმეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ნაციონალების ლიდერებს აკისრებს

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, რომელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა და ქცევებმა გამოიწვია ეს ძალიან მძიმე შედეგები. ასე შეაფასა პრემიერმა ნიკა მელიას ნიკა მელიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

მიხეილ სააკაშვილი

25 ივნისი 2019, 22:21

საქართველო

სააკაშვილი: მელია არ უნდა დავაჭერინოთ! ამოვიდა ყელში!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი Facebook-ზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით წერს. "მელია არ უნდა დავაჭერინოთ არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!", - წერს სააკაშვილი.

შალვა ნათელაშვილი

25 ივნისი 2019, 22:18

საქართველო

პარლამენტთან აქციაზე შალვა ნათელაშვილს ბოთლი ესროლეს. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებმა სცენაზე გამომსვლელ ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს ბოთლი ესროლეს. როგორც ჟურნალისტებს ნათელაშვილმა განუცხადა, ეს პროვოკატორები იყვნენ.

სტეფანი გრიშემი

25 ივნისი 2019, 22:01

მსოფლიო

მელანია ტრამპის თანაშემწე თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება

აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის თანაშემწე კომუნიკაციებისა და პერსონალის საკითხებში სტეფანი გრიშემი თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება. თეთრი სახლის პრესმდივნის ფუნქციების გარდა სტეფანი გრიშემი კომუნიკაციების დირექტორის პოსტსაც შეითავსებს და ამავდროულად მელანია ტრამპის წარმომადგენელიც იქნება.

გიორგი მარგველაშვილი

25 ივნისი 2019, 21:59

საქართველო

გიორგი მარგველაშვილი აქციის მონაწილეებს: კობახიძე ეტა რაზ, გახარია ეტა დვა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა. გუშინ აქციაზე მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა იყო მისული.

სანდრა რულოვსი

25 ივნისი 2019, 21:56

საქართველო

სანდრა რულოვსი: ხალხი გასაპროტესტებლად გავიდა, რა თქმა უნდა პარლამენტში შესვლა მოუნდებოდა

მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სანდრა რულოვსი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება. ის ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნას და მის შესაძლო დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მელია პატიმრობას არ იმსახურებს.

აქცია

25 ივნისი 2019, 21:28

საქართველო

პარლამენტთან ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები, რომლებიც დახმარებას უწევენ აქციის მონაწილეს. რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი მეორე დღეა შიმშილობს. დღეს პარლამენტთან აქცია ისევ განახლდა.

ჯორჯ მარტინი

25 ივნისი 2019, 21:28

კულტურა

ჯორჯ მარტინმა „ჩერნობილი“ შეაქო

ამერიკელმა მწერალმა ჯორჯ მარტინმა, რომლის რომანების მიხედვითაც სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ რამდენიმე სეზონი გადაიღეს, ბრიტანული HBO-ს მიერ გადაღებული მინი-სერიალი „ჩერნობილი“ შეაფასა. მან ასევე შეაქო ჯარედ ჰარისი, რომელმაც სერიალში მეცნიერი ვალერი ლეგასოვი განასახიერა.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 21:14

საქართველო

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო გზა გადაიკეტა. აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას განუმარტეს, რომ მომიტინგეთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით გზის სავალი ნაწილის დაკავების აუცილებლობა გაჩნდა.

კლოდ კერნი

25 ივნისი 2019, 20:54

საქართველო

ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მიესალმებიან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) 2020 წლის არჩევნების ნულოვანი ბარიერით და სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.